პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი: "უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი გადამიყვანეს"
სააკაშვილი: "უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი გადამიყვანეს"

უკ­რა­ი­ნის ტე­რო­ტო­რი­ის გარ­ღვე­ვის შემ­დეგ, ოდე­სის ოლ­ქის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ლვოვ­ში ღამე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ სას­ტუმ­რო­ში გა­ა­თე­ნა, რო­მე­ლიც ბაზ­რის მო­ე­დან­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. ამა­ვე სას­ტუმ­რო­ში და­სახ­ლდნენ მისი მომ­ხრე­ე­ბიც. ამის შე­სა­ხებ "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და" იუ­წყე­ბა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ლვოვ­ში სა­ა­კაშ­ვილს წუ­ხელ ქა­ლა­ქის მერი ან­დრეი სა­დო­ვი დახ­ვდა. ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და ვახ­შა­მი მას­თან ლვო­ვის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში. გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა, რომ ვიდ­რე ისი­ნი ვახ­შმობ­დნენ, რეს­ტო­რანს 30-მდე მა­მა­კა­ცი იცავ­და, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი ამუ­ნი­ცი­ით იყ­ვნენ აღ­ჭურ­ვი­ლი.

რეს­ტორ­ნი­დან გა­მო­სულ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ლვო­ვის მერ­თან ერ­თად ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა. მისი თქმით, რაც სა­ზღვარ­ზე მოხ­და, ეს არ იყო გარ­ღვე­ვა. მას არ და­ურ­ღვე­ვია არა­ვი­თა­რი იუ­რი­დი­უ­ლი ნორ­მა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზღვა­რი კონ­ტრო­ლის გავ­ლის გა­რე­შე გა­დაკ­ვე­თა. მისი თქმით, მის­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ის ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს.

გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ლვოვ­ში სა­დი­ლამ­დე დარ­ჩე­ბა. სწო­რედ ამ დრო­ის­თვის და­გეგ­მი­ლია მისი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია.

დღეს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად კი­ე­ვის­კენ გა­ემ­გზავ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას ლვო­ვის მერ­მა ან­დრეი სა­დო­ვიმ გა­ნუ­ცხა­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სააკაშვილი: "უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი გადამიყვანეს"

სააკაშვილი: "უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი გადამიყვანეს"

უკრაინის ტეროტორიის გარღვევის შემდეგ, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში ღამე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმროში გაათენა, რომელიც ბაზრის მოედანთან ახლოს მდებარეობს. ამავე სასტუმროში დასახლდნენ მისი მომხრეებიც. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.

გამოცემის ცნობით, ლვოვში სააკაშვილს წუხელ ქალაქის მერი ანდრეი სადოვი დახვდა. ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა ვახშამი მასთან ლვოვის ერთ-ერთ რესტორანში. გამოცემა იუწყება, რომ ვიდრე ისინი ვახშმობდნენ, რესტორანს 30-მდე მამაკაცი იცავდა, რომლებიც სრული ამუნიციით იყვნენ აღჭურვილი.

რესტორნიდან გამოსულმა სააკაშვილმა ჟურნალისტებისთვის ლვოვის მერთან ერთად ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, რაც საზღვარზე მოხდა, ეს არ იყო გარღვევა. მას არ დაურღვევია არავითარი იურიდიული ნორმა მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი კონტროლის გავლის გარეშე გადაკვეთა. მისი თქმით, მისმა მხარდამჭერებმა ის ხელში აყვანილი გადაიყვანეს.

გამოცემა იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილი ლვოვში სადილამდე დარჩება. სწორედ ამ დროისთვის დაგეგმილია მისი პრესკონფერენცია.

დღეს, მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად კიევისკენ გაემგზავრება. ამის შესახებ მედიას ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განუცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."