სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში დაუპირისპირდება რამზან კადიროვი რუსეთს: "შესაძლებლობა რომ მქონდეს, მიანმარზე ატომური ბომბებით მივიტანდი იერიშს"
რა შემთხვევაში დაუპირისპირდება რამზან კადიროვი რუსეთს: "შესაძლებლობა რომ მქონდეს, მიანმარზე ატომური ბომბებით მივიტანდი იერიშს"

ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ რამ­ზან კა­დი­რო­ვის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რუ­სე­თი მი­ან­მარ­ში მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებს მხარს და­უ­ჭერს, მის პო­ზი­ცი­ას აღარ გა­ი­ზი­ა­რებს. ამის შე­სა­ხებ კა­დი­როვ­მა თა­ვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მი­მარ­თვა­ში ისა­უბ­რა.

მი­ან­მარ­ში კონ­ფლიქ­ტი 25 აგ­ვის­ტოს "მუს­ლი­მი-რო­ჰინ­ჯე­ბის" მიერ პო­ლი­ცი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმით და­ი­წყო და 400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, იქ 100-მდე შე­ტა­კე­ბა მოხ­და, 370 უკა­ნო­ნო მებ­რძო­ლი გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს, რა­საც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის 15 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე შე­ე­წი­რა.

კა­დი­რო­ვის თქმით, "თუ იმ შა­ი­თა­ნებს რუ­სე­თი მხარს და­უ­ჭერს, მზად ვარ, მის წი­ნა­აღ­მდე­გაც წა­ვი­დე, რად­გან მე ამ სა­კი­თხზე ჩე­მე­ბუ­რი ხედ­ვა და პო­ზი­ცია მაქვს", - ამ­ბობს კა­დი­რო­ვი თა­ვის მი­მარ­თვა­ში, სა­დაც იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ამ მა­სობ­რივ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღე­ბენ.

კა­დი­რო­ვის თქმით, მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თხელ და­უ­კავ­შირ­დნენ და მი­ან­მარ­ში სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­დას­რო­ლა სთხო­ვეს, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, "ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას წე­რენ, გე­ოგ­რა­ფი­ას უკეთ უნდა გა­ეც­ნონ, რათა გა­ი­გონ, სად მდე­ბა­რე­ობს ეს სა­ხელ­მწი­ფო და ვინ ჰყავს მე­ზობ­ლად... იქ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­დაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ეს სა­ხელ­მწი­ფო პრე­რო­გა­ტი­ვაა. შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მქონ­დეს, მი­ან­მარ­ზე ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბით მი­ვი­ტან­დი იე­რიშს და უბ­რა­ლოდ, გა­ვა­ნად­გუ­რებ­დი მათ, ვინც ბავ­შვებს, ქა­ლებ­სა და მო­ხუ­ცებს ხო­ცავს...", - ამ­ბობს კა­დი­რო­ვი.

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის თქმით, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი იქ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გან­ხილ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და. "მან მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს სთხო­ვა, გა­უხ­სნან დე­რე­ფა­ნი, რათა იქ შე­ვი­დეს და იქა­ურ მუს­ლი­მებს და­ეხ­მა­როს. ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკვე მი­დი­ან იქ, რათა ად­გილ­ზე ნა­ხონ სი­ტუ­ა­ცია და და­ეხ­მა­რონ მათ... ასე­ვე ვმუ­შა­ობთ ად­გი­ლობ­რივ ბუ­დის­ტებ­თან, რათა რა­ი­მე გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვოთ", - ამ­ბობს კა­დი­რო­ვი, რო­მე­ლიც გა­ე­როს მო­უ­წო­დებს, არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გროზ­ნო­ში, მი­ან­მე­ლი მუს­ლი­მე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცია მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ­მა ჩეჩ­ნებ­მაც ჩეჩ­ნე­თის სა­ელ­ჩოს­თან გა­მარ­თეს, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას არც ის და არც მი­ან­მარ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი არ გა­უ­შუ­ქე­ბია, რის გა­მოც კა­დი­რო­ვის გუ­ლის­წყრო­მა გა­მოწ­ვი­ეს.

"რო­გორც კი ევ­რო­პა­ში მკვლე­ლო­ბა ან აფეთ­ქე­ბა ხდე­ბა, ჩვე­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად აშუ­ქე­ბენ. თუმ­ცა, რო­დე­საც დღე­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ხო­ცეს, ყვე­ლა დუმს," - ამ­ბობს აღ­შფო­თე­ბუ­ლი კა­დი­რო­ვი.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, მი­ან­მა­რი უკვე 400 ათას­ზე მეტ­მა მუს­ლიმ­მა და­ტო­ვა. მი­ან­მა­რის მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ბუ­დიზ­მის მიმ­დე­ვა­რია. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "მუს­ლიმ-რო­ჰინ­ჯე­ბი" XIX სა­უ­კუ­ნე­ში, ბრი­ტა­ნე­ლი კო­ლო­ნი­ა­ლის­ტე­ბის მიერ ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც თავს აბო­რი­გე­ნებს უწო­დე­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ნა­წი­ლი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, უკვე წლე­ბია ბან­გლა­დე­ში­დან წა­მო­სუ­ლი "არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის", კონ­კრე­ტუ­ლად კი მუს­ლი­მი მიგ­რან­ტე­ბის ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბას ითხოვს.

თა­ვის მხრივ, რო­ჰინ­ჯა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფია, რომ­ლე­ბიც მი­ან­მა­რის შტატ რაკ­ჰა­ინ­ში ცხოვ­რო­ბენ და თავს ტე­რი­ტო­რი­ის მკვიდ­რად მი­იჩ­ნე­ვენ. ის­ტო­რი­კო­სე­ბის თქმით, რო­ჰინ­ჯე­ბი ბრი­ტა­ნუ­ლი კო­ლო­ნი­ა­ლიზ­მის პე­რი­ოდ­ში ბან­გლა­დე­ში­დან ჩა­მო­ა­სახ­ლეს, სხვე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ისი­ნი მარ­თლაც აბო­რი­გე­ნე­ბი არი­ან...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა შემთხვევაში დაუპირისპირდება რამზან კადიროვი რუსეთს: "შესაძლებლობა რომ მქონდეს, მიანმარზე ატომური ბომბებით მივიტანდი იერიშს"

რა შემთხვევაში დაუპირისპირდება რამზან კადიროვი რუსეთს: "შესაძლებლობა რომ მქონდეს, მიანმარზე ატომური ბომბებით მივიტანდი იერიშს"

ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიანმარში მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს მხარს დაუჭერს, მის პოზიციას აღარ გაიზიარებს. ამის შესახებ კადიროვმა თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ისაუბრა.

მიანმარში კონფლიქტი 25 აგვისტოს "მუსლიმი-როჰინჯების" მიერ პოლიციაზე განხორციელებული თავდასხმით დაიწყო და 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მას შემდეგ, იქ 100-მდე შეტაკება მოხდა, 370 უკანონო მებრძოლი გაანეიტრალეს, რასაც შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

კადიროვის თქმით, "თუ იმ შაითანებს რუსეთი მხარს დაუჭერს, მზად ვარ, მის წინააღმდეგაც წავიდე, რადგან მე ამ საკითხზე ჩემებური ხედვა და პოზიცია მაქვს", - ამბობს კადიროვი თავის მიმართვაში, სადაც იმედი გამოთქვა, რომ ამ მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

კადიროვის თქმით, მას სოციალურ ქსელში არაერთხელ დაუკავშირდნენ და მიანმარში სამხედრო ძალების გადასროლა სთხოვეს, თუმცა, მისივე თქმით, "ადამიანები, რომლებიც ამას წერენ, გეოგრაფიას უკეთ უნდა გაეცნონ, რათა გაიგონ, სად მდებარეობს ეს სახელმწიფო და ვინ ჰყავს მეზობლად... იქ შეიარაღებული ძალების გადაგზავნა შეუძლებელია, რადგან ეს სახელმწიფო პრეროგატივაა. შესაძლებლობა რომ მქონდეს, მიანმარზე ატომური ბომბებით მივიტანდი იერიშს და უბრალოდ, გავანადგურებდი მათ, ვინც ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს ხოცავს...", - ამბობს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი იქ არსებული ვითარების განხილვის ინიციატივით გამოვიდა. "მან მეზობელ ქვეყნებს სთხოვა, გაუხსნან დერეფანი, რათა იქ შევიდეს და იქაურ მუსლიმებს დაეხმაროს. ჩვენი წარმომადგენლები უკვე მიდიან იქ, რათა ადგილზე ნახონ სიტუაცია და დაეხმარონ მათ... ასევე ვმუშაობთ ადგილობრივ ბუდისტებთან, რათა რაიმე გამოსავალი ვიპოვოთ", - ამბობს კადიროვი, რომელიც გაეროს მოუწოდებს, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები მიიღოს.

რამდენიმე დღის წინ გროზნოში, მიანმელი მუსლიმების მხარდასაჭერად მრავალათასიანი აქცია გაიმართა. სოლიდარობის აქცია მოსკოვში მცხოვრებმა ჩეჩნებმაც ჩეჩნეთის საელჩოსთან გამართეს, თუმცა, ადგილობრივ მედიას არც ის და არც მიანმარში მიმდინარე პროცესები არ გაუშუქებია, რის გამოც კადიროვის გულისწყრომა გამოწვიეს.

"როგორც კი ევროპაში მკვლელობა ან აფეთქება ხდება, ჩვენი მედიასაშუალებები დეტალურად აშუქებენ. თუმცა, როდესაც დღეში რამდენიმე ათასი ადამიანი დახოცეს, ყველა დუმს," - ამბობს აღშფოთებული კადიროვი.

შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, მიანმარი უკვე 400 ათასზე მეტმა მუსლიმმა დატოვა. მიანმარის მკვიდრი მოსახლეობა ბუდიზმის მიმდევარია. ისინი მიიჩნევენ, რომ "მუსლიმ-როჰინჯები" XIX საუკუნეში, ბრიტანელი კოლონიალისტების მიერ ჩასახლებული არალეგალი მიგრანტები არიან, რომლებიც თავს აბორიგენებს უწოდებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის რადიკალურად განწყობილი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო, უკვე წლებია ბანგლადეშიდან წამოსული "არალეგალი მიგრანტების", კონკრეტულად კი მუსლიმი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს.

თავის მხრივ, როჰინჯა ეთნიკური ჯგუფია, რომლებიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობენ და თავს ტერიტორიის მკვიდრად მიიჩნევენ. ისტორიკოსების თქმით, როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან ჩამოასახლეს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ისინი მართლაც აბორიგენები არიან...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე