პარტნიორები:

    ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილი მოსახლეობა გუბერნატორთან შეხვედრის მოთხოვნით შენობაში შეიჭრა

    ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილი მოსახლეობა გუბერნატორთან შეხვედრის მოთხოვნით შენობაში შეიჭრა

    ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილი მოსახლეობა შენობაში შეიჭრა. ისინი გუბერნატორთან ან გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ.

    როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოქალაქეები ამ დროისთვის შენობის პირველ სართულზე იმყოფებიან, სადაც მათ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ გუბერნატორი გასულია, თუმცა მოქალაქეებს აუცილებლად შეხვდება.

    აქციის მონაწილეები შენობის დატოვებს არ გეგმავენ.

    შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოითხოვენ, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც მავნებლის მიერ მიყენებულ ზარალს შეისწავლის და ამის მიხედვით კომპენსაცია გამოეყოფათ.

    აქციას შეურთდნენ ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა.

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

    8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი