პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზიური ფაროსანა და რუსი სამხედროების მიერ ჩამორთმეული მიწები აფხაზეთში
აზიური ფაროსანა და რუსი სამხედროების მიერ ჩამორთმეული მიწები აფხაზეთში

აზი­ურ­მა ფა­რო­სა­ნამ, რო­მელ­საც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მთე­ლი სე­ზო­ნია ებ­რძვის, აფხა­ზე­თის რე­გი­ონს შან­სი არ და­უ­ტო­ვა... უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­ლის რა­ი­ონ­ში. აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მას­თან გამ­კლა­ვე­ბას უშე­დე­გოდ ცდი­ლობს. აფხა­ზე­თის, ე.წ. სა­ხელ­მწი­ფოს კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ეკო­ლო­გი­ა­სა და გა­რე­მოს დაც­ვის სა­კი­თხებ­ში, სა­ვე­ლი ჭი­თა­ნა­ვა აცხა­დებს, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბით მას­თან ბრძო­ლას აზრი არ აქვს.

ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­ლო­გე­ბის აზ­რით, 2015 წლი­დან გავ­რცე­ლე­ბულ­მა აზი­ურ­მა ხო­ჭომ, ე.წ. სუ­ნი­ან­მა ხო­ჭომ წელს გან­ვი­თა­რე­ბის პიკს მი­აღ­წია, რა­საც გვალ­ვებ­მა შე­უ­წყო ხელი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მას, თავ­და­პირ­ვე­ლად სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით წამ­ლავ­დნენ, რაც ერ­თგვა­რი შე­ღა­ვა­თი იყო, თუმ­ცა, ახლა უკვე მავ­ნე მწე­რი იქა­უ­რო­ბას მა­სობ­რი­ვად მო­ე­დო... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, თხი­ლის იმე­დი აღარ არ­სე­ბობს, ისე­ვე, რო­გორც სი­მინ­დის, ახლა კი ფა­რო­სა­ნას ხოჭო კულ­ტუ­რულ ნა­თე­სებ­საც მო­ე­დო...

"ეს არის კოშ­მა­რად ქცე­უ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, ადრე ყო­ველ­წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მა­ინც გვქონ­და, წელს სა­ერ­თოდ არაფ­რის იმე­დი არ გვაქვს... სო­ფელ რეფ­ში, მი­წის ნაკ­ვე­თი მქონ­და, ჯერ კი­დევ ბა­ბუ­ა­ჩე­მი ამუ­შა­ვებ­და, იმ­დე­ნი წე­ლია ჩვენს სარ­გებ­ლო­ბა­შია, მამა-პა­პუ­რი იყო. წელ­საც დავ­თე­სეთ. იქვე, საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი შე­ნო­ბის ნან­გრე­ვე­ბია, არც კი მახ­სოვს რა იყო. ერთი-ორ­ჯერ შევ­ნიშ­ნე, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი აზიდ­ვებს აკე­თებ­დნენ, მაგ­რამ ახ­ლოს არის მათი ბაზა და არც კი მი­მიქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა, - ვი­ფიქ­რე, უბ­რა­ლოდ გად­მო­ვიდ­ნენ, მეთ­ქი. წელს, ტა­რო­გა­მოს­ხმულ სი­მინ­დის ყა­ნა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს, - ეს ად­გი­ლი ჩვენ გვჭირ­დე­ბა, ვარ­ჯე­ბის­თვი­სო... ვე­რა­ფე­რი ვუ­თხა­რი... არა­და, იმ სი­მინ­დის იმე­დი მქონ­და, ყანა ყველ­გან შე­ჭა­მა და გა­ა­ნად­გუ­რა ფა­რო­სა­ნამ, ისე­ვე რო­გორც თხი­ლი და ახლა ბოსტნე­ულ­საც მი­ად­გა", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რი.

მი­სი­ვე თქმით, წელს ისე­დაც უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დე­ბა. გა­ლის რა­ი­ო­ნის ერთი ნა­წი­ლის თქმით, შე­საძ­ლოა, წელს მათი ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი ციტ­რუ­სი გახ­დეს, თუ აზი­ურ­მა ფა­რო­სა­ნამ ისიც არ და­ა­ზი­ა­ნა.

"წელს, რუ­სებ­მა აქ მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი და­ა­მუ­შა­ვეს და ბო­ლო­კი მო­იყ­ვა­ნეს, რო­მელ­საც დიდი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით რუ­სეთ­ში ეზი­დე­ბი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­შა­ხე­ლი და­ა­საქ­მეს და დღი­უ­რად 1000 რუბლს (ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტით 40 ლა­რამ­დე) უხ­დიდ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მთე­ლი ზა­ფხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბამ ამ თან­ხით გა­ი­ტა­ნა, მაგ­რამ თან იმის ში­შიც გვქონ­და, ჩვე­ნი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი არ მი­ე­სა­კუთ­რე­ბი­ნათ - და­დი­ან, რა­ღა­ცას ამოწ­მე­ბენ, მე­ო­რე დღეს კი შე­იძ­ლე­ბა, იქა­უ­რო­ბა შე­მო­კა­ვე­ბუ­ლი დაგ­ვხვდეს, - ჩვე­ნი­აო, გე­ტყვი­ან და ვე­რა­ფერს ეტყვი...",- გვიყ­ვე­ბა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მცხოვ­რე­ბი 38 წლის დათა.

"ად­გი­ლობ­რი­ვი უწყე­ბა მუდ­მი­ვად ყი­დუ­ლობს შხამ­ქი­მი­კა­ტებს და ცდი­ლობს, სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რით და­ა­მუ­შა­ვოს გა­რე­მო. სა­ჭი­რო ად­გი­ლებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სიგ­ნალს გვაძ­ლევ­და. ჩვენც ად­გილ­ზე გავ­დი­ო­დით და ვცდი­ლობ­დით, იქუ­ა­რო­ბა ლო­კა­ცი­უ­რად დაგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა. ახლა უკვე ხოჭო იმ რა­ო­დე­ნო­ბის არის, მას­თან გამ­კლა­ვე­ბა ამ აპა­რა­ტუ­რი­თაც შე­უძ­ლე­ბე­ლია... გა­ლის რა­ი­ონ­ში, რამ­დენ­ჯერ­მე ვერ­ტმფრე­ნი­თაც გან­ხორ­ცი­ელ­და შე­წამ­ვლა, თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, აზი­ურ­მა ფა­რო­სა­ნამ ახა­ლი თა­ო­ბა გა­მო­ჩე­კა და მათ ძა­ლი­ან სწრა­ფად შეძ­ლეს იქა­უ­რო­ბის ათ­ვი­სე­ბა...

მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფარ­თო­ბის აღ­რი­ცხვა და ლო­კა­ცი­უ­რი ჩა­რე­ვა... ასე­ვე დრო­უ­ლი იქ­ნე­ბა, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ჩარ­თვაც, რათა დრო­უ­ლად და­ვა­მუ­შა­ვოთ ტე­რი­ტო­რია, ვიდ­რე ხო­ჭოს ახ­ლად­გა­მო­ჩე­კი­ლი თა­ო­ბა ფრე­ნას ის­წავ­ლის..." - აცხა­დებს, ე.წ. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვლა­დი­მირ გე­რია, რომ­ლის თქმი­თაც, მათ ხელთ აქვთ რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა უპ­რობ­ლე­მოდ ანად­გუ­რებს ციტ­რუს­საც, მან­დი­რინს, ლი­მონ­სა და ფორ­თო­ხალს. ასე­ვე, ხილს - ატამს, კა­რა­ლი­ოკს, ხურ­მას, ლეღვს, ყუ­რძენს, და თა­ვის­თა­ვად, არც ბოსტნე­უ­ლის კულ­ტუ­რა­ზე ამ­ბობს უარს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, აფხა­ზეთ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ლო­ბიო, კიტ­რი, პო­მი­დო­რი, წი­წა­კა, სი­მინ­დი და მწვა­ნი­ლი...

ჭი­თა­ნა­ვას თქმით, ამ დღე­ში მხო­ლოდ აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნი არ არის, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია თურ­ქე­თი და სა­ბერ­ძნე­თი, სა­ი­და­ნაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­იძ­ლე­ბა მათი მიგ­რი­რე­ბა მოხ­და.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა, აფხა­ზეთ­ში, სო­ჭი­დან გავ­რცელ­და - 2015 წელს, რო­დე­საც იქ ოლიმ­პი­ა­და იმარ­თე­ბო­ი­და, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის­თვის სა­ჭი­რო ხე-ტყის მა­სა­ლა სწო­რედ აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან წა­მო­ი­ღო... აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა იქი­დან ჯერ აფხა­ზეთ­ში, შემ­დეგ კი და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცელ­და.

ფა­რო­სა­ნას მიერ წლი­უ­რი მო­სავ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბას აფხა­ზურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ბი უკვე მოჰ­ყვა კო­მენ­ტა­რე­ბი - "ჩვენ ვართ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ხო­ჭოს შე­წამ­ვლა არ შე­უძ­ლია, რათა გლეხს სი­მინ­დის აღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ინც ჰქონ­დეს, სა­მა­გი­ე­როდ, ლა­მის ყო­ველ წელს, არ­ჩევ­ნებს ვა­ტა­რებთ და მი­ლი­ო­ნებს ვხარ­ჯავთ"... "ნარ­კო­მა­ნი­ის და­მარ­ცხე­ბას ერ­თობ­ლი­ვი ცენ­ტრის შექ­მნით გვპირ­დე­ბი­ან, მა­შინ რო­დე­საც ხოჭო ვერ მო­უს­პი­ათ. სახ­ლში გვიც­ვივ­დე­ბა. ერთი-ორი კა­კა­ლი დამ­სვე­ნე­ბე­ლი გვყავ­და და ისიც გაგ­ვექ­ცა..." "სთხო­ვეთ რუ­სეთს დახ­მა­რე­ბა, ვიდ­რე სულ არ შე­ვუ­ჭა­მი­ვართ, რა­ხან მათი ნაკ­ვე­თე­ბი და­ცუ­ლია, ალ­ბათ იცი­ან რა­ღაც წა­მა­ლი... თუ უკი­დუ­რე­სო­ბამ­დე უნდა მი­ვი­დეთ და მერე რა­ღა­ცის სა­ნაც­ვლოდ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა? რო­გორც ჩვე­ვია...",- წე­რენ აფხა­ზე­ბი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

აზიური ფაროსანა და რუსი სამხედროების მიერ ჩამორთმეული მიწები აფხაზეთში

აზიური ფაროსანა და რუსი სამხედროების მიერ ჩამორთმეული მიწები აფხაზეთში

აზიურმა ფაროსანამ, რომელსაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა მთელი სეზონია ებრძვის, აფხაზეთის რეგიონს შანსი არ დაუტოვა... უმძიმესი მდგომარეობაა გალის რაიონში. აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა მასთან გამკლავებას უშედეგოდ ცდილობს. აფხაზეთის, ე.წ. სახელმწიფოს კომიტეტის წარმომადგენელი, ეკოლოგიასა და გარემოს დაცვის საკითხებში, საველი ჭითანავა აცხადებს, რომ ადამიანური რესურსებით მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს.

ადგილობრივი ეკოლოგების აზრით, 2015 წლიდან გავრცელებულმა აზიურმა ხოჭომ, ე.წ. სუნიანმა ხოჭომ წელს განვითარების პიკს მიაღწია, რასაც გვალვებმა შეუწყო ხელი. ადგილობრივები მას, თავდაპირველად საკუთარი ძალებით წამლავდნენ, რაც ერთგვარი შეღავათი იყო, თუმცა, ახლა უკვე მავნე მწერი იქაურობას მასობრივად მოედო... ადგილობრივების თქმით, თხილის იმედი აღარ არსებობს, ისევე, როგორც სიმინდის, ახლა კი ფაროსანას ხოჭო კულტურულ ნათესებსაც მოედო...

"ეს არის კოშმარად ქცეული ყოველდღიურობა, ადრე ყოველწლიური შემოსავალი მაინც გვქონდა, წელს საერთოდ არაფრის იმედი არ გვაქვს... სოფელ რეფში, მიწის ნაკვეთი მქონდა, ჯერ კიდევ ბაბუაჩემი ამუშავებდა, იმდენი წელია ჩვენს სარგებლობაშია, მამა-პაპური იყო. წელსაც დავთესეთ. იქვე, საბჭოთა დროინდელი შენობის ნანგრევებია, არც კი მახსოვს რა იყო. ერთი-ორჯერ შევნიშნე, რუსი სამხედროები აზიდვებს აკეთებდნენ, მაგრამ ახლოს არის მათი ბაზა და არც კი მიმიქცევია ყურადღება, - ვიფიქრე, უბრალოდ გადმოვიდნენ, მეთქი. წელს, ტაროგამოსხმულ სიმინდის ყანაში შესვლის უფლება არ მომცეს, - ეს ადგილი ჩვენ გვჭირდება, ვარჯებისთვისო... ვერაფერი ვუთხარი... არადა, იმ სიმინდის იმედი მქონდა, ყანა ყველგან შეჭამა და გაანადგურა ფაროსანამ, ისევე როგორც თხილი და ახლა ბოსტნეულსაც მიადგა", - ამბობს ჩვენთან საუბარში გალის რაიონის მკვიდრი.

მისივე თქმით, წელს ისედაც უმძიმესი სოციალური ფონი, კიდევ უფრო დამძიმდება. გალის რაიონის ერთი ნაწილის თქმით, შესაძლოა, წელს მათი ერთადერთი შემოსავალი ციტრუსი გახდეს, თუ აზიურმა ფაროსანამ ისიც არ დააზიანა.

"წელს, რუსებმა აქ მიწის ნაკვეთები დაამუშავეს და ბოლოკი მოიყვანეს, რომელსაც დიდი სატვირთო მანქანებით რუსეთში ეზიდებიან. ადგილობრივი მუშახელი დაასაქმეს და დღიურად 1000 რუბლს (ეროვნული ვალუტით 40 ლარამდე) უხდიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ზაფხული მოსახლეობამ ამ თანხით გაიტანა, მაგრამ თან იმის შიშიც გვქონდა, ჩვენი მიწის ნაკვეთები არ მიესაკუთრებინათ - დადიან, რაღაცას ამოწმებენ, მეორე დღეს კი შეიძლება, იქაურობა შემოკავებული დაგვხვდეს, - ჩვენიაო, გეტყვიან და ვერაფერს ეტყვი...",- გვიყვება კონფლიქტის ზონაში მცხოვრები 38 წლის დათა.

"ადგილობრივი უწყება მუდმივად ყიდულობს შხამქიმიკატებს და ცდილობს, სპეციალური ხსნარით დაამუშავოს გარემო. საჭირო ადგილებში დამონტაჟებული იყო სპეციალური აპარატურა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სიგნალს გვაძლევდა. ჩვენც ადგილზე გავდიოდით და ვცდილობდით, იქუარობა ლოკაციურად დაგვემუშავებინა. ახლა უკვე ხოჭო იმ რაოდენობის არის, მასთან გამკლავება ამ აპარატურითაც შეუძლებელია... გალის რაიონში, რამდენჯერმე ვერტმფრენითაც განხორციელდა შეწამვლა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, აზიურმა ფაროსანამ ახალი თაობა გამოჩეკა და მათ ძალიან სწრაფად შეძლეს იქაურობის ათვისება...

მეზობელი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით, ალბათ ყველაზე გამართლებულია დაზიანებული ფართობის აღრიცხვა და ლოკაციური ჩარევა... ასევე დროული იქნება, მოხალისეების ჩართვაც, რათა დროულად დავამუშავოთ ტერიტორია, ვიდრე ხოჭოს ახლადგამოჩეკილი თაობა ფრენას ისწავლის..." - აცხადებს, ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმირ გერია, რომლის თქმითაც, მათ ხელთ აქვთ რუსი სპეციალისტების დასკვნები, რომლის თანახმადაც, აზიური ფაროსანა უპრობლემოდ ანადგურებს ციტრუსსაც, მანდირინს, ლიმონსა და ფორთოხალს. ასევე, ხილს - ატამს, კარალიოკს, ხურმას, ლეღვს, ყურძენს, და თავისთავად, არც ბოსტნეულის კულტურაზე ამბობს უარს. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთში პრაქტიკულად განადგურებულია ლობიო, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, სიმინდი და მწვანილი...

ჭითანავას თქმით, ამ დღეში მხოლოდ აფხაზეთის რეგიონი არ არის, უმძიმეს მდგომარეობაშია თურქეთი და საბერძნეთი, საიდანაც, სავარაუდოდ, შეიძლება მათი მიგრირება მოხდა.

სინამდვილეში, აზიური ფაროსანა, აფხაზეთში, სოჭიდან გავრცელდა - 2015 წელს, როდესაც იქ ოლიმპიადა იმართებოიდა, რუსეთის ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ხე-ტყის მასალა სწორედ აზიის ქვეყნებიდან წამოიღო... აზიური ფაროსანა იქიდან ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი დანარჩენ საქართველოში გავრცელდა.

ფაროსანას მიერ წლიური მოსავლის განადგურებას აფხაზურ სოციალურ ქსელები უკვე მოჰყვა კომენტარები - "ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხოჭოს შეწამვლა არ შეუძლია, რათა გლეხს სიმინდის აღების საშუალება მაინც ჰქონდეს, სამაგიეროდ, ლამის ყოველ წელს, არჩევნებს ვატარებთ და მილიონებს ვხარჯავთ"... "ნარკომანიის დამარცხებას ერთობლივი ცენტრის შექმნით გვპირდებიან, მაშინ როდესაც ხოჭო ვერ მოუსპიათ. სახლში გვიცვივდება. ერთი-ორი კაკალი დამსვენებელი გვყავდა და ისიც გაგვექცა..." "სთხოვეთ რუსეთს დახმარება, ვიდრე სულ არ შევუჭამივართ, რახან მათი ნაკვეთები დაცულია, ალბათ იციან რაღაც წამალი... თუ უკიდურესობამდე უნდა მივიდეთ და მერე რაღაცის სანაცვლოდ დაგვეხმარება? როგორც ჩვევია...",- წერენ აფხაზები.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?