საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაწყვეტილება ცნობილია - პეკინის ქუჩა ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ორმხრივი რჩება, დანარჩენი ავტომანქანებისთვის კი მოძრაობა ცალმხრივი იქნება
გადაწყვეტილება ცნობილია - პეკინის ქუჩა ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ორმხრივი რჩება, დანარჩენი ავტომანქანებისთვის კი მოძრაობა ცალმხრივი იქნება

რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა ცალ­მხრი­ვი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გივი კუბ­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, 15 სექ­ტემ­ბრის­თვის მათი სამ­სა­ხუ­რი პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე სა­მუ­შა­ო­ებს სრუ­ლად და­ას­რუ­ლებს. შა­ბათ-კვი­რას ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი ქუ­ჩის და­ხაზ­ვის სა­მუ­შა­ო­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ლებს. 18 სექ­ტემ­ბრის­თვის კი, ქუჩა მთლი­ა­ნად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ებს, იგი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც პე­კი­ნის ქუჩა ახალ სა­ხეს მი­ი­ღებს.

კუბ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ცალ­მხრი­ვად მოძ­რა­ო­ბის გამო, სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის გეგ­მა გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­იც­ვლე­ბა. გა­გა­რი­ნის მო­ედ­ნი­დან ტრან­სპორ­ტი ბე­სი­კის ქუ­ჩით ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე მოხ­ვდე­ბა, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ პე­კინ­ზე იმოძ­რა­ვე­ბენ.

"ავ­ტო­ბუ­სე­ბი და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ორ­მხრი­ვად იმოძ­რა­ვე­ბენ. ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის "ბას­ლა­ინს" უკვე ვა­წყობთ. ასე რომ, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი ამ ქუ­ჩა­ზე ორ­მხრი­ვად იმოძ­რა­ვებს. მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის­თვის კოს­ტა­ვა-შარ­ტა­ვას ქუ­ჩებ­ზეც ასე­ვე ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა იქ­ნე­ბა. პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ცალ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩვენ ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შო გავ­წი­ეთ და გა­მო­კი­თხვე­ბი გვქონ­და, რათა მათი აზრი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გივი კუბ­ლაშ­ვილ­მა.

კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თქმით, რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ პექკი­ნის ქუ­ჩა­ზე ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბიც იქ­ნე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ ვე­ლო­სი­პე­დე­ბით ქუ­ჩა­ზე 18 სექ­ტემ­ბრი­დან გა­და­ად­გილ­დნენ. ამ მიზ­ნით პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ტრო­ტუ­ა­რი 3 მეტ­რით გა­ფარ­თოვ­და და ერთი კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე ორ­მხრი­ვი ვე­ლო­ბი­ლი­კი იქ­ნე­ბა.

"ქუ­ჩებ­ზე ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბის მო­წყო­ბას სხვა ქუ­ჩებ­ზეც გა­ვაგ­რძე­ლებთ. კერ­ძოდ, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბის­თვის გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი და­ი­ხა­ზე­ბა და ზოლი მო­ე­წყო­ბა", - გა­ნა­ცხა­და კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გადაწყვეტილება ცნობილია - პეკინის ქუჩა ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ორმხრივი რჩება, დანარჩენი ავტომანქანებისთვის კი მოძრაობა ცალმხრივი იქნება

გადაწყვეტილება ცნობილია - პეკინის ქუჩა ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ორმხრივი რჩება, დანარჩენი ავტომანქანებისთვის კი მოძრაობა ცალმხრივი იქნება

რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 15 სექტემბრისთვის მათი სამსახური პეკინის ქუჩაზე სამუშაოებს სრულად დაასრულებს. შაბათ-კვირას ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ქუჩის დახაზვის სამუშაოებს განახორცილებს. 18 სექტემბრისთვის კი, ქუჩა მთლიანად განახლებული იქნება. რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, იგი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგრძელდება, რის შედეგადაც პეკინის ქუჩა ახალ სახეს მიიღებს.

კუბლაშვილის განცხადებით, პეკინის ქუჩაზე ცალმხრივად მოძრაობის გამო, სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა გარკვეულწილად შეიცვლება. გაგარინის მოედნიდან ტრანსპორტი ბესიკის ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოხვდება, საიდანაც შემდეგ პეკინზე იმოძრავებენ.

"ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებენ. ავტობუსებისთვის "ბასლაინს" უკვე ვაწყობთ. ასე რომ, მუნიციპალური ტრანსპორტი ამ ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს. მუნიციპალური ტრანსპორტისთვის კოსტავა-შარტავას ქუჩებზეც ასევე ორმხრივი მოძრაობა იქნება. პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან ჩვენ ძალიან დიდი სამუშო გავწიეთ და გამოკითხვები გვქონდა, რათა მათი აზრი გათვალისწინებული ყოფილიყო. სატრანსპორტო ნაკადებზე დაკვირვება მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, რეაბილიტირებულ პექკინის ქუჩაზე ველობილიკებიც იქნება და მოქალაქეებს შეეძლებათ ველოსიპედებით ქუჩაზე 18 სექტემბრიდან გადაადგილდნენ. ამ მიზნით პეკინის ქუჩაზე ტროტუარი 3 მეტრით გაფართოვდა და ერთი კილომეტრის მანძილზე ორმხრივი ველობილიკი იქნება.

"ქუჩებზე ველობილიკების მოწყობას სხვა ქუჩებზეც გავაგრძელებთ. კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ველობილიკებისთვის გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და ზოლი მოეწყობა", - განაცხადა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი