ორთაჭალაში შუა ხნის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი, ავტომობილს, რომელშიც მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ნატყვიარი ეტყობა. მოკლული ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცია. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, იგი რუსეთში მკვლელობისთვის იძებნებოდა.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.