პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაარჩინა ნოე ჟორდანიას მთავრობამ ნაცისტებისაგან ქართველი ებრაელები - ისტორია, რომელიც ფილმის სიუჟეტს გავს
როგორ გადაარჩინა ნოე ჟორდანიას მთავრობამ ნაცისტებისაგან ქართველი ებრაელები - ისტორია, რომელიც ფილმის სიუჟეტს გავს

1933-1945 წლებ­ში გერ­მა­ნი­ის ნა­ცის­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის მიერ ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ებ­რა­ე­ლე­ბის, ბო­შე­ბის, საბ­ჭო­თა ტყვე­ე­ბის, შავ­კა­ნი­ა­ნი გერ­მა­ნე­ლე­ბის, პო­ლო­ნე­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბის, იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის და სხვა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გე­ნო­ცი­დი. ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, გე­ნო­ცი­დის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 6 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.

ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ვაჟა შუ­ბი­თი­ძე გვი­ამ­ბობს ის­ტო­რი­ას, თუ რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნეს წა­მე­ბით სიკ­ვდილს ნოე ჟორ­და­ნი­ას მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი:

- მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან ცნო­ბი­ლია ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლებ­მაც ებ­რა­ე­ლე­ბი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა - მაგ. ოს­კარ შინდლე­რი, რო­მელ­მაც 11 ათა­სი პო­ლო­ნე­ლი ებ­რა­ე­ლი იხ­სნა სიკ­ვდი­ლის­გან. ასეთ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ყო­ფი­ლან ნოე ჟორ­და­ნია და მისი ემიგ­რან­ტუ­ლი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი. გვი­ამ­ბეთ მათ შე­სა­ხებ...

- გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე (2002 წ. ის­რა­ე­ლი) პრო­ფე­სორ­მა აბონ ცი­ცი­აშ­ვილ­მა და­წე­რა შე­სა­ნიშ­ნა­ვი, 800-გვერ­დი­ა­ნი წიგ­ნი "ებ­რა­ე­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო", რო­მე­ლიც გა­მო­ვი­და 2003 წელს და ეს არის ქარ­თულ - ებ­რა­უ­ლი 26-სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მე­გობ­რო­ბის უკ­ვდა­ვი ძეგლი. წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი გახ­ლა­ვართ და ჩე­მი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით ხა­შურ­ში ერთ-ერთ ქუ­ჩას მი­ე­ნი­ჭა მისი სა­ხე­ლი, სუ­რამ­ში ცენ­ტრში არ­სე­ბულ სკვერს "ქარ­თულ - ებ­რა­უ­ლი 26 სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მე­გობ­რო­ბის სკვე­რი" და ერთ- ქუ­ჩას იე­რუ­სა­ლი­მის ქუჩა.

აბონ ცი­ცი­აშ­ვილს ამ წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლი აქვს სწო­რედ ეს ამ­ბა­ვი - ქარ­თუ­ლი მთავ­რო­ბის მიერ ებ­რა­ელ­თა გა­დარ­ჩე­ნი­სა. ამ საქ­მე­ში ქარ­თვე­ლებ­მა ღირ­სე­უ­ლი სი­ტყვა თქვეს და­ნი­ელ ხალ­ხთან ერ­თად. ასე­ვე დიდი ვაჟ­კა­ცო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა ბუ­და­პეშ­ტში შვე­დე­თის სა­ელ­ჩოს ატა­შემ რაულ ვა­ლენ­ბერ­გმა, რო­მელ­მაც 100 ათა­სამ­დე უნ­გრე­ლი ებ­რა­ე­ლი გა­და­არ­ჩი­ნა, ია­პო­ნელ­მა დიპ­ლო­მატ­მა სუ­ცი­ხა­რიმ 10 ათას­ზე მეტი ლიტ­ვე­ლი ებ­რა­ე­ლი იხ­სნა, 45 ათა­სი ებ­რა­ე­ლი გა­დარ­ჩა ეს­პა­ნე­თის დიქ­ტა­ტო­რის ფრან­კოს მი­თი­თე­ბის შე­დე­გად და ა. შ. თუმ­ცა, გერ­მა­ნე­ლებ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს 6 მი­ლი­ო­ნი ებ­რა­ე­ლის მოს­პო­ბა.

- რო­გორ მოხ­და იმ დრო­ის­თვის ეს მარ­თლაც გა­სა­ო­ცა­რი ფაქ­ტი?

- 1944 წელს 16 ოქ­ტომ­ბერს პა­რი­ზის მთა­ვარ­მა რა­ბინ­მა ჟა­კობ კაპ­ლან­მა წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს ნოე ჟორ­და­ნი­ას, რო­მელ­შიც დიდ მად­ლო­ბას უხ­დის იმ დიდსუ­ლო­ვა­ნი თა­ნად­გო­მის­თვის, რაც "თქვენ გა­უ­წი­ეთ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ებ­რა­ე­ლებს. თქვე­ნი უან­გა­რო მე­ცა­დი­ნე­ო­ბით, საფ­რან­გე­თის ოთხწ­ლი­ა­ნი ოკუ­პა­ცი­ის დროს მათ არ შე­ხე­ბი­ათ რა­სის­ტუ­ლი რე­ჟი­მის სუს­ხი. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია ის დიდი მად­ლი­ე­რე­ბა, რა­საც თქვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ებ­რა­ე­ლე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ თქვენს მი­მართ. თავს მო­ვა­ლედ ვრა­ცხ, პა­რი­ზის ებ­რა­უ­ლი თე­მის სა­ხე­ლით გად­მოგ­ცეთ მად­ლო­ბის სი­ტყვე­ბი. თქვე­ნი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გამო".

ლეო ელი­გუ­ლაშ­ვი­ლის გად­მო­ცე­მით, ბი­ძა­მის­თან იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვილ­თან (და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე) მი­სუ­ლა ოჯახ­ში ნოე ჟორ­და­ნია პა­რიზ­ში, სა­დაც მო­იწ­ვია ევ­გე­ნი გე­გეჭ­კო­რი, მი­ხე­ილ კე­დია, რო­მე­ლიც ბერ­ლინ­ში ე.წ SS-ის პოლ­კოვ­ნი­კი იყო და უთხრა "ჩვე­ნი ებ­რა­ე­ლო­ბა უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნო­თო". ებ­რა­ულ გვა­რებს გა­უ­კე­თეს ქარ­თუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბე­ბი: მაგ. "რა­ბი­ნო­ვი­ჩი" - "რა­ბი­ნაშ­ვი­ლი", "გუ­ბერ­ნიც­კი" -" გუ­ბერ­ნი­ძე" და ა. შ. ამ ხერ­ხით არა მარ­ტო ჩვენ, ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლო­ბა გვიხ­სნეს, არა­მედ ასო­ბით, რუსი და სხვა ქვეყ­ნის ებ­რა­ე­ლე­ბი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ქარ­თვე­ლი შინდლე­რი"

ებ­რა­ე­ლებ­მა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ხა­ტეს მად­ლი­ე­რე­ბა ქარ­თუ­ლი მთავ­რო­ბის მი­მართ. იე­რუ­სა­ლიმ­ში არის II მსოფ­ლიო ომში და­ღუ­პუ­ლი 6 მი­ლი­ო­ნი ებ­რა­ე­ლის ხსოვ­ნის ინ­სტი­ტუ­ტი "იად- ვა-შე­მის" ("ხელი და სა­ხე­ლი") მუ­ზე­უ­მი. მის შე­სას­ვლელ­თან ხე­ი­ვან­ში ხე­ე­ბი არა­ებ­რა­ელ­თა სა­ხელ­ზეა დარ­გუ­ლი, რო­მელ­თა ღვაწ­ლით არა­ერ­თი ებ­რა­ე­ლი გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. ესე­ნი მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა წმინ­და­ნე­ბია...

ვიქ­ტორ ხო­მე­რი­კი ბა­თუმ­ში

1980 წლის 27 ივ­ნისს პა­რი­ზის ქარ­თულ­მა სათ­ვის­ტო­მომ, კერ­ძოდ ვიქ­ტორ ხო­მე­რიკ­მა წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა ლეო ელი­გუ­ლაშ­ვილს. რო­მელ­შიც თხოვ­და მას, რომ ნოე ჟორ­და­ნია, ევ­გე­ნი გე­გეჭ­კო­რი, კონ­სტან­ტი­ნე კან­დე­ლა­კი, ნოე ცინ­ცა­ძე, ალექ­სან­დრე ქორ­ქია და მი­ხე­ილ კე­დია ღირ­სე­უ­ლად ყო­ფი­ლიყ­ვნენ მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი "იად-ვა- შემ­ში".

იმა­ვე წელს ლეო ელი­გუ­ლაშ­ვილ­მა საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლე­ბის სა­ხე­ლით წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბას, რათა მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა წმინ­და­ნე­ბის რი­ცხვში "იად-ვა-შემ­ში" მო­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ასო­ბით ებ­რა­ე­ლი იხ­სნეს უეჭ­ვე­ლი სიკ­ვდი­ლის­გან.

სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ ეს კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ცდა მარ­ცხით დამ­თავ­რდა. ქარ­თვე­ლებს კვან­ტი ისევ ქარ­თველ­მა და­უ­დო.

პა­რი­ზის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ენის პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი შა­რა­ში­ძემ და­წე­რა, რომ მი­ხე­ილ კე­დია იყო "ეს-ეს-ის" პოლ­კოვ­ნი­კი და ნა­ცის­ტიო. ამ წე­რი­ლის სა­პა­სუ­ხოდ "იად- ვა-შემ"-ის ინ­სტი­ტუტ­მა ვეტო და­ა­დო ამ საქ­მეს.

იმე­დია ამ ინ­ტერ­ვი­უს ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც წა­ი­კი­თხა­ვენ. მე მინ­და მივ­მარ­თო ელჩს, რო­მელ­საც პი­რა­დად ვა­ჩუ­ქე აბონ ცი­ცი­აშ­ვი­ლის ეს წიგ­ნი 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ხა­შუ­რო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, და­ინ­ტე­რეს­დეს ამ სა­კი­თხით, ხე­ლახ­ლა შე­ის­წავ­ლოს და გა­უგ­ზავ­ნოს ახა­ლი წე­რი­ლი "იად-ვა- შემ"- ის დი­რექ­ცი­ას, რათა აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც იქ­ნენ მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა წმინ­და­ნებ­ში.

თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ამო­ი­ღონ ამ სი­ი­დან მი­ხე­ილ კე­დია (არა­და ის იყო მთა­ვა­რი ამ საქ­მე­ში ჟორ­და­ნი­ას­თან ერ­თად), და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი და­ტო­ვონ... ასე­თი გა­და­წყვე­ტა საქ­მის კი­დევ ერთ და­დე­ბით შტრიხს შეს­ძენს ქარ­თულ-ებ­რა­ულ 26 სა­უ­კუ­ნო­ვან მე­გობ­რო­ბას, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო უნდა გაძ­ლი­ერ­დეს დღეს.

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე; უჩა ოქ­რო­პი­რი­ძე

როგორ გადაარჩინა ნოე ჟორდანიას მთავრობამ ნაცისტებისაგან ქართველი ებრაელები - ისტორია, რომელიც ფილმის სიუჟეტს გავს

როგორ გადაარჩინა ნოე ჟორდანიას მთავრობამ ნაცისტებისაგან ქართველი ებრაელები - ისტორია, რომელიც ფილმის სიუჟეტს გავს

1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი. ოფიციალურად მიღებული საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა შუბითიძე გვიამბობს ისტორიას, თუ როგორ გადაარჩინეს წამებით სიკვდილს ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრებმა ქართველი ებრაელები:

- მეორე მსოფლიო ომიდან ცნობილია ზოგიერთი ადამიანის ვინაობა, რომლებმაც ებრაელები სიკვდილს გადაარჩინა - მაგ. ოსკარ შინდლერი, რომელმაც 11 ათასი პოლონელი ებრაელი იხსნა სიკვდილისგან. ასეთ ადამიანებს შორის ყოფილან ნოე ჟორდანია და მისი ემიგრანტული მთავრობის წევრები. გვიამბეთ მათ შესახებ...

- გარდაცვალებამდე (2002 წ. ისრაელი) პროფესორმა აბონ ციციაშვილმა დაწერა შესანიშნავი, 800-გვერდიანი წიგნი "ებრაელები და საქართველო", რომელიც გამოვიდა 2003 წელს და ეს არის ქართულ - ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის უკვდავი ძეგლი. წიგნის რედაქტორი გახლავართ და ჩემივე ინიციატივით ხაშურში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი, სურამში ცენტრში არსებულ სკვერს "ქართულ - ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის სკვერი" და ერთ- ქუჩას იერუსალიმის ქუჩა.

აბონ ციციაშვილს ამ წიგნში მოთხრობილი აქვს სწორედ ეს ამბავი - ქართული მთავრობის მიერ ებრაელთა გადარჩენისა. ამ საქმეში ქართველებმა ღირსეული სიტყვა თქვეს დანიელ ხალხთან ერთად. ასევე დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა ბუდაპეშტში შვედეთის საელჩოს ატაშემ რაულ ვალენბერგმა, რომელმაც 100 ათასამდე უნგრელი ებრაელი გადაარჩინა, იაპონელმა დიპლომატმა სუციხარიმ 10 ათასზე მეტი ლიტველი ებრაელი იხსნა, 45 ათასი ებრაელი გადარჩა ესპანეთის დიქტატორის ფრანკოს მითითების შედეგად და ა. შ. თუმცა, გერმანელებმა მაინც მოახერხეს 6 მილიონი ებრაელის მოსპობა.

- როგორ მოხდა იმ დროისთვის ეს მართლაც გასაოცარი ფაქტი?

- 1944 წელს 16 ოქტომბერს პარიზის მთავარმა რაბინმა ჟაკობ კაპლანმა წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას, რომელშიც დიდ მადლობას უხდის იმ დიდსულოვანი თანადგომისთვის, რაც "თქვენ გაუწიეთ ჩვენს თანამემამულე ებრაელებს. თქვენი უანგარო მეცადინეობით, საფრანგეთის ოთხწლიანი ოკუპაციის დროს მათ არ შეხებიათ რასისტული რეჟიმის სუსხი. ჩემთვის ცნობილია ის დიდი მადლიერება, რასაც თქვენი თანამემამულე ებრაელები გამოხატავენ თქვენს მიმართ. თავს მოვალედ ვრაცხ, პარიზის ებრაული თემის სახელით გადმოგცეთ მადლობის სიტყვები. თქვენი კეთილშობილებისა და სამართლიანობის გამო".

ლეო ელიგულაშვილის გადმოცემით, ბიძამისთან იოსებ ელიგულაშვილთან (დამოუკიდებელ საქართველოში ფინანსთა მინისტრის მოადგილე) მისულა ოჯახში ნოე ჟორდანია პარიზში, სადაც მოიწვია ევგენი გეგეჭკორი, მიხეილ კედია, რომელიც ბერლინში ე.წ SS-ის პოლკოვნიკი იყო და უთხრა "ჩვენი ებრაელობა უნდა გადავარჩინოთო". ებრაულ გვარებს გაუკეთეს ქართული დაბოლოებები: მაგ. "რაბინოვიჩი" - "რაბინაშვილი", "გუბერნიცკი" -" გუბერნიძე" და ა. შ. ამ ხერხით არა მარტო ჩვენ, ქართველი ებრაელობა გვიხსნეს, არამედ ასობით, რუსი და სხვა ქვეყნის ებრაელები.

ასევე წაიკითხეთ: "ქართველი შინდლერი"

ებრაელებმა შემდეგნაირად გამოხატეს მადლიერება ქართული მთავრობის მიმართ. იერუსალიმში არის II მსოფლიო ომში დაღუპული 6 მილიონი ებრაელის ხსოვნის ინსტიტუტი "იად- ვა-შემის" ("ხელი და სახელი") მუზეუმი. მის შესასვლელთან ხეივანში ხეები არაებრაელთა სახელზეა დარგული, რომელთა ღვაწლით არაერთი ებრაელი გადაურჩა სიკვდილს. ესენი მსოფლიოს ხალხთა წმინდანებია...

ვიქტორ ხომერიკი ბათუმში

1980 წლის 27 ივნისს პარიზის ქართულმა სათვისტომომ, კერძოდ ვიქტორ ხომერიკმა წერილი გაუგზავნა ლეო ელიგულაშვილს. რომელშიც თხოვდა მას, რომ ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, კონსტანტინე კანდელაკი, ნოე ცინცაძე, ალექსანდრე ქორქია და მიხეილ კედია ღირსეულად ყოფილიყვნენ მოხსენიებულნი "იად-ვა- შემში".

იმავე წელს ლეო ელიგულაშვილმა საფრანგეთში მცხოვრები ებრაელების სახელით წერილი გაუგზავნა ისრაელის მთავრობას, რათა მსოფლიოს ხალხთა წმინდანების რიცხვში "იად-ვა-შემში" მოეხსენებინათ ზემოთხსენებული პირები, რომლებმაც ასობით ებრაელი იხსნეს უეჭველი სიკვდილისგან.

სამწუხაროდ, მაშინ ეს კეთილშობილური ცდა მარცხით დამთავრდა. ქართველებს კვანტი ისევ ქართველმა დაუდო.

პარიზის უნივერსიტეტის ქართული ენის პროფესორმა გიორგი შარაშიძემ დაწერა, რომ მიხეილ კედია იყო "ეს-ეს-ის" პოლკოვნიკი და ნაცისტიო. ამ წერილის საპასუხოდ "იად- ვა-შემ"-ის ინსტიტუტმა ვეტო დაადო ამ საქმეს.

იმედია ამ ინტერვიუს ისრაელის საელჩოს თანამშრომლებიც წაიკითხავენ. მე მინდა მივმართო ელჩს, რომელსაც პირადად ვაჩუქე აბონ ციციაშვილის ეს წიგნი 2016 წლის სექტემბერში ხაშურობის დღესასწაულზე, დაინტერესდეს ამ საკითხით, ხელახლა შეისწავლოს და გაუგზავნოს ახალი წერილი "იად-ვა- შემ"- ის დირექციას, რათა აღნიშნული ქართველები დაგვიანებით მაინც იქნენ მოხსენიებულნი მსოფლიოს ხალხთა წმინდანებში.

თუ მაინცდამაინც ამოიღონ ამ სიიდან მიხეილ კედია (არადა ის იყო მთავარი ამ საქმეში ჟორდანიასთან ერთად), დანარჩენები კი დატოვონ... ასეთი გადაწყვეტა საქმის კიდევ ერთ დადებით შტრიხს შესძენს ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვან მეგობრობას, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს დღეს.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე; უჩა ოქროპირიძე

გოგონას, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

სკანდალური განქორწინებები - ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა დაშორებამ საზოგადოება აალაპარაკა

ლოტო "იმედზე" გადადის