საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად არის მიხეილ სააკაშვილი? - რას ამბობს ადვოკატი ექსპრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ
სად არის მიხეილ სააკაშვილი? - რას ამბობს ადვოკატი ექსპრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მან ზუს­ტად არ იცის თუ სად იმ­ყო­ფე­ბა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, თუმ­ცა შე­უძ­ლია ივა­რა­უ­დოს, რომ ის ჩერ­ნოვ­ცი­ში გა­ემ­გზავ­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცველ სტრუქ­ტუ­რებ­ში წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ლვო­ვის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რია არ და­უ­ტო­ვე­ბია.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვა ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ის არ­სად არ აპი­რებს გამ­გზავ­რე­ბას და ლვოვ­ში სას­ტუმ­რო­ში დარ­ჩე­ბო­და, თუმ­ცა, გვი­ან ღა­მით სა­ა­კაშ­ვილ­მა სას­ტუმ­რო და­ტო­ვა და რო­გორც სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, პო­ლი­ტი­კო­სი სას­ტუმ­რო­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვას, ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ის საქ­მე­ებ­ზეა წა­სუ­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრესმდი­ვან­მა და­რია ჩიჟ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს ლვო­ვი­დან ჩერ­ნივ­ცი­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა.

"დღეს, 18:00 სა­ათ­ზე "ახა­ლი ძა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩერ­ნივ­ცი­ში ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

მას არ და­უ­ზუს­ტე­ბია თუ რო­დის გა­ემ­გზავ­რე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

პარ­ტი­ის პრესმდი­ვან­მა მა­რი­ა­ნა პოშ­ტარ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩერ­ნივ­ცი­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ლვოვ­ში გა­მომ­ცემ­ლე­ბის ფო­რუმ­ზე დას­წრე­ბას გეგ­მავ­და.

უკ­რა­ი­ნის შს სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა არ­ტი­ომ შევ­ჩენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­მა­ტე­ბით ზო­მებს არ მი­ი­ღე­ბენ. "ჩვენ არ ვა­პი­რებთ ამ პი­რის თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას. უბ­რა­ლოდ, ვუზ­რუნ­ველ­ყოფთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს, რო­გორც ეს ხდე­ბა ყვე­ლა მა­სობ­რივ შეკ­რე­ბებ­ზე", - დას­ძი­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სად არის მიხეილ სააკაშვილი? - რას ამბობს ადვოკატი ექსპრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ

სად არის მიხეილ სააკაშვილი? - რას ამბობს ადვოკატი ექსპრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მან ზუსტად არ იცის თუ სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა შეუძლია ივარაუდოს, რომ ის ჩერნოვციში გაემგზავრა.

სამართალდამცველ სტრუქტურებში წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ლვოვის ოლქის ტერიტორია არ დაუტოვებია.

მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის დაცვა ირწმუნებოდა, რომ ის არსად არ აპირებს გამგზავრებას და ლვოვში სასტუმროში დარჩებოდა, თუმცა, გვიან ღამით სააკაშვილმა სასტუმრო დატოვა და როგორც სასტუმროს თანამშრომლებმა განაცხადეს, პოლიტიკოსი სასტუმროში არ დაბრუნებულა.

რაც შეეხება სააკაშვილის დაცვას, ისინი აცხადებენ, რომ ის საქმეებზეა წასული.

მოგვიანებით, გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა დარია ჩიჟმა განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება.

"დღეს, 18:00 საათზე "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ჩერნივციში ცენტრალურ მოედანზე იქნება", - განაცხადა მან.

მას არ დაუზუსტებია თუ როდის გაემგზავრება მიხეილ სააკაშვილი.

პარტიის პრესმდივანმა მარიანა პოშტარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ჩერნივციში გამგზავრებამდე ლვოვში გამომცემლების ფორუმზე დასწრებას გეგმავდა.

უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით სამართალდამცველები დამატებით ზომებს არ მიიღებენ. "ჩვენ არ ვაპირებთ ამ პირის თითოეულ ნაბიჯზე კომენტარის გაკეთებას. უბრალოდ, ვუზრუნველყოფთ საზოგადოებრივ წესრიგს, როგორც ეს ხდება ყველა მასობრივ შეკრებებზე", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."