კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ივანიშვილის აგენტები და ცრუპენტელა არხები ხართ" - სააკაშვილი "იმედს" და საზოგადოებრივ მაუწყებელს
"თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ივანიშვილის აგენტები და ცრუპენტელა არხები ხართ" - სააკაშვილი "იმედს" და საზოგადოებრივ მაუწყებელს

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა და ოდე­სის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­ტა­რე­ბელ­ში, რომ­ლი­თაც ის პო­ლო­ნე­თის და­ტო­ვე­ბას და უკ­რა­ი­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბას აპი­რებს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს არ უპა­სუ­ხა.

"ხე­ლე­ბი გა­წი­ეთ მე არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი "იმედს". არ მა­ინ­ტე­რე­სებს. მე არ ვპა­სუ­ხობ ოლი­გარ­ქე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ის კი­თხვებს. მე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" მი­მაჩ­ნია ივა­ნიშ­ვი­ლის კა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ად, ასე რომ კარ­გად იყა­ვით... მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, შე­გიძ­ლი­ათ არ ინერ­ვი­უ­ლოთ. მო­მი­კი­თხეთ ივა­ნიშ­ვი­ლი, კარ­გად მე­ყო­ლეთ! მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი მხო­ლოდ თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას და თქვენ ისე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბი ხართ, რო­გორც მე ვარ კიტ­რი. აქ არი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მო­ი­ქე­ცით ადა­მი­ა­ნუ­რად", - უთხრა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ჟურ­ნა­ლისტს.

იხი­ლეთ ვი­დეო

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ აღ­მოჩ­ნდა ად­გი­ლი მათ­თვის მან­ქა­ნა­ში, რომ­ლი­თაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლო­ნე­თი­დან გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, ექს-გუ­ბერ­ნა­ტორ­მა უპა­სუ­ხა: "თქვე­ნი ად­გი­ლი არის ივა­ნიშ­ვი­ლის გვერ­დით და იქ უნდა წაბ­რძან­დეთ, თქვენ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებთ ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ, ახლა და­მა­ნე­ბეთ თავი და ნუ უშ­ლით ხალ­ხს ხელს მუ­შა­ო­ბა­ში. თქვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ ხართ, თქვენ ივა­ნიშ­ვი­ლის აგენ­ტე­ბი და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ცრუ­პენ­ტე­ლა არ­ხე­ბი ხართ" - ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტმა "იმე­დის" კო­რეს­პონ­დენ­ტის ლე­ვან კვატ­ში­ძი­სა და "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტის გუ­რამ რო­გა­ვას მიერ რამ­დენ­ჯერ­მე დას­მულ შე­კი­თხვას.

"ინ­ტერ­სი­თის" მა­ტა­რე­ბე­ლი, რომ­ლი­თაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ინ­ში დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავ­და, ჯერ კი­დევ გა­ჩე­რე­ბუ­ლია. მგზავ­რე­ბის ნა­წი­ლი მა­ტა­რე­ბელს ტო­ვებს, რათა უკ­რა­ი­ნა­ში სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ვიდ­ნენ.

მა­ტა­რე­ბელ­ში გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ იქამ­დე არ და­იძ­ვრე­ბი­ან, სა­ნამ მას­ში იმ­ყო­ფე­ბა პირი, რო­მელ­საც მგზავ­რო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მა­ტა­რებ­ლის და­ტო­ვე­ბას სთხო­ვენ.

s
0

ყველაზე დიდი ოლიგარქი შენა ხარ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ივანიშვილის აგენტები და ცრუპენტელა არხები ხართ" - სააკაშვილი "იმედს" და საზოგადოებრივ მაუწყებელს

"თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ივანიშვილის აგენტები და ცრუპენტელა არხები ხართ" - სააკაშვილი "იმედს" და საზოგადოებრივ მაუწყებელს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში, რომლითაც ის პოლონეთის დატოვებას და უკრაინაში გამგზავრებას აპირებს, ტელეკომპანია "იმედის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

"ხელები გაწიეთ მე არ ველაპარაკები "იმედს". არ მაინტერესებს. მე არ ვპასუხობ ოლიგარქების ტელევიზიის კითხვებს. მე ტელეკომპანია "იმედი" მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად, ასე რომ კარგად იყავით... მადლობა ყველაფრისთვის, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ! მე ველაპარაკები მხოლოდ თავისუფალ მედიას და თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი. აქ არიან სერიოზული პოლიტიკოსები და მოიქეცით ადამიანურად", - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს.

იხილეთ ვიდეო

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ აღმოჩნდა ადგილი მათთვის მანქანაში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან გადაადგილდებოდა, ექს-გუბერნატორმა უპასუხა: "თქვენი ადგილი არის ივანიშვილის გვერდით და იქ უნდა წაბრძანდეთ, თქვენ მოვალეობას ასრულებთ ივანიშვილის მიმართ, ახლა დამანებეთ თავი და ნუ უშლით ხალხს ხელს მუშაობაში. თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ივანიშვილის აგენტები და დაქირავებული ცრუპენტელა არხები ხართ" - ასეთი პასუხი გასცა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა "იმედის" კორესპონდენტის ლევან კვატშიძისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის გურამ როგავას მიერ რამდენჯერმე დასმულ შეკითხვას.

"ინტერსითის" მატარებელი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინში დაბრუნებას გეგმავდა, ჯერ კიდევ გაჩერებულია. მგზავრების ნაწილი მატარებელს ტოვებს, რათა უკრაინაში სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჩავიდნენ.

მატარებელში გამოაცხადეს, რომ იქამდე არ დაიძვრებიან, სანამ მასში იმყოფება პირი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს. მიხეილ სააკაშვილს მატარებლის დატოვებას სთხოვენ.