პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაცია, შესაძლოა, ხვალიდან ჩაერთოს, დაგეგმილია 20 000 ჰექტრამდე ტერიტორიის შეწამვლა
ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაცია, შესაძლოა, ხვალიდან ჩაერთოს, დაგეგმილია 20 000 ჰექტრამდე ტერიტორიის შეწამვლა

სოფ­ლის მუ­ერ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლა­ში ავი­ა­ცია, შე­საძ­ლოა, ხვა­ლი­დან ჩა­ერ­თოს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, იმის გამო, რომ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლა ქი­მი­უ­რი პეს­ტი­ცი­დე­ბით უნდა მოხ­დეს, ავი­ა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის არე­ა­ლი შე­ზღუ­დუ­ლია და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­გან მო­ცი­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. ვიდ­რე ეს მავ­ნე­ბე­ლი ძილს მი­ე­ცე­მა, ერთი მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი გარ­კვე­ულ სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ებ­ში, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, მო­სახ­ლე­ო­ბამ მე­ქა­ნი­კუ­რი თუ შე­წამ­ვლი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თებ­ში, რათა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვახ­დი­ნოთ ამ მავ­ნებ­ლის შემ­ცი­რე­ბა. რო­გორც იცით, ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით 80 000 ჰექ­ტა­რი გვაქვს და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. აქ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა ის სახ­მე­ლე­თო ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს და არა მხო­ლოდ ის,რაც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს აქვს, არა­მედ ყვე­ლა ის ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბო­და, არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ამა­ვე დროს, ჩვენ გეგ­მა­ში გვაქვს ავი­ა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის მთე­ლი არსი არის ის, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ მავ­ნე­ბელს მივ­ყე­ბით კვალ­დაკ­ვალ. რო­გორც იცით, ის თხი­ლის კულ­ტუ­რით და­ი­წყო, მერე გა­და­დის სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რა­ში იმის მი­ხედ­ვით, თუ რა კულ­ტუ­რა შე­მო­დის სიმ­წი­ფე­ში და რა არის მის­თის მიმ­ზიდ­ვე­ლი - ფა­რო­სა­ნას გავ­რცე­ლე­ბის გე­ოგ­რა­ფია სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნაც­ვლე­ობს. ავი­ა­ცი­ას ყო­ველ­თვის გან­ვი­ხი­ლავთ და გან­ვი­ხი­ლავ­დით, თუმ­ცა ავი­ა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის არე­ა­ლი არის სა­კა­მოდ შე­ზღუ­დუ­ლი იმი­ტომ, რომ ჩვენ ამ მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის­თვის გვი­წევს ქი­მი­უ­რი პეს­ტი­ცი­დის გა­მო­ყე­ნე­ბა. იმი­ტომ, რომ წლის და­სა­წყის­ში და­ტეს­ტი­ლი იყო და ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად შე­ვა­ფა­სეთ, რომ არ მუ­შა­ობ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი. ქი­მი­უ­რი პეს­ტი­ცი­დის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა თქმა უნდა, არ შე­იძ­ლე­ბა, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ახ­ლოს ან მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ არე­ებ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ავი­ა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა იქ, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის­გან მო­ცი­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბია,"- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავი­ა­ცი­ით და­ახ­ლო­ე­ბით 500-იდან 1000 ჰექტრამ­დე ტე­რი­ტო­რი­ის შე­წამ­ვლა უნდა მოხ­დეს და წლე­ვან­დელ სე­ზონ­ზე მაქ­მი­მუმ 20 000 ჰექ­ტა­რი უნდა და­მუ­შავ­დეს.

"ჩვენ ვხე­დავთ, რომ შე­მოდ­გო­მის პი­რას მავ­ნებ­ლის გა­და­ნაც­ვლე­ბა მოხ­დე­ბა ძი­რი­თა­დად ქარ­სა­ფა­რი ზო­ლე­ბის­კენ, ტყე­ე­ბის­კენ, ტყის ზო­ლე­ბის­კენ და ისეთ ბუ­ფე­რულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ში, რო­მე­ლიც მო­ცი­ლე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ასე­თი პე­რი­მეტ­რე­ბი და­ვა­მუ­შა­ვოთ უკვე ავი­ა­ცი­ით. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამ კვი­რა­ში იქ­ნე­ბა ავი­ცია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სპე­ცი­ფი­უ­რი საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ტეს­ტე­ბი გავ­ლი­ლია და ვნა­ხეთ, რომ მოქ­მე­დებს და გამ­ზა­დე­ბუ­ლია. ჩვენ ახლა ლო­ჯის­ტი­კურ სა­კი­თხებს თავს ვუყ­რით. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­დე­ბა ვერ­ტმფრე­ნის გა­დაყ­ვა­ნა, გუ­შინ ნა­ტახ­ტა­რის აე­რო­პორ­ტში ტეს­ტე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ და ყო­ველ­წუ­თას შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს ხვალ, მაქ­სი­მუმ ზეგ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ამ კვი­რა­ში ჩვენ უკვე ვხე­დავთ, რომ მისი გავ­რცე­ლე­ბის არე ისე­თია, რომ ავი­ა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი.

ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, ვერ­ტმფრე­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 500 ჰექ­ტარ­ზე მეტს შე­წამ­ლავს, ეს და­ტეს­ტი­ლია ჩვე­ნი მხრი­დან და გა­აჩ­ნია რამ­დე­ნი სა­ა­თის მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა. რო­გორც იცით, მუ­შა­ო­ბა დღის სა­ა­თებ­ში უნდა მოხ­დეს და ბევ­რი რამე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და ასე შემ­დეგ. უხე­ში შე­ფა­სე­ბით, მი­ნი­მუმ 500-იდან 1000 ჰექტრამ­დე უნდა იყოს და ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ წლე­ვან­დელ სე­ზონ­ზე მაქ­სი­მუმ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს 20 000 ჰექტრამ­დე, თუმ­ცა 10 000 ჰექ­ტარ­ზე მეტს ავი­ა­ცია ალ­ბათ მა­ინც და­ა­მუ­შა­ვებს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაცია, შესაძლოა, ხვალიდან ჩაერთოს, დაგეგმილია 20 000 ჰექტრამდე ტერიტორიის შეწამვლა

ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაცია, შესაძლოა, ხვალიდან ჩაერთოს, დაგეგმილია 20 000 ჰექტრამდე ტერიტორიის შეწამვლა

სოფლის მუერნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაცია, შესაძლოა, ხვალიდან ჩაერთოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან დავითაშვილმა განუცხადა, იმის გამო, რომ ფაროსანასთან ბრძოლა ქიმიური პესტიციდებით უნდა მოხდეს, ავიაციის გამოყენების არეალი შეზღუდულია და მისი გამოყენება მოსახლეობისაგან მოცილებულ ტერიტორიებზეა შესაძლებელი.

"ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება. ვიდრე ეს მავნებელი ძილს მიეცემა, ერთი მხრივ, სახელმწიფო მუდმივად იქნება ჩართული გარკვეულ საველე სამუშაოებში, თუმცა მეორე მხრივ, მოსახლეობამ მექანიკური თუ შეწამვლითი სამუშაოები უნდა განახორციელოს და განსაკუთრებით საკარმიდამო ნაკვეთებში, რათა ერთობლივი ძალებით მაქსიმალურად მოვახდინოთ ამ მავნებლის შემცირება. როგორც იცით, ჩვენ დაახლოებით 80 000 ჰექტარი გვაქვს დამუშავებული. აქ გამოყენებულია ყველა ის სახმელეთო ტექნიკა, რომელიც ქვეყანაში არსებობს და არა მხოლოდ ის,რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს, არამედ ყველა ის ტექნიკა, რომელიც გამოსადეგი იქნებოდა, არის მობილიზებული. ამავე დროს, ჩვენ გეგმაში გვაქვს ავიაციის გამოყენება. ამ ღონისძიების მთელი არსი არის ის, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ მავნებელს მივყებით კვალდაკვალ. როგორც იცით, ის თხილის კულტურით დაიწყო, მერე გადადის სხვადასხვა კულტურაში იმის მიხედვით, თუ რა კულტურა შემოდის სიმწიფეში და რა არის მისთის მიმზიდველი - ფაროსანას გავრცელების გეოგრაფია სეზონის განმავლობაში მონაცვლეობს. ავიაციას ყოველთვის განვიხილავთ და განვიხილავდით, თუმცა ავიაციის გამოყენების არეალი არის საკამოდ შეზღუდული იმიტომ, რომ ჩვენ ამ მავნებელთან ბრძოლისთვის გვიწევს ქიმიური პესტიციდის გამოყენება. იმიტომ, რომ წლის დასაწყისში დატესტილი იყო და ექსპერტებთან ერთად შევაფასეთ, რომ არ მუშაობდა ბიოლოგიური პრეპარატები. ქიმიური პესტიციდის გამოყენება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ გამოყენებული იქნას მოსახლეობასთან ახლოს ან მჭიდროდ დასახლებულ არეებთან. შესაბამისად, ჩვენ ავიაციის გამოყენების საშუალება გვეძლევა იქ, სადაც მოსახლეობისგან მოცილებული ტერიტორიებია,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, დღის განმავლობაში ავიაციით დაახლოებით 500-იდან 1000 ჰექტრამდე ტერიტორიის შეწამვლა უნდა მოხდეს და წლევანდელ სეზონზე მაქმიმუმ 20 000 ჰექტარი უნდა დამუშავდეს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ შემოდგომის პირას მავნებლის გადანაცვლება მოხდება ძირითადად ქარსაფარი ზოლებისკენ, ტყეებისკენ, ტყის ზოლებისკენ და ისეთ ბუფერულ ტერიტორიებში, რომელიც მოცილებულია მოსახლეობას. შესაბამისად, ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ასეთი პერიმეტრები დავამუშავოთ უკვე ავიაციით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში იქნება ავიცია გამოყენებული. სპეციფიური საფრენი აპარატის ტესტები გავლილია და ვნახეთ, რომ მოქმედებს და გამზადებულია. ჩვენ ახლა ლოჯისტიკურ საკითხებს თავს ვუყრით. ამ ხნის განმავლობაში უკვე დასავლეთ საქართველოში მოხდება ვერტმფრენის გადაყვანა, გუშინ ნატახტარის აეროპორტში ტესტები ჩავატარეთ და ყოველწუთას შეიძლება გამოვიყენოთ. შეიძლება ეს იყოს ხვალ, მაქსიმუმ ზეგ. ყოველ შემთხვევაში ამ კვირაში ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მისი გავრცელების არე ისეთია, რომ ავიაციის გამოყენება არის მიზანშეწონილი.

ჩვენი შეფასებით, ვერტმფრენი დღის განმავლობაში 500 ჰექტარზე მეტს შეწამლავს, ეს დატესტილია ჩვენი მხრიდან და გააჩნია რამდენი საათის მუშაობის საშუალება მოგვეცემა. როგორც იცით, მუშაობა დღის საათებში უნდა მოხდეს და ბევრი რამე დამოკიდებულია ტემპერატურაზე და ასე შემდეგ. უხეში შეფასებით, მინიმუმ 500-იდან 1000 ჰექტრამდე უნდა იყოს და ჩვენი მიზანია, რომ წლევანდელ სეზონზე მაქსიმუმ ეს შეიძლება იყოს 20 000 ჰექტრამდე, თუმცა 10 000 ჰექტარზე მეტს ავიაცია ალბათ მაინც დაამუშავებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი