პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების სამინისტრომ სკოლებში დასარიგებელი ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა - რა წერია სატენდერო პირობებში
განათლების სამინისტრომ სკოლებში დასარიგებელი ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა - რა წერია სატენდერო პირობებში

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ სკო­ლებ­ში ვაშ­ლის და­რი­გე­ბის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ვაშ­ლის შე­სას­ყი­დად ელექტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ტენ­დე­რი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ცხად­და.

შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ტენ­დერო პი­რო­ბებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­მი­ნის­ტრო 260 ათა­სი ერ­თე­უ­ლი ვაშ­ლის შეს­ყიდ­ვას გეგ­მავს.

სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, პრე­ტენ­დენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია შეს­თა­ვა­ზოს შემ­სყიდ­ველს ერთი ან რამ­დე­ნი­მე ჯი­შის ვაშ­ლი, რომ­ლის ერ­თე­უ­ლის ფასი უნდა იყოს იდენ­ტუ­რი.

ამას­თან, სხვა­დას­ხვა ჯი­შის ვაშ­ლის შე­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მიმ­წო­დე­ბელს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა ვაშ­ლის ჯი­შე­ბი შეც­ვა­ლოს ყო­ველ კვი­რას, მაგ­რამ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქ. თბი­ლი­სის ათი­ვე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს ერთი ჯი­შის ვაშ­ლის მი­წო­დე­ბა, ვაშ­ლი უნდა იყოს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, ფორ­მა და ფერი უნდა ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ჯი­ში­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, თი­თო­ე­უ­ლი არა­ნაკ­ლებ 150 გრ, საღი, მწი­ფე, ჭკნო­ბის ნიშ­ნე­ბის, მავ­ნებ­ლე­ბი­სა და მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გა­რე­შე. უნდა ჰქონ­დეს სწო­რი ზე­და­პი­რი (პრი­ა­ლა) ლპო­ბი­სა და ობის ნიშ­ნე­ბის გა­რე­შე.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­თხოვ­ნებს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ითხოვს, რომ ვაშ­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას მიმ­წო­დებ­ლის მიერ და­ცუ­ლი იქ­ნას სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მო­თხოვ­ნი­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი წე­სე­ბი და ნორ­მე­ბი; საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის და­ფა­სო­ე­ბა და შე­ფუთ­ვა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს მისი ხა­რის­ხი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას; მი­წო­დე­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მხო­ლოდ ყუ­თე­ბით, რომ­ლე­ბიც უნდა იყოს მყა­რი, მშრა­ლი, სუფ­თა და უცხო სუ­ნის გა­რე­შე; მი­წო­დე­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეტა­პობ­რი­ვად, კვი­რა­ში ერთხელ, თბი­ლი­სის 10-ვე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში; სკო­ლა­ში მი­წო­დე­ბუ­ლი ვაშ­ლი უნდა იყოს გა­რე­ცხი­ლი; მიმ­წო­დე­ბელ­მა სკო­ლა­ში უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს შე­სა­ბა­მის ჭურ­ჭელ­ში ხი­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა (დღის გან­მავ­ლო­ბა­ში);

ასე­ვე, მო­წო­დე­ბუ­ლი ვაშ­ლი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს და მიმ­წო­დე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ეტა­პობ­რი­ვად (მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად) მი­სა­წო­დე­ბე­ლი სურ­სა­თის (ვაშ­ლის) შე­სა­ხებ, წარ­მო­ად­გი­ნოს სურ­სა­თის (ვაშ­ლის) ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია (აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ გა­ცე­მუ­ლი გა­მოც­დის ოქმი).

ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა სკო­ლებ­ში - 20 000 იქ­ნე­ბა; მი­სა­წო­დე­ბე­ლი ვაშ­ლის სა­ვა­რა­უ­დო რა­ო­დე­ნო­ბა კვი­რა­ში - 20 000 ერ­თე­უ­ლი ; ერთი ვაშ­ლის სა­ვა­რა­უ­დო წონა არა­ნაკ­ლებ- 150 გრა­მი უნდა იყოს.

ამას­თან, სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაშ­ლი კვი­რა­ში ერთხელ მი­წო­დე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას ქ. თბი­ლი­სის 10 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში: სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის N161 სა­ჯა­რო სკო­ლა, სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა, სსიპ გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ თბი­ლი­სი № 51 სა­ჯა­რო სკო­ლა, სსიპ თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია, სსიპ ვახ­ტანგ გზი­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ თბი­ლი­სის №173 სა­ჯა­რო სკო­ლა; სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის №147 სა­ჯა­რო სკო­ლა, სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის №180 სა­ჯა­რო სკო­ლა; სსიპ ქა­ლაქ თბი­ლის №115 სა­ჯა­რო სკო­ლა; სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის №166 სა­ჯა­რო სკო­ლა; სსიპ გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

განათლების სამინისტრომ სკოლებში დასარიგებელი ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა - რა წერია სატენდერო პირობებში

განათლების სამინისტრომ სკოლებში დასარიგებელი ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა - რა წერია სატენდერო პირობებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში ვაშლის დარიგების კამპანიის ფარგლებში, ვაშლის შესასყიდად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, ტენდერი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ სამინისტრო 260 ათასი ერთეული ვაშლის შესყიდვას გეგმავს.

სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტი უფლებამოსილია შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი, რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური.

ამასთან, სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება ვაშლის ჯიშები შეცვალოს ყოველ კვირას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ქ. თბილისის ათივე საჯარო სკოლაში უზრუნველყოს ერთი ჯიშის ვაშლის მიწოდება, ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისათვის დამახასიათებელი, თითოეული არანაკლებ 150 გრ, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანებების გარეშე. უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი (პრიალა) ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე.

რაც შეეხება მოთხოვნებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითხოვს, რომ ვაშლის ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის მიერ დაცული იქნას საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სანიტარული წესები და ნორმები; საკვები პროდუქტის დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას; მიწოდება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ყუთებით, რომლებიც უნდა იყოს მყარი, მშრალი, სუფთა და უცხო სუნის გარეშე; მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ, თბილისის 10-ვე საჯარო სკოლაში; სკოლაში მიწოდებული ვაშლი უნდა იყოს გარეცხილი; მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში);

ასევე, მოწოდებული ვაშლი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და მიმწოდებელი ვალდებულია ეტაპობრივად (მოთხოვნის შესაბამისად) მისაწოდებელი სურსათის (ვაშლის) შესახებ, წარმოადგინოს სურსათის (ვაშლის) ლაბორატორიული კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი).

ტენდერის პირობების თანახმად, მოსწავლეების სავარაუდო ჯამური რაოდენობა სკოლებში - 20 000 იქნება; მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში - 20 000 ერთეული ; ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი უნდა იყოს.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ვაშლი კვირაში ერთხელ მიწოდებული უნდა იქნას ქ. თბილისის 10 საჯარო სკოლაში: სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა, სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა, სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია, სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა, სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა; სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი