საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელტონ ჯონის კონცერტი მომავალ წელს გაიმართება
ელტონ ჯონის კონცერტი მომავალ წელს გაიმართება

ბრი­ტა­ნე­ლი პოპ და როკ-მუ­სი­კო­სის, მომ­ღერ­ლი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის, ელ­ტონ ჯო­ნი­სა და მისი ბენ­დის კონ­ცერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2018 წლის 30 ივ­ნის­სა და 1-ელ ივ­ლისს ჩა­ტარ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ის­თერნ პრო­მო­უ­შე­ნის" დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კე­რე­სე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შე­სა­ბა­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე მხა­რე­ებ­მა ხელი უკვე მო­ა­წე­რეს. "ბლექ სი არე­ნა­ზე" და­გეგ­მი­ლი ეს ორი კონ­ცერ­ტი იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი, რომ­ლებ­საც ელ­ტონ ჯონი მო­მა­ვალ წელს ევ­რო­პა­ში ჩა­ა­ტა­რებს.

ამას­თან, რო­გორც "სო­ლო­ში" აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბის თა­რი­ღე­ბის ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი ელ­ტონ ჯო­ნის ბენ­დის გი­ტა­რის­ტის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გახ­და. დევი ჯო­უნსთო­უ­ნი ელ­ტონ ჯო­ნის ბენდში 1972 წლი­დან უკ­რავს - ჯგუ­ფის შე­უც­ვლე­ლი წევ­რი და მუ­სი­კა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია.

რო­გორც "სო­ლო­ში" გან­მარ­ტა­ვენ, ელ­ტონ ჯონი, მისი ბენ­დი და ბენ­დის მე­ნე­ჯმენ­ტი "სოლო" და "ის­თერნ პრო­მო­უ­შე­ნი" წუ­ხან მომ­ხდა­რის გამო და ბო­დიშს უხ­დი­ან ქარ­თველ მსმე­ნელს. ასე­ვე აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ელ­ტონ ჯო­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ოფი­ცი­ა­ლურ პრეს­რე­ლიზ­საც ავ­რცე­ლებს.

გარ­და ამი­სა, 16 და 17 სექ­ტემ­ბრის კონ­ცერ­ტე­ბის ბი­ლე­თე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, 30 ივ­ნი­სი­სა და 1-ელი ივ­ლი­სის კონ­ცერ­ტებ­ზე დას­წრე­ბას ამა­ვე ბი­ლე­თე­ბით შეძ­ლე­ბენ - 16 სექ­ტემ­ბრის ბი­ლე­თე­ბი გა­და­დის 30 ივ­ნისს, ხოლო 17 სექ­ტემ­ბრის ბი­ლე­თე­ბი - 1-ელი ივ­ლი­სის კონ­ცერ­ტზე.

სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, 2017 წლის 20 სექ­ტემ­ბრი­დან 20 ნო­ემ­ბრამ­დე მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­აბ­რუ­ნონ ბი­ლე­თე­ბი და მი­ი­ღონ ბი­ლე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის თან­ხა.

ამას­თან, ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი თა­რი­ღე­ბით 20 სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა.

ელტონ ჯონის კონცერტი მომავალ წელს გაიმართება

ელტონ ჯონის კონცერტი მომავალ წელს გაიმართება

ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "ისთერნ პრომოუშენის" დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის ხელშეკრულებაზე მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. "ბლექ სი არენაზე" დაგეგმილი ეს ორი კონცერტი იქნება ერთადერთი, რომლებსაც ელტონ ჯონი მომავალ წელს ევროპაში ჩაატარებს.

ამასთან, როგორც "სოლოში" აცხადებენ, საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. დევი ჯოუნსთოუნი ელტონ ჯონის ბენდში 1972 წლიდან უკრავს - ჯგუფის შეუცვლელი წევრი და მუსიკალური დირექტორია.

როგორც "სოლოში" განმარტავენ, ელტონ ჯონი, მისი ბენდი და ბენდის მენეჯმენტი "სოლო" და "ისთერნ პრომოუშენი" წუხან მომხდარის გამო და ბოდიშს უხდიან ქართველ მსმენელს. ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით ელტონ ჯონის წარმომადგენელი ოფიციალურ პრესრელიზსაც ავრცელებს.

გარდა ამისა, 16 და 17 სექტემბრის კონცერტების ბილეთების მფლობელები, 30 ივნისისა და 1-ელი ივლისის კონცერტებზე დასწრებას ამავე ბილეთებით შეძლებენ - 16 სექტემბრის ბილეთები გადადის 30 ივნისს, ხოლო 17 სექტემბრის ბილეთები - 1-ელი ივლისის კონცერტზე.

სურვილის შემთხვევაში, 2017 წლის 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე მომხმარებლებს შეუძლიათ დააბრუნონ ბილეთები და მიიღონ ბილეთების ღირებულების თანხა.

ამასთან, ბილეთების გაყიდვა განახლებული თარიღებით 20 სექტემბრიდან დაიწყება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება