პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავთანდილ ხურციძის დედა - ჩემს შვილს სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს, შესაბამისად, მისი უდანაშაულობის დამტკიცება გაჭიანურდა
ავთანდილ ხურციძის დედა - ჩემს შვილს სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს, შესაბამისად, მისი უდანაშაულობის დამტკიცება გაჭიანურდა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის, ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძის დედა გუ­შინ­დე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია. მაყ­ვა­ლა ხურ­ცი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, რომ ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძეს სა­სა­მარ­თლო გუ­შინ დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და, თუმ­ცა პრო­ცე­სი კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვით გა­და­ი­დო.

რო­გორც მაყ­ვა­ლა ხურ­ცი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მის შვილს სა­ხელ­მწი­ფო ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს და შე­სა­ბა­მი­სად, მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა გა­ჭი­ა­ნურ­და. ამას­თან, მისი თქმით, ად­ვო­კა­ტის და­ქი­რა­ვე­ბა თა­ვად მო­უხ­დათ.

"ად­ვო­კა­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც იმ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს, სა­მე­გობ­რო­ში აკ­რე­ბი­ლი ფუ­ლით მო­ვა­ხერ­ხეთ. ისე ვერ შევ­ძლებ­დით ელე­მენ­ტა­რუ­ლად ად­ვო­კა­ტის და­ქი­რა­ვე­ბა­საც კი. ნუთუ ჩემს შვილს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რა­ი­მე ამა­გი არ აქვს?" - გა­ნა­ცხა­და მაყ­ვა­ლა ხურ­ცი­ძემ.

ის იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ "სა­ხელ­მწი­ფო და­ინ­ტე­რეს­დე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის ბე­დით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მისი კა­რი­ე­რა გან­წი­რუ­ლია".

აშშ-ში და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ნო­ემ­ბრამ­დე გა­და­ი­დო.

ნიუ-იორკში, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში, 15 ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს, რომ­ლებ­საც ბრა­ლი რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბა­ში ედე­ბათ. მათ შო­რის იყო ორი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი - ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი. მა­ყაშ­ვი­ლი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ხურ­ცი­ძეს კი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ავთანდილ ხურციძის დედა - ჩემს შვილს სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს, შესაბამისად, მისი უდანაშაულობის დამტკიცება გაჭიანურდა

ავთანდილ ხურციძის დედა - ჩემს შვილს სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს, შესაბამისად, მისი უდანაშაულობის დამტკიცება გაჭიანურდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა გუშინდელი სასამართლო პროცესით იმედგაცრუებულია. მაყვალა ხურციძის განცხადებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ავთანდილ ხურციძეს სასამართლო გუშინ დარბაზიდან გაათავისუფლებდა, თუმცა პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გადაიდო.

როგორც მაყვალა ხურციძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მის შვილს სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს და შესაბამისად, მისი უდანაშაულობის დამტკიცება გაჭიანურდა. ამასთან, მისი თქმით, ადვოკატის დაქირავება თავად მოუხდათ.

"ადვოკატის მომსახურება, რომელიც იმ ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირს, სამეგობროში აკრებილი ფულით მოვახერხეთ. ისე ვერ შევძლებდით ელემენტარულად ადვოკატის დაქირავებასაც კი. ნუთუ ჩემს შვილს საქართველოსთვის რაიმე ამაგი არ აქვს?" - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

ის იმედს გამოთქვამს, რომ "სახელმწიფო დაინტერესდება წარმატებული ქართველი სპორტსმენის ბედით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კარიერა განწირულია".

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო.

ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის ივლისში, 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ