მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მიზანს ემსახურება რუსეთის სტრატეგიული წვრთნები Запад-2017?
რა მიზანს ემსახურება რუსეთის სტრატეგიული წვრთნები Запад-2017?

და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა რჩე­ბა რუ­სეთ-ბე­ლო­რუ­სის ერ­თობ­ლივ, სტრა­ტე­გი­ულ სწავ­ლე­ბამ­დე, Запад-2017, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი მე­დი­ის თქმით, რუ­სე­თის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. gazeta.ru -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ რუ­სე­თი წვრთნე­ბის შემ­დეგ, ბე­ლო­რუს­ში თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის ნა­წილს და­ტო­ვებს. იგი­ვე ეჭვი აქვთ უკ­რა­ი­ნა­შიც, - ბე­ლო­რუს­სა და კა­ლი­ნინ­გრად­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­მა­ნევ­რო ია­რა­ღი და ტექ­ნი­კა, შე­საძ­ლოა, შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნონ. თუმ­ცა, მოს­კოვ­სა და მინ­სკში აცხა­დე­ბენ, რომ სწავ­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ თავ­დაც­ვი­თი ხა­სი­ა­თი­საა.

"Запад 2017-ში" რუ­სე­თი რო­გორც ტაქ­ტი­კუ­რი სახ­მე­ლე­თო მე­თო­დე­ბის, ასე­ვე სა­დე­სან­ტო და სა­ჰა­ე­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გეგ­მავს. სა­უ­ბა­რია ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ბომ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წვრთნებ­ზეც... საქ­მე ის არის, რომ 2018 წელს რუ­სეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია და­გეგ­მი­ლი და რუ­სუ­ლი მე­დი­ის თქმით, პუ­ტინს სურს რუს ხალ­ხს ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რე და­ა­ნა­ხოს, მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი დაღ­მას­ვლაა და მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი უა­რეს­დე­ბა...

2008 წელს, რუ­სე­თის ჩრდი­ლო­ე­თის სამ­ხედ­რო ოლ­ქმა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, "კავ­კა­სია 2008" სა­ხელ­წო­დე­ბით სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­უ­ლი წვრთნე­ბი ჩა­ა­ტა­რა. მა­შინ მოს­კოვ­მა წვრთნებ­ში მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე და­ნა­ყო­ფი დის­ლო­ცი­რე­ბის ად­გილ­ზე არ და­აბ­რუ­ნა, შემ­დეგ­ში კი, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა... ასე რომ, და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში პირ­და­პირ სა­უბ­რო­ბენ, რომ "ზა­პად 2017", რო­მე­ლიც ნა­ტოს წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის­თვის რე­ა­ლუ­რად საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

Financial Times -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ცივი ომის" შემ­დეგ, ეს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სწავ­ლე­ბე­ბია, რო­მელ­საც რუ­სე­თი "და­სავ­ლე­თი - 2017" სა­ხელ­წო­დე­ბით ატა­რებს და რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ლი­დე­რე­ბი ში­შო­ბენ, მათ­თვის უკვე გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბის შემ­ცვე­ლია... სტრა­გე­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბის საფრ­თხე­ებ­ზე, უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი, - ლიტ­ვა, ლატ­ვია და ეს­ტო­ნე­თი სა­უბ­რო­ბენ. 

რის­კებ­ზე სა­უბ­რობს პო­ლო­ნე­თიც, რო­მე­ლიც ასე­ვე ესა­ზღვრე­ბა ბე­ლო­რუსს. ვარ­შა­ვა­ში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი, სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის ნა­წილს მის მე­ზობ­ლად და­ტო­ვებს.

"რუ­სე­თი ყო­ველ­თვის ცდი­ლობს ასე­თი ვი­თა­რე­ბით ისარ­გებ­ლოს და თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბი გა­ზარ­დოს. ამი­ტო­მაც, თუ რუ­სე­თის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ქმე­დე­ბებს გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, მივ­ხვდე­ბით, რომ საფრ­თხე­ე­ბი სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია", - აცხა­დებს პო­ლო­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მი­ხა­ილ დვორ­ჩი­კი.

თა­ვის მხრივ, ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნას­თან ახ­ლოს და­გეგ­მი­ლი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი ამ ქვე­ყა­ნას სა­ფერ­თხეს არ შე­უქ­მნის და მით უფრო, ბე­ლო­რუ­სის ტე­რი­ტო­რია სამ­ხედ­რო პლაც­დარ­მად არ იქ­ცე­ვა.

თუ რას უნდა ვე­ლო­დეთ ამ წვრთნე­ბი­დან და რა არის რუ­სე­თის მი­ზა­ნი?- ამ თე­მა­ზე "ამე­რი­კის ხმა" ომის კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ექ­სპერტს, ფრენკლინ ჰოლ­კო­მს ესა­უბ­რა, რომ­ლის თქმი­თაც, - რუ­სე­თი ამ წვრთნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რამ­დე­ნი­მე მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­ა­პი­რებს; პირ­ველ რიგ­ში, მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ისაა, შე­ა­მოწ­მოს პროგ­რე­სი, რო­მელ­საც რუ­სულ­მა ჯარ­მა უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­აღ­წია. ამას­თან, რუ­სე­თის ხელმღვა­ნე­ლო­ბა ამოწ­მებს, სა­კუ­თა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სრულ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

მი­სი­ვე თქმით, "ზა­პა­დის" ბოლო წვრთნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც 2013 წელს ჩა­ტარ­და, რუ­სე­თი ორ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს - უკ­რა­ი­ნა­სა და სი­რი­ა­ში. რუს სამ­ხედ­რო­ებს ამ ოპე­რა­ცი­ებ­ში ნას­წავ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის გა­მოც­და შე­ეძ­ლე­ბათ.

"რუ­სეთ­ში 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე პუ­ტინს სურს რუს ხალ­ხს ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რე და­ა­ნა­ხოს - გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კურ სტაგ­ნა­ცი­ა­შია და მო­სახ­ლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა..." - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი "ამე­რი­კის ხმას­თან" სა­უ­ბარ­ში და დას­ძენს, რომ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, რუ­სე­ბი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ნა­ტოს საფრ­თხედ აღიქ­ვა­მენ და სამ­ყა­რო­ზე პა­რა­ნო­ი­დუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ. "სწო­რედ ამის გამო, სურთ ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით ამე­რი­კას სა­კუ­თა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­ა­ნა­ხონ,"- აღ­ნიშ­ნავს ექ­სპერ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა, წვრთნე­ბის ჩა­სა­ტა­რე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ას, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ეს ად­გი­ლი მათ შემ­თხვე­ვით არ აურ­ჩე­ვი­ათ, მით უფრო, რომ რუ­სეთს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ერ­თი ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა შე­ეძ­ლო, რო­მე­ლიც ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებს ესა­ზღვრე­ბა. ამით იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა უნ­დათ, რომ ბე­ლო­რუსს მნიშ­ვნე­ლო­ვან ქვეყ­ნად მი­იჩ­ნე­ვენ და რომ ბე­ლო­რუ­სი რუ­სეთს ეკუთ­ვნის.

"შემ­დე­გი სიგ­ნა­ლი ბე­ლო­რუ­სის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი - რუ­სე­თი მინ­სკს ეუბ­ნე­ბა, რომ რუ­სე­თის ორ­ბი­ტი­დან გა­დახ­ვე­ვა არც კი იფიქ­როს. ასე­ვე უდა­ვოა ის, რომ რუ­სე­თი ნა­ტოს ეუბ­ნე­ბა, რომ იცის, რომ ბალ­ტი­ის­პი­რე­თი ნა­ტოს ერ­თგვა­რი სუს­ტი წერ­ტი­ლია...",- აღ­ნიშ­ნავს ფრენკლინ ჰოლ­კო­მი, რომ­ლის თქმი­თაც, რუ­სე­თი და­სავ­ლე­თის სამ­ხედ­რო ოლქს უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია აძ­ლი­ე­რებს და მისი ჯარი სტრა­ტე­გი­ულ ად­გი­ლებ­ში უკვე გან­ლა­გე­ბუ­ლია...

რაც შე­ე­ხე­ბა წვრთნე­ბის პო­ლი­ტი­კურ გზავ­ნილს, - რუ­სე­თი და­სავ­ლეთს ეუბ­ნე­ბა, რომ რუ­სე­თი ძლი­ე­რი სამ­ხედ­რო ძა­ლაა და მის საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა­ზე არც კი იფიქ­რონ. ამით კრემლს უნდა თქვას, რომ წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თის მხრი­დან შე­საძ­ლო იქ­ნე­ბა სამ­ხედ­რო რე­ა­გი­რე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა მიზანს ემსახურება რუსეთის სტრატეგიული წვრთნები Запад-2017?

რა მიზანს ემსახურება რუსეთის სტრატეგიული წვრთნები Запад-2017?

დაახლოებით ორი კვირა რჩება რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ, სტრატეგიულ სწავლებამდე, Запад-2017, რომელიც რუსული მედიის თქმით, რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველია. gazeta.ru  -ს ინფორმაციით, ბალტიისპირეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთი წვრთნების შემდეგ, ბელორუსში თავისი სამხედრო ტექნიკის ნაწილს დატოვებს. იგივე ეჭვი აქვთ უკრაინაშიც, - ბელორუსსა და კალინინგრადში გამოყენებული სამანევრო იარაღი და ტექნიკა, შესაძლოა, შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე წარმატებით გამოიყენონ. თუმცა, მოსკოვსა და მინსკში აცხადებენ, რომ სწავლებები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა.

"Запад 2017-ში" რუსეთი როგორც ტაქტიკური სახმელეთო მეთოდების, ასევე სადესანტო და საჰაერო ოპერაციების გამოყენებას გეგმავს. საუბარია ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენების წვრთნებზეც... საქმე ის არის, რომ 2018 წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და რუსული მედიის თქმით, პუტინს სურს რუს ხალხს ქვეყნის სიძლიერე დაანახოს, მით უფრო მაშინ, როდესაც სანქციების ფონზე, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური დაღმასვლაა და მოსახლეობის სოციალური პირობები უარესდება...

2008 წელს, რუსეთის ჩრდილოეთის სამხედრო ოლქმა ჩრდილოეთ კავკასიაში, "კავკასია 2008" სახელწოდებით სამხედრო-სტრატეგიული წვრთნები ჩაატარა. მაშინ მოსკოვმა წვრთნებში მონაწილე რამდენიმე დანაყოფი დისლოცირების ადგილზე არ დააბრუნა, შემდეგში კი, ისინი საქართველოში საომარი მოქმედებებისთვის გამოიყენა... ასე რომ, დასავლურ მედიაში პირდაპირ საუბრობენ, რომ "ზაპად 2017", რომელიც ნატოს წინააღმდეგ არის მიმართული, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რეალურად საფრთხის შემცველია.

Financial Times -ის ინფორმაციით, "ცივი ომის" შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური სწავლებებია, რომელსაც რუსეთი "დასავლეთი - 2017" სახელწოდებით ატარებს და როგორც აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები შიშობენ, მათთვის უკვე გარკვეული საფრთხეების შემცველია... სტრაგეტიული სწავლებების ფარგლებში გამოყენებული სამხედრო ტექნიკის ხელმეორედ გამოყენების საფრთხეებზე, უკრაინასთან ერთად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საუბრობენ. 

რისკებზე საუბრობს პოლონეთიც, რომელიც ასევე ესაზღვრება ბელორუსს. ვარშავაში აცხადებენ, რომ რუსეთი, სამხედრო სწავლებების დასრულების შემდეგ, სამხედრო ტექნიკის ნაწილს მის მეზობლად დატოვებს.

"რუსეთი ყოველთვის ცდილობს ასეთი ვითარებით ისარგებლოს და თავისი პოლიტიკური გავლენები გაზარდოს. ამიტომაც, თუ რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ საფრთხეები სავსებით რეალურია", - აცხადებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხაილ დვორჩიკი.

თავის მხრივ, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ირწმუნება, რომ უკრაინასთან ახლოს დაგეგმილი სამხედრო წვრთნები ამ ქვეყანას საფერთხეს არ შეუქმნის და მით უფრო, ბელორუსის ტერიტორია სამხედრო პლაცდარმად არ იქცევა.

თუ რას უნდა ველოდეთ ამ წვრთნებიდან და რა არის რუსეთის მიზანი?- ამ თემაზე "ამერიკის ხმა" ომის კვლევების ინსტიტუტის ექსპერტს, ფრენკლინ ჰოლკომს ესაუბრა, რომლის თქმითაც, - რუსეთი ამ წვრთნების საშუალებით, რამდენიმე მიზნის განხორციელებას დააპირებს; პირველ რიგში, მისი მთავარი მიზანი ისაა, შეამოწმოს პროგრესი, რომელსაც რუსულმა ჯარმა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია. ამასთან, რუსეთის ხელმღვანელობა ამოწმებს, საკუთარი შეიარაღებული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლის შესაძლებლობას.

მისივე თქმით, "ზაპადის" ბოლო წვრთნების შემდეგ, რომელიც 2013 წელს ჩატარდა, რუსეთი ორ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს - უკრაინასა და სირიაში. რუს სამხედროებს ამ ოპერაციებში ნასწავლი გაკვეთილების გამოცდა შეეძლებათ.

"რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პუტინს სურს რუს ხალხს ქვეყნის სიძლიერე დაანახოს - განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა ეკონომიკურ სტაგნაციაშია და მოსახლეობის მდგომარეობა არ უმჯობესდება..." - აცხადებს ექსპერტი "ამერიკის ხმასთან" საუბარში და დასძენს, რომ ყველაფერთან ერთად, რუსები სხვადასხვა მიზეზების გამო, ნატოს საფრთხედ აღიქვამენ და სამყაროზე პარანოიდული შეხედულება აქვთ. "სწორედ ამის გამო, სურთ ყველას, განსაკუთრებით ამერიკას საკუთარი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები დაანახონ,"- აღნიშნავს ექსპერტი.

რაც შეეხება, წვრთნების ჩასატარებელ ტერიტორიას, მისივე შეფასებით, ეს ადგილი მათ შემთხვევით არ აურჩევიათ, მით უფრო, რომ რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე არაერთი ადგილის შერჩევა შეეძლო, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ესაზღვრება. ამით იმის დემონსტრირება უნდათ, რომ ბელორუსს მნიშვნელოვან ქვეყნად მიიჩნევენ და რომ ბელორუსი რუსეთს ეკუთვნის.

"შემდეგი სიგნალი ბელორუსისკენ არის მიმართული - რუსეთი მინსკს ეუბნება, რომ რუსეთის ორბიტიდან გადახვევა არც კი იფიქროს. ასევე უდავოა ის, რომ რუსეთი ნატოს ეუბნება, რომ იცის, რომ ბალტიისპირეთი ნატოს ერთგვარი სუსტი წერტილია...",- აღნიშნავს ფრენკლინ ჰოლკომი, რომლის თქმითაც, რუსეთი დასავლეთის სამხედრო ოლქს უკვე რამდენიმე წელია აძლიერებს და მისი ჯარი სტრატეგიულ ადგილებში უკვე განლაგებულია...

რაც შეეხება წვრთნების პოლიტიკურ გზავნილს, - რუსეთი დასავლეთს ეუბნება, რომ რუსეთი ძლიერი სამხედრო ძალაა და მის საქმეებში ჩარევაზე არც კი იფიქრონ. ამით კრემლს უნდა თქვას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან შესაძლო იქნება სამხედრო რეაგირება.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე