"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მათ ჟურნალისტებს შეგინის გამშვებ პუნქტზე დოკუმენტები ჩამოართვეს და გუშინდელ მოვლენებზე ახსნა-განმარტების დაწერას სთხოვენ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მათი ჟურნალისტები შეგინის გამშვებ პუნქტზე უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან და მათ პირად ნივთებსა და დოკუმენტებს არ უბრუნებენ.
ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინელი მესაზღვრეები გუშინ განვითარებულ მოვლენებზე მათგან ახსნა-განმარტების დაწერას ითხოვენ. მუხლი, რომლის მიხედვითაც მათ ბრალი წარედგინათ, ითვალისწინებს ჯარიმას ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები დუმილის უფლებას იყენებენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეგინის გამშვებ პუნქტში ასევე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად საზღვრის გადაკვეთის დროს მყოფი პირები.