ქართული ღვინო რომ ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში, დღეს უკვე არავინ დავობს - გორში, შულავერის გათხრებისას, რომელიც თბილისის სამხრეთით მდებარეობს და სამხრეთ კავკასიაში ადამიანებით დასახლებულ ერთ-ერთ უძველეს ტერიტორიად მიიჩნევა, არქეოლოგიური სამუშაოების დროს თიხის ნაკეთობათა ნამტვრევები აღმოჩნდა, რომელთაც წითელი ფერის ნალექი ჰქონდა, სავარაუდოდ, ღვინის კვალი - ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნასახლარებს რვა ათასი წლის ისტორიას მიაწერენ. სწორედ აქაა ნაპოვნი ვაზის ორგანული ნარჩენებიც, რომლებიც კავკასიის ამ ნაწილში უხვად იზრდება. აქვე მიაგნეს უძველესი ვაზის წიპწებსაც (6 ცალი), რომლებიც მოშინაურებული ვაზისას ჰგავს. ისინი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოლექციაში ინახება. თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ამავე დასახლების თიხის ნაკეთობათა დეტალები. კომპიუტერულმა რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ ეს იყო ბრტყელი ფსკერისა და ვიწრო ყელის მქონე ჭურჭელი, რომელიც 5 ლიტრამდე სითხეს იტევს - სწორედ ეს გარემოებები ქართველებს გვაძლევს ამბიციის საფუძველს საქართველოს ღვინის სამშბოლოდ წარმოვაჩინოთ. რაც მთავარია, ამ მოსაზრებას ცალსახად ემხრობიან ევროპის წამყვანი სპეციალისტებიც. წარსულს რომ თავი დავანებოთ, დღემდე ტურისტები თუ უბარლოდ დეგუსტატორები, ქართული ღვინის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ - სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩამოდის რეკორდული რაოდენობის ტურისტი ღვინის ფესტივალებზე.
ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს, ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები 15 ოქტომბერს გრანდიოზული ფესტივალისთვის ემზადებიან - „ქართული ღვინის ფესტივალი“ შარდენის მოედანზე, 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება, სადაც მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა- გაყიდვა იგეგმება. ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობებით. უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა - ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ და რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ.