მსოფლიო
საზოგადოება

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
iPhone X - ყველაზე ამბიციური სმარტფონი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
iPhone X - ყველაზე ამბიციური სმარტფონი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, სტივ ჯობ­სის თე­ატ­რში ახა­ლი iPhone 8-ის, iPhone 8+ - სა და სა­ი­უ­ბი­ლეო iPhone X-ის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

iPhone X-ის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბაა ე.წ. უსა­ზღვრო ეკ­რა­ნი - all screen და სმარ­ტფონ­მა უკვე მთე­ლი მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა. წარ­მო­გიდ­გენთ იმ მთა­ვარ უპი­რა­ტე­სო­ბებს, რაც iPhone X-ს აქვს.

სუ­პერ რე­ტი­ნა­ლუ­რი დისპლეი

ეს არის Apple-ის პირ­ვე­ლი "აი­ფო­ნი" OLED დისპლე­ით. მისი ზო­მაა დი­ა­გო­ნა­ლუ­რად 14 სან­ტი­მეტ­რი და პიქ­სე­ლე­ბის ოდე­ნო­ბა 458-ა. ეკ­რა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რად არე­გუ­ლი­რებს ფე­რებს გა­ნა­თე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­ხედ­ვით. ეკ­რა­ნი მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა­დო­ბი­თა და ფერ­თა ფარ­თო გა­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

არ აქვს ღი­ლა­კი HOME

მას აქვს სა­ხის სკა­ნე­რი, თუმ­ცა აღარ აქვს თი­თის სკა­ნე­რი. მა­გა­ლი­თად, ზე­ვით თი­თის ას­მის დროს მთა­ვარ მე­ნი­უ­ში შე­დი­ხართ, თუ ზე­ვით მარ­ჯვნის­კენ გა­უს­ვამთ თითს, აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის გა­ნო­ფი­ლე­ბა­ში შეხ­ვალთ და ა.შ.

მა­სა­ლა

ახა­ლი სმარ­ტფო­ნი მთლი­ა­ნად მყა­რი მი­ნის­გან და უჟან­გა­ვი ლი­თო­ნის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

სა­ხის ამომცნო­ბი

ეფ­ლის ახა­ლი კა­მე­რე­ბის სის­ტე­მამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ამ ფუნ­ქცი­ის და­მა­ტე­ბა. მას­ზეა რვა ახა­ლი კა­მე­რა და სენ­სო­რე­ბი, რო­მელ­თაც მფლო­ბე­ლის სა­ხის ამოც­ნო­ბა შე­უძ­ლი­ათ. სის­ტე­მა მა­ში­ნაც მუ­შა­ობს თუ სათ­ვა­ლე გი­კე­თი­ათ, ვარ­ცხნი­ლო­ბას შე­იც­ვლით ან სხვა ცვლი­ლე­ბას შე­ი­ტანთ გა­რეგ­ნო­ბა­ში. სა­ხის ამომცნო­ბი სმარ­ტფო­ნის გახ­სნის ახა­ლი ფუნ­ქცი­აა.

Animoji

iPhone X-ის ახა­ლი კა­მე­რა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლებ­ვა მრა­ვა­ლი ემო­ჯი სა­კუ­თა­რი სა­ხის მოძ­რა­ო­ბის მი­ხედ­ვით გა­ხა­დოთ ანი­მა­ცი­უ­რი.

კა­მე­რე­ბი

iPhone X-ის აქვს ახა­ლი ორ­მა­გი ლინ­ზა ტე­ლე­ფო­ნის უკა­ნა პა­ნელ­ზე. მას აქვს ორ­მა­გი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ფუნ­ქცია. კა­მე­რას კვლავ 12 მე­გა­პიქ­სე­ლი­ა­ნი სენ­სო­რე­ბი აქვს, მაგ­რამ ძა­ლი­ა­ნაა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ფერ­თა რეპ­რო­დუქ­ცი­ის და ხმის დახ­შო­ბის აპა­რა­ტე­ბი.

პორ­ტრე­ტის ახა­ლი ფუნ­ქცია

პორ­ტრე­ტის ფუნ­ქცი­ას და­ე­მა­ტა გა­ნა­თე­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა გა­ნა­თე­ბის ეფექ­ტე­ბი და­ა­დო პორ­ტრე­ტებს. ამას­თან, წინა კა­მე­რაც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას სელ­ფე­ბი გა­და­ი­ღო პორ­ტრე­ტის ფუნ­ქცი­ით.

A11 ტი­პის ბი­ო­ნი­კუ­რი ჩიპი

64 ბიტი, 6 ბირ­თვი­ა­ნი, ახა­ლი ეფ­ლის GPU, ახა­ლი ISP. ეს ყვე­ლა­ფე­რი ახალ აი­ფონს ნამ­დვილ "ცხო­ვე­ლად" აქ­ცევს.

ბა­ტა­რე­ის ხან­გრძლი­ვო­ბა

Apple-მა რო­გორ­ღაც მო­ა­ხერ­ხა და ბა­ტა­რი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა ორი სა­ა­თით გა­ზარ­და. ოღონდ აი­ფონ 7-თან და არა აი­ფონ 7 პლუს­თან შე­და­რე­ბით.

უსა­დე­ნო დამ­ტე­ნი

iPhone X-ის და­სა­ტე­ნად სა­დე­ნი­ა­ნი დამ­ტე­ნე­ბი აღა­რაა სა­ჭი­რო. თან უსა­დე­ნო დამ­ტე­ნი მუ­შა­ობს რო­გორც iPhone X-ის-ზე, ისე ეფ­ლის სა­ათ­ზე და ყურ­სას­მე­ნებ­ზეც. ამას­თან, მას შე­უძ­ლია სა­მი­ვე ერ­თდრო­უ­ლად და­ტე­ნოს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bgr.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

iPhone X - ყველაზე ამბიციური სმარტფონი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

iPhone X - ყველაზე ამბიციური სმარტფონი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში ახალი iPhone 8-ის, iPhone 8+ - სა და საიუბილეო iPhone X-ის პრეზენტაცია გაიმართა.

iPhone X-ის მთავარი ღირსებაა ე.წ. უსაზღვრო ეკრანი - all screen და სმარტფონმა უკვე მთელი მსოფლიო აალაპარაკა. წარმოგიდგენთ იმ მთავარ უპირატესობებს, რაც iPhone X-ს აქვს.

სუპერ რეტინალური დისპლეი

ეს არის Apple-ის პირველი "აიფონი" OLED დისპლეით. მისი ზომაა დიაგონალურად 14 სანტიმეტრი და პიქსელების ოდენობა 458-ა. ეკრანი ავტომატურად არეგულირებს ფერებს განათების ტემპერატურის მიხედვით. ეკრანი მაღალი გარჩევადობითა და ფერთა ფართო გამით გამოირჩევა.

არ აქვს ღილაკი HOME

მას აქვს სახის სკანერი, თუმცა აღარ აქვს თითის სკანერი. მაგალითად, ზევით თითის ასმის დროს მთავარ მენიუში შედიხართ, თუ ზევით მარჯვნისკენ გაუსვამთ თითს, აპლიკაციების განოფილებაში შეხვალთ და ა.შ.

მასალა

ახალი სმარტფონი მთლიანად მყარი მინისგან და უჟანგავი ლითონისგანაა დამზადებული.

სახის ამომცნობი

ეფლის ახალი კამერების სისტემამ შესაძლებელი გახადა ამ ფუნქციის დამატება. მასზეა რვა ახალი კამერა და სენსორები, რომელთაც მფლობელის სახის ამოცნობა შეუძლიათ. სისტემა მაშინაც მუშაობს თუ სათვალე გიკეთიათ, ვარცხნილობას შეიცვლით ან სხვა ცვლილებას შეიტანთ გარეგნობაში. სახის ამომცნობი სმარტფონის გახსნის ახალი ფუნქციაა.

Animoji

iPhone X-ის ახალი კამერა საშუალებას იძლებვა მრავალი ემოჯი საკუთარი სახის მოძრაობის მიხედვით გახადოთ ანიმაციური.

კამერები

iPhone X-ის აქვს ახალი ორმაგი ლინზა ტელეფონის უკანა პანელზე. მას აქვს ორმაგი გამოსახულების სტაბილიზაციის ფუნქცია. კამერას კვლავ 12 მეგაპიქსელიანი სენსორები აქვს, მაგრამ ძალიანაა გაუმჯობესებული ფერთა რეპროდუქციის და ხმის დახშობის აპარატები.

პორტრეტის ახალი ფუნქცია

პორტრეტის ფუნქციას დაემატა განათება, რომელიც საშუალებას იძლევა განათების ეფექტები დაადო პორტრეტებს. ამასთან, წინა კამერაც იძლევა საშუალებას სელფები გადაიღო პორტრეტის ფუნქციით.

A11 ტიპის ბიონიკური ჩიპი

64 ბიტი, 6 ბირთვიანი, ახალი ეფლის GPU, ახალი ISP. ეს ყველაფერი ახალ აიფონს ნამდვილ "ცხოველად" აქცევს.

ბატარეის ხანგრძლივობა

Apple-მა როგორღაც მოახერხა და ბატარიის ხანგრძლივობა ორი საათით გაზარდა. ოღონდ აიფონ 7-თან და არა აიფონ 7 პლუსთან შედარებით.

უსადენო დამტენი

iPhone X-ის დასატენად სადენიანი დამტენები აღარაა საჭირო. თან უსადენო დამტენი მუშაობს როგორც iPhone X-ის-ზე, ისე ეფლის საათზე და ყურსასმენებზეც. ამასთან, მას შეუძლია სამივე ერთდროულად დატენოს.

მომზადებულია bgr.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს