პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს "საქართველოს ბანკში" თავდამსხმელის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს "საქართველოს ბანკში" თავდამსხმელის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" შეჭ­რილ პირს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­სად­მი და­მორ­ჩი­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და, თუმ­ცა მან გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ კო­მენ­ტარს უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი აკე­თებს.

"თბი­ლის­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" წე­რეთ­ლის ფი­ლი­ალ­ში შე­იჭ­რა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი. გან­გა­შის ღი­ლა­კის ამოქ­მე­დე­ბი­დან წუთ­ნა­ხე­ვარ­ში შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და პო­ლი­ცია. შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თავ­დამ­სხმელს მო­უ­წო­დეს, და­მორ­ჩი­ლე­ბო­და პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას და და­ნე­ბე­ბუ­ლი­ყო, რის შემ­დე­გაც მან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თავ­დამ­სხმე­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა", - აცხა­დებს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თეა პერ­ტა­ია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი 30 წლამ­დე ასა­კი­საა. ბან­კის ფი­ლი­ალ­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შსს "საქართველოს ბანკში" თავდამსხმელის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს "საქართველოს ბანკში" თავდამსხმელის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ "საქართველოს ბანკში" შეჭრილ პირს სამართალდამცავი ორგანოსადმი დამორჩილებისკენ მოუწოდა, თუმცა მან გასროლა განახორციელა.

წერეთლის გამზირზე მომხდარის შესახებ კომენტარს უწყების პრესსამსახურის უფროსი აკეთებს.

"თბილისში, "საქართველოს ბანკის" წერეთლის ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი. განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთნახევარში შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებოდა პოლიცია. შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დანებებულიყო, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს შსს-ს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 30 წლამდე ასაკისაა. ბანკის ფილიალთან სამართალდამცავები მუშაობენ. ტერიტორიაზეა მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ