პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე, რომელმაც სკოლის 8 საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო
გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე, რომელმაც სკოლის 8 საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო

8 სა­გან­ში უმაღ­ლე­სი 10 ქუ­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბა და ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი - ნიკა ბეჭ­ვა­ია სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ბავ­შვია.

"სკო­ლა­ში შეს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვი­ცო­დი, რომ კარ­გად უნდა მეს­წავ­ლა. სხვა­ნა­ი­რად ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა. ღა­მე­ე­ბი არას­დროს გა­მი­თე­ნე­ბია, თუმ­ცა წიგ­ნებს საკ­მა­რის დროს ვუთ­მობ­დი" - აღ­ნიშ­ნავს ნიკა AMBEBI.GE-თან სა­უბ­რი­სას.

ნიკა რუს­თავ­ში მშობ­ლებ­თან, ბე­ბი­ას­თან და პა­ტა­რა ძმას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. რუს­თა­ვის მე­ო­თხე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბა­ში სკო­ლის დიდ წვლის ხე­დავს.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას იღებ სკო­ლი­დან. მე ამ მხრივ გა­მი­მარ­თლა. ინ­ფორ­მა­ცი­ის დიდ ნა­წილს მას­წავ­ლებ­ლე­ბი მაძ­ლევ­დნენ", - გვე­უბ­ნე­ბა ნიკა.

თა­ვი­სუ­ფალ დროს კი­თხვას უთ­მობს. გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი" და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბის სი­ა­ში პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს.

უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი. სკო­ლა­ში უპი­რა­ტე­სო­ბას მა­თე­მა­ტი­კას ანი­ჭებ­და. ამ­ბობს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მიზ­ნის და­სახ­ვა და მის მი­საღ­წე­ვად დიდი შრო­მის გა­წე­ვა.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მთა­ვარ მი­ზანს მი­აღ­წია. ის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნეს სკო­ლის სტუ­დენ­ტი გახ­და, თა­ნაც ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტით!

"ვეც­დე­ბი გა­მო­ვი­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ან ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნი. თუ სურ­ვი­ლი გაქვს, მი­უღ­წე­ვე­ლი არა­ფე­რია", - გვე­უბ­ნე­ბა ნიკა.

ეკა მე­ლი­ქი­ძე

AMBEBI.GE

გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე, რომელმაც სკოლის 8 საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო

გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე, რომელმაც სკოლის 8 საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო

8 საგანში უმაღლესი 10 ქულიანი შეფასება და ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულის სტატუსი - ნიკა ბეჭვაია საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ბავშვია.

"სკოლაში შესვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ კარგად უნდა მესწავლა. სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ღამეები არასდროს გამითენებია, თუმცა წიგნებს საკმარის დროს ვუთმობდი" - აღნიშნავს ნიკა AMBEBI.GE-თან საუბრისას.

ნიკა რუსთავში მშობლებთან, ბებიასთან და პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე საკუთარ წარმატებაში სკოლის დიდ წვლის ხედავს.

"მნიშვნელოვანია, რას იღებ სკოლიდან. მე ამ მხრივ გამიმართლა. ინფორმაციის დიდ ნაწილს მასწავლებლები მაძლევდნენ", - გვეუბნება ნიკა.

თავისუფალ დროს კითხვას უთმობს. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" და კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" საყვარელი წიგნების სიაში პირველ ადგილს იკავებს.

უყვარს ფეხბურთი, კალათბურთი. სკოლაში უპირატესობას მათემატიკას ანიჭებდა. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მიზნის დასახვა და მის მისაღწევად დიდი შრომის გაწევა.

რამდენიმე კვირის წინ მთავარ მიზანს მიაღწია. ის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტი გახდა, თანაც ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტით!

"ვეცდები გამოვიდე წარმატებული ბიზნესმენი ან ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი. თუ სურვილი გაქვს, მიუღწეველი არაფერია", - გვეუბნება ნიკა.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი