პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეციალისტები ზაფხულში ლეიშმანიოზით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას შემოდგომაზე ვარაუდობენ და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ
სპეციალისტები ზაფხულში ლეიშმანიოზით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას შემოდგომაზე ვარაუდობენ და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ

ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ლე­იშ­მა­ნი­ო­ზით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს ვა­რა­უ­დო­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ლე­იშ­მა­ნი­ო­ზის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რად­გან და­ა­ვა­დე­ბას რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი ახა­სი­ა­თებს. ამ­დე­ნად, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნას ნო­ემ­ბრის ბო­ლო­დან ელო­დე­ბი­ან.

ზა­ხაშ­ვი­ლის თქმით, ლე­იშ­მა­ნი­ო­ზით უმ­თავ­რე­სად ბავ­შვე­ბი ავად­დე­ბი­ან. და­ა­ვა­დე­ბა ძლი­ე­რი ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და თვით­ნე­ბუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

"ბავ­შვთა ასაკ­ში ეს არის გა­ურ­კვე­ვე­ლი ტი­პის, უმ­თავ­რე­სად ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც ხში­რად დი­აგ­ნო­ზის დას­მა ძნე­ლია. დი­აგ­ნო­ზი მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა. ამ­დე­ნად, ექი­მი­სად­მი დრო­უ­ლი მი­მარ­თვა და გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა აუ­ცი­ე­ლე­ბე­ლია. არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სას ცხე­ლე­ბის ეპი­ზო­დე­ბი მე­ორ­დე­ბა და ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა. მოზ­რდი­ლებ­ში კი შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თად ფიქ­სირ­დე­ბა", – გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ მშობ­ლებს, ბავ­შვებ­ში ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე, სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ექიმს დრო­უ­ლად მი­მარ­თონ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სპე­ცი­ა­ლის­ტი გა­არ­კვევს რეს­პი­რა­ცი­უ­ლია, ენ­ტე­რო ვირუ­სი თუ პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, სექ­ტემ­ბერ­ში თბი­ლი ამინ­დე­ბის გამო, ლე­იშ­მა­ნი­ო­ზის გა­დამ­ტა­ნე­ბის აქ­ტი­ვო­ბა შე­საძ­ლოა თვის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დეს. ასე რომ, და­ა­ვა­დე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს.

ზა­ხაშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით გა­დამ­ტა­ნე­ბის­გან თა­ვის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ლე­იშ­მა­ნი­ო­ზის გა­დამ­ტა­ნი პა­ტა­რა მწე­რე­ბი, ფლე­ბო­ტო­მუ­სე­ბია, რო­მე­ლიც უმ­თავ­რე­სად და­ა­ვა­დე­ბულ ცხო­ვე­ლებს ახ­ვე­ვია. ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­ში ეს არის ძაღ­ლე­ბი, რო­მელ­თაც და­ა­ვა­დე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ემ­ჩნე­ვათ. კან­ზე აქვთ მო­ვერ­ცხლის­ფრო ქერცლი და ბეწ­ვი ცვი­ვათ. პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ასე­თი ძაღ­ლე­ბის იმ ტე­რი­ტო­რი­იდნ გაყ­ვა­ნა, სა­და­აც ადა­მი­ა­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. ასე­ვე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე ფლე­ბო­ტო­მუ­სე­ბის შეს­ვლი­სა და დაკ­ბე­ნის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს და­ცუ­ლი", – გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ლე­იშ­მა­ნი­ო­ზის შემ­თხვე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად თბი­ლის­ში და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი იმე­რეთ­შიც გა­მოვ­ლინ­და. 2017 წელს სულ 23 შემ­თხვე­ვაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც 2016 წელს ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­დე­გია.

"წლე­ბის წინ წე­ლი­წად­ში ლე­იშ­მა­ნი­ო­ზის ასე­ულ­ზე მეტი, 100-დან 180 შემ­თხვე­ვამ­დე ფიქ­სირ­დე­ბო­და. 2015-16 წლებ­ში – 63-53 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცხო­ველ­თა უკე­თე­სი მოვ­ლის პი­რო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა", – აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

სპეციალისტები ზაფხულში ლეიშმანიოზით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას შემოდგომაზე ვარაუდობენ და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ

სპეციალისტები ზაფხულში ლეიშმანიოზით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას შემოდგომაზე ვარაუდობენ და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ

ზაფხულის პერიოდში ლეიშმანიოზით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას სპეციალისტები შემოდგომის ბოლოს ვარაუდობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, ლეიშმანიოზის შემთხვევების მატების ტენდენცია ჯერჯერობით არ შეინიშნება, რადგან დაავადებას რამდენიმეთვიანი ინკუბაციის პერიოდი ახასიათებს. ამდენად, სპეციალისტები ზაფხულის პერიოდში ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას ნოემბრის ბოლოდან ელოდებიან.

ზახაშვილის თქმით, ლეიშმანიოზით უმთავრესად ბავშვები ავადდებიან. დაავადება ძლიერი ცხელებით მიმდინარეობს და თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.

"ბავშვთა ასაკში ეს არის გაურკვეველი ტიპის, უმთავრესად ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომლის დროსაც ხშირად დიაგნოზის დასმა ძნელია. დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საფუძველზე ხდება. ამდენად, ექიმისადმი დროული მიმართვა და გამოკვლევის ჩატარება აუციელებელია. არასწორი მკურნალობისას ცხელების ეპიზოდები მეორდება და ბავშვის მდგომარეობა უარესდება. მოზრდილებში კი შემთხვევები იშვიათად ფიქსირდება", – განაცხადა ზახაშვილმა.

სპეციალისტები მოუწოდებენ მშობლებს, ბავშვებში ცხელებით მიმდინარე დაავადების გამოვლენისთანავე, სწორი დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობისთვის ექიმს დროულად მიმართონ. ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტი გაარკვევს რესპირაციულია, ენტერო ვირუსი თუ პარაზიტული დაავადება.

მისივე თქმით, სექტემბერში თბილი ამინდების გამო, ლეიშმანიოზის გადამტანების აქტივობა შესაძლოა თვის ბოლომდე გაგრძელდეს. ასე რომ, დაავადებით ინფიცირების რისკი ჯერ კიდევ არსებობს.

ზახაშვილი მოსახლეობას პროფილაქტიკის მიზნით გადამტანებისგან თავის დაცვისკენ მოუწოდებს.

"ლეიშმანიოზის გადამტანი პატარა მწერები, ფლებოტომუსებია, რომელიც უმთავრესად დაავადებულ ცხოველებს ახვევია. ქალაქის პირობებში ეს არის ძაღლები, რომელთაც დაავადება ვიზუალურადაც ემჩნევათ. კანზე აქვთ მოვერცხლისფრო ქერცლი და ბეწვი ცვივათ. პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ასეთი ძაღლების იმ ტერიტორიიდნ გაყვანა, სადააც ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები იმყოფებიან. ასევე, საცხოვრებელი სივრცე ფლებოტომუსების შესვლისა და დაკბენისგან მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული", – განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ლეიშმანიოზის შემთხვევები ძირითადად თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება, თუმცა ერთეული შემთხვევები იმერეთშიც გამოვლინდა. 2017 წელს სულ 23 შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც 2016 წელს ინფიცირების შედეგია.

"წლების წინ წელიწადში ლეიშმანიოზის ასეულზე მეტი, 100-დან 180 შემთხვევამდე ფიქსირდებოდა. 2015-16 წლებში – 63-53 შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევების კლება, სავარაუდოდ, ცხოველთა უკეთესი მოვლის პირობებს უკავშირდება", – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი