კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ამჩნევდა რას მიკეთებდნენ, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა..." - სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელიც დღეს ახალგაზრდა ლიდერია
"ყველა ამჩნევდა რას მიკეთებდნენ, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა..." - სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელიც დღეს ახალგაზრდა ლიდერია

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 24 წლის მა­რი­ამ ავა­ქო­ვის ის­ტო­რი­ას. გო­გო­ნა იხ­სე­ნებს, რო­გორ ჩაგ­რავ­დნენ მას კლა­სე­ლე­ბი და რო­გო­რია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც არა­ფერს აკე­თებს სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად:

"მე-9 კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ორი პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სი გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნეს. მე რუ­სულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. მუდ­მი­ვად კი­თხვებს ვსვამ­დი, კარგ ქუ­ლებს ვი­ღებ­დი და ძა­ლი­ან კარ­გად ვსწა­ვა­ლობ­დი. სწო­რედ ამი­ტომ და კი­დევ, ვფიქ­რობ, ჩემი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო, ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი გავ­ხდი. ისი­ნი, ვი­საც სწავ­ლა არ უნ­დო­და და მას­წავ­ლებ­ლის მოს­მე­ნა, გაკ­ვე­თი­ლის ჩაშ­ლა ერ­ჩივ­ნათ, ამი­ტომ მე მე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ.

ვი­ჯე­ქი ხოლ­მე გაკ­ვე­თილ­ზე, რო­გორც ყო­ველ­თვის ვაქ­ტი­უ­რობ­დი, ამ დროს კი კლა­სე­ლე­ბი კალ­მე­ბით პა­ტა­რა ქა­ღალ­დის ბურ­თუ­ლებს მეს­როდ­ნენ. რა თქმა უნდა, გავ­ღი­ზი­ან­დი და უკან მი­ვუბ­რუ­ნე ეს ბურ­თუ­ლე­ბი. ამ დროს მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­მამ­ჩნია და მე და­ვი­სა­ჯე, თუმ­ცა უდა­ნა­შა­უ­ლო ვი­ყა­ვი. შემ­დეგ ამას დიდი გარ­ჩე­ვა მოყ­ვა. ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და, რო­დე­საც ჩემი და­პი­რის­პი­რე­ბა კლა­სე­ლებ­თან ფი­ზი­კურ შე­ხე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და: რვე­უ­ლე­ბის ჩარ­ტყმა, ქა­ღალ­დის ბურ­თუ­ლე­ბი, და­ცინ­ვა და ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბის კად­რე­ბი ერთ-ერ­თმა მოს­წავ­ლემ გა­და­ი­ღო და ჩემს გა­სამ­წა­რებ­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა.

ვი­დეო მალე გავ­რცელ­და, რად­გან რუს­თა­ვი 2-მა აღ­მო­ა­ჩი­ნა ის, რო­დე­საც გა­და­ცე­მას ამ­ზა­დებ­დნენ ბუ­ლინგზე. ჟურ­ნა­ლის­ტი მო­ვი­და ჩემს ჩა­სა­წე­რად, მაგ­რამ კლა­სის დამ­რი­გებ­ლის ტო­ნი­თა და გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით მივ­ხვდი, რომ არ ღირ­და. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, უნდა მე­ლა­პა­რა­კა, მაგ­რამ მა­შინ არა­ვინ მყავ­და, ვინც გა­მამ­ხნე­ვებ­და და გვერ­დში და­მიდ­გე­ბო­და.

სკო­ლა­ში ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ხმა­უ­რი ატყდა. გარ­კვე­ვა და­ი­წყეს, თუ ვინ ატ­ვირ­თა ეს ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში. მე წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ვისი გა­და­ღე­ბუ­ლი და და­დე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ისევ მე და­მაბ­რა­ლეს, თით­ქოს, ჩემი ატ­ვირ­თუ­ლი იყო, არა­და, მე თვი­თონ არ მსი­ა­მოვ­ნებ­და ამ კად­რე­ბის არ­სე­ბო­ბა. შემ­დეგ, კლას­ში მა­ბუ­ლინ­გე­ბე­ლი ბავ­შვე­ბის და­სა­ცა­ვად იმა­ზეც და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი, რომ გა­ვე­რი­ცხე სკო­ლი­დან, მაგ­რამ მა­ინც ვერ შეძ­ლებ­დნენ, რად­გან კარ­გი მოს­წავ­ლე და სკო­ლის სახე ვი­ყა­ვი ოლიმ­პი­ა­დებ­ში. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მე ვი­ყა­ვი კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი იმის გამო, რომ ხუმ­რო­ბა არ მეს­მის.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო მხო­ლოდ კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა, რომ ამ ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლი უნდა მოხ­დეს. სხვა რა­მე­ში არ ჩა­რე­უ­ლან. ძა­ლი­ან დას­ტრე­სი­ლი ვი­ყა­ვი. იყო პე­რი­ო­დი, სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი მქონ­და წარ­თმე­უ­ლი. სკო­ლის შეც­ვლა­ზეც მი­ფიქ­რია, მაგ­რამ სხვა რუ­სუ­ლი სკო­ლა შორს იყო ჩემ­გან და რთუ­ლი იყო იქ სი­ა­რუ­ლი.

მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით დავ­დი­ო­დი, იმის გამო, რომ და­ბა­ლი ვი­ყა­ვი. და­ფას­თან ყო­ვე­ლი გას­ვლი­სას, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მა­ღა­ლი იყო, ერთი ბიჭი გა­მუდ­მე­ბით "ქუს­ლებს" მე­ძახ­და... მას­თა­ნაც მო­მი­ვი­და და­პი­რის­პი­რე­ბა, ამა­ზე დავ­ცხეთ ერ­თმა­ნეთს. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მე და­მა­და­ნა­შა­უ­ლეს, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ხუმ­რო­ბა არ მეს­მო­და. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამას დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დნენ. ყვე­ლა ამ­ჩნევ­და რო­გორ მექ­ცე­ოდ­ნენ, რას მი­კე­თებ­დნენ, მაგ­რამ რე­აქ­ცია არა­ვის ჰქონ­და. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, რო­მელ­საც კლას­ში სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა შე­ეძ­ლო. რამ­დე­ნი­მე კლა­სე­ლიც მხარს მი­ჭერ­და, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი კლა­სე­ლი იყო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გოგო, რო­მე­ლიც გვერ­დში აქ­ტი­უ­რად მედ­გა, მაგ­რამ მა­საც მაგ­რად მოხ­ვდა ამის გამო. ახ­ლაც რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, კლა­სე­ლე­ბის­თვის ჩემი და­ცინ­ვა გა­სარ­თო­ბი იყო იმის­თვის, რომ გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ე­შა­ლათ. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ვი­ყა­ვი და თუ ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და, ყო­ველ­თვის ვეხ­მა­რე­ბო­დი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბო­რო­ტე­ბას სი­კე­თით ვპა­სუ­ხობ­დი.

სა­ნამ მან­და­ტუ­რე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ, ჩემ გვერ­დით არ იყო ადა­მი­ა­ნი, ვინც ხელს შე­მი­წყობ­და და და­მა­რი­გებ­და, თუ რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­ლა­ხე, რად­გან, პირ­ველ რიგ­ში, სტი­მუ­ლი მქონ­და, რომ მეს­წავ­ლა. უხე­შად რომ ვთქვათ, "და­ვი­კი­დე" ყვე­ლა ბავ­შვი კლას­ში. მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად დავ­დი­ო­დი სკო­ლა­ში. ვცდი­ლობ­დი, რომ გავ­რი­დე­ბო­დი და აღარ მქო­ნო­და კლა­სე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ერთხელ, მან­და­ტუ­რი შემ­ხვდა შემ­თხვე­ვით სკო­ლის კო­რი­დორ­ში და მი­თხრა, შენ მშვი­დად იყა­ვი, და­ამ­თავ­რე სკო­ლა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ ჩა­ა­ბა­რებ, ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევ იმი­ტომ, რომ გაქვს ამი­სი უნა­რიო. მე ვიცი, რაც ხდე­ბა, მაგ­რამ შენ პა­სუ­ხი შენი სწავ­ლით შე­გიძ­ლია გას­ცეო. ამ ბი­ჭის მხარ­და­ჭე­რა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავ­და.

სკო­ლა ორი სექ­ტო­რის­გან შედ­გე­ბო­და, სომ­ხუ­რი და რუ­სუ­ლი, სომ­ხუ­რი სექ­ტო­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა იცო­და ჩემი დონე და შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ში, ამის­თვის გა­ვი­ა­რე ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, ლო­კა­ლუ­რი ტური, სა­დაც გა­ვი­მარ­ჯვე. შემ­დეგ უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კულ­ტუ­რის ოლიმ­პი­ა­და­ში სომ­ხეთ­ში წა­მიყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით დავ­ბრუნ­დი, ბედ­ნი­ე­რი იმით, რომ იქ სულ სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. ესეც იყო ძა­ლა­ინ დიდი სტი­მუ­ლი და სა­მა­გა­ლი­თოც, რად­გან ჩემი თა­ვის მე­ტად შეც­ნო­ბა­ში და­მეხ­მა­რა.

ყვე­ლა ბავ­შვი ჩემ­სა­ვით არ არის ბუ­ნე­ბით მებ­რძო­ლი და არ შე­უძ­ლია სა­კუ­თარ თავ­ში მარ­ტომ გა­და­ლა­ხოს პრობ­ლე­მა, ამი­ტომ ბავ­შვებს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ას­წავ­ლიდ­ნენ, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის დროს არ გა­ჩუმ­დნენ, ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რონ. ვი­ნა­ი­დან მე მა­შინ არ მქონ­და იმ­დე­ნი ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­სა­ვა­ლი გა­ჩუ­მე­ბა­ში ვი­პო­ვე, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი ვერ მო­ვი­ფიქ­რე. ასე და­ვამ­თავ­რე სკო­ლა. ექ­სკურ­სია ან რამე სხვა აქ­ტი­ვო­ბა თუ ხდე­ბო­და, არა­ფერ­ში ვერ­თვე­ბო­დი. მათ­თან ერ­თად ექ­სკურ­სი­ებ­ზე არ დავ­დი­ო­დი. სკო­ლის ბან­კეტ­ზეც არ ვყო­ფილ­ვარ. ვცა­დე, მინ­დო­და, მაგ­რამ ბან­კე­ტის­თვის მზა­დე­ბის დრო­საც დამ­ცი­ნოდ­ნენ, ჩემ წა­მო­საყ­ვა­ნად ვინ მო­ვი­დო­და სა­ერ­თოდ. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, სულ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ეს ჩემი პრო­ტეს­ტი იყო.

დღეს რომ ვფიქ­რობ, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი გა­რე­მოს შე­საც­ვლე­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და იმა­საც მივ­ხვდი, რომ ვინც ბუ­ლინგს სჩა­დის, პრობ­ლე­მა მათ­შია და არა და­ჩაგ­რულ­ში, პი­რი­ქით ეს იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ ხარ ძლი­ე­რი, ყო­ჩა­ღი და ეს რე­სურ­სი, ნიჭი უნდა გა­მო­ი­ყე­ნო წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, ხომ ამ­ბო­ბენ "კარ­გებს ერ­ჩი­ა­ნო".

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, ეს ჩემ­თვის დიდი მიღ­წე­ვა იყო, რად­გან ჩემი სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით და სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და გრან­ტიც მო­ვი­პო­ვე, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებ­დი.

ამ­ჟა­მად, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პროგ­რა­მებ­ში ვერ­თვე­ბი. ვარ ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რი, ტრე­ნე­რი ახალ­გაზ­რდულ ბა­ნა­კებ­ში და ხში­რად, ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას სხვა ახალ­გაზ­რდებს ვუ­ზი­ა­რებ. ამ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი შრო­მით და მონ­დო­მე­ბით მი­ვაღ­წიე. ყო­ველ­თვის მინ­დო­და ჩემი ენერ­გია სხვა ბავ­შვებ­თან და ახალ­გაზ­რდებ­თან გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ამის­თვის ოთხი წლის წინ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლიც გავ­ხდი. "ერას­მუს +" ახალ­გაზ­რდუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის მო­ნა­წი­ლეც ვარ გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში. ამ მოკ­ლე დრო­ში ბევ­რი რამე ვის­წავ­ლე და ბევ­რს მი­ვაღ­წიე. დრო დად­გა, რომ სა­კუ­თა­რი ენერ­გია და რე­სურ­სი მივ­მარ­თო იმ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­საღ, მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის, დად­გა სი­ტყვის ამაღ­ლე­ბის, თა­მა­მად სა­უ­ბა­რის და მოქ­მე­დე­ბის დრო."

© 2017 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ყველა ამჩნევდა რას მიკეთებდნენ, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა..." - სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელიც დღეს ახალგაზრდა ლიდერია

"ყველა ამჩნევდა რას მიკეთებდნენ, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა..." - სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელიც დღეს ახალგაზრდა ლიდერია

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 24 წლის მარიამ ავაქოვის ისტორიას. გოგონა იხსენებს, როგორ ჩაგრავდნენ მას კლასელები და როგორია განათლების სისტემა, რომელიც არაფერს აკეთებს სკოლებში ბულინგის აღმოსაფხვრელად:

"მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც ორი პარალელური კლასი გაგვაერთიანეს. მე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, აქტიური მოსწავლე ვიყავი. მუდმივად კითხვებს ვსვამდი, კარგ ქულებს ვიღებდი და ძალიან კარგად ვსწავალობდი. სწორედ ამიტომ და კიდევ, ვფიქრობ, ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო, ბულინგის მსხვერპლი გავხდი. ისინი, ვისაც სწავლა არ უნდოდა და მასწავლებლის მოსმენა, გაკვეთილის ჩაშლა ერჩივნათ, ამიტომ მე მეჩხუბებოდნენ.

ვიჯექი ხოლმე გაკვეთილზე, როგორც ყოველთვის ვაქტიურობდი, ამ დროს კი კლასელები კალმებით პატარა ქაღალდის ბურთულებს მესროდნენ. რა თქმა უნდა, გავღიზიანდი და უკან მივუბრუნე ეს ბურთულები. ამ დროს მასწავლებელმა შემამჩნია და მე დავისაჯე, თუმცა უდანაშაულო ვიყავი. შემდეგ ამას დიდი გარჩევა მოყვა. ერთი გახმაურებული შემთხვევა მოხდა, როდესაც ჩემი დაპირისპირება კლასელებთან ფიზიკურ შეხებაში გადაიზარდა: რვეულების ჩარტყმა, ქაღალდის ბურთულები, დაცინვა და ცინიკური დამოკიდებულება. ფიზიკური შეხების კადრები ერთ-ერთმა მოსწავლემ გადაიღო და ჩემს გასამწარებლად სოციალურ ქსელში ატვირთა.

ვიდეო მალე გავრცელდა, რადგან რუსთავი 2-მა აღმოაჩინა ის, როდესაც გადაცემას ამზადებდნენ ბულინგზე. ჟურნალისტი მოვიდა ჩემს ჩასაწერად, მაგრამ კლასის დამრიგებლის ტონითა და გამომეტყველებით მივხვდი, რომ არ ღირდა. ახლა რომ ვუფიქრდები, უნდა მელაპარაკა, მაგრამ მაშინ არავინ მყავდა, ვინც გამამხნევებდა და გვერდში დამიდგებოდა.

სკოლაში ვიდეოსთან დაკავშირებით ხმაური ატყდა. გარკვევა დაიწყეს, თუ ვინ ატვირთა ეს ვიდეო ინტერნეტში. მე წარმოდგენა არ მქონდა, ვისი გადაღებული და დადებული იყო, თუმცა, საბოლოოდ, ისევ მე დამაბრალეს, თითქოს, ჩემი ატვირთული იყო, არადა, მე თვითონ არ მსიამოვნებდა ამ კადრების არსებობა. შემდეგ, კლასში მაბულინგებელი ბავშვების დასაცავად იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომ გავერიცხე სკოლიდან, მაგრამ მაინც ვერ შეძლებდნენ, რადგან კარგი მოსწავლე და სკოლის სახე ვიყავი ოლიმპიადებში. მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი კონფლიქტის მიზეზი იმის გამო, რომ ხუმრობა არ მესმის.

გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო მხოლოდ კომენტარით შემოიფარგლა, რომ ამ ყველაფრის კონტროლი უნდა მოხდეს. სხვა რამეში არ ჩარეულან. ძალიან დასტრესილი ვიყავი. იყო პერიოდი, სიცოცხლის ხალისი მქონდა წართმეული. სკოლის შეცვლაზეც მიფიქრია, მაგრამ სხვა რუსული სკოლა შორს იყო ჩემგან და რთული იყო იქ სიარული.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი, იმის გამო, რომ დაბალი ვიყავი. დაფასთან ყოველი გასვლისას, რომელიც ჩემთვის მაღალი იყო, ერთი ბიჭი გამუდმებით "ქუსლებს" მეძახდა... მასთანაც მომივიდა დაპირისპირება, ამაზე დავცხეთ ერთმანეთს. ამ შემთხვევაშიც მე დამადანაშაულეს, მეუბნებოდნენ, რომ ხუმრობა არ მესმოდა. მასწავლებლები ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ყველა ამჩნევდა როგორ მექცეოდნენ, რას მიკეთებდნენ, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა. მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელი იყო, რომელსაც კლასში სიტუაციის მართვა შეეძლო. რამდენიმე კლასელიც მხარს მიჭერდა, მაგრამ ერთადერთი კლასელი იყო, აზერბაიჯანელი გოგო, რომელიც გვერდში აქტიურად მედგა, მაგრამ მასაც მაგრად მოხვდა ამის გამო. ახლაც რომ ვუფიქრდები, კლასელებისთვის ჩემი დაცინვა გასართობი იყო იმისთვის, რომ გაკვეთილი ჩაეშალათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან მეგობრული ვიყავი და თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, ყოველთვის ვეხმარებოდი. როგორც ამბობენ, ბოროტებას სიკეთით ვპასუხობდი.

სანამ მანდატურები გამოჩნდებოდნენ, ჩემ გვერდით არ იყო ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობდა და დამარიგებდა, თუ როგორ მოვქცეულიყავი ამ სიტუაციაში, თუმცა ეს ყველაფერი გადავლახე, რადგან, პირველ რიგში, სტიმული მქონდა, რომ მესწავლა. უხეშად რომ ვთქვათ, "დავიკიდე" ყველა ბავშვი კლასში. მხოლოდ განათლების მისაღებად დავდიოდი სკოლაში. ვცდილობდი, რომ გავრიდებოდი და აღარ მქონოდა კლასელებთან ურთიერთობა.

ერთხელ, მანდატური შემხვდა შემთხვევით სკოლის კორიდორში და მითხრა, შენ მშვიდად იყავი, დაამთავრე სკოლა და უნივერსიტეტში რომ ჩააბარებ, ყველაფერს მიაღწევ იმიტომ, რომ გაქვს ამისი უნარიო. მე ვიცი, რაც ხდება, მაგრამ შენ პასუხი შენი სწავლით შეგიძლია გასცეო. ამ ბიჭის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

სკოლა ორი სექტორისგან შედგებოდა, სომხური და რუსული, სომხური სექტორის მასწავლებელმა იცოდა ჩემი დონე და შემომთავაზა, რომ მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო ოლიმპიადაში, ამისთვის გავიარე ნაციონალური, ლოკალური ტური, სადაც გავიმარჯვე. შემდეგ უკვე საერთაშორისო ლიტერატურისა და კულტურის ოლიმპიადაში სომხეთში წამიყვანეს, საიდანაც წარმატებული შედეგებით დავბრუნდი, ბედნიერი იმით, რომ იქ სულ სხვა ღირებულებების ბავშვები იყვნენ. ესეც იყო ძალაინ დიდი სტიმული და სამაგალითოც, რადგან ჩემი თავის მეტად შეცნობაში დამეხმარა.

ყველა ბავშვი ჩემსავით არ არის ბუნებით მებრძოლი და არ შეუძლია საკუთარ თავში მარტომ გადალახოს პრობლემა, ამიტომ ბავშვებს აუცილებლად უნდა ასწავლიდნენ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს არ გაჩუმდნენ, ხმამაღლა ისაუბრონ. ვინაიდან მე მაშინ არ მქონდა იმდენი ცოდნა და ინფორმაცია, გამოსავალი გაჩუმებაში ვიპოვე, სხვა გამოსავალი ვერ მოვიფიქრე. ასე დავამთავრე სკოლა. ექსკურსია ან რამე სხვა აქტივობა თუ ხდებოდა, არაფერში ვერთვებოდი. მათთან ერთად ექსკურსიებზე არ დავდიოდი. სკოლის ბანკეტზეც არ ვყოფილვარ. ვცადე, მინდოდა, მაგრამ ბანკეტისთვის მზადების დროსაც დამცინოდნენ, ჩემ წამოსაყვანად ვინ მოვიდოდა საერთოდ. ამიტომ გადავწყვიტე, სულ არ წავსულიყავი. ეს ჩემი პროტესტი იყო.

დღეს რომ ვფიქრობ, მსგავსი შემთხვევები გარემოს შესაცვლელად უნდა გამოიყენო და იმასაც მივხვდი, რომ ვინც ბულინგს სჩადის, პრობლემა მათშია და არა დაჩაგრულში, პირიქით ეს იმის მანიშნებელია, რომ ხარ ძლიერი, ყოჩაღი და ეს რესურსი, ნიჭი უნდა გამოიყენო წარმატების მისაღწევად, ხომ ამბობენ "კარგებს ერჩიანო".

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იყო, რადგან ჩემი საკუთარი რესურსებით და სკოლაში მიღებული განათლების ნიადაგზე ჩავაბარე და გრანტიც მოვიპოვე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მივხვდი, რომ ძალიან ბევრის გაკეთებას შევძლებდი.

ამჟამად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამებში ვერთვები. ვარ ახალგაზრდა ლიდერი, ტრენერი ახალგაზრდულ ბანაკებში და ხშირად, ჩემს გამოცდილებას სხვა ახალგაზრდებს ვუზიარებ. ამ ყველაფერს საკუთარი შრომით და მონდომებით მივაღწიე. ყოველთვის მინდოდა ჩემი ენერგია სხვა ბავშვებთან და ახალგაზრდებთან გამომეყენებინა, ამისთვის ოთხი წლის წინ საინიციატივო ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც გავხდი. "ერასმუს +" ახალგაზრდული დელეგაციის მონაწილეც ვარ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. ამ მოკლე დროში ბევრი რამე ვისწავლე და ბევრს მივაღწიე. დრო დადგა, რომ საკუთარი ენერგია და რესურსი მივმართო იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანსაღ, მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრებისთვის, დადგა სიტყვის ამაღლების, თამამად საუბარის და მოქმედების დრო."

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკა ნაყოფია შემოდგომას იტალიაში ატარებენ - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

კახა კალაძის შარვალი, რომელმაც "ფეისბუქზე" მითქმა-მოთქმა გამოიწვია - "დემნა გვასალიას დაეცეს მეხი ამის გადარევისთვის"

"სულელი გამოდგა და მიამიტი..." - რას წერს არჩილ გამზარდია პეტრე ცაავას შესახებ