პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი ჩამომხრჩვალი იპოვეს
რუსეთში საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი ჩამომხრჩვალი იპოვეს

რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Интерфакс -ის რე­დაქ­ტო­რი იური ნი­კი­ფო­რო­ვი, მარ­შალ კრი­ლო­ვის ქუ­ჩა­ძე მდე­ბა­რე სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. ის მის­მა მე­უღ­ლემ იპო­ვა და პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა. 33 წლის მა­მა­კა­ცის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია. ნი­კი­ფო­რო­ვის მე­გობ­რე­ბი სუ­ი­ციდს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა­ვენ.

Интерфакс - ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ალექ­სეი გორშკო­ვის თქმით, ნი­კი­ფო­რო­ვი მოს­კო­ვის ახალ ამ­ბებს, კონ­კრე­ტუ­ლად, სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ თე­მებს აშუ­ქებ­და... მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ით და­ი­წყო. "ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის თქმით, მას დეპ­რე­სი­ი­სა და ზო­გა­დად, თვით­მკვლე­ლო­ბის წი­ნა­პი­რო­ბის არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, არც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და...",- ამ­ბობს გორშკო­ვი.

გარ­დაც­ვლილ რე­დაქ­ტორს მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ სა­ღა­მოს გავ­რცელ­და, თუმ­ცა, ის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად გვერ­დზე დღეს დი­ლი­თაც და­ფიქ­სირ­და. მისი კო­ლე­გე­ბის თქმით, ნი­კი­ფო­რო­ვი აწარ­მო­ებ­და გა­მო­ძი­ე­ბას გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის წი­ლე­ბის შე­სა­ხებ, მათ გავ­ლე­ნებ­სა და კავ­ში­რებ­ზე. თუმ­ცა, არას­დროს უთ­ქვამს, რომ ვინ­მე ემუქ­რე­ბო­და.

მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სტა­ტია იყო მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია. მათ შო­რის, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის ლევ კუზ­ნე­ცო­ვის დეკ­ლა­რა­ცია, რომ­ლის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა 582 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი იყო... მისი შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ 2016 წელს 12-ჯერ გა­ი­ზარ­და. სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი რუ­სე­თის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნისტრს, ალექ­სან­დრე ტკა­ჩევს ჰქონ­და - წე­ლი­წად­ში 5,6 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი.

მე­გობ­რე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის თქმით, ამ მა­სა­ლის გამო, ნი­კი­ფო­როვს რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­რე­კეს და "ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის" გავ­რცე­ლე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლი­თაც და­ე­მუქრნენ, თუმ­ცა, შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წყნარ­და... იური ნი­კი­ფო­რო­ვი Интерфакс -ში 2014 წლი­დან მუ­შა­ობ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთში საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი ჩამომხრჩვალი იპოვეს

რუსეთში საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი ჩამომხრჩვალი იპოვეს

რუსული საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი იური ნიკიფოროვი, მარშალ კრილოვის ქუჩაძე მდებარე სახლის სადარბაზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ის მისმა მეუღლემ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. 33 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ნიკიფოროვის მეგობრები სუიციდს კატეგორიულად გამორიცხავენ.

Интерфакс - ის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსეი გორშკოვის თქმით, ნიკიფოროვი მოსკოვის ახალ ამბებს, კონკრეტულად, სოციალურ და ეკონომიკურ თემებს აშუქებდა... მისივე თქმით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიით დაიწყო. "ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების თქმით, მას დეპრესიისა და ზოგადად, თვითმკვლელობის წინაპირობის არაფერი ეტყობოდა. რამდენადაც ცნობილია, არც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა...",- ამბობს გორშკოვი.

გარდაცვლილ რედაქტორს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახლობლების თქმით, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა, თუმცა, ის სოციალური ქსელის პირად გვერდზე დღეს დილითაც დაფიქსირდა. მისი კოლეგების თქმით, ნიკიფოროვი აწარმოებდა გამოძიებას გავლენიანი ბიზნესმენების წილების შესახებ, მათ გავლენებსა და კავშირებზე. თუმცა, არასდროს უთქვამს, რომ ვინმე ემუქრებოდა.

მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სტატია იყო მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული რამდენიმე მაღალჩინოსნის ქონებრივი დეკლარაცია. მათ შორის, სამხრეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის ფედერაციის მინისტრის ლევ კუზნეცოვის დეკლარაცია, რომლის რეგისტრირებული ქონება 582 მილიონი რუბლი იყო... მისი შემოსავალი მხოლოდ 2016 წელს 12-ჯერ გაიზარდა. სტატიის თანახმად, ყველაზე მცირე შემოსავალი რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ალექსანდრე ტკაჩევს ჰქონდა - წელიწადში 5,6 მილიონი რუბლი.

მეგობრებისა და კოლეგების თქმით, ამ მასალის გამო, ნიკიფოროვს რამდენჯერმე დაურეკეს და "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებისთვის სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრნენ, თუმცა, შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა... იური ნიკიფოროვი Интерфакс -ში 2014 წლიდან მუშაობდა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"