Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!” - შერჩევა დაიწყო
”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!” - შერჩევა დაიწყო

დღეს აღა­რა­ვინ და­ვობს, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და ტრა­დი­ცი­უ­ლია. სა­ო­ცა­რია მისი და­ყე­ნე­ბის წე­სიც. მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია აქ­ცევს ქარ­თულ ღვი­ნოს ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ სას­მე­ლად. მსოფ­ლიო მას­შტა­ბით უამ­რა­ვი ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლი თუ სო­მე­ლიე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გა­სინ­ჯვი­სას. თუმ­ცა ის მა­ინც არ არის გლო­ბა­ლუ­რად ისეთ დო­ნე­ზე ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­გორ­საც იმ­სა­ხუ­რებს.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მეტი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ღვი­ნის ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია allwine.ge-მ ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ი­წყო. "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ!" - ასე ჰქვია პრო­ექტს, რო­მე­ლიც რჩე­ულ ქარ­თულ ღვი­ნო­ებს უფრო მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდომს გახ­დის არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში.

10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში და­ი­წყე­ბა და და­ა­ნონსდე­ბა პრო­ექ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვით რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე გა­ი­ყი­დე­ბა. ერთ-ერთი იქ­ნე­ბა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი, სა­დაც მოგ­ზა­უ­რებს არამ­სხვრე­ვა­დი შე­ფუთ­ვით გამ­ზა­დე­ბუ­ლი 10-ვე სა­ხე­ო­ბის ღვი­ნის მარ­ტი­ვად შე­ძე­ნა და წა­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

"პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც ღვი­ნის მსხვილ მწარ­მო­ებ­ლებს, ისე მცი­რე მარ­ნებს. ჩვენ ვუ­კავ­შირ­დე­ბით ყვე­ლას, ვის­თა­ნაც ხმა მიგ­ვიწ­ვდე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვთა­ვა­ზობთ. ასე­ვე, ნე­ბის­მი­ერ მეღ­ვი­ნეს შე­უძ­ლია, და­უ­კავ­შირ­დეს allwine.ge-ს და ჩვენ მი­ვაწ­ვდით მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი 10 რჩე­უ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა," - გან­მარ­ტავს allwine.ge-ს დი­რექ­ტო­რი ლაშა შა­რი­ქა­ძე.

10 სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შერ­ჩე­ვა 15 ოქ­ტომ­ბერს, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე და­ი­წყე­ბა. აღ­ნიშ­ნულ ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა 40-მდე ქარ­თვე­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც წა­რად­გე­ნენ 1 თეთრ და 1 წი­თელ ღვი­ნოს. წარ­დგე­ნი­ლი 80-მდე სა­ხე­ო­ბი­დან ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხალ­ხო ხმის მი­ცე­მა იქ­ნე­ბა. შემ­დეგ ეტაპ­ზე ხმის მი­ცე­მა ონ­ლა­ინ იწარ­მო­ებს. სა­ბო­ლო­ოდ კი ხალ­ხის რჩე­უ­ლე­ბი­დან 10 სა­უ­კე­თე­სოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სო­მე­ლი­ე­ე­ბის გუნ­დი გა­მო­ავ­ლენს. სო­მე­ლი­ე­ე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რის ვი­ნა­ო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"შერ­ჩე­უ­ლი 10 ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით. ვფიქ­რობთ, რომ მათი გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა. ეს კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და ჩარ­თულს გახ­დის პრო­ექტს. ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი კი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ცნო­ბა­დო­ბი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდა არის. სტარტს კი 15 ოქ­ტომ­ბერს ავი­ღებთ," - აღ­ნიშ­ნავს ლაშა შა­რი­ქა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალს, რო­მე­ლიც შარ­დენ­ზე 15 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა, ეს allwine.ge-სა და "მე­ი­დან ჯგუ­ფის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ღვი­ნის გა­მო­ფე­ნა, გა­ყიდ­ვა, დე­გუს­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბე­ბით. უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ყვე­ლი, სა­უ­კე­თე­სო ჩურ­ჩხე­ლა და ჩირი, ქარ­თუ­ლი პური, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მუ­სი­კა - ეს მხო­ლოდ მცი­რე­დია იმ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან, რაც ფეს­ტი­ვალ­ზე დაგ­ხვდე­ბათ. შა­რი­ქა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ფეს­ტი­ვა­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი გახ­დე­ბა და რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა ხოლ­მე.

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტრა­დი­ცი­ას ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის" სა­ხით. ასე­ვე, უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ". ვფიქ­რობთ, რომ ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რი და ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე გათ­ვლი­ლი პრო­ქ­ტი. შერ­ჩე­უ­ლი 10 ღვი­ნო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი გახ­დე­ბა და უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­სა­ჩუქ­რე კრე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა," - და­ა­მა­ტა მან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა თა­ვად მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 10 სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის გა­მოვ­ლე­ნა­ში. სწო­რედ ამი­ტომ არ გა­მო­ტო­ვოთ "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი" 15 ოქ­ტომ­ბერს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!” - შერჩევა დაიწყო

”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!” - შერჩევა დაიწყო

დღეს აღარავინ დავობს, რომ ქართული ღვინო ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციულია. საოცარია მისი დაყენების წესიც. მრავალსაუკუნოვანი ისტორია და განსაკუთრებული ტექნოლოგია აქცევს ქართულ ღვინოს ყველასთვის საყვარელ სასმელად. მსოფლიო მასშტაბით უამრავი ღვინის მოყვარული თუ სომელიე აღფრთოვანებას ვერ მალავს ქართული ღვინის გასინჯვისას. თუმცა ის მაინც არ არის გლობალურად ისეთ დონეზე ცნობილი და პოპულარული, როგორსაც იმსახურებს.

ქართული ღვინის მეტი პოპულარიზაციისთვის ღვინის ონლაინ მაღაზია allwine.ge-მ ახალი პროექტი დაიწყო. ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!” - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.

10 ღვინო, რომელიც ფესტივალის ფარგლებში დაიწყება და დაანონსდება პროექტი, განსაკუთრებული შეფუთვით რამდენიმე ლოკაციაზე გაიყიდება. ერთ-ერთი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც მოგზაურებს არამსხვრევადი შეფუთვით გამზადებული 10-ვე სახეობის ღვინის მარტივად შეძენა და წაღება შეეძლებათ.

”პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ღვინის მსხვილ მწარმოებლებს, ისე მცირე მარნებს. ჩვენ ვუკავშირდებით ყველას, ვისთანაც ხმა მიგვიწვდება და მონაწილეობას ვთავაზობთ. ასევე, ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია, დაუკავშირდეს allwine.ge-ს და ჩვენ მივაწვდით მათთვის საინტერესო ამომწურავ ინფორმაციას. საბოლოო ჯამში კი 10 რჩეული გამოვლინდება,” - განმარტავს allwine.ge-ს დირექტორი ლაშა შარიქაძე.

10 საუკეთესო ქართული ღვინის შერჩევა 15 ოქტომბერს, ქართული ღვინის ფესტივალზე დაიწყება. აღნიშნულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე ქართველი მწარმოებელი, რომლებიც წარადგენენ 1 თეთრ და 1 წითელ ღვინოს. წარდგენილი 80-მდე სახეობიდან ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა იქნება. შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იწარმოებს. საბოლოოდ კი ხალხის რჩეულებიდან 10 საუკეთესოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს. სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიურის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

”შერჩეული 10 ღვინის პოპულარიზაციას მაქსიმალურად შევეცდებით. ვფიქრობთ, რომ მათი გასაჯაროვება ეტაპობრივად მოხდება. ეს კიდევ უფრო საინტერესოს და ჩართულს გახდის პროექტს. ჩვენი საბოლოო მიზანი კი ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარობის ზრდა არის. სტარტს კი 15 ოქტომბერს ავიღებთ,” - აღნიშნავს ლაშა შარიქაძე.

რაც შეეხება ქართული ღვინის ფესტივალს, რომელიც შარდენზე 15 ოქტომბერს გაიმართება, ეს allwine.ge-სა და ”მეიდან ჯგუფის” ერთობლივი პროექტია. ღონისძიებაზე ღვინის გამოფენა, გაყიდვა, დეგუსტაცია გაიმართება. ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობებით. უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა - ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ. შარიქაძის განმარტებით, ფესტივალი ტრადიციული გახდება და რეგულარულად გაიმართება ხოლმე.

”ძალიან საინტერესო ტრადიციას ეყრება საფუძველი ”ქართული ღვინის ფესტივალის” სახით. ასევე, უნიკალური პროექტია ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ”. ვფიქრობთ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ლოკალური და ქართველ მომხმარებელზე გათვლილი პროქტი. შერჩეული 10 ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება და უცხოელი ვიზიტორებისთვის საუკეთესო სასაჩუქრე კრებული იქნება,” - დაამატა მან.

საზოგადოებას კი საშუალება ეძლევა თავად მიიღონ მონაწილეობა 10 საუკეთესო ღვინის გამოვლენაში. სწორედ ამიტომ არ გამოტოვოთ ”ქართული ღვინის ფესტივალი” 15 ოქტომბერს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი