"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მიზნით, ფილიალში შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედის შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან წუთნახევარში პოლიცია ადგილზე მივიდა და მას დანებება შესთავაზა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, მან გასროლა განახორციელა და თავი მოიკლა.