პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი კაცის მოგონებები თბილისის ომზე: "ქალაქის ცენტრში ომი მიმდინარეობდა, ხალხის ნაწილი კი რუსთაველზე სეირის საყურებლად მოდიოდა"
ერთი კაცის მოგონებები თბილისის ომზე: "ქალაქის ცენტრში ომი მიმდინარეობდა, ხალხის ნაწილი კი რუსთაველზე სეირის საყურებლად მოდიოდა"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახ­ლო­ბელ­თან სტუმ­რად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და თბი­ლი­სე­ლი კაცი, 70 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი გა­ვი­ცა­ნი. გვი­ან სა­ღა­მოს მას­პინ­ძელს ერ­თად გა­მო­ვემ­შვი­დო­ბეთ და სა­ნამ დავ­შორ­დე­ბო­დით, სუფ­რას­თან და­წყე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი გა­ვაგ­რძე­ლეთ...

ბა­ტონ­მა ნუგ­ზარ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად 1991 წლის თბი­ლი­სის ომი გა­იხ­სე­ნა. იმ მოვ­ლე­ნე­ბის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლი გახ­ლდათ და სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ის იმ მძი­მე დღე­ე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მო­გო­ნე­ბა გა­იხ­სე­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ის­ტო­რია ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის მო­გო­ნე­ბებს შე­ე­ხე­ბა, მას­ში ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის ფეხ­ზემ­კი­დი­ა­ო­ბი­სა და სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ ინ­ფან­ტი­ლუ­რო­ბა ნათ­ლად ჩანს - თბი­ლი­სის ცენ­ტრში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე სე­ი­რის სა­ყუ­რებ­ლად და­დი­ო­და. იმ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ 26 წე­ლია გა­სუ­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ადა­მი­ა­ნე­ბი არ შეც­ვლი­ლან. ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რის მო­გო­ნე­ბას კი მისი სი­ტყვე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ...

"თბი­ლი­სის ომს შე­იძ­ლე­ბა "მთაწ­მინ­დის ომი" ეწო­დოს, რად­გან ქა­ლა­ქის სხვა რა­ი­ო­ნებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბო­და, ხოლო დე­ზერ­ტი­რის ბა­ზარ­ში გა­ხუ­რე­ბუ­ლი სა­ა­ხალ­წლო ვაჭ­რო­ბა იყო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბას ფე­ხებ­ზე ეკი­და, ომი რით დამ­თავ­რდე­ბო­და, - შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ იგი ჩემს თვალ­წინ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სახ­ლში ვი­ჯე­ქი და პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი გა­ნუ­წყვეტ­ლივ ვა­დევ­ნებ­დი თვალს ჩემი ბი­ნის აივ­ნი­დან, რო­მე­ლიც ბე­სი­კის ქუ­ჩას გა­დაჰ­ყუ­რებს. მა­შინ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს არ ეს­როდ­ნენ. ეს მერე იყო, ტყვი­ე­ბის სე­ტყვა რომ წა­მო­ვი­და და მთავ­რო­ბის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე არე­მა­რე­ში ერთი შე­ნო­ბა არ დარ­ჩა და­უ­ცხრი­ლა­ვი - ვი­ღაც ჭკუ­ის­კო­ლო­ფებ­მა გა­და­წყვი­ტეს, სა­ცე­ცხლე წერ­ტი­ლე­ბი მო­ე­წყოთ მა­ღა­ლი შე­ნო­ბე­ბის სხვე­ნებ­ში, ის კი არ უფიქ­რი­ათ, რომ სხვენ­ქვეშ ხალ­ხი ცხოვ­რობ­და და პა­სუ­ხად წა­მო­სუ­ლი ტყვი­ე­ბი მარ­ტო სხვენს არ მოხ­ვდე­ბო­და.

მე­სა­მე თუ მე­ო­თხე დღეს აი­ვან­ზე რომ ვი­დე­ქი და ბრძო­ლის ველს გავ­ყუ­რებ­დი, ტე­ლე­ფონ­მა და­რე­კა და ოთახ­ში შე­ვე­დი. რომ გა­მოვ­ბრუნ­დი, თვალ­ში მომ­ხვდა, რომ აივ­ნის რი­კუ­ლებ­ზე აკ­რულ თუ­ნუქ­ში რამ­დე­ნი­მე ნახ­ვრე­ტია. გა­მიკ­ვირ­და, აქამ­დე რო­გორ ვერ შე­ვამ­ჩნიე-მეთ­ქი. ამ დროს ქვე­მო­დან, გა­უქ­მე­ბულ ღვი­ნის სარ­დაფ­თან მდგომ­მა მე­ზობ­ლებ­მა მიყ­ვი­რეს, "შედი, შედი, ის­ვრი­ა­ნო". თურ­მე, ეს ტყვი­ე­ბი მა­შინ მო­ერ­ტყათ, მე რომ ტე­ლე­ფონ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დი. რამ­დე­ნი­მე გვარ­დი­ე­ლი ასუ­ლი­ყო ჩემს სხვენ­ში, და იქი­დან აე­ტე­ხა სრო­ლა. ეს გვარ­დი­ე­ლე­ბი კი წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ "მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ" უკვე და­ა­ფიქ­სი­რა სა­ცე­ცხლე წერ­ტი­ლი ზედ ჩემი აივ­ნის - მე­ხუ­თე სარ­თუ­ლის თავ­ზე. წა­მო­ვი­და, მაგ­რამ რა წა­მო­ვი­და! რაც რკი­ნის ჯამ-ჭურ­ჭე­ლი და ტა­ფე­ბი გვქონ­და, სამ­ზა­რე­უ­ლოს ფან­ჯა­რა­ზე ავა­ფა­რე. არ დარ­ჩა ტაფა, ორი-სამი ნახ­ვრე­ტი რომ არ ჰქო­ნო­და. რამ­დე­ნი­მე ტყვია მოხ­ვდა მა­ცი­ვარს, ჭურ­ჭლის კა­რა­დას, სუ­რა­თის ჩარ­ჩოს... ომის შემ­დეგ ბი­ნა­ში სა­მა­სამ­დე ნა­ტყვი­ა­რი და­ვით­ვა­ლე.

აი­ვან­ზე, სა­დაც უკვე გას­ვლა კი არა, ცხვი­რის გა­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბო­და, მედ­გა ორი ბოცა - ერთი 20 ლიტ­რი­ა­ნი, ღვი­ნის, და მე­ო­რე - 10-იანი, ჭა­ჭის. ახლა კი ეს ბო­ცე­ბი ცე­ცხლის ხაზ­ზეა. რა ვქნა? თან აი­ვან­ზე ვერ გავ­დი­ვარ, თან გული მიკ­ვდე­ბა, ყო­ველ წამს შე­იძ­ლე­ბა ტყვია მოხ­ვდეს და­უც­ველ ჭურ­ჭელს. რაღა ინ­ფარ­ქტს მო­ვუკ­ლი­ვარ, და რაღა - ტყვი­ას, ვუ­თხა­რი ცოლს, ბო­ცე­ბი შიგ­ნით უნდა შე­მო­ვი­ტა­ნო-თქო. ყო­ველ ხუთ-ათ წუთ­ში ხან კა­რა­და­ში ერ­ჭო­ბა ტყვია, ხან კე­დელ­ში. უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ძი­რი­თა­დად მარ­თლა სხვენს უმიზ­ნებ­დნენ, და ბევ­რი ტყვია შპა­ლე­რის ხაზს ზე­მოთ იყო მოხ­ვედ­რი­ლი. დღე­საც არ ვიცი, რა სას­წა­უ­ლით გავ­ხოხ-გა­მოვ­ხოხ­დი და რო­გორ გა­მო­ვი­ტა­ნე აივ­ნი­დან სამ­შვი­დო­ბოს ჯერ არ­ყის, მერე კი ღვი­ნის ბოცა. ალ­ბათ, ასე გა­მოჰ­ყავ­დათ გმირ მე­ომ­რებს ტყვი­ის ზუ­ზუნ­ში დაჭ­რი­ლი მე­გობ­რე­ბი ბრძო­ლის ვე­ლი­დან. ორი­ვე მთე­ლი იყო, მხო­ლოდ ღვი­ნის ბო­ცას ჰქონ­და მორ­ტყმუ­ლი ტყვია, ისიც მოწ­ნულ სა­ხე­ლურ­ში.

ამ ბი­ნა­ში გა­ჩე­რე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და. გავ­ხიზ­ნე ოჯა­ხის წევ­რე­ბი და დავ­რჩით მე და ძაღ­ლი, რო­მელ­საც თა­ვი­დან აკ­რთობ­და სრო­ლის ხმა, მერე კი მი­ეჩ­ვია, მაგ­რამ სა­სე­ირ­ნოდ ხომ უნდა მე­ტა­რე­ბი­ნა?! ავეკ­ვრე­ბო­დით ხოლ­მე კე­დელს, და ასე კე­დელ-კე­დელ მივ­დი­ო­დით ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩის­კენ, მაგ­რამ რაკი დღი­თი­დღე სრო­ლა სულ უფრო ძლი­ერ­დე­ბო­და, სე­ირ­ნო­ბის დრო აღარ იყო, ძაღ­ლი გა­წამ­და, დი­ლი­დან დი­ლამ­დე უხ­დე­ბო­და თმე­ნა.

ჩვენს სხვენს რამ­დენ­ჯერ­მე გა­უჩ­ნდა ცე­ცხლი და მე­ზობ­ლებ­მა ჩა­აქ­რეს. მე­ხან­ძრე­ე­ბი აღარ მო­დი­ოდ­ნენ, ვი­ღა­ცე­ე­ბი მა­თაც ეს­როდ­ნენ, რომ ხან­ძა­რი ცოტა ხანს კი­დევ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. სახ­ლში ფან­ჯრე­ბი ჩარ­ჩო­ე­ბი­ა­ნად ჩა­ლე­წი­ლი მქონ­და, აივ­ნის კარი – და­ცხრი­ლუ­ლი. ერ­თა­დერ­თი, გა­რე­თა, მზიდ კე­დელ­ში ვერ ატან­და ტყვია, და სწო­რედ ამ კედ­ლის უკან, ოთა­ხის კუ­თხე­ში მო­ვი­წყვე ბლინ­და­ჟი - და­ვი­გე ია­ტაკ­ზე ლე­ი­ბი, გად­მო­ვი­ტა­ნე ტე­ლე­ვი­ზო­რი და წიგ­ნე­ბი, იქამ­დე - ბო­ცე­ბი. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი და­სას­რუ­ლი. არ ვიცი, ვის რო­დის ევ­სე­ბა მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა, მაგ­რამ მე მა­შინ ამევ­სო, როცა ორი­ვე ბოცა და­ი­ცა­ლა, და ბი­ნა­ში ფო­ფხვით გა­და­ად­გი­ლე­ბაც კი სა­ში­ში იყო. ერთი, თქვე­ნი ყო­ფაც ვა­ტი­რე-მეთ­ქი, დავ­ტო­ვე ბინა და დრო­ე­ბით დავ­ბრუნ­დი ჩემს ძველ სახ­ლში - დე­და­ჩემ­თან.

ავ­ტო­მა­ტე­ბის გა­ნუ­წყვე­ტე­ლი კა­კა­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მსხვერ­პლი მა­ინც მცი­რე იყო, რად­გან არც ერთი მხა­რე არ ის­რო­და გა­მე­ტე­ბით. ბე­სი­კის კუ­თხე­ში, პუ­რის მა­ღა­ზი­ას­თან სამი გვარ­დი­ე­ლი იდგა, მერე გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე, გო­რე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ერთი მათ­გა­ნი წა­მით მოს­ცილ­და კე­დელს, ჩა­ი­მუხ­ლა და ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის ქუ­ჩის კუ­თხი­დან მთავ­რო­ბის სახ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უშ­ვა რამ­დე­ნი­მე ჯერი. მო­არ­ტყი ვინ­მეს? – ჰკი­თხა მე­ო­რემ. არა, და - მად­ლო­ბა ღმერ­თს, არც აქამ­დე მო­მირ­ტყამ­სო (კი­დევ იტყვი­ან, ქარ­თვე­ლე­ბი გა­დავგვარ­დი­თო!)

ალ­ბათ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დად­გინ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც დად­გე­ნი­ლია და რო­მელ­საც არა­ვინ არ ახ­სე­ნებს, ჩვე­ნი ფეხ­ზემ­კი­დი­ა­ო­ბა იყო: ომი, რო­მელ­მაც კარ­გა ხნით გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლოს ბედი, და რო­მელ­საც დღემ­დე მორ­ცხვად იხ­სე­ნი­ე­ბენ თბი­ლი­სის 1991-92 წლე­ბის მოვ­ლე­ნე­ბად, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სულ 2-3 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე, ზე­მე­ლი­დან სო­ლო­ლა­კამ­დე, ხოლო ქა­ლა­ქის და­ნარ­ჩე­ნი რა­ი­ო­ნე­ბის მცხოვ­რებ­თა ის მცი­რე ნა­წი­ლი, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის სამ­ზა­დის­ში კი­დევ რომ შერ­ჩე­ნო­და ინ­ტე­რე­სი, სწო­რედ ზე­მე­ლამ­დე მო­დი­ო­და, რომ ენა­ხა, რა ხდე­ბო­და. მო­დი­ო­და სე­ი­რის, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით აღ­ქმუ­ლი ომის თე­ატ­რის სა­ყუ­რებ­ლად"...

გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის

ფო­ტო­ე­ბი: "კვი­რის პა­ლიტ­რის" ხუ­თტო­მე­უ­ლის - "ჩვე­ნი ეპო­ქა" I ტო­მი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ერთი კაცის მოგონებები თბილისის ომზე: "ქალაქის ცენტრში ომი მიმდინარეობდა, ხალხის ნაწილი კი რუსთაველზე სეირის საყურებლად მოდიოდა"

ერთი კაცის მოგონებები თბილისის ომზე: "ქალაქის ცენტრში ომი მიმდინარეობდა, ხალხის ნაწილი კი რუსთაველზე სეირის საყურებლად მოდიოდა"

რამდენიმე დღის წინ ახლობელთან სტუმრად ვიმყოფებოდი და თბილისელი კაცი, 70 წელს მიტანებული ბატონი ნუგზარი გავიცანი. გვიან საღამოს მასპინძელს ერთად გამოვემშვიდობეთ და სანამ დავშორდებოდით, სუფრასთან დაწყებული საუბარი გავაგრძელეთ...

ბატონმა ნუგზარმა მოულოდნელად 1991 წლის თბილისის ომი გაიხსენა. იმ მოვლენების უშუალო თვითმხილველი გახლდათ და საქართველოს უახლოესი ისტორიის იმ მძიმე დღეების შესახებ არაერთი საინტერესო მოგონება გაიხსენა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია ერთი კონკრეტული პიროვნების მოგონებებს შეეხება, მასში ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილის ფეხზემკიდიაობისა და სხვადასხვა მოვლენების მიმართ ინფანტილურობა ნათლად ჩანს - თბილისის ცენტრში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და ხალხის დიდი ნაწილი რუსთაველის ქუჩაზე სეირის საყურებლად დადიოდა. იმ მოვლენების შემდეგ 26 წელია გასული და დარწმუნებული ვარ, ადამიანები არ შეცვლილან. ბატონი ნუგზარის მოგონებას კი მისი სიტყვებით შემოგთავაზებთ...

"თბილისის ომს შეიძლება "მთაწმინდის ომი" ეწოდოს, რადგან ქალაქის სხვა რაიონებში ჩვეულებრივი ცხოვრება გრძელდებოდა, ხოლო დეზერტირის ბაზარში გახურებული საახალწლო ვაჭრობა იყო გაჩაღებული და უმრავლესობას ფეხებზე ეკიდა, ომი რით დამთავრდებოდა, - შემიძლია ვთქვა, რომ იგი ჩემს თვალწინ მიმდინარეობდა.

სახლში ვიჯექი და პირველი დღეები განუწყვეტლივ ვადევნებდი თვალს ჩემი ბინის აივნიდან, რომელიც ბესიკის ქუჩას გადაჰყურებს. მაშინ საცხოვრებელ სახლებს არ ესროდნენ. ეს მერე იყო, ტყვიების სეტყვა რომ წამოვიდა და მთავრობის სახლის მიმდებარე არემარეში ერთი შენობა არ დარჩა დაუცხრილავი - ვიღაც ჭკუისკოლოფებმა გადაწყვიტეს, საცეცხლე წერტილები მოეწყოთ მაღალი შენობების სხვენებში, ის კი არ უფიქრიათ, რომ სხვენქვეშ ხალხი ცხოვრობდა და პასუხად წამოსული ტყვიები მარტო სხვენს არ მოხვდებოდა.

მესამე თუ მეოთხე დღეს აივანზე რომ ვიდექი და ბრძოლის ველს გავყურებდი, ტელეფონმა დარეკა და ოთახში შევედი. რომ გამოვბრუნდი, თვალში მომხვდა, რომ აივნის რიკულებზე აკრულ თუნუქში რამდენიმე ნახვრეტია. გამიკვირდა, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე-მეთქი. ამ დროს ქვემოდან, გაუქმებულ ღვინის სარდაფთან მდგომმა მეზობლებმა მიყვირეს, "შედი, შედი, ისვრიანო". თურმე, ეს ტყვიები მაშინ მოერტყათ, მე რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი. რამდენიმე გვარდიელი ასულიყო ჩემს სხვენში, და იქიდან აეტეხა სროლა. ეს გვარდიელები კი წავიდნენ, მაგრამ "მოწინააღმდეგემ" უკვე დააფიქსირა საცეცხლე წერტილი ზედ ჩემი აივნის - მეხუთე სართულის თავზე. წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა! რაც რკინის ჯამ-ჭურჭელი და ტაფები გვქონდა, სამზარეულოს ფანჯარაზე ავაფარე. არ დარჩა ტაფა, ორი-სამი ნახვრეტი რომ არ ჰქონოდა. რამდენიმე ტყვია მოხვდა მაცივარს, ჭურჭლის კარადას, სურათის ჩარჩოს... ომის შემდეგ ბინაში სამასამდე ნატყვიარი დავითვალე.

აივანზე, სადაც უკვე გასვლა კი არა, ცხვირის გაყოფა არ შეიძლებოდა, მედგა ორი ბოცა - ერთი 20 ლიტრიანი, ღვინის, და მეორე - 10-იანი, ჭაჭის. ახლა კი ეს ბოცები ცეცხლის ხაზზეა. რა ვქნა? თან აივანზე ვერ გავდივარ, თან გული მიკვდება, ყოველ წამს შეიძლება ტყვია მოხვდეს დაუცველ ჭურჭელს. რაღა ინფარქტს მოვუკლივარ, და რაღა - ტყვიას, ვუთხარი ცოლს, ბოცები შიგნით უნდა შემოვიტანო-თქო. ყოველ ხუთ-ათ წუთში ხან კარადაში ერჭობა ტყვია, ხან კედელში. უნდა ვაღიარო, რომ ძირითადად მართლა სხვენს უმიზნებდნენ, და ბევრი ტყვია შპალერის ხაზს ზემოთ იყო მოხვედრილი. დღესაც არ ვიცი, რა სასწაულით გავხოხ-გამოვხოხდი და როგორ გამოვიტანე აივნიდან სამშვიდობოს ჯერ არყის, მერე კი ღვინის ბოცა. ალბათ, ასე გამოჰყავდათ გმირ მეომრებს ტყვიის ზუზუნში დაჭრილი მეგობრები ბრძოლის ველიდან. ორივე მთელი იყო, მხოლოდ ღვინის ბოცას ჰქონდა მორტყმული ტყვია, ისიც მოწნულ სახელურში.

ამ ბინაში გაჩერება აღარ შეიძლებოდა. გავხიზნე ოჯახის წევრები და დავრჩით მე და ძაღლი, რომელსაც თავიდან აკრთობდა სროლის ხმა, მერე კი მიეჩვია, მაგრამ სასეირნოდ ხომ უნდა მეტარებინა?! ავეკვრებოდით ხოლმე კედელს, და ასე კედელ-კედელ მივდიოდით ჭავჭავაძის ქუჩისკენ, მაგრამ რაკი დღითიდღე სროლა სულ უფრო ძლიერდებოდა, სეირნობის დრო აღარ იყო, ძაღლი გაწამდა, დილიდან დილამდე უხდებოდა თმენა.

ჩვენს სხვენს რამდენჯერმე გაუჩნდა ცეცხლი და მეზობლებმა ჩააქრეს. მეხანძრეები აღარ მოდიოდნენ, ვიღაცეები მათაც ესროდნენ, რომ ხანძარი ცოტა ხანს კიდევ გაგრძელებულიყო. სახლში ფანჯრები ჩარჩოებიანად ჩალეწილი მქონდა, აივნის კარი – დაცხრილული. ერთადერთი, გარეთა, მზიდ კედელში ვერ ატანდა ტყვია, და სწორედ ამ კედლის უკან, ოთახის კუთხეში მოვიწყვე ბლინდაჟი - დავიგე იატაკზე ლეიბი, გადმოვიტანე ტელევიზორი და წიგნები, იქამდე - ბოცები. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. არ ვიცი, ვის როდის ევსება მოთმინების ფიალა, მაგრამ მე მაშინ ამევსო, როცა ორივე ბოცა დაიცალა, და ბინაში ფოფხვით გადაადგილებაც კი საშიში იყო. ერთი, თქვენი ყოფაც ვატირე-მეთქი, დავტოვე ბინა და დროებით დავბრუნდი ჩემს ძველ სახლში - დედაჩემთან.

ავტომატების განუწყვეტელი კაკანის მიუხედავად, მსხვერპლი მაინც მცირე იყო, რადგან არც ერთი მხარე არ ისროდა გამეტებით. ბესიკის კუთხეში, პურის მაღაზიასთან სამი გვარდიელი იდგა, მერე გამოველაპარაკე, გორელები აღმოჩნდნენ. ერთი მათგანი წამით მოსცილდა კედელს, ჩაიმუხლა და ზუბალაშვილების ქუჩის კუთხიდან მთავრობის სახლის მიმართულებით გაუშვა რამდენიმე ჯერი. მოარტყი ვინმეს? – ჰკითხა მეორემ. არა, და - მადლობა ღმერთს, არც აქამდე მომირტყამსო (კიდევ იტყვიან, ქართველები გადავგვარდითო!)

ალბათ, დროთა განმავლობაში დადგინდება ყველაფერი, მაგრამ მთავარი მიზეზი, რომელიც დადგენილია და რომელსაც არავინ არ ახსენებს, ჩვენი ფეხზემკიდიაობა იყო: ომი, რომელმაც კარგა ხნით გადაწყვიტა საქართველოს ბედი, და რომელსაც დღემდე მორცხვად იხსენიებენ თბილისის 1991-92 წლების მოვლენებად, მიმდინარეობდა სულ 2-3 კვადრატულ კილომეტრზე, ზემელიდან სოლოლაკამდე, ხოლო ქალაქის დანარჩენი რაიონების მცხოვრებთა ის მცირე ნაწილი, საახალწლო სუფრის სამზადისში კიდევ რომ შერჩენოდა ინტერესი, სწორედ ზემელამდე მოდიოდა, რომ ენახა, რა ხდებოდა. მოდიოდა სეირის, პირდაპირი მნიშვნელობით აღქმული ომის თეატრის საყურებლად"...

გიორგი გაჩეჩილაძე, სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

ფოტოები: "კვირის პალიტრის" ხუთტომეულის - "ჩვენი ეპოქა" I ტომიდან