საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამიწა სუფთავდება...სამი წელი იბობოქრებს გრიგალი, წყალდიდობები, ტაიფუნი" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება აშშ-სა და ევროპაში მოსალოდნელ სტიქიაზე
"დედამიწა სუფთავდება...სამი წელი იბობოქრებს გრიგალი, წყალდიდობები, ტაიფუნი" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება აშშ-სა და ევროპაში მოსალოდნელ სტიქიაზე

ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ლელა კა­კუ­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი სტი­ქი­ე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბას აქ­ვეყ­ნებს:

2006 წელი, 22 მარ­ტი.

ვხე­დავ, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას თავს და­ა­ტყდე­ბა ბუ­ნე­ბის რის­ხვა.

დიდი ცვლი­ლე­ბე­ბია კოს­მოს­ში. სამი წელი იბო­ბოქ­რებს გრი­გა­ლე­ბი, წყალ­დი­დო­ბე­ბი, ტა­ი­ფუ­ნე­ბი და ა.შ. ვხე­დავ, დე­და­მი­წა სუფ­თავ­დე­ბა.

2008 წელი, 1 მარ­ტი.

ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ. ფრთხი­ლად! დე­და­მი­წა იც­ვლე­ბა... მდი­ნა­რე­ე­ბიც იც­ვლი­ან კა­ლა­პოტს. ზოგი სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა, დაშ­რე­ბა და ყვე­ლა­ფერ­ში კი ადა­მი­ა­ნია დამ­ნა­შა­ვე. მი­ძი­ნე­ბუ­ლი ვულ­კა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ასე­უ­ლი წლე­ბია ძი­ნავთ, ამო­იფ­რქვე­ვა. დიახ, ასე­თია ბე­დის­წე­რა.

გან­სა­კუთ­რე­ბით ცუდ დღე­ში ამე­რი­კა ჩა­ვარ­დე­ბა, სტი­ქია ათ­მა­გად და­ა­ტყდე­ბა თავს.

2010 წელი, 15 აპ­რი­ლი, თბი­ლი­სი.

ბუ­ნე­ბა თით­ქოს სა­მა­გი­ე­როს უხ­დის ადა­მი­ა­ნებს უდი­ე­რად მო­პყრო­ბის გამო. ვხე­დავ დიდ ცვლი­ლე­ბებს. დე­და­მი­წა სუფ­თავ­დე­ბა! მი­წისძვრე­ბი, წყალ­დი­დო­ე­ბე­ბი, ვუკ­ლა­ნე­ბის ამოფრქვე­ვე­ბი… მოკ­ლედ ბუ­ნე­ბა იც­ვლე­ბა, მაგ­რამ დე­და­მი­წა არ­სად ქრე­ბა! ბუ­ნე­ბაც თან­და­თან ჩა­წყნარ­დე­ბა.

მო­მა­ვალ­ში, შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში, ვხე­დავ, წარ­მო­იქ­მნე­ბა ახა­ლი კუნ­ძუ­ლე­ბი. ამას მოჰ­ყვე­ბა ახა­ლი ქა­ლა­ქე­ბი და უამ­რა­ვი სი­ახ­ლე. დე­და­მი­წა სა­ხეს იც­ვლის. ასე იყო წარ­სულ­შიც, როცა ბევ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცია და­ინ­გრა, წყალ­მა და­ფა­რა და ა.შ. და ა.შ. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ხალ­ხიც გა­დარ­ჩა და დე­და­მი­წა­მაც გა­ნაგ­რძო არ­სე­ბო­ბა.

ვხე­დავ, ბუ­ნე­ბა ცვლის დე­და­მი­წა­ზე ბევრ რა­მეს, რა­საც არც ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან. არის ომე­ბი, იყე­ნე­ბენ ყვე­ლა სა­ხის ია­რაღს, რო­მელ­საც სიკ­ვდი­ლი მო­აქვს კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის. ეს ბე­დის­წე­რაა? ასე­თია ნება კოს­მო­სი­დან!

2010 წელი, 20 აგ­ვის­ტო, ურეკ­ში ვარ.

ამე­რი­კის­თვის ბუ­ნე­ბის ეს მოვ­ლე­ნე­ბი [კა­ტას­ტრო­ფე­ბი] უცხო არ არის, მაგ­რამ ვხე­დავ, ამ მოვ­ლე­ნე­ბის სიძ­ლი­ე­რე ორ­ჯერ იზ­რდე­ბა და ამე­რი­კე­ლებ­საც მო­უ­წევთ ამის გა­და­ტა­ნა. თუმ­ცა ისი­ნი უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი და მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე, ვთქვათ, რუ­სე­თი...

2011 წელი, 17 მა­ი­სი,

თბი­ლი­სი, დი­ლის 6 სა­ა­თი.

დიდი წყალ­დი­დო­ბე­ბი გა­და­უვ­ლის ამე­რი­კა­საც, თუმ­ცა დიდი ქა­ლა­ქი არ ჩა­ი­ძი­რე­ბა! მხო­ლოდ წყლის დიდი ტალ­ღა გა­და­უვ­ლის და მეტი არა­ფე­რი, ანუ, რო­გორც ვხე­დავ, ქა­ლა­ქი არ ინ­გრე­ვა!

2013 წელი, 15 თე­ბერ­ვა­ლი.

ვხე­დავ დიდ მდი­ნა­რეს, რო­მე­ლიც ამე­რი­კის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქს დიდ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს. ალ­ბათ, ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც კომ­პაქ­ტუ­რად არი­ან და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი ინ­დი­ე­ლე­ბი. იქ­ნე­ბა პა­ნი­კა, მაგ­რამ თით­ქოს მდი­ნა­რე და­წყნარ­დე­ბა. არ მო­ტყუვ­დეთ: სა­ჭი­როა მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ხიზ­ნოთ! ეს ასეც მოხ­დე­ბა. ხალ­ხს გა­იყ­ვა­ნენ და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩე­ბა.

ამე­რი­კა სა­ერ­თოდ "მდი­და­რია" ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქა­რიშ­ხლე­ბით. მაგ­რამ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მო­დის დრო, როცა ეს ქა­რიშ­ხლე­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბას იც­ვლი­ან და ისე­თი ძა­ლით აღარ არ­ტყა­მენ შტა­ტებს.

2013 წელი, 26 მა­ი­სი.

ევ­რო­პა­ში დიდი წყალ­დი­დო­ბე­ბი იქ­ნე­ბა და ამე­რი­კა­შიც ვხე­დავ დიდ ქა­რიშ­ხალს. სტი­ქია უმ­სხვერ­პლოდ არ ჩა­ივ­ლის. ვხე­დავ, სა­დაც ტორ­ნა­დომ უნდა გა­ი­ა­როს, ის ად­გი­ლე­ბი კარ­გად იცი­ან მეც­ნი­ე­რებ­მა. ეს ქა­რიშ­ხლე­ბი ერთი და იგი­ვე გზით მოძ­რა­ობს, ანუ ტორ­ნა­დო ჰგავს მდი­ნა­რეს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად თა­ვის კა­ლა­პოტ­ში მი­ე­დი­ნე­ბა. ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი უბე­დუ­რე­ბის ზო­ნად უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს და ხალ­ხი გა­იყ­ვა­ნოს იქი­დან. მთავ­რო­ბამ უნდა გა­ი­ღოს თან­ხე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი უსაფრ­თხო ად­გი­ლებ­ში გა­და­ა­სახ­ლოს, ანუ გა­ა­შე­ნოს ახა­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი. ტორ­ნა­დო ისე ანად­გუ­რებს ქა­ლა­ქებს, ისე აღგ­ვის მათ მი­წის პი­რი­სა­გან, რომ მთელს არა­ფერს ტო­ვებს და რა აზრი აქვს იმ ად­გი­ლებ­ში ქა­ლა­ქე­ბის აღ­დგე­ნას, თუკი იცი, რომ დღეს თუ ხვალ იქ კვლავ და­ან­გრევს სტი­ქია ყვე­ლა­ფერს? ამით ბევრ ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლე­საც შე­უ­ნარ­ჩუ­ნე­ბენ და მთავ­რო­ბაც დიდ თან­ხებს და­ზო­გავს. სხვა­თა შო­რის, ასე­თი ქა­ლა­ქე­ბი არც ისე ბევ­რია და არ არის ძა­ლი­ან რთუ­ლი ხალ­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ სა­კითხს უფრო მო­ევ­ლე­ბა, ვიდ­რე წყალ­დი­დო­ბებს. ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ხალ­ხის გა­და­ად­გი­ლე­ბა ახალ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებ­ში, პრობ­ლე­მა არ არის. იქ უამ­რა­ვი და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბია. სხვა­თა შო­რის, სტი­ქი­ის შე­ტე­ვე­ბის­გან გა­წა­მე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც აღარ აქვს სურ­ვი­ლი იმ ად­გი­ლებ­ში ცხოვ­რე­ბი­სა და უარს არ იტყვი­ან გა­და­სახ­ლე­ბა­ზე. ეს, ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­გან რჩე­ვას ჰგავს, მაგ­რამ რა­ხან ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე, ასეც ას­რულ­დე­ბა.

ნა­ხეთ: ქა­რიშ­ხალ­მა "ირ­მამ" ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლე­ბი­დან ოკე­ა­ნე "გა­აქ­რო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დედამიწა სუფთავდება...სამი წელი იბობოქრებს გრიგალი, წყალდიდობები, ტაიფუნი" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება აშშ-სა და ევროპაში მოსალოდნელ სტიქიაზე

"დედამიწა სუფთავდება...სამი წელი იბობოქრებს გრიგალი, წყალდიდობები, ტაიფუნი" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება აშშ-სა და ევროპაში მოსალოდნელ სტიქიაზე

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია "ფეისბუქის" გვერდზე ამერიკასა და ევროპაში მოსალოდნელი სტიქიების შესახებ წინასწარმეტყველებებას აქვეყნებს:

2006 წელი, 22 მარტი.

ვხედავ, ევროპასა და ამერიკას თავს დაატყდება ბუნების რისხვა.

დიდი ცვლილებებია კოსმოსში. სამი წელი იბობოქრებს გრიგალები, წყალდიდობები, ტაიფუნები და ა.შ. ვხედავ, დედამიწა სუფთავდება.

2008 წელი, 1 მარტი.

ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ. ფრთხილად! დედამიწა იცვლება... მდინარეებიც იცვლიან კალაპოტს. ზოგი საერთოდ გაქრება, დაშრება და ყველაფერში კი ადამიანია დამნაშავე. მიძინებული ვულკანები, რომელთაც ასეული წლებია ძინავთ, ამოიფრქვევა. დიახ, ასეთია ბედისწერა.

განსაკუთრებით ცუდ დღეში ამერიკა ჩავარდება, სტიქია ათმაგად დაატყდება თავს.

2010 წელი, 15 აპრილი, თბილისი.

ბუნება თითქოს სამაგიეროს უხდის ადამიანებს უდიერად მოპყრობის გამო. ვხედავ დიდ ცვლილებებს. დედამიწა სუფთავდება! მიწისძვრები, წყალდიდოებები, ვუკლანების ამოფრქვევები… მოკლედ ბუნება იცვლება, მაგრამ დედამიწა არსად ქრება! ბუნებაც თანდათან ჩაწყნარდება.

მომავალში, შორეულ მომავალში, ვხედავ, წარმოიქმნება ახალი კუნძულები. ამას მოჰყვება ახალი ქალაქები და უამრავი სიახლე. დედამიწა სახეს იცვლის. ასე იყო წარსულშიც, როცა ბევრი ცივილიზაცია დაინგრა, წყალმა დაფარა და ა.შ. და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ხალხიც გადარჩა და დედამიწამაც განაგრძო არსებობა.

ვხედავ, ბუნება ცვლის დედამიწაზე ბევრ რამეს, რასაც არც ადამიანები ჩამორჩებიან. არის ომები, იყენებენ ყველა სახის იარაღს, რომელსაც სიკვდილი მოაქვს კაცობრიობისთვის. ეს ბედისწერაა? ასეთია ნება კოსმოსიდან!

2010 წელი, 20 აგვისტო, ურეკში ვარ.

ამერიკისთვის ბუნების ეს მოვლენები [კატასტროფები] უცხო არ არის, მაგრამ ვხედავ, ამ მოვლენების სიძლიერე ორჯერ იზრდება და ამერიკელებსაც მოუწევთ ამის გადატანა. თუმცა ისინი უფრო მობილიზებულები და მომზადებულები არიან, ვიდრე, ვთქვათ, რუსეთი...

2011 წელი, 17 მაისი,

თბილისი, დილის 6 საათი.

დიდი წყალდიდობები გადაუვლის ამერიკასაც, თუმცა დიდი ქალაქი არ ჩაიძირება! მხოლოდ წყლის დიდი ტალღა გადაუვლის და მეტი არაფერი, ანუ, როგორც ვხედავ, ქალაქი არ ინგრევა!

2013 წელი, 15 თებერვალი.

ვხედავ დიდ მდინარეს, რომელიც ამერიკის რამდენიმე ქალაქს დიდ ზიანს მიაყენებს. ალბათ, ეს ის ადგილია, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულები ინდიელები. იქნება პანიკა, მაგრამ თითქოს მდინარე დაწყნარდება. არ მოტყუვდეთ: საჭიროა მოსახლეობა გახიზნოთ! ეს ასეც მოხდება. ხალხს გაიყვანენ და ბევრი ადამიანი გადარჩება.

ამერიკა საერთოდ "მდიდარია" ბუნებრივი კატაკლიზმებით, განსაკუთრებით, ქარიშხლებით. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მოდის დრო, როცა ეს ქარიშხლები მიმართულებას იცვლიან და ისეთი ძალით აღარ არტყამენ შტატებს.

2013 წელი, 26 მაისი.

ევროპაში დიდი წყალდიდობები იქნება და ამერიკაშიც ვხედავ დიდ ქარიშხალს. სტიქია უმსხვერპლოდ არ ჩაივლის. ვხედავ, სადაც ტორნადომ უნდა გაიაროს, ის ადგილები კარგად იციან მეცნიერებმა. ეს ქარიშხლები ერთი და იგივე გზით მოძრაობს, ანუ ტორნადო ჰგავს მდინარეს, რომელიც მუდმივად თავის კალაპოტში მიედინება. ამიტომ ხელისუფლებამ ეს ტერიტორიები უბედურების ზონად უნდა გამოაცხადოს და ხალხი გაიყვანოს იქიდან. მთავრობამ უნდა გაიღოს თანხები და ადამიანები უსაფრთხო ადგილებში გადაასახლოს, ანუ გააშენოს ახალი დასახლებული პუნქტები. ტორნადო ისე ანადგურებს ქალაქებს, ისე აღგვის მათ მიწის პირისაგან, რომ მთელს არაფერს ტოვებს და რა აზრი აქვს იმ ადგილებში ქალაქების აღდგენას, თუკი იცი, რომ დღეს თუ ხვალ იქ კვლავ დაანგრევს სტიქია ყველაფერს? ამით ბევრ ადამიანს სიცოცხლესაც შეუნარჩუნებენ და მთავრობაც დიდ თანხებს დაზოგავს. სხვათა შორის, ასეთი ქალაქები არც ისე ბევრია და არ არის ძალიან რთული ხალხის უსაფრთხოების დაცვა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საკითხს უფრო მოევლება, ვიდრე წყალდიდობებს. ამერიკის კონტინენტი იმდენად დიდია, რომ ხალხის გადაადგილება ახალ საცხოვრებელ ადგილებში, პრობლემა არ არის. იქ უამრავი დაუსახლებელი ტერიტორიებია. სხვათა შორის, სტიქიის შეტევებისგან გაწამებულ მოსახლეობასაც აღარ აქვს სურვილი იმ ადგილებში ცხოვრებისა და უარს არ იტყვიან გადასახლებაზე. ეს, ყველაფერი ჩემგან რჩევას ჰგავს, მაგრამ რახან ვიწინასწარმეტყველე, ასეც ასრულდება.

ნახეთ: ქარიშხალმა "ირმამ" ბაჰამის კუნძულებიდან ოკეანე "გააქრო"

"თქვენი მშობლების ღვაწლი თქვენმა ნაქებმა "სისხლიანმა" რეჟიმმა გაანადგურაო" - რას საყვედურობს ცნობილი იურისტი დედის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის კლინიკას?

სანამ სინოდის სხდომა დასრულდებოდა, პატრიარქი მედიის წარმომადგენლებს, საკვებით გაუმასპინძლდა

"ასე როგორ დამტოვეთ ორივემ, აბა ნინიკოს ვჭირდებითო? ჯერ ძალიან ადრე იყო დაობლებისთვის" - ნინი შერმადინის ემოციური პოსტი მშობლებზე