სამი უძლიერესი აფეთქება მზეზე - რა უარყოფით ცვლილებებს გამოიწვევს დედამიწაზე მზის ჰიპერაქტივობა

სამი უძლიერესი აფეთქება მზეზე - რა უარყოფით ცვლილებებს გამოიწვევს დედამიწაზე მზის ჰიპერაქტივობა

სექტემბრის პირველი კვირის მიწურულს, მეცნიერებმა მზეზე უჩვეულო აქტივობა დააფიქსირეს. ერთმანეთის მიყოლებით, მზის ზედაპირზე მომხდარმა სამმა უძლიერესმა აფეთქებამ, დედამიწის და მის ბინადართა ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა. სპეციალისტების თქმით აფეთქებათა სერია უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მომხდარი მსგავსი მოვლენებიდან ყველაზე ძლიერი იყო.

პირველი აფეთქება, რომლის სიდიდეც X9.3-ს აღწევდა, ასტორონომებმა 6 სექტემბერს დააფიქსირეს. ასეთ აფეთქებებს კლასიფიკაციის საკუთარი სქემა აქვთ - ლათინური ანბანის ასო და შესაბამისი ციფრული სიდიდე, რომელიც აფეთქებისას წარმოქმნილი რენტგენული გამოსხივების სიდიდეზეა დამოკიდებული. ასოების სახით A, B, C, M და X გამოიყენება. მეორე მძლავრი აფეთქება 7 სექტემბერს, მესამე კი - 8 სექტემბერს დაფიქსირდა.

მსგავსი ფიზიკური მოვლენებისას, ღია კოსმოსში უზარმაზარი ენერგია იფანტება, რომელიც ერთდროულად ასეულობით წყალბადის ბომბის აფეთქების ექვივალენტურია. მეცნიერების ანგარიშით, ეს მზის მიერ 1 წამში გამოსხივებული ენერგიის დაახლოებით 1/6-ია. ტროტილის ექვივალენტში ეს 160 მილიარდი მეგატონის ტოლფასია.

აფეთქების შემდეგ 8 წუთში (სწორედ ამდენი ჭირდება მზიდან ამოფრქვეულ გამოსხივებას დედამიწამდე მოსაღწევად), ჩვენს პლანეტამდე ფოტონების (ელემენტარული ნაწილაკები) პირველი ტალღა აღწევს. შემდგომი საათების განმავლობაში დედამიწას დამუხტული ნაწილაკების მძლავრი ნაკადი ეჯახება. უშველებელი პლაზმის ღრუბელი ჩვენამდე მოსაღწევად 2-3 დღეს ანდომებს.

მზის ჰიპერაქტივობა პირველ რიგში კოსმოსურ ამინდზე აისახება. 1990-იან წლებში დამკვიდრებული ეს სამეცნიერო ტერმინი მზის აქტივობის პლანეტთაშორის სივრცეზე და დედამიწის ატმოსფეროზე ზემოქმედებას გულისხმობს.

მძლავრმა აფეთქებებმა ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი გამოიწვიეს. ეს მოვლენა ამახინჯებს ან სრულიად შეუძლებელს ხდის რადიო და ზოგჯერ ფიჭური კავშირის გამოყენებასაც. უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე რომლებსაც გულ-სისსძარხვთა დაავადებები აწუხებს.

სამმა ძლიერმა აფეთქებამ უკვე გამოიწვია კავშირის ხარისხის გაუარესება ჩრდილო ამერიკის და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილებში. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მძლავრი გეომაგნიტური ქარიშხლების თანმხლები ელემენტია, უჩვეულოდ ძლიერი პოლარული ციალია, რომლის ხილვაც ქვედა განედებშიც შეიძლება.

მზის ზედაპირზე უჩვეულოდ მძლავრი აფეთქებების ფორმირება ჯერჯერობით მხოლოდ ზედაპირულად არის შესწავლილი. დანამდვილებით ცნობილია, რომ მზის ჰიპერაქტიურობას წინ მზის ლაქების ფორმირება უძღვის. დიდი ზომების შემთხვევაში, ამ ლაქების დაფიქსირება შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.

ადგილებში, სადაც მზის ლაქები წარმოიქმნება ტემპერატურა გარშემო მყოფ ფოტოსფეროსთან (ატმოსფეროს გამომსხივებელი ფენა, რომელშიც გამოსხივების უწყვეტი სპექტრის ნაკადი წარმოიშვება) შედარებით დაახლოებით 2000 გრადუსით უფრო დაბალია. ტემპერატურული სხვაობა მაგნიტური ველების სხვაობას განაპირობებს რა დროსაც უშველებელი მოცულობის ენერგიის გამონთავისუფლება ხდება. მზის ლაქების სიდიდე, განლაგება და ფორმა სპეციალისტებს მზის აქტივობის შესახებ ვრცელ ინფორმაციას აწვდის, თუმცა მძლავრი აფეთქებების ზუსტი პროგნოზირება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

ბოლოს მზის ჰიპერაქტივობა 2005 წლის 7 სექტემბერს დაფიქსირდა. ორი წლით ადრე მზეზე მომხდარი მძლავრი აფეთქებების შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა ევროპის ჩრდილოეთის ქვეყნებში ელექტროსადგურებზე მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები გამოიყვანა მწყობრიდან.

მზეზე დაკვირვების ისტორიის განმავლობაში, ყველაზე მძლავრი გეომაგნიტური ქარიშხალი 1859 წლის ზაფხულის მიწურულს დაფიქსირდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს