მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - პოროშენკომ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება ქართულ მხარეს ხაფანგში ყველის სახით ჩაუდო, რასაც ჩვენი ხელისუფლება წამოეგო
გია ხუხაშვილი - პოროშენკომ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება ქართულ მხარეს ხაფანგში ყველის სახით ჩაუდო, რასაც ჩვენი ხელისუფლება წამოეგო

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­რო­შენ­კომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის მქო­ნე კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ხე­ლის შე­სა­ხო­ცად გა­მო­ი­ყე­ნა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ამას­თან, ხუ­ხაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბო­ლოო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არ არის.

ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში დღის წეს­რიგს კვლავ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქმნის და მისი ოპო­ნენ­ტე­ბი უფრო რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში არი­ან.

"შე­საძ­ლოა სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბო­ლოო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის. ყვე­ლა შე­ხე­დავს მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბას და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისე იმოქ­მე­დებს, რა­საც მოვ­ლე­ნე­ბის ლო­გი­კა აჩ­ვე­ნებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ერთ კონ­კრე­ტულ სცე­ნარ­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია. ვი­თა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რია, მაგ­რამ ჩვენ­თვის მთა­ვა­რი ის არის, რომ ამ გა­უ­გებ­რო­ბა­სა და მა­რაზმში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვილს აქვს გათ­ვლი­ლი და მისი ოპო­ნენ­ტე­ბი უფრო რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში არი­ან, დღის წეს­რიგს ისევ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქმნის. ამ გა­უ­გებ­რო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან უაზ­როდ არის გაკ­ვე­ტე­ბუ­ლი. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ იმოქ­მე­დებს, შე­ეც­დე­ბა რომ ჩვენ შეგ­ვა­ხო­ცოს ხელი. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს ჩვე­ნებს ისე ღრმად აქვთ შე­ტო­პი­ლი და ისე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ აღე­ბუ­ლი, რომ მო­უ­წევთ მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა შემ­დგომ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. რაში სჭირ­დე­ბო­დათ ამ მა­რაზმში შეკ­ვე­ტე­ბა, ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია. ფაქ­ტობ­რი­ვად, პო­რო­შენ­კომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა საკ­მა­ოდ სა­ეჭ­ვო და ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის მქო­ნე კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ხე­ლის შე­სა­ხო­ცად და რო­გორც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კის არა­ფე­რი გა­ე­გე­ბა, ამ ძა­ლი­ან დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ვო­კა­ცი­ა­ში ამო­ყო თავი მოქ­მედ პი­რად, როცა ამის არა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ იყო", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბის თე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა არ­ჩევ­ნებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, "ვიწ­რო გა­გე­ბაა".

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა ძა­ლი­ან დიდ შარ­ში. ახლა უკვე ფაქ­ტობ­რი­ვად, პო­რო­შენ­კოს აქვს მე­ქა­ნიზ­მი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხელი შე­ა­ხო­ცოს ამ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­დალ­ში. მე ეს არ მიკ­ვირს, რად­გან მრა­ვალ­წლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გათ­ვლე­ბის უნა­რე­ბი ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რომ არ არ­სე­ბობ­და ვი­ცო­დი, მაგ­რამ სწორ ად­გილ­ზე რომ პრობ­ლე­მა გა­ი­ჩა­ლი­ჩო, ამას ძა­ლი­ან დიდი სიბ­რიყ­ვე სჭირ­დე­ბა, რაც, რო­გორც ჩანს, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ჩვენ­თვის. პო­რო­შენ­კო ჩა­მო­ვი­და, შე­ი­ტყუა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხა­ფან­გში და თა­ვი­სი ემო­ცი­უ­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადა­მი­ა­ნუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბრიყ­ვულ ხა­ფან­გში შეყ­ვეს თავი. პო­რო­შენ­კომ ყვე­ლის სა­ხით ჩა­უ­დო სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხა­ფან­გში და ამას ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად წა­მო­ე­გო", - აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა.

ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზღვარ­თან აუ­ცი­ლებ­ლად მივა, თუმ­ცა ამის შემ­დეგ რა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს, თუმ­ცა ის ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლას 10 სექ­ტემ­ბერს გეგ­მავს. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლო სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას და სამ­შობ­ლო­ში მის ექ­სტრა­დი­რე­ბას ითხოვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გია ხუხაშვილი - პოროშენკომ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება ქართულ მხარეს ხაფანგში ყველის სახით ჩაუდო, რასაც ჩვენი ხელისუფლება წამოეგო

გია ხუხაშვილი - პოროშენკომ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება ქართულ მხარეს ხაფანგში ყველის სახით ჩაუდო, რასაც ჩვენი ხელისუფლება წამოეგო

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოროშენკომ ჩვენი ხელისუფლება ნეგატიური შედეგების მქონე კომბინაციაში ხელის შესახოცად გამოიყენა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ამასთან, ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერში დღის წესრიგს კვლავ მიხეილ სააკაშვილი ქმნის და მისი ოპონენტები უფრო რეაგირების რეჟიმში არიან.

"შესაძლოა სააკაშვილთან დაკავშირებით საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ყველა შეხედავს მოვლენათა განვითარებას და უკრაინის ხელისუფლება ისე იმოქმედებს, რასაც მოვლენების ლოგიკა აჩვენებს. ჯერჯერობით ერთ კონკრეტულ სცენარზე საუბარი რთულია. ვითარება უკრაინის ხელისუფლებისთვის საკმაოდ პრობლემატურია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ამ გაუგებრობასა და მარაზმში, რომელიც მხოლოდ სააკაშვილს აქვს გათვლილი და მისი ოპონენტები უფრო რეაგირების რეჟიმში არიან, დღის წესრიგს ისევ სააკაშვილი ქმნის. ამ გაუგებრობაში საქართველოს ხელისუფლება ძალიან უაზროდ არის გაკვეტებული. უკრაინის ხელისუფლება თუ იმოქმედებს, შეეცდება რომ ჩვენ შეგვახოცოს ხელი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს ჩვენებს ისე ღრმად აქვთ შეტოპილი და ისეთი ვალდებულებები აქვთ აღებული, რომ მოუწევთ მინიმუმ ნახევარი პასუხისმგებლობის აღება შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე. რაში სჭირდებოდათ ამ მარაზმში შეკვეტება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ფაქტობრივად, პოროშენკომ ჩვენი ხელისუფლება გამოიყენა საკმაოდ საეჭვო და ნეგატიური შედეგების მქონე კომბინაციაში ხელის შესახოცად და როგორც დამახასიათებელია ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელსაც პოლიტიკის არაფერი გაეგება, ამ ძალიან დიდ საერთაშორისო პროვოკაციაში ამოყო თავი მოქმედ პირად, როცა ამის არანაირი საჭიროება და აუცილებლობა არ იყო", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლოა სააკაშვილის ექსტრადირების თემის გააქტიურება არჩევნებს უკავშირდებოდეს, "ვიწრო გაგებაა".

"ხელისუფლება შემთხვევით აღმოჩნდა ძალიან დიდ შარში. ახლა უკვე ფაქტობრივად, პოროშენკოს აქვს მექანიზმი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეახოცოს ამ ძალიან სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში. მე ეს არ მიკვირს, რადგან მრავალწლიანი პოლიტიკური გათვლების უნარები ჩვენს ხელისუფლებაში რომ არ არსებობდა ვიცოდი, მაგრამ სწორ ადგილზე რომ პრობლემა გაიჩალიჩო, ამას ძალიან დიდი სიბრიყვე სჭირდება, რაც, როგორც ჩანს, დამახასიათებელია ჩვენთვის. პოროშენკო ჩამოვიდა, შეიტყუა ჩვენი ხელისუფლება ხაფანგში და თავისი ემოციური, აბსოლუტურად ადამიანური და პოლიტიკურად აბსოლუტურად ბრიყვულ ხაფანგში შეყვეს თავი. პოროშენკომ ყველის სახით ჩაუდო სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება ხაფანგში და ამას ჩვენი ხელისუფლება ძალიან კარგად წამოეგო", - აღნიშნა ექსპერტმა.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი საზღვართან აუცილებლად მივა, თუმცა ამის შემდეგ რა პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ჯერჯერობით ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა შეჩერებული აქვს, თუმცა ის ქვეყანაში ჩასვლას 10 სექტემბერს გეგმავს. ამასთან, საქართველო სააკაშვილის დაკავებას და სამშობლოში მის ექსტრადირებას ითხოვს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."