"ტიტუშკების" 7 მიკროავტობუსი ბლოკირებულია მიშა სააკაშვილის მოძრაობის აქტივისტების მიერ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური "ფეისბუქში" წერს. როგორც წიკლაური აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში "ტიტუშკების" მობილიზაცია დაიწყო, რაც 10 სექტემბერს, სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას უკავშირდება.
"ოლიგარქების უცვლელი ხელწერა უკრაინაში და საქართველოში: პოროშენკომ და ავაკოვმა დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში გადაისროლეს "ტიტუშკების" ჯგუფები. ზონდერ-ტიტუშკების კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტისკენ გადასროლა უკავშირდება ხვალინდელ მოვლენებს. ამჟამად "ტიტუშკების" 7 მიკროავტობუსი ბლოკირებულია მიშა სააკაშვილის მოძრაობის აქტივისტების მიერ", - წერს ნუგზარ წიკლაური.
მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს, პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. სააკაშვილი უკრაინაში შესვლას კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან აპირებს. მას საზღვართან მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდებიან.