საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგჯერ იმის შეხსენებაც მერიდება, რომ ცოცხალი ვარ..." - ომის გმირის მძიმე ხვედრი საქართველოში
"ზოგჯერ იმის შეხსენებაც მერიდება, რომ ცოცხალი ვარ..." - ომის გმირის მძიმე ხვედრი საქართველოში

ამას წი­ნათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტით სტუმ­რად ბრი­ტა­ნუ­ლი არ­მი­ის ვე­ტე­რა­ნი სამ­ხედ­რო იმ­ყო­ფე­ბო­და. იგი ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში, ბელ­ფას­ტში, კა­თო­ლი­კე­ებ­სა და პრო­ტეს­ტან­ტებს შო­რის, ეროვ­ნუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი მრა­ვალ­წლი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლეა. ალან რუ­თე­რი, ამ­ჟა­მად ლონ­დონ­ში, "რო­ი­ალ ჩელ­სი ჰოს­პი­ტალ­ში" თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან და კო­ლე­გებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. სა­ხელ­მწი­ფო მას, პენ­სი­ის სა­ხით 800 ევ­როს ური­ცხავს, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ნა­ი­რი, მათ შო­რის ჯან­დაც­ვის სრუ­ლი ხარ­ჯე­ბი შე­დის და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ისევ უკან ური­ცხავს სა­ხელ­მწი­ფოს, - ეს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბის ერ­თგვა­რი ფა­სია...

ვიცი, შო­რია ბრი­ტა­ნე­თამ­დე... თუმ­ცა, იქ­ნებ ოდეს­მე სა­ქარ­თვე­ლო­შიც დად­გეს დრო, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ჯან­მრთე­ლო­ბის და­კარ­გვით მო­მა­ვალ­საც არ და­კარ­გავს, ისე, რო­გორც ეს ბოლო წლებ­ში ხდე­ბო­და, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის ჩა­უთ­ვლე­ლად... და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა ხვდა წი­ლად და ალ­ბათ ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, "ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ვე­ტე­რა­ნებს უკვე ერი­დე­ბათ სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­სე­ბო­ბა შე­ახ­სე­ნონ..."

ამის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი გვაქვს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბაა. დე­და­მისს, "გმი­რი დე­დის" ყვე­ლა ჩინი და მე­და­ლი ეკუთ­ვნის, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, შვი­ლის­თვის სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ, ლა­მის ყვე­ლა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნის კარ­ზე, შვი­ლის­თვის სამ­კურ­ნა­ლო, დე­ტა­ლუ­რად გა­წე­რი­ლი ხარ­ჯე­ბის ფურ­ცლე­ბით ხელ­ში და­ა­კა­კუ­ნა... ზოგ­მა კარი არც გა­უ­ღო, თუმ­ცა, უფრო მეტი და­ეხ­მა­რა. "კვი­რის პა­ლიტ­რი­სა" და AMBEBI.GE-ს მკი­თხველ­მაც არა­ერ­თხელ ჩა­უ­რი­ცხა თან­ხა ან­გა­რიშ­ზე...

ასე შე­კო­წი­წე­ბუ­ლი თან­ხე­ბით, რამ­დენ­ჯერ­მე წა­ვიდ­ნენ თურ­ქეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ და ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის, თუმ­ცა, ლე­ვა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სირ­თუ­ლის გამო, მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა..

"უკვე მე­რი­დე­ბა იმის ხსე­ნე­ბა, რომ აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი ვარ და სა­ერ­თოდ, ზოგ­ჯერ იმის შეხ­სე­ნე­ბაც მე­რი­დე­ბა, რომ ცო­ცხა­ლი ვარ და ისევ სამ­კურ­ნა­ლო თან­ხა მჭირ­დე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა გა­ვაგ­რძე­ლო..." - ამ­ბობს აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი, კა­პი­ტა­ნი ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლი.

19 წლის ლე­ვან ბლუ­იშ­ვილს, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ომში მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 17 ტყვია მოხ­ვდა. ის ერთ-ერთი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, აფხა­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდა და სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა... თავ­და­პირ­ვე­ლად, მკვდა­რი ეგო­ნათ და გაგ­რის მორ­გში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ. თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა სწო­რედ მორ­გში მი­აგ­ნეს. თან დედა ჰყავ­დათ, შვი­ლის "ცხე­და­რი" რომ ამო­ეც­ნო. შემ­დეგ, კი­სერ­ზე, სი­ცო­ცხლის ფეთ­ქვა იგ­რძნო... იქი­დან, სას­წრა­ფოდ გაგ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი, თბი­ლის­ში გად­მო­აფ­რი­ნეს.

ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლი:

- 1992 წლის 30 აგ­ვის­ტოს, გაგ­რა­ში, კოლ­ხი­და­ში, შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვე­დით. ერთ-ერთი შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ, დღის თორ­მე­ტი ან პირ­ვე­ლი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია რო­მე­ლი­ღაც აფხა­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში ქარ­თულ ქვე­და­ნა­ყოფ­ზე თავ­დას­ხმას აპი­რებ­და. ჩვენს სა­დე­სან­ტო ნა­წილს ამ თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა ეკის­რე­ბო­და. 100 ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის და­ღუპ­ვას, 10 კა­ცის თავ­გან­წირ­ვა ვარ­ჩი­ეთ და რამ­დე­ნი­მე მე­ო­მარ­მა კოლ­ხი­და­ში და­ბა­ნა­კე­ბულ აფხა­ზურ ბან­დფორ­მი­რე­ბა­ზე იე­რი­ში მი­ვი­ტა­ნეთ... ცე­ცხლის გახ­სნას მათი მხრი­დან პა­სუ­ხი მოჰ­ყვა. ის პო­ზი­ცია კი და­ვი­კა­ვეთ, მაგ­რამ შე­ტა­კე­ბის დროს ძა­ლი­ან მძი­მედ და­ვი­ჭე­რი - 17 ტყვია მომ­ხვდა, მათ შო­რის სნა­ი­პე­რის ტყვია. რო­გორც მი­თხრეს, მი­წა­ზე და­ვარ­დნის შემ­დეგ, გონ­და­კარ­გულს, "აკა­ე­მის" ავ­ტო­მა­ტი­დან მთე­ლი ჯერი "გა­და­მა­ტა­რეს"... რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კი, ჩემ­გან 15-20 მეტ­რის რა­დი­უს­ში ნაღ­მი აფეთ­ქდა და მისი ნამ­სხვრე­ვე­ბიც მომ­ხვდა... სხე­უ­ლის ერ­თა­დერ­თი ნა­წი­ლი, სა­დაც ტყვია არ მომ­ხვედ­რია, თავი იყო... გონ­ზე მხო­ლოდ მა­შინ მო­ვე­დი, როცა სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნით თბი­ლის­ში მოვ­ყავ­დი, ისიც - რამ­დე­ნი­მე წუ­თით. ამის შემ­დეგ, ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­მიბ­რუნ­და აზ­როვ­ნე­ბა", - იხ­სე­ნებს ვე­ტე­რა­ნი.

მას შემ­დეგ, 17 ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. მარ­ცხე­ნა ხელი ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი აქვს. მარ­ჯვე­ნა ხე­ლის თი­თე­ბის ასა­მოძ­რა­ვებ­ლად, მკურ­ნა­ლო­ბა და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი ჯე­რაც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. თურ­ქეთ­ში, ან­კა­რის კლი­ნი­კის ექი­მე­ბი თვის ბო­ლოს ელო­დე­ბი­ან. "იქ მო­სახ­ვედ­რად კი, 3 ათა­სი ლარი გვჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს და უკვე აღარ ვიცი, დახ­მა­რე­ბის­თვის ვის მივ­მარ­თო..." - ამ­ბობს აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნის დედა, ზა­ი­რა ბლუ­იშ­ვი­ლი.

598 47 45 19 - ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლი

595 31 37 96- ზა­ი­რა ბლუ­იშ­ვი­ლი

ლი­ბერ­თი ბან­კი:

GE25LB2100048045060422

მიმ­ღე­ბი: ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლი

ტელ: 0901 701 210 ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლარი (და­რე­კეთ მაგ­თი­სა ბი­ლა­ი­ნის აბო­ნენ­ტებ­მა)

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ზოგჯერ იმის შეხსენებაც მერიდება, რომ ცოცხალი ვარ..." - ომის გმირის მძიმე ხვედრი საქართველოში

"ზოგჯერ იმის შეხსენებაც მერიდება, რომ ცოცხალი ვარ..." - ომის გმირის მძიმე ხვედრი საქართველოში

ამას წინათ, საქართველოში ტურისტული მარშრუტით სტუმრად ბრიტანული არმიის ვეტერანი სამხედრო იმყოფებოდა. იგი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში, კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის, ეროვნული და რელიგიური განსხვავებების ნიადაგზე წარმოქმნილი მრავალწლიანი კონფლიქტის მონაწილეა. ალან რუთერი, ამჟამად ლონდონში, "როიალ ჩელსი ჰოსპიტალში" თანამებრძოლებთან და კოლეგებთან ერთად ცხოვრობს. სახელმწიფო მას, პენსიის სახით 800 ევროს ურიცხავს, რომელშიც ყველანაირი, მათ შორის ჯანდაცვის სრული ხარჯები შედის და როგორც თავად ამბობს, ისევ უკან ურიცხავს სახელმწიფოს, - ეს სამხედრო ჰოსპიტალში უზრუნველად ცხოვრების ერთგვარი ფასია...

ვიცი, შორია ბრიტანეთამდე... თუმცა, იქნებ ოდესმე საქართველოშიც დადგეს დრო, როდესაც ქართველი სამხედრო ჯანმრთელობის დაკარგვით მომავალსაც არ დაკარგავს, ისე, როგორც ეს ბოლო წლებში ხდებოდა, გამონაკლისების ჩაუთვლელად... დამოუკიდებელი საქართველოს სამივე ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად და ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ როგორც თავად ამბობენ, "ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების მქონე ვეტერანებს უკვე ერიდებათ სახელმწიფოს და საზოგადოებას არსებობა შეახსენონ..."

ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლევან ბლუიშვილის ცხოვრებაა. დედამისს, "გმირი დედის" ყველა ჩინი და მედალი ეკუთვნის, რადგან ყველაფერი გააკეთა, შვილისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. საკუთარი საცხოვრებელი ბინის გაყიდვის შემდეგ, ლამის ყველა მაღალჩინოსნისა და ბიზნესმენის კარზე, შვილისთვის სამკურნალო, დეტალურად გაწერილი ხარჯების ფურცლებით ხელში დააკაკუნა... ზოგმა კარი არც გაუღო, თუმცა, უფრო მეტი დაეხმარა. "კვირის პალიტრისა" და AMBEBI.GE-ს მკითხველმაც არაერთხელ ჩაურიცხა თანხა ანგარიშზე...

ასე შეკოწიწებული თანხებით, რამდენჯერმე წავიდნენ თურქეთში სამკურნალოდ და ოპერაციებისთვის, თუმცა, ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის გამო, მკურნალობა გრძელდება..

"უკვე მერიდება იმის ხსენება, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ და საერთოდ, ზოგჯერ იმის შეხსენებაც მერიდება, რომ ცოცხალი ვარ და ისევ სამკურნალო თანხა მჭირდება, რომ ცხოვრება გავაგრძელო..." - ამბობს აფხაზეთის ომის ვეტერანი, კაპიტანი ლევან ბლუიშვილი.

19 წლის ლევან ბლუიშვილს, რომელიც აფხაზეთში ომში მოხალისედ წავიდა, მოწინააღმდეგის 17 ტყვია მოხვდა. ის ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, აფხაზური დაჯგუფების პირისპირ აღმოჩნდა და სასიკვდილოდ დაიჭრა... თავდაპირველად, მკვდარი ეგონათ და გაგრის მორგში გადაუყვანიათ. თანამებრძოლებმა სწორედ მორგში მიაგნეს. თან დედა ჰყავდათ, შვილის "ცხედარი" რომ ამოეცნო. შემდეგ, კისერზე, სიცოცხლის ფეთქვა იგრძნო... იქიდან, სასწრაფოდ გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი, თბილისში გადმოაფრინეს.

ლევან ბლუიშვილი:

- 1992 წლის 30 აგვისტოს, გაგრაში, კოლხიდაში, შეტევაზე გადავედით. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, დღის თორმეტი ან პირველი საათი იქნებოდა, მივიღეთ ინფორმაცია რომელიღაც აფხაზური დაჯგუფება უახლოეს საათებში ქართულ ქვედანაყოფზე თავდასხმას აპირებდა. ჩვენს სადესანტო ნაწილს ამ თავდასხმის მოგერიება ეკისრებოდა. 100 ქართველი მეომრის დაღუპვას, 10 კაცის თავგანწირვა ვარჩიეთ და რამდენიმე მეომარმა კოლხიდაში დაბანაკებულ აფხაზურ ბანდფორმირებაზე იერიში მივიტანეთ... ცეცხლის გახსნას მათი მხრიდან პასუხი მოჰყვა. ის პოზიცია კი დავიკავეთ, მაგრამ შეტაკების დროს ძალიან მძიმედ დავიჭერი - 17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის ტყვია. როგორც მითხრეს, მიწაზე დავარდნის შემდეგ, გონდაკარგულს, "აკაემის" ავტომატიდან მთელი ჯერი "გადამატარეს"... რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ჩემგან 15-20 მეტრის რადიუსში ნაღმი აფეთქდა და მისი ნამსხვრევებიც მომხვდა... სხეულის ერთადერთი ნაწილი, სადაც ტყვია არ მომხვედრია, თავი იყო... გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა სამხედრო ვერტმფრენით თბილისში მოვყავდი, ისიც - რამდენიმე წუთით. ამის შემდეგ, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში დამიბრუნდა აზროვნება", - იხსენებს ვეტერანი.

მას შემდეგ, 17 ოპერაცია გაიკეთა. მარცხენა ხელი ამპუტირებული აქვს. მარჯვენა ხელის თითების ასამოძრავებლად, მკურნალობა და ქირურგიული ჩარევები ჯერაც არ დასრულებულა. თურქეთში, ანკარის კლინიკის ექიმები თვის ბოლოს ელოდებიან. "იქ მოსახვედრად კი, 3 ათასი ლარი გვჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს და უკვე აღარ ვიცი, დახმარებისთვის ვის მივმართო..." - ამბობს აფხაზეთის ომის ვეტერანის დედა, ზაირა ბლუიშვილი.

598 47 45 19 - ლევან ბლუიშვილი

595 31 37 96- ზაირა ბლუიშვილი

ლიბერთი ბანკი:

GE25LB2100048045060422

მიმღები: ლევან ბლუიშვილი

ტელ: 0901 701 210 ზარის ღირებულება 1 ლარი (დარეკეთ მაგთისა ბილაინის აბონენტებმა)

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე