პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ოთარ აბესაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს
 ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ოთარ აბესაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს

ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ოთარ აბე­სა­ძე შე­საძ­ლოა სა­ო­პე­რა­ციო გახ­დეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აბე­სა­ძის ად­ვო­კატ­მა ლილი გე­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, უკვე და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით და დას­კვნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ აბე­სა­ძეს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დეს.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნი­სას მკურ­ნა­ლობ­და და ოჯა­ხის­გან გახ­და ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი, რომ ის შე­იძ­ლე­ბა სა­ო­პე­რა­ციო გახ­დეს. ამი­ტომ ვა­ტა­რებთ ექ­სპერ­ტი­ზას. უკვე დავ­ნიშ­ნეთ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით ექ­სპერ­ტი­ზა და რა­საც ექი­მე­ბი იტყვი­ან, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა და აქვე დას­ძი­ნა, რომ აბე­სა­ძის­თვის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ოპე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­შიც კეთ­დე­ბა და ოპე­რა­ცი­ის გამო მისი სა­ზღვარ­გა­რეთ გაყ­ვა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ გახ­დე­ბა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ჯან­მრთე­ლო­ბის ამ პრობ­ლე­მა­ზე მე­ტად, უფრო და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი ოთარ აბე­სა­ძის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

"ჩემ­თვის რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტის­თვის, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მისი და­კა­ვე­ბის დღი­დან გვქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დე­ბო­და, "შე­ე­გუ­ე­ბო­და" ამ ვი­თა­რე­ბას, თუმ­ცა ის ყო­ველ­დღე უფრო და უფრო დეპ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა. მე ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო მო­მენ­ტი ეს არის", - გა­ნა­ცხა­და გე­ლაშ­ვილ­მა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ოთარ აბესაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს

 ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ოთარ აბესაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე შესაძლოა საოპერაციო გახდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა, უკვე დანიშნულია ექსპერტიზა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით და დასკვნიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ აბესაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს.

"თავისუფლებაზე ყოფნისას მკურნალობდა და ოჯახისგან გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ის შეიძლება საოპერაციო გახდეს. ამიტომ ვატარებთ ექსპერტიზას. უკვე დავნიშნეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ექსპერტიზა და რასაც ექიმები იტყვიან, იქიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდეს", - განაცხადა ადვოკატმა და აქვე დასძინა, რომ აბესაძისთვის ჩასატარებელი ოპერაცია საქართველოშიც კეთდება და ოპერაციის გამო მისი საზღვარგარეთ გაყვანა აუცილებელი არ გახდება.

ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის ამ პრობლემაზე მეტად, უფრო დასაფიქრებელი ოთარ აბესაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.

"ჩემთვის როგორც მისი ადვოკატისთვის, უფრო მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. მისი დაკავების დღიდან გვქონდა მოლოდინი, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდებოდა, "შეეგუებოდა" ამ ვითარებას, თუმცა ის ყოველდღე უფრო და უფრო დეპრესიული ხდება. მე ვფიქრობ, ყველაზე საგანგაშო მომენტი ეს არის", - განაცხადა გელაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი