მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირება და 500-კაციანი სასიკვდილო შიმშილობა - "ქართული მარში" საპროტესტო აქციებს აანონსებს
მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირება და 500-კაციანი სასიკვდილო შიმშილობა - "ქართული მარში" საპროტესტო აქციებს აანონსებს

"ქარ­თუ­ლი მარ­ში" საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­კე­ტი­რე­ბას და 500-კა­ცი­ან "სა­სიკ­ვდი­ლო შიმ­ში­ლო­ბას" აა­ნონ­სებს.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი მარ­შის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სან­დრო ბრე­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მოძ­რა­ო­ბა აპ­რო­ტეს­ტებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მი­წის გას­ხვი­სე­ბის სა­კითხს. მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ტყუ­ე­ბით, გა­რი­გე­ბე­ბით ცდი­ლობს ქარ­თუ­ლი მიწა გა­ყი­დოს და გა­დას­ცეს უცხო­ე­ლებს.

"ხვალ, 18:00 სა­ათ­ზე, რუს­თა­ვე­ლის მეტ­რო­დან მსვლე­ლო­ბა და­ი­წყე­ბა "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ოფი­სის­კენ, სა­დაც აქ­ცია ჩა­ტარ­დე­ბა. ამის შემ­დეგ მსვლე­ლო­ბით გა­და­ვი­ნაც­ვლებთ კახა კა­ლა­ძის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­თან და მო­ვახ­დენთ მის პი­კე­ტი­რე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ი­დი­ნა ავა­ზა­კო­ბა, პი­რო­ბა და­არ­ღვია. ახლა მო­ტყუ­ე­ბით ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბით გას­ცეს მიწა უცხო­ე­ლებ­ზე. ჩვენ ღა­ლატ­ში ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა ხელს ვანო ზარ­დი­აშ­ვილს, ასე­ვე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეს", - გა­ნა­ცხა­და სან­დრო ბრე­გა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი მარ­ში" ხვალ გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ აქ­ცი­ას ჩა­ა­ტა­რებს, რის შემ­დე­გაც ისი­ნი არ მო­ე­რი­დე­ბი­ან რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას.

"ჩვე­ნი ზო­მე­ბი იქ­ნე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი. ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­გეგ­მავთ აქ­ცი­ას აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი­დან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ­დე, სა­დაც შე­ნო­ბის პი­კე­ტი­რე­ბას მო­ვახ­დენთ, არ შე­ვუშ­ვებთ მი­ნის­ტრებს და 500-კა­ცი­ან სა­სიკ­ვდი­ლო შიმ­ში­ლო­ბას და­ვი­წყებთ. ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ლა­ძე მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა მი­წის გას­ხვი­სე­ბის უცხო­ე­ლებ­ზე. ხვალ გა­სა­მართ აქ­ცი­ა­ზე ჩვენ შე­ვეც­დე­ბით გა­ვე­სა­უბ­როთ კა­ლა­ძეს და თუ ასეა, მა­შინ მან ღიად და­ა­ფიქ­სი­როს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­ვეც­დე­ბით არ­ჩევ­ნე­ბის ჩაშ­ლას, რათა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" კი­დევ ერთხელ არ მო­ა­ტყუ­ოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი", - გა­ნა­ცხა­და სან­დრო ბრე­გა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირება და 500-კაციანი სასიკვდილო შიმშილობა - "ქართული მარში" საპროტესტო აქციებს აანონსებს

მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირება და 500-კაციანი სასიკვდილო შიმშილობა - "ქართული მარში" საპროტესტო აქციებს აანონსებს

"ქართული მარში" საპროტესტო აქციებს, მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებას და 500-კაციან "სასიკვდილო შიმშილობას" აანონსებს.

როგორც "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოძრაობა აპროტესტებს "ქართული ოცნების" მიერ საქართველოს მიწის გასხვისების საკითხს. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მოტყუებით, გარიგებებით ცდილობს ქართული მიწა გაყიდოს და გადასცეს უცხოელებს.

"ხვალ, 18:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან მსვლელობა დაიწყება "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისისკენ, სადაც აქცია ჩატარდება. ამის შემდეგ მსვლელობით გადავინაცვლებთ კახა კალაძის წინასაარჩევნო შტაბთან და მოვახდენთ მის პიკეტირებას. ხელისუფლებამ ჩაიდინა ავაზაკობა, პირობა დაარღვია. ახლა მოტყუებით ცდილობს საკუთარი შეხედულებით გასცეს მიწა უცხოელებზე. ჩვენ ღალატში ვადანაშაულებთ ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძეს, ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელს ვანო ზარდიაშვილს, ასევე მამუკა მდინარაძეს, დავით საგანელიძეს", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მისივე თქმით, "ქართული მარში" ხვალ გამაფრთხილებელ აქციას ჩაატარებს, რის შემდეგაც ისინი არ მოერიდებიან რადიკალური ზომების მიღებას.

"ჩვენი ზომები იქნება რადიკალური. ერთი კვირის განმავლობაში დავგეგმავთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე, სადაც შენობის პიკეტირებას მოვახდენთ, არ შევუშვებთ მინისტრებს და 500-კაციან სასიკვდილო შიმშილობას დავიწყებთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კალაძე მოწინააღმდეგეა მიწის გასხვისების უცხოელებზე. ხვალ გასამართ აქციაზე ჩვენ შევეცდებით გავესაუბროთ კალაძეს და თუ ასეა, მაშინ მან ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევეცდებით არჩევნების ჩაშლას, რათა "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ არ მოატყუოს ქართველი ხალხი", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."