სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადებები იჩენს თავს შემოდგომაზე და როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ - ექიმის რჩევები
რა დაავადებები იჩენს თავს შემოდგომაზე და როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ - ექიმის რჩევები

ყვე­ლა სე­ზო­ნი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ვი­ნა­ი­დან სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად დას­რულ­და და ად­რე­უ­ლი შე­მოდ­გო­მაა, ალ­ბათ ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ვერც კი წარ­მო­იდ­გენს, ზა­ფხულ­მა რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­უ­ტო­ვოს ადა­მი­ა­ნებს, თუკი და­უ­დევ­რად მო­ე­პყრო­ბი­ან სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას და არ და­ი­ცა­ვენ თუნ­დაც (სხვა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ) ელე­მენ­ტა­რულ სა­ნი­ტა­რულ და ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს.

რა და­ა­ვა­დე­ბე­ბია წინა პლან­ზე წა­მო­წე­უ­ლი ამ ეტაპ­ზე და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ადა­მი­ა­ნი მის და­სა­მარ­ცხებ­ლად - გვე­სა­უბ­რე­ბა "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის" რე­დაქ­ტო­რი, ექი­მი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი:

- მი­ი­წუ­რა ზა­ფხუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­თან ერ­თად, ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი პრობ­ლე­მაც დაგ­ვი­ტო­ვა. ად­რე­ულ შე­მოდ­გო­მა­ზე თავს იჩენს ხოლ­მე ის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მელ­თაც სა­ფუძ­ვე­ლი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ჩა­ე­ყა­რათ მა­გა­ლი­თად, სა­ზღვაო სე­ზო­ნის შემ­დეგ ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის შე­დე­გად, ვი­თარ­დე­ბა კა­ნი­სა და ლორ­წო­ვა­ნი გარ­სე­ბის სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ხშირ­დე­ბა პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი (ჭი­ე­ბით ინ­ვა­ზია, მწე­რის ნაკ­ბე­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, და­ტი­ლი­ა­ნე­ბა), ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი (მა­გა­ლი­თად, ბოტ­კი­ნის და­ა­ვა­დე­ბა, სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი).

- გა­მო­დის, სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნის შემ­დგომ პე­რი­ოდს თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი ახ­ლავს. კერ­ძოდ, რა და­ა­ვა­დე­ბე­ბი იწევს წინა პლან­ზე და რო­გორ უნდა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან?

- დიახ, ასეა, მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა კა­ნის არა­ერ­თი პა­თო­ლო­გი­ის გამ­წვა­ვე­ბას იწ­ვევს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ე.წ. პი­ო­დერ­მი­ე­ბი - კა­ნის ჩირ­ქო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, აკნე, დერ­მა­ტი­ტე­ბი და სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ნეს­ტი­ან და თბილ გა­რე­მო­ში კა­ნი­სა და ლორ­წო­ვა­ნის სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გა­მომ­წვე­ვი სო­კო­ე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნო­ბენ თავს და ად­ვი­ლად ას­ნე­ბოვ­ნე­ბენ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი აქვს და ამას­თან, არ იცავს ჰი­გი­ე­ნის ელე­მენ­ტა­რულ წე­სებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ხით უკვე ად­რე­ულ შე­მოდ­გო­მა­ზე ვლინ­დე­ბა...

თუ კან­ზე ან ლორ­წო­ვან­ზე უჩ­ვე­უ­ლო გმო­ნა­ყა­რი ან პიგმენ­ტა­ცია შე­ნიშ­ნეთ, მით უმე­ტეს, თუ მას თან ახ­ლავს ქა­ვი­ლი, წვა და სხვა შეგ­რძნე­ბე­ბი, დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ დერ­მა­ტო­ლოგს...

- ზა­ფხულ­ში არა­ერ­თი მწე­რია გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი და მათი ნაკ­ბე­ნე­ბიც სირ­თუ­ლე­ებს უქ­მნის ადა­მი­ანს... რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ ამის­გან თავი? ან გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორ მო­ვუ­ა­როთ და­ზი­ა­ნე­ბულ ად­გი­ლებს?

- ამა­ზე ქვე­მოთ მო­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე, რაკი პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი უკვე ვახ­სე­ნეთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ დღეს ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია მუნი, რო­მელ­საც ტკი­პა იწ­ვევს. ამ და­ა­ვა­დე­ბის მთა­ვა­რი სიმპტო­მია ქა­ვი­ლი, რო­მე­ლიც ღამ­ღა­მო­ბით ძლი­ერ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ტკი­პე­ბი ამ დროს აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან. აგ­რეთ­ვე ისევ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა და­ტი­ლი­ა­ნე­ბა, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ დღეს საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია შექ­მნი­ლი, თუმ­ცა მა­ინც დიდ ნე­ბის­ყო­ფას მო­ი­თხოვს მშობ­ლის­გა­ნაც და ბავ­შვის­გა­ნაც.

მწე­რებ­ზე სა­უბ­რი­სას უნდა ით­ქვას ტკი­პე­ბის ნაკ­ბე­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბო­რე­ლი­ო­ზის შე­სა­ხებ, რომ­ლის შემ­თხვე­ვე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს გახ­შირ­და, თბი­ლი­სის მი­და­მო­ებ­შიც კი და ამან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. პა­რა­ზი­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა იყო ტკი­პის ნაკ­ბე­ნის გამო.

თუ ისეთ რე­გი­ონ­ში ის­ვე­ნებ­დით, სა­დაც კო­ღოს ნაკ­ბე­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, გარ­კვე­უ­ლი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა გმარ­თებთ. კოღო ანო­ფე­ლე­სის მიერ გა­და­ტა­ნი­ლი მა­ლა­რი­ის შემ­თხვე­ვე­ბი ჯერ ისევ გვხვდე­ბა ჩვენ­ში (თუმ­ცა 2013 წლი­დან ძი­რი­თა­დად შე­მო­ტა­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი) და ეს და­ა­ვა­დე­ბა კო­ღოს კბე­ნი­დან 15-30 დღის შემ­დეგ იწყებს კლი­ნი­კურ გა­მოვ­ლი­ნე­ბას. თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­გე­წყოთ შემ­ცივ­ნე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ღალ ციფ­რებს მი­აღ­წევს, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის პა­რა­ზი­ტო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი არ გა­წყენ­დათ.

- სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­თაც ყო­ფი­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლი. რო­გორ უნდა აი­ცი­ლონ თა­ვი­დან ეს?

- სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან თა­ვის დაც­ვის ერ­თა­დერ­თი გზა არის დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბი­სას და თა­ვის შე­კა­ვე­ბა შემ­თხვე­ვით პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან, მაგ­რამ მრა­ვა­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნე­ბი არ იცა­ვენ ამ ელე­მენ­ტა­რულ წე­სებს და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა - ბოლო დროს საგ­რძნობ­ლად იმა­ტა სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დებ­მა თით­ქმის ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბამ და მათი გახ­ში­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის შემ­დეგ აღი­ნიშ­ნე­ბა, რო­გორც ხან­მოკ­ლე სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბის შე­დე­გი.

- გა­მო­დის, ეს და­ა­ვა­დე­ბი უმე­ტე­სად და­უ­დევ­რო­ბის შე­დე­გია, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას არ უფრთხილ­დე­ბა, სა­კუ­თა­რი სი­ჯან­სა­ღის გა­სა­ღე­ბი ჩვენს ხელ­თაა?

- სწო­რე­დაც რომ ასეა, განა ჩვენს ხელთ არ არის იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ­ლებ­საც მე­დი­კო­სე­ბი "ჭუ­ჭყი­ა­ნი ხე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს" უწო­დე­ბენ და რო­მელ­თა შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვა­სა­ხე­ლოთ ე.წ. ბოტ­კი­ნის და­ა­ვა­დე­ბა? ყვე­ლა­ზე ხში­რი A ჰე­პა­ტი­ტის ანუ ბოტ­კი­ნის პა­თო­ლო­გი­ის შემ­თხვე­ვე­ბი სწო­რედ სექ­ტემ­ბრის თვე­შია - ზა­ფხულ­ში და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლე­ბის გზით დას­ნე­ბოვ­ნე­ბულ ორ­გა­ნიზ­მში, სიყ­ვით­ლის გა­მომ­წვე­ვი ვირუ­სი ფა­რულ ანუ ინ­კუ­ბა­ცი­ურ პე­რი­ოდს 15-30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დის, მერე კი უც­ბად ვლინ­დე­ბა მწვა­ვე კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი: სიყ­ვით­ლე, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ფუნ­ქცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა და სხვა ნიშ­ნე­ბი.

რა არის ხე­ლე­ბის და­ბა­ნა­ზე ად­ვი­ლი? რა­ტომ არ ვა­კე­თებთ ამას? ანდა, რა­ტომ არ ვი­ცავთ იმ სხვა რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც სხვა ჯგუ­ფის და­ა­ვა­დე­ბებს აგ­ვა­ცი­ლებ­და თა­ვი­დან? მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა პრო­ფი­ლაქ­ტი­კაა და თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ყუ­რად ვი­ღებთ, შევ­ძლებთ, ვმარ­თოთ ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ბევ­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა დაავადებები იჩენს თავს შემოდგომაზე და როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ - ექიმის რჩევები

რა დაავადებები იჩენს თავს შემოდგომაზე და როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ - ექიმის რჩევები

ყველა სეზონი სხვადასხვა დაავადების გამწვავებით გამოირჩევა. ვინაიდან საკურორტო სეზონი პრაქტიკულად დასრულდა და ადრეული შემოდგომაა, ალბათ ბევრი ჩვენგანი ვერც კი წარმოიდგენს, ზაფხულმა რა პრობლემები შეიძლება დაუტოვოს ადამიანებს, თუკი დაუდევრად მოეპყრობიან საკუთარ ჯანმრთელობას და არ დაიცავენ თუნდაც (სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ) ელემენტარულ სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს.

რა დაავადებებია წინა პლანზე წამოწეული ამ ეტაპზე და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მის დასამარცხებლად - გვესაუბრება "ოჯახის მკურნალის" რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი:

- მიიწურა ზაფხული და სასიამოვნო შთაბეჭდილებებთან ერთად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემაც დაგვიტოვა. ადრეულ შემოდგომაზე თავს იჩენს ხოლმე ის დაავადებები, რომელთაც საფუძველი ზაფხულის პერიოდში ჩაეყარათ მაგალითად, საზღვაო სეზონის შემდეგ ჰიგიენის წესების დაუცველობის შედეგად, ვითარდება კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაავადებები, ხშირდება პარაზიტული დაავადებები (ჭიებით ინვაზია, მწერის ნაკბენით გამოწვეული პათოლოგიები, დატილიანება), ინფექციური პათოლოგიები (მაგალითად, ბოტკინის დაავადება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები).

- გამოდის, საკურორტო სეზონის შემდგომ პერიოდს თავისი პრობლემები ახლავს. კერძოდ, რა დაავადებები იწევს წინა პლანზე და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან?

- დიახ, ასეა, მზის სხივების ზემოქმედება კანის არაერთი პათოლოგიის გამწვავებას იწვევს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ე.წ. პიოდერმიები - კანის ჩირქოვანი დაავადებები, აკნე, დერმატიტები და სოკოვანი დაავადებები. ნესტიან და თბილ გარემოში კანისა და ლორწოვანის სოკოვანი ინფექციების გამომწვევი სოკოები შესანიშნავად გრძნობენ თავს და ადვილად ასნებოვნებენ ადამიანს, რომელსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვს და ამასთან, არ იცავს ჰიგიენის ელემენტარულ წესებს. ეს ყველაფერი კი მწვავე დაავადებების სახით უკვე ადრეულ შემოდგომაზე ვლინდება...

თუ კანზე ან ლორწოვანზე უჩვეულო გმონაყარი ან პიგმენტაცია შენიშნეთ, მით უმეტეს, თუ მას თან ახლავს ქავილი, წვა და სხვა შეგრძნებები, დროულად მიმართეთ დერმატოლოგს...

- ზაფხულში არაერთი მწერია გააქტიურებული და მათი ნაკბენებიც სირთულეებს უქმნის ადამიანს... როგორ უნდა დავიცვათ ამისგან თავი? ან გართულების შემთხვევაში, როგორ მოვუაროთ დაზიანებულ ადგილებს?

- ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე, რაკი პარაზიტული დაავადებები უკვე ვახსენეთ, წარმოიდგინეთ, რომ დღეს ისევ აქტუალურია მუნი, რომელსაც ტკიპა იწვევს. ამ დაავადების მთავარი სიმპტომია ქავილი, რომელიც ღამღამობით ძლიერდება, ვინაიდან ტკიპები ამ დროს აქტიურდებიან. აგრეთვე ისევ გავრცელებული პრობლემაა დატილიანება, რომლის წინააღმდეგ დღეს საკმაოდ ეფექტური საშუალებებია შექმნილი, თუმცა მაინც დიდ ნებისყოფას მოითხოვს მშობლისგანაც და ბავშვისგანაც.

მწერებზე საუბრისას უნდა ითქვას ტკიპების ნაკბენით გამოწვეული ბორელიოზის შესახებ, რომლის შემთხვევებიც საქართველოში ბოლო დროს გახშირდა, თბილისის მიდამოებშიც კი და ამან მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პარაზიტოლოგიის ცენტრში საკმაოდ მაღალი მიმართვიანობა იყო ტკიპის ნაკბენის გამო.

თუ ისეთ რეგიონში ისვენებდით, სადაც კოღოს ნაკბენი ჩვეულებრივი მოვლენაა, გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. კოღო ანოფელესის მიერ გადატანილი მალარიის შემთხვევები ჯერ ისევ გვხვდება ჩვენში (თუმცა 2013 წლიდან ძირითადად შემოტანილი დაავადების შემთხვევებია რეგისტრირებული) და ეს დაავადება კოღოს კბენიდან 15-30 დღის შემდეგ იწყებს კლინიკურ გამოვლინებას. თუ მოულოდნელად დაგეწყოთ შემცივნება და ტემპერატურა მაღალ ციფრებს მიაღწევს, ყოველი შემთხვევისთვის პარაზიტოლოგთან ვიზიტი არ გაწყენდათ.

- საკურორტო სეზონის შემდგომი პერიოდი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებითაც ყოფილა გამორჩეული. როგორ უნდა აიცილონ თავიდან ეს?

- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავის დაცვის ერთადერთი გზა არის დამცავი საშუალებების გამოყენება სქესობრივი ურთიერთობისას და თავის შეკავება შემთხვევით პარტნიორებთან ურთიერთობისგან, მაგრამ მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანები არ იცავენ ამ ელემენტარულ წესებს და შედეგიც სახეზეა - ბოლო დროს საგრძნობლად იმატა სქესობრივი გზით გადამდებმა თითქმის ყველა დაავადებამ და მათი გახშირება განსაკუთრებით ზაფხულის სეზონის შემდეგ აღინიშნება, როგორც ხანმოკლე საკურორტო რომანების შედეგი.

- გამოდის, ეს დაავადები უმეტესად დაუდევრობის შედეგია, ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას არ უფრთხილდება, საკუთარი სიჯანსაღის გასაღები ჩვენს ხელთაა?

- სწორედაც რომ ასეა, განა ჩვენს ხელთ არ არის იმ დაავადებების თავიდან აცილების შესაძლებლობა, რომლებსაც მედიკოსები "ჭუჭყიანი ხელების დაავადებებს" უწოდებენ და რომელთა შორის აუცილებლად უნდა დავასახელოთ ე.წ. ბოტკინის დაავადება? ყველაზე ხშირი A ჰეპატიტის ანუ ბოტკინის პათოლოგიის შემთხვევები სწორედ სექტემბრის თვეშია - ზაფხულში დაუბანელი ხელების გზით დასნებოვნებულ ორგანიზმში, სიყვითლის გამომწვევი ვირუსი ფარულ ანუ ინკუბაციურ პერიოდს 15-30 დღის განმავლობაში გადის, მერე კი უცბად ვლინდება მწვავე კლინიკური სურათი: სიყვითლე, კუჭ-ნაწლავის ფუნქციური აშლილობა, ტემპერატურა და სხვა ნიშნები.

რა არის ხელების დაბანაზე ადვილი? რატომ არ ვაკეთებთ ამას? ანდა, რატომ არ ვიცავთ იმ სხვა რეკომენდაციებს, რომლებიც სხვა ჯგუფის დაავადებებს აგვაცილებდა თავიდან? მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დაავადებათა პროფილაქტიკაა და თუ ამ მიმართულების რეკომენდაციებს ყურად ვიღებთ, შევძლებთ, ვმართოთ ჩვენი ჯანმრთელობა და თავიდან ავიცილოთ ბევრი უსიამოვნება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი