საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Greekpoint - "პატარა საბერძნეთი" საქართველოში, რომელიც ბერძნული კერძებით გაგიმასპინძლდებათ
Greekpoint - "პატარა საბერძნეთი" საქართველოში, რომელიც ბერძნული კერძებით გაგიმასპინძლდებათ

ბერ­ძნუ­ლი კერ­ძე­ბი ბერ­ძნუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით, სა­ბერ­ძნეთ­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი მზა­რე­უ­ლი და სა­ბერ­ძნეთ­ზე თავ­და­ვი­წყე­ბით შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი - ეს სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტი Greek point-ია, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე სულ რა­ღაც 6 თვეა გა­მოჩ­ნდა.

Greek Point- ის შექ­მნის იდეა 30 წლის სტარ­ტა­პერს ალექ­სან­დრე ჯორ­ჯი­კი­ას გა­უჩ­ნდა, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 17 წე­ლია დაბ­რუნ­და და რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რაც აა­წყო და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და. თუმ­ცა ვე­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხა სურ­ვილს, რომ კავ­ში­რი არ და­ე­კარ­გა სა­ბერ­ძნეთ­თან და მო­ნატ­რე­ბას, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ოდს ახ­სე­ნებ­და. ამი­ტომ 2 მე­გო­ბარ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ბერ­ძნუ­ლი კუ­თხის გახ­სნა გა­და­წყვი­ტა და 6 თვის წინ გა­ლა­კტი­ო­ნის ხი­დის ქვეშ Greek point-იც გა­მოჩ­ნდა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ სტარ­ტა­პე­რი სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვი­და და ამი­ე­რი­დან მთელ დროს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას უთ­მობს.

"ჩემ­თვის ეს კაფე უფრო მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა. მე მთა­ვარ აქ­ცენტს შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა­ზე არ ვა­კე­თებ. ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იმ ემო­ცი­ა­სა და მუხტს ვდებ, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნეთ­ში მი­ვი­ღე. ბერ­ძნე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძი "გირო", რო­მელ­საც ჩვენ ვთა­ვა­ზობთ მომ­ხმა­რე­ბელს, იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და, რომ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად ფულს ვაგ­რო­ვებ­დი და კვი­რის ბო­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვირ­თმევ­დი მას. ეს ჩემი ბავ­შვო­ბის სა­უ­კე­თე­სო წლებ­თან და ყვე­ლა­ზე გემ­რი­ელ მო­გო­ნე­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და. თუმ­ცა ჩემი ემო­ცი­ე­ბი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა.

ახლა კი შან­სი მო­მე­ცა და თბი­ლის­ში გავ­ხსე­ნი კაფე, სა­დაც სწო­რედ იმ კერ­ძებს, იმ არო­მა­ტებს ქმნი­ან, რა­საც ჩემი ბავ­შვო­ბა უკავ­შირ­დე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბერ­ძნუ­ლი გე­მო­სა და არო­მა­ტის "და­ჭე­რა" შევ­ძე­ლით და ამა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩვენს ქარ­თველ შეფ-მზა­რე­ულს, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ლო­ნიკ­ში მუ­შა­ობ­და," - გან­მარ­ტავს ალექ­სან­დრე ჯორ­ჯი­კია.

"დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს ბერ­ძე­ნი ხალ­ხი­სა და მათ მი­მართ, ვინც სა­ბერ­ძნე­თი­დან დაბ­რუნ­და და ბერ­ძნუ­ლი საკ­ვე­ბი­სა და ყა­ვის მი­მართ ნოს­ტალ­გია აქვს, ვი­საც უყ­ვარს და ენატ­რე­ბა ეს ქვე­ყა­ნა. ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა, რომ მათ იმე­დი გა­ვუ­ცუ­როთ და ის არ და­ვახ­ვედ­როთ, რა­საც ელო­დე­ბი­ან. სწო­რედ ამი­ტომ, მთე­ლი გუნ­დი ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ის ემო­ცი­უ­რი მუხ­ტი მივ­ცეთ ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს, რა­საც ჩვენ­გან ელი­ან," - ამ­ბობს Greek Point-ის შეფ-მზა­რე­უ­ლი, ხრის­ტო აბა­ი­ა­ძე.

ბერ­ძნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლი სა­სარ­გებ­ლო და ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ასეა Greek Point-შიც. აქ კერ­ძე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად მა­ი­ო­ნეზს არ იყე­ნე­ბენ, მის სა­ნაც­ვლოდ სა­ფირ­მო სო­უსს - "ძა­ძიკს" შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. მთა­ვარ აქ­ცენტს სი­ჯან­სა­ღე­სა და სიმწვა­ნე­ზე აკე­თე­ბენ და ყვე­ლა კერ­ძი ბერ­ძნუ­ლი, კერ­ძოდ, სა­ლო­ნი­კუ­რი წე­სე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით კეთ­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რად Greek Point- ის­თვის ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი სა­ბერ­ძნე­თი­დან ჩა­მო­დის, რაც კერ­ძებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად "ბერ­ძნულს" ხდის.

ამ­ჟა­მად Greek point სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი ბერ­ძნუ­ლი კუ­თხეა. თუმ­ცა, დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ბერ­ძნუ­ლი კუ­თხე­ე­ბის გახ­სნა ბორ­ჯომ­ში, ბა­კუ­რი­ან­სა და ბა­თუმ­ში გეგ­მა­ვენ. ასე­ვე, ქსე­ლი ფა­რა­თოვ­დე­ბა თბი­ლი­სის მას­შტა­ბი­თაც. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბა­თუ­მის ფი­ლი­ა­ლი, რო­მელ­საც რეს­ტორ­ნის სახე ექ­ნე­ბა და ხორცთან ერ­თად, თევზსა და ტკბი­ლე­ულ­საც შეს­თა­ვა­ზებს მომ­ხმა­რე­ბელს.

Greek point-ს თბი­ლი­სის მას­შტა­ბით კერ­ძე­ბის ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვი­სიც აქვს. ამა­ში სტარ­ტაპს თი­ბი­სი ბან­კის პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პე­რი" და­ეხ­მა­რა.

"თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე და­ვი­წყეთ საქ­მი­ა­ნო­ბა. თუმ­ცა მა­ლე­ვე მიხ­ვდვით, რომ ჩვენს შე­თა­ვა­ზე­ბას საკ­მა­ოდ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა იყო სა­ჭი­რო. სწო­რედ ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა თი­ბი­სი ბან­კის პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სტარ­ტაპ-სეს­ხით შევ­ძე­ლით ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბა. სა­მო­მავ­ლოდ, პროგ­რა­მის სხვა არა­ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბი­თაც ვა­პი­რებთ სარ­გებ­ლო­ბას, კერ­ძოდ ტრე­ნინ­გებ­სა და მას­ტერკლა­სებ­ზე დას­წრე­ბას ვგეგ­მავთ, რაც ვფიქ­რობ, რომ კი­დევ უფრო დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: Advan/ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

Greekpoint - "პატარა საბერძნეთი" საქართველოში, რომელიც ბერძნული კერძებით გაგიმასპინძლდებათ

Greekpoint - "პატარა საბერძნეთი" საქართველოში, რომელიც ბერძნული კერძებით გაგიმასპინძლდებათ

ბერძნული კერძები ბერძნული ინგრედიენტებით, საბერძნეთში დახელოვნებული მზარეული და საბერძნეთზე თავდავიწყებით შეყვარებული დამფუძნებელი - ეს სწრაფი კვების ობიექტი Greek point-ია, რომელიც ბაზარზე სულ რაღაც 6 თვეა გამოჩნდა.

Greek Point- ის შექმნის იდეა 30 წლის სტარტაპერს ალექსანდრე ჯორჯიკიას გაუჩნდა, რომელიც ოჯახთან ერთად წლების განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა. საქართველოში უკვე 17 წელია დაბრუნდა და როგორც თვითონ ამბობს, საკმაოდ წარმატებული კარიერაც ააწყო და წლების განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა. თუმცა ვერაფერი მოუხერხა სურვილს, რომ კავშირი არ დაეკარგა საბერძნეთთან და მონატრებას, რომელიც ცხოვრების საუკეთესო პერიოდს ახსენებდა. ამიტომ 2 მეგობართან ერთად საქართველოში ბერძნული კუთხის გახსნა გადაწყვიტა და 6 თვის წინ გალაკტიონის ხიდის ქვეშ Greek point-იც გამოჩნდა. რამდენიმე დღის წინ სტარტაპერი სამსახურიდან წამოვიდა და ამიერიდან მთელ დროს საკუთარი ბიზნესის განვითარებას უთმობს.

"ჩემთვის ეს კაფე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესის კეთება. მე მთავარ აქცენტს შემოსავლის მიღებაზე არ ვაკეთებ. ამ საქმიანობაში იმ ემოციასა და მუხტს ვდებ, რომელიც საბერძნეთში მივიღე. ბერძნების ტრადიციული კერძი "გირო", რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, იმდენად მიყვარდა, რომ კვირის განმავლობაში მუდმივად ფულს ვაგროვებდი და კვირის ბოლოს აუცილებლად მივირთმევდი მას. ეს ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლებთან და ყველაზე გემრიელ მოგონებებთან ასოცირდება. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. თუმცა ჩემი ემოციები არ განელებულა.

ახლა კი შანსი მომეცა და თბილისში გავხსენი კაფე, სადაც სწორედ იმ კერძებს, იმ არომატებს ქმნიან, რასაც ჩემი ბავშვობა უკავშირდება. საბედნიეროდ, ბერძნული გემოსა და არომატის "დაჭერა" შევძელით და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქართველ შეფ-მზარეულს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სალონიკში მუშაობდა," - განმარტავს ალექსანდრე ჯორჯიკია.

"დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ბერძენი ხალხისა და მათ მიმართ, ვინც საბერძნეთიდან დაბრუნდა და ბერძნული საკვებისა და ყავის მიმართ ნოსტალგია აქვს, ვისაც უყვარს და ენატრება ეს ქვეყანა. ძალიან ცუდი იქნება, რომ მათ იმედი გავუცუროთ და ის არ დავახვედროთ, რასაც ელოდებიან. სწორედ ამიტომ, მთელი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის ემოციური მუხტი მივცეთ ჩვენს მომხმარებლებს, რასაც ჩვენგან ელიან," - ამბობს Greek Point-ის შეფ-მზარეული, ხრისტო აბაიაძე.

ბერძნული სამზარეული სასარგებლო და ჯანსაღი საკვებით გამოირჩევა. ასეა Greek Point-შიც. აქ კერძების მოსამზადებლად მაიონეზს არ იყენებენ, მის სანაცვლოდ საფირმო სოუსს - "ძაძიკს" შემოგთავაზებენ. მთავარ აქცენტს სიჯანსაღესა და სიმწვანეზე აკეთებენ და ყველა კერძი ბერძნული, კერძოდ, სალონიკური წესებისა და ტრადიციების დაცვით კეთდება. სპეციალურად Greek Point- ისთვის ინგრედიენტები საბერძნეთიდან ჩამოდის, რაც კერძებს განსაკუთრებულად "ბერძნულს" ხდის.

ამჟამად Greek point საქართველოში ერთადერთი ბერძნული კუთხეა. თუმცა, დამფუძნებლები ბერძნული კუთხეების გახსნა ბორჯომში, ბაკურიანსა და ბათუმში გეგმავენ. ასევე, ქსელი ფარათოვდება თბილისის მასშტაბითაც. განსაკუთრებული იქნება ბათუმის ფილიალი, რომელსაც რესტორნის სახე ექნება და ხორცთან ერთად, თევზსა და ტკბილეულსაც შესთავაზებს მომხმარებელს.

Greek point-ს თბილისის მასშტაბით კერძების ადგილზე მიტანის სერვისიც აქვს. ამაში სტარტაპს თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერი" დაეხმარა.

"თავდაპირველად, სამოყვარულო დონეზე დავიწყეთ საქმიანობა. თუმცა მალევე მიხვდვით, რომ ჩვენს შეთავაზებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და შემდგომი განვითარება იყო საჭირო. სწორედ ამ ეტაპზე ძალიან დაგვეხმარა თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერში" მონაწილეობა. სტარტაპ-სესხით შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის ადგილზე მიტანის სერვისის შეთავაზება. სამომავლოდ, პროგრამის სხვა არაფინანსური სერვისებითაც ვაპირებთ სარგებლობას, კერძოდ ტრენინგებსა და მასტერკლასებზე დასწრებას ვგეგმავთ, რაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი ბიზნესის განვითარებაში.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი