პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით პირველი ქართველი, რომელმაც ქვევრში ვისკი გამოხადა
გაიცანით პირველი ქართველი, რომელმაც ქვევრში ვისკი გამოხადა

ვის­კი ად­რეც უყ­ვარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით შოტ­ლან­დი­უ­რი ვის­კი, თუმ­ცა­, მოს­წონ­და ირ­ლან­დი­უ­რი, ამე­რი­კუ­ლი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ია­პო­ნუ­რიც. "ყვე­ლა ვის­კი კარ­გია, რო­მე­ლიც პა­ტი­ოს­ნად არის და­ყე­ნე­ბუ­ლი და მწარ­მო­ებ­ლის სუ­ლია ჩა­დე­ბუ­ლი",­ - გვე­უბ­ნე­ბა ალექ­სან­დრე კვერ­ნა­ძე, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც ქვევრში ქარ­თუ­ლი ვის­კი გა­მო­ხა­და.

- პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კოსს, თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალექ­სე­ევ­კა­ში აგა­რა­კი გაქვთ და მე­ურ­ნე­ო­ბას მის­დევთ. თბი­ლი­სე­ლი­ კაცი რო­გორ აღ­მოჩ­ნდით იქ?

- დღეს თბი­ლი­სი დრა­მა­ტუ­ლად გან­სხვავ­დე­ბა იმ ქა­ლა­ქის­გან, რო­მე­ლიც მიყ­ვარ­და­ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იქ გა­ვა­ტა­რე.

გა­დავ­წყვი­ტე, აქა­უ­რო­ბას გავ­ცლო­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა ქარ­თველ­ში ჩა­დე­ბუ­ლია ღვი­ნის­ სიყ­ვა­რუ­ლი. ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ცია ჩვენს ოჯახ­შიც იყო და მეც ბავ­შვო­ბა­ში მა­მა­ჩემს ვეხ­მა­რე­ბო­დი.

კუ­რი­ო­ზია, რომ ღვი­ნოს ტი­პუ­რი­ ქა­ლა­ქუ­რი სახ­ლის XI სარ­თულ­ზე ვა­ყე­ნებ­დით.

გა­დავ­წყვი­ტე, ჩვენს აგა­რაკ­ზე, ალექ­სე­ევ­კა­ში მო­მე­წყო მა­რა­ნი და მეღ­ვი­ნე­ო­ბა მე­სა­მე პრო­ფე­სი­ად გა­მე­ხა­და, იქ დავ­ფუძ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მე­ურ­ნე­ო­ბას გავ­ძღო­ლო­დი. დღეს ჩვე­ნი აგა­რა­კი უკვე ტური­სტუ­ლი ობი­ექ­ტია. ვცდი­ლობთ, ვუ­მას­პინ­ძლოთ ღვინ­ი­თა­ და აგ­რო­ტუ­რიზ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, გა­ვაც­ნოთ ქვე­მო ქარ­თლის, ალ­გე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ბუ­ნე­ბა და ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი, მაღ­ალმთი­ან რე­გი­ონ­ში ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კა და ჩვე­ნი ექ­სკლუ­ზი­ვი - ქვევრში გა­მოხ­დი­ლი დის­ტი­ლა­ტის­გან და­ყე­ნე­ბუ­ლი ვის­კი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

+ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გაიცანით პირველი ქართველი, რომელმაც ქვევრში ვისკი გამოხადა

გაიცანით პირველი ქართველი, რომელმაც ქვევრში ვისკი გამოხადა

ვისკი ადრეც უყვარდა, განსაკუთრებით შოტლანდიური ვისკი, თუმცა­, მოსწონდა ირლანდიური, ამერიკული და წარმოიდ­გინეთ, იაპონურიც. "ყველა ვისკი კარგია, რომელიც პატიოსნად არის დაყენებული და მწარმოებლის სულია ჩადებული",­ - გვეუბნება ალექსანდრე კვერნაძე, პირველი ქართველი, რომელმაც ქვევრში ქართული ვისკი გამოხადა.

- პროფესიით ფიზიკოსს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ალექსეევკაში აგარაკი გაქვთ და მეურნეობას მისდევთ. თბილისელი­ კაცი როგორ აღმოჩნდით იქ?

- დღეს თბილისი დრამა­ტულად განსხვავდება იმ ქალაქისგან, რომელიც მიყვარდა­ და მთელი ცხოვრება იქ გავატარე.

გადავწყვიტე, აქაურობას გავცლოდი. მოგეხსენებათ, ყველა ქართველში ჩადებულია ღვინის­ სიყვარული. ღვინის დაყენების ტრადიცია ჩვენს ოჯახშიც იყო და მეც ბავშვობაში მამაჩემს ვეხმარებოდი.

კურიოზია, რომ ღვინოს ტიპური­ ქალაქური სახლის XI სართულზე ვაყენებდით.

გადავწყვიტე, ჩვენს აგარაკზე, ალექსეევკაში მომეწყო მარანი და მეღვინეობა მესამე პროფესიად გამეხადა, იქ დავფუძნებულიყავი და მეუღლესთან ერთად მეურნეობას გავძღოლოდი. დღეს ჩვენი აგარაკი უკვე ტური­სტული ობიექტია. ვცდილობთ, ვუმასპინძლოთ ღვინ­ი­თა­ და აგროტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს, გავაცნოთ ქვემო ქართლის, ალგეთის ეროვნული პარკის ბუნება და ისტორიულ-კულტურული ძეგლები, მაღ­ალმთიან რეგიონში ღვინის დაყენების სპეციფიკა და ჩვენი ექსკლუზივი - ქვევრში გამოხდილი დისტილატისგან დაყენებული ვისკი.

განაგრძეთ კითხვა

+ფოტოები

"ტრენდია მსოფლიოში, ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან" - კალაძე დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო (ფოტო)

ტელეკომპანიების "რუსთავი2"-ის, "ტვ პირველის" და "კავკასიის" ანგარიშებს ინკასო დაედო