პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ანბანი მაისურებზე - სტარტაპი, რომელიც ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს
ქართული ანბანი მაისურებზე  - სტარტაპი, რომელიც ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

მა­ი­სუ­რე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით - ასე­თია ახა­ლი ქარ­თუ­ლი სტარ­ტა­პის "ან­ბა­ნი Anbani" შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდ ინ­ტე­რეს­სა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბას იწ­ვევს რო­გორც ქარ­თვე­ლებ­ში, ისე უცხო­ე­ლებ­ში.

სტარ­ტაპს ორი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჰყავს - 28 წლის ქეთი გე­გი­ძე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში მუ­შა­ობს და ყო­ველ­თვის უნ­დო­და შე­ექ­მნა რა­ი­მე ახა­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და 29 წლის თე­მუ­კა ლეჟა­ვა, რო­მე­ლიც 26 წელი ია­პო­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და და ახლა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის სა­ზღვრებს გა­რეთ გა­ტა­ნას ცდი­ლობს.

"გვინ­დო­და შეგ­ვექ­მნა ისე­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, რო­გორც ქარ­თვე­ლის­თვის, ასე­ვე უცხო­ე­ლის­თვის თა­ვი­სი ქარ­თუ­ლი მო­ტი­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამ მიზ­ნით ერთ-ერთი მთა­ვა­რი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­დავ­წყვი­ტეთ უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე კუ­თხით და სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­არ­ზე ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი და­ვი­ტა­ნეთ. ეს ერ­თგვარ გა­მოწ­ვე­ვა­სა­ვით გა­მო­ვი­და. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ინ­ტე­რეს­დე­ბა რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მისი სა­ხე­ლის ინი­ცი­ა­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­მა­ტუ­რად ერ­თვე­ბა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის უკე­თე­სად აღ­ქმის პრო­ცეს­ში. მა­ი­სუ­რებს ხში­რად სა­ჩუქ­რად ყი­დუ­ლო­ბენ და სხვაც ამ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე ხდე­ბა," - გან­მარ­ტავს სტარ­ტა­პე­რი ქეთი გე­გი­ძე.

ამ­ჟა­მად სტარ­ტა­პი მომ­ხა­რე­ბელს ტან­საც­მლი­სა და ჩან­თე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ ასორ­ტი­მენტს სთა­ვა­ზობს. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია "ან­ბა­ნის" თავ­და­პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი - მა­ი­სუ­რი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი და მხედ­რუ­ლი ან­ბა­ნი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

"ან­ბა­ნის თემა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ბოლო ხა­ნებ­ში. თით­ქოს უფრო და­ვა­ფა­სეთ ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა. ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი დამ­წერ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მა­ზი და ეს­თე­ტი­უ­რია. ეს არის ის თემა, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ტე­რეს­დეს რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა და ასა­კი­სა. ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა -არა­ერ­თხელ შეგ­ვიმ­ჩნე­ვია სა­ზღვრებს გა­რეთ უცხო­ე­ლე­ბი ჩვე­ნი მა­ი­სუ­რე­ბით, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს და უფრო მეტ სტი­მულს გვმა­ტებს," - აღ­ნიშ­ნავს ქეთი გე­გი­ძე.

"ან­ბა­ნის" პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ონ­ლა­ინ, ასე­ვე, "ბიბ­ლუ­სის" რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ა­ში. სტარ­ტა­პე­რე­ბი სა­მო­მავ­ლოდ სა­კუ­თა­რი ვებგ­ვერ­დის შექ­მნა­საც აპი­რე­ბენ, რაც მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, ან­ბა­ნის დი­ზა­ი­ნით მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ტან­საც­მე­ლი სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შექ­მნას და შე­ი­ძი­ნოს.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: Advan/ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ქართული ანბანი მაისურებზე - სტარტაპი, რომელიც ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

ქართული ანბანი მაისურებზე  - სტარტაპი, რომელიც ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

მაისურები და აქსესუარები ქართული ანბანის  გამოსახულებით - ასეთია ახალი ქართული სტარტაპის "ანბანი Anbani" შეთავაზება, რომელიც საკმაოდ დიდ ინტერესსა და გამოხმაურებას იწვევს როგორც ქართველებში, ისე უცხოელებში.

სტარტაპს ორი დამფუძნებელი ჰყავს - 28 წლის ქეთი გეგიძე, რომელიც სახელმწიფო უწყებაში მუშაობს და ყოველთვის უნდოდა შეექმნა რაიმე ახალი და განსხვავებული და 29 წლის თემუკა ლეჟავა, რომელიც 26 წელი იაპონიაში ცხოვრობდა და ახლა სამშობლოში დაბრუნებული ქართული პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანას ცდილობს.

"გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც მიმზიდველი იქნებოდა, როგორც ქართველისთვის, ასევე უცხოელისთვის თავისი ქართული მოტივებიდან გამომდინარე.  ამ მიზნით  ერთ-ერთი მთავარი ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია გადავწყვიტეთ უფრო თანამედროვე კუთხით და სხვადასხვა აქსესუარზე ქართული ანბანი დავიტანეთ. ეს ერთგვარ გამოწვევასავით გამოვიდა. მომხმარებელი ინტერესდება როგორ გამოიყურება მისი სახელის ინიციალი. შესაბამისად, ავტომატურად ერთვება ქართული ანბანის უკეთესად აღქმის პროცესში. მაისურებს ხშირად საჩუქრად ყიდულობენ და სხვაც ამ პროცესის მონაწილე ხდება," - განმარტავს სტარტაპერი ქეთი გეგიძე.

ამჟამად სტარტაპი მომხარებელს ტანსაცმლისა და ჩანთების განსხვავებულ ასორტიმენტს სთავაზობს. თუმცა ყველაზე მოთხოვნადია "ანბანის" თავდაპირველი პროდუქტი - მაისური, რომელიც ქართული ასომთავრული და მხედრული ანბანითაა გაფორმებული.

"ანბანის თემა ძალიან აქტუალური გახდა ბოლო ხანებში. თითქოს უფრო დავაფასეთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენი უნიკალური დამწერლობა განსაკუთრებით ლამაზი და ესთეტიურია. ეს არის ის თემა, რომლითაც შეიძლება დაინტერესდეს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ძალიან გვიხარია, რომ  ჩვენი მოლოდინი გამართლდა -არაერთხელ შეგვიმჩნევია საზღვრებს გარეთ  უცხოელები ჩვენი მაისურებით,  რაც ძალიან გვახარებს და უფრო მეტ სტიმულს გვმატებს," - აღნიშნავს ქეთი გეგიძე.

"ანბანის" პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე, "ბიბლუსის" რამდენიმე მაღაზიაში. სტარტაპერები სამომავლოდ  საკუთარი ვებგვერდის შექმნასაც აპირებენ, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას  მისცემს, ანბანის დიზაინით მისთვის სასურველი ტანსაცმელი სახლიდან გაუსვლელად შექმნას და შეიძინოს.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"