მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად მყოფ 700-მდე ადამიანს საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია" - რას აპირებს უკრაინის შსს?
"მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად მყოფ 700-მდე ადამიანს საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია" - რას აპირებს უკრაინის შსს?

"არც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და არც მას­თან მყოფ დე­პუ­ტა­ტებს გამ­შვებ პუნ­ქტზე სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლი არ გა­უვ­ლი­ათ" - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინ­ტერ­ფაქს-უკ­რა­ი­ნა" სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურ­ში წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"სა­ზღვრის გარ­ღვე­ვა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გამ­შვებ პუნ­ქტზე მოხ­და. არც სა­ა­კაშ­ვილს და არც დე­პუ­ტა­ტებს სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლი არ გა­უვ­ლი­ათ. და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დას­მა ადა­მი­ან­მა გა­არ­ღვია გამ­შვე­ბი პუნ­ქტი", - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ. მისი თქმით, კო­ლო­ნა ტრა­სას მიყ­ვე­ბა და სკან­დი­რებს "გა­მარ­ჯვე­ბა! გა­მარ­ჯვე­ბა!".

უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ "შე­გი­ნის" გამ­შვებ პუნ­ქტზე უც­ნობ­მა პი­რებ­მა ჩხუ­ბი მო­ა­წყვეს ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და მე­სა­ზღვრე­ებ­თან, რი­თაც ხელი შე­უ­წყვეს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის არა­კა­ნო­ნი­ერ გარ­ღვე­ვას.

სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის დროს რამ­დე­ნი­მე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი და­შავ­და. "და­ახ­ლო­ე­ბით 20:00 სა­ათ­ზე აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯგუფ­მა "შე­გი­ნის" გამ­შვე­ბი პუნ­ქტის შლაგ­ბა­უმ­თან ჩხუ­ბი მო­ა­წყო პო­ლი­ცი­ე­ლებ­სა და მე­სა­ზღვრე­ებ­თან, შე­იჭ­რა გამ­შვებ პუნ­ქტში, და­არ­ღვია უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი და ხელი შე­უ­წყი პირ­თა ჯგუფს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის არა­კა­ნო­ნი­ე­რად გარ­ღვე­ვა­ში, რო­მელ­თა შო­რის უკ­რა­ი­ნის დე­პუ­ტა­ტე­ბი იყ­ვნენ", - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

"უკ­რა­ი­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის გარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ" - ამის შე­სა­ხებ "112 უკ­რა­ი­ნას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის შსს-ს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა არ­ტი­ომ შევ­ჩენ­კომ "ინ­ტერ­ფაქს-უკ­რა­ი­ნას" გა­ნუ­ცხა­და. "ვი­მოქ­მე­დებთ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად," - გა­ნა­ცხა­და შევ­ჩენ­კომ.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და დე­პუ­ტა­ტებს მო­უ­წო­დებს, "შე­გი­ნის" გამ­შვებ პუნ­ქტზე დაბ­რუნ­დნენ, რათა სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა გა­ა­ფორ­მონ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ვან­დე­ლი ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­ზე სამ­ხედ­რო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი გა­ვი­და, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად მომ­ხდა­რის ყვე­ლა გა­რე­მოს დად­გე­ნა­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ცე­მას აპი­რებს.

"წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბით, მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ქმე­დე­ბებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის (უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე პირ­თა არა­კა­ნო­ნი­ე­რი გა­დაყ­ვა­ნა) და 348-ე (სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფორ­მი­რე­ბის წევ­რის და სამ­ხედ­როს სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა) მუხ­ლის დარ­ღვე­ვის ნიშ­ნე­ბი", - გან­მარ­ტეს უწყე­ბა­ში.

10 სექ­ტემ­ბერს, ოდე­სის ექს-გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ათე­უ­ლო­ბით მხარ­დამ­ჭერ­თან ერ­თად პო­ლო­ნე­თი­დან უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე მი­ვი­და. უკ­რა­ი­ნის მხა­რეს შეკ­რე­ბილ­მა მომ­ხრე­ებ­მა მე­სა­ზღვრე­თა კორ­დო­ნი გა­არ­ღვი­ეს. ამის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლი მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ვი­და და ლვოვ­ში ჩა­ვი­და მათ­თან ერ­თად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად მყოფ 700-მდე ადამიანს საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია" - რას აპირებს უკრაინის შსს?

"მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად მყოფ 700-მდე ადამიანს საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია" - რას აპირებს უკრაინის შსს?

"არც მიხეილ სააკაშვილს და არც მასთან მყოფ დეპუტატებს გამშვებ პუნქტზე საპასპორტო კონტროლი არ გაუვლიათ" - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქს-უკრაინა" სასაზღვრო სამსახურში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"საზღვრის გარღვევა საავტომობილო გამშვებ პუნქტზე მოხდა. არც სააკაშვილს და არც დეპუტატებს სასაზღვრო კონტროლი არ გაუვლიათ. დაახლოებით შვიდასმა ადამიანმა გაარღვია გამშვები პუნქტი", - განაცხადა წყარომ. მისი თქმით, კოლონა ტრასას მიყვება და სკანდირებს "გამარჯვება! გამარჯვება!".

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ "შეგინის" გამშვებ პუნქტზე უცნობმა პირებმა ჩხუბი მოაწყვეს ეროვნული პოლიციის თანამშრომლებთან და მესაზღვრეებთან, რითაც ხელი შეუწყვეს სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერ გარღვევას.

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის დროს რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა. "დაახლოებით 20:00 საათზე აგრესიულად განწყობილმა მოქალაქეების ჯგუფმა "შეგინის" გამშვები პუნქტის შლაგბაუმთან ჩხუბი მოაწყო პოლიციელებსა და მესაზღვრეებთან, შეიჭრა გამშვებ პუნქტში, დაარღვია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და ხელი შეუწყი პირთა ჯგუფს სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერად გარღვევაში, რომელთა შორის უკრაინის დეპუტატები იყვნენ", - განაცხადეს უწყებაში.

"უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე რეაგირებას მოახდენენ" - ამის შესახებ "112 უკრაინას" ინფორმაციით, ქვეყნის შსს-ს კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა არტიომ შევჩენკომ "ინტერფაქს-უკრაინას" განუცხადა. "ვიმოქმედებთ კანონის თანახმად," - განაცხადა შევჩენკომ.

ამასთან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილსა და დეპუტატებს მოუწოდებს, "შეგინის" გამშვებ პუნქტზე დაბრუნდნენ, რათა საზღვრის გადაკვეთა გააფორმონ.

მათივე ინფორმაციით, დღევანდელი ინციდენტის ადგილზე სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი გავიდა, რომელიც ეროვნულ პოლიციასთან ერთად მომხდარის ყველა გარემოს დადგენასა და კვალიფიკაციის მიცემას აპირებს.

"წინასწარი შეფასებით, მასობრივი არეულობის ორგანიზატორების ქმედებებში შეინიშნება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის (უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა არაკანონიერი გადაყვანა) და 348-ე (სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის, საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის საზოგადოებრივი ფორმირების წევრის და სამხედროს სიცოცხლის ხელყოფა) მუხლის დარღვევის ნიშნები", - განმარტეს უწყებაში.

10 სექტემბერს, ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ათეულობით მხარდამჭერთან ერთად პოლონეთიდან უკრაინის საზღვარზე მივიდა. უკრაინის მხარეს შეკრებილმა მომხრეებმა მესაზღვრეთა კორდონი გაარღვიეს. ამის შემდეგ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდა და ლვოვში ჩავიდა მათთან ერთად.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."