მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტრო "უნივერსიტეტი" სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში ამოქმედდება
მეტრო "უნივერსიტეტი" სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში ამოქმედდება

თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის 23-ე მეტ­რო­სად­გუ­რი "უნი­ვერ­სი­ტე­ტი" პირ­ველ მგზავ­რებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში მი­ი­ღებს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც ფონდში აცხა­დე­ბენ, მეტ­რო­სად­გურ "უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" ყვე­ლა სა­ხის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და 20 სექ­ტემ­ბრამ­დე სად­გუ­რი სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებს. ამ მიზ­ნით ად­გილ­ზე უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გო­რი იქ­ნე­ბა მეტ­რო­სად­გუ­რი "უნი­ვერ­სი­ტე­ტი", რო­მელ­მაც დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია

ფონ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ტეს­ტო რე­ჟი­მის შემ­დეგ ახა­ლი მეტ­რო­სად­გუ­რის "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის­თვის" გა­და­ცე­მის პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ი­წყე­ბა. მეტ­რო­სად­გურს ოთხი ამო­სას­ვლე­ლი ექ­ნე­ბა და უახ­ლე­სი ტექ­ნი­კით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი.

ფონდში აცხა­დე­ბენ, რომ მეტ­რო­სად­გურ "უნი­ვერ­სი­ტე­ტის" ამოქ­მე­დე­ბა სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში მი­წის­ზე­და სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დე­ბი­სა და სა­ცო­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

მეტ­რო­სად­გურ "უნი­ვერ­სი­ტე­ტის" მშე­ნებ­ლო­ბა 2015 წელს და­ი­წყო და და­ახ­ლო­ე­ბით, 84 მლნ ლარი და­ი­ხარ­ჯა. მშე­ნებ­ლო­ბა ფაქ­ტი­უ­რად 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი იყო.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდში აცხა­დე­ბენ, სა­მუ­შო­ე­ბი აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა, ეს­პა­ნურ­მა კომ­პა­ნი­ამ COBRA ASSIGNIA (კობ­რა ასიგ­ნი­ამ) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მეტ­რო­სად­გუ­რის დი­ზა­ი­ნიც ასე­ვე ეს­პა­ნურ კომ­პა­ნი­ას ეკუთ­ვნის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მეტრო "უნივერსიტეტი" სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში ამოქმედდება

მეტრო "უნივერსიტეტი" სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში ამოქმედდება

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგური "უნივერსიტეტი" პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს.

როგორც ფონდში აცხადებენ, მეტროსადგურ "უნივერსიტეტში" ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და 20 სექტემბრამდე სადგური სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ამ მიზნით ადგილზე უცხოელი სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობენ.

იხილეთ ვიდეო: როგორი იქნება მეტროსადგური "უნივერსიტეტი", რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია

ფონდის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმის შემდეგ ახალი მეტროსადგურის "თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის" გადაცემის პროცედურები დაიწყება. მეტროსადგურს ოთხი ამოსასვლელი ექნება და უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი.

ფონდში აცხადებენ, რომ მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ამოქმედება საბურთალოს რაიონში მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებისა და საცობების შემცირებას შეუწყობს ხელს.

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და დაახლოებით, 84 მლნ ლარი დაიხარჯა. მშენებლობა ფაქტიურად 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო.

როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა, ესპანურმა კომპანიამ COBRA ASSIGNIA (კობრა ასიგნიამ) განახორციელა. მეტროსადგურის დიზაინიც ასევე ესპანურ კომპანიას ეკუთვნის.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი