სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ მსოფლიო ვითარდება, ჩვენ ისევ საბჭოთა განათლების სისტემა გვაქვს..." - რას ყვება 16 წლის თელაველი ბიჭი ამერიკული სკოლის შესახებ
"სანამ მსოფლიო ვითარდება, ჩვენ ისევ საბჭოთა განათლების სისტემა გვაქვს..." - რას ყვება 16 წლის თელაველი ბიჭი ამერიკული სკოლის შესახებ

გი­ორ­გი ორ­კო­დაშ­ვი­ლი 16 წლის თე­ლა­ვე­ლი მოს­წავ­ლეა, რო­მე­ლიც პროგ­რა­მა - FLEX-ის სა­შუ­ა­ლე­ბით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად და იქ ერთი წელი დარ­ჩე­ბა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, ცდი­ლობს იყოს აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქეც - არის ეკო-აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ტრე­ნე­რი და ბლო­გე­რი. გი­ორ­გის თქმით, ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის დროს ყვე­ლა­ფერს გუ­ლის­ყუ­რით აკ­ვირ­დე­ბა, რათა შემ­დეგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, სამ­შობ­ლო­ში სი­ახ­ლე­ე­ბი ჩა­მო­ი­ტა­ნოს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფე­ის­ბუქ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მისი პოს­ტი, სა­დაც გი­ორ­გი ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნი­სა და აღ­ზრდის მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ წერ­და, ათა­სო­ბით ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა წა­ი­კი­თხა და გა­ა­ზი­ა­რა.

დაწ­ვრი­ლე­ბით, თუ რო­გორ ცხოვ­რობს და სწავ­ლობს აშშ-ში 16 წლის ქარ­თვე­ლი ბიჭი, გი­ორ­გი ორ­კო­დაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:

- რთუ­ლი იყო თუ არა ამე­რი­კა­ში ჩას­ვლის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი?

- არა, არა­ნა­ი­რად. პირ­ვე­ლი რაც ამე­რი­კა­ში ჩას­ვლი­სას გა­ვა­კე­თე, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე ექ­სკურ­სია იყო. მე და ჩემ­მა მას­პინ­ძელ­მა ოჯახ­მა ვნა­ხეთ ვა­შინგტო­ნი, ბალ­ტი­მო­რი, ფი­ლა­დელ­ფია, ნიუ იორ­კი და შემ­დეგ ნიუ იორ­კის შტა­ტი­დან ნებ­რას­კამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­ვე­გუე აქა­უ­რო­ბას, რად­გან პირ­ვე­ლი ორი კვი­რა მოგ­ზა­უ­რო­ბით და ჩემ­თვის სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლე­ბის ნახ­ვით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი.

- რო­გორც ვიცი, თქვენ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ამე­რი­კულ­მა სკო­ლამ, რა­ტომ?

- ნიუ იორკმა ვერ გა­მა­ო­ცა ისე, რო­გორც ამე­რი­კულ­მა სკო­ლამ. თით­ქმის თვეა, რაც სწავ­ლა და­ვი­წყე და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ცო­დი ამე­რი­კუ­ლი სწავ­ლის სის­ტე­მის შე­სა­ხებ, მა­ინც ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. დი­ლით 6 სა­ათ­ზე მი­წევს გაღ­ვი­ძე­ბა მაგ­რამ მა­ინც დიდი სი­ხა­რუ­ლით მივ­დი­ვარ სკო­ლა­ში. კომ­პი­უ­ტე­რე­ბი დაგ­ვი­რი­გეს და ყვე­ლა სა­გან­ში ვი­ყე­ნებთ, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებს ელექტრო­ნუ­ლად ვუგ­ზავ­ნით და დედ­ლა­ი­ნე­ბი გვაქვს. მა­გა­ლი­თად 7:24-მდე ან 8:29 მდე, თუ 1 წა­მით მა­ინც და­მაგ­ვი­ან­და, მი­ნულ­დე­ბა ის და­ვა­ლე­ბა. ყვე­ლა კლას­ში პრო­ექ­ტო­რია, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვი­სი საგ­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. გაკ­ვე­თი­ლე­ბი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლია - არც ერთი სა­კი­თხის მო­წო­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­თო­დით არ ხდე­ბა - სულ თა­მა­შე­ბი, აქ­ტი­ვო­ბე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბე­ბი. თავი ტრე­ნინგზე მგო­ნია ხოლ­მე. საგ­ნე­ბი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა - უმე­ტე­სო­ბა კი ისე­თია, ყო­ველ­დღი­უ­რად რომ გა­მო­ი­ყე­ნებ: პერ­სო­ნა­ლუ­რი ფი­ნან­სე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა, თვით-მე­ნე­ჯმენ­ტი, სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი. ყვე­ლა სა­გა­ნი მე ავარ­ჩიე და მხო­ლოდ იმას ვსწავ­ლობ, რაც მა­ინ­ტე­რე­სებს და ვთვლი, რომ გა­მო­მაგ­დე­ბა.

ერთ-ერთი სა­გა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა მაქვს აღე­ბუ­ლი და რა თქმა უნდა, არც ლექ­სებს გვა­ზე­პი­რე­ბი­ნე­ბენ და არც მო­თხრო­ბე­ბის მო­ყო­ლას გვთხო­ვენ. ვკი­თხუ­ლობთ წიგ­ნებს, გან­ვი­ხი­ლავთ, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გად­მოგ­ვაქვს, ვი­დე­ო­ებს ვამ­ზა­დებთ, დის­კუ­სი­ე­ბი გვაქვს, წარ­მოდ­გე­ნებს ვდგამთ, ფილ­მებს ვუ­ყუ­რებთ, წიგნს და ფილ­მს ერ­თმა­ნეთს ვა­და­რებთ. ამ სწავ­ლის სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით, ყვე­ლა მოს­წავ­ლე ვინც გა­ვი­ცა­ნი, უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, იცი­ან რა უნ­დათ, მუ­შა­ო­ბენ, სა­კუ­თა­რი ფული აქვთ, ზოგი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის აგ­რო­ვებს ფულს, ზოგი მან­ქა­ნის­თვის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ 18-ის არ არი­ან, უკვე მშობ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­უძ­ლი­ათ ცხოვ­რე­ბა და მათ ფულს აღარ იყე­ნე­ბენ. ჰოდა ასე, სა­ნამ მსოფ­ლიო ვი­თარ­დე­ბა, ჩვენ ისევ იგი­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა გვაქვს რაც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გვქონ­და, არც ახა­ლი საგ­ნე­ბი გვინ­და და არც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლის მე­თო­დე­ბი. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მინ­და მალე სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყოს ასე­თი სწავ­ლა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბიც მივ­ყვეთ მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბას.

- სა­მო­მავ­ლოდ რა მიზ­ნე­ბი გაქვთ?

- სა­მო­მავ­ლოდ, პირ­ველ რიგ­ში ამე­რი­კა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი მინ­და მქონ­დეს, წარ­მა­ტე­ბა ის იქ­ნე­ბა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტს ვის­წავ­ლი, ყვე­ლა შანსს გა­მო­ვი­ყე­ნებ ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად და ბევრ ადა­მი­ანს გა­ვა­გე­ბი­ნებ სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მე­ლიც დღემ­დე რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის და სი­სას­ტი­კის მსხვერ­პლია.სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ის­ში ვბრუნ­დე­ბი და ვა­პი­რებ ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­საც ამე­რი­კა­ში და­ვაგ­რო­ვებ, მანდ გა­მო­ვი­ყე­ნო, გა­ვუ­ზი­ა­რო ბევრ ადა­მი­ანს და ის, რა­საც აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­კე­თებ­დი, უფრო ახა­ლი მე­თო­დე­ბით და ახა­ლი სტი­ლით ვა­კე­თო.

- რას ეტყო­დი და ურ­ჩევ­დი შენს თა­ნა­ტო­ლებს?

- ალ­ბათ იმას, რომ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ენერ­გია არ და­ზო­გონ და კი­დევ იმას, რომ გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"სანამ მსოფლიო ვითარდება, ჩვენ ისევ საბჭოთა განათლების სისტემა გვაქვს..." - რას ყვება 16 წლის თელაველი ბიჭი ამერიკული სკოლის შესახებ

"სანამ მსოფლიო ვითარდება, ჩვენ ისევ საბჭოთა განათლების სისტემა გვაქვს..." - რას ყვება 16 წლის თელაველი ბიჭი ამერიკული სკოლის შესახებ

გიორგი ორკოდაშვილი 16 წლის თელაველი მოსწავლეა, რომელიც პროგრამა - FLEX-ის საშუალებით ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა სასწავლებლად და იქ ერთი წელი დარჩება. როგორც თავად ამბობს, აქტიური ადამიანია, ცდილობს იყოს აქტიური მოქალაქეც - არის ეკო-აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის დამფუძნებელი, ტრენერი და ბლოგერი. გიორგის თქმით, ამერიკაში ყოფნის დროს ყველაფერს გულისყურით აკვირდება, რათა შემდეგში, საქართველოში დაბრუნებულმა, სამშობლოში სიახლეები ჩამოიტანოს.

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქში გამოქვეყნებული მისი პოსტი, სადაც გიორგი ამერიკული სკოლის განათლების დონისა და აღზრდის მეთოდების შესახებ წერდა, ათასობით ინტერნეტმომხმარებელმა წაიკითხა და გააზიარა.

დაწვრილებით, თუ როგორ ცხოვრობს და სწავლობს აშშ-ში 16 წლის ქართველი ბიჭი, გიორგი ორკოდაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს:

- რთული იყო თუ არა ამერიკაში ჩასვლის პირველი დღეები?

- არა, არანაირად. პირველი რაც ამერიკაში ჩასვლისას გავაკეთე, აღმოსავლეთ სანაპიროზე ექსკურსია იყო. მე და ჩემმა მასპინძელმა ოჯახმა ვნახეთ ვაშინგტონი, ბალტიმორი, ფილადელფია, ნიუ იორკი და შემდეგ ნიუ იორკის შტატიდან ნებრასკამდე მნიშვნელოვანი სანახაობები, შესაბამისად ძალიან მარტივად შევეგუე აქაურობას, რადგან პირველი ორი კვირა მოგზაურობით და ჩემთვის საოცნებო ადგილების ნახვით ვიყავი დაკავებული.

- როგორც ვიცი, თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამერიკულმა სკოლამ, რატომ?

- ნიუ იორკმა ვერ გამაოცა ისე, როგორც ამერიკულმა სკოლამ. თითქმის თვეა, რაც სწავლა დავიწყე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიცოდი ამერიკული სწავლის სისტემის შესახებ, მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დილით 6 საათზე მიწევს გაღვიძება მაგრამ მაინც დიდი სიხარულით მივდივარ სკოლაში. კომპიუტერები დაგვირიგეს და ყველა საგანში ვიყენებთ, საშინაო დავალებებს ელექტრონულად ვუგზავნით და დედლაინები გვაქვს. მაგალითად 7:24-მდე ან 8:29 მდე, თუ 1 წამით მაინც დამაგვიანდა, მინულდება ის დავალება. ყველა კლასში პროექტორია, ყველა მასწავლებელი თავისი საგნის პროფესიონალია. გაკვეთილები ძალიან სახალისო და ინფორმაციულია - არც ერთი საკითხის მოწოდება ჩვეულებრივი მეთოდით არ ხდება - სულ თამაშები, აქტივობები, საინტერესო დავალებები. თავი ტრენინგზე მგონია ხოლმე. საგნები ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა - უმეტესობა კი ისეთია, ყოველდღიურად რომ გამოიყენებ: პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი, კომუნიკაციების ხელოვნება, თვით-მენეჯმენტი, საჯარო გამოსვლები. ყველა საგანი მე ავარჩიე და მხოლოდ იმას ვსწავლობ, რაც მაინტერესებს და ვთვლი, რომ გამომაგდება.

ერთ-ერთი საგანი ლიტერატურა მაქვს აღებული და რა თქმა უნდა, არც ლექსებს გვაზეპირებინებენ და არც მოთხრობების მოყოლას გვთხოვენ. ვკითხულობთ წიგნებს, განვიხილავთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოგვაქვს, ვიდეოებს ვამზადებთ, დისკუსიები გვაქვს, წარმოდგენებს ვდგამთ, ფილმებს ვუყურებთ, წიგნს და ფილმს ერთმანეთს ვადარებთ. ამ სწავლის სისტემის მეშვეობით, ყველა მოსწავლე ვინც გავიცანი, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია, იციან რა უნდათ, მუშაობენ, საკუთარი ფული აქვთ, ზოგი უნივერსიტეტისთვის აგროვებს ფულს, ზოგი მანქანისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 18-ის არ არიან, უკვე მშობლებისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ ცხოვრება და მათ ფულს აღარ იყენებენ. ჰოდა ასე, სანამ მსოფლიო ვითარდება, ჩვენ ისევ იგივე განათლების სისტემა გვაქვს რაც საბჭოთა კავშირში გვქონდა, არც ახალი საგნები გვინდა და არც განსხვავებული სწავლის მეთოდები. ძალიან, ძალიან მინდა მალე საქართველოშიც იყოს ასეთი სწავლა და საქართველოში მცხოვრები მოსწავლეებიც მივყვეთ მსოფლიოს განვითარებას.

- სამომავლოდ რა მიზნები გაქვთ?

- სამომავლოდ, პირველ რიგში ამერიკაში წარმატებული წელი მინდა მქონდეს, წარმატება ის იქნება, რომ რაც შეიძლება მეტს ვისწავლი, ყველა შანსს გამოვიყენებ ახალი გამოცდილებების მისაღებად და ბევრ ადამიანს გავაგებინებ საქართველოზე, ქვეყანაზე, რომელიც დღემდე რუსეთის ოკუპაციის და სისასტიკის მსხვერპლია. საქართველოში მაისში ვბრუნდები და ვაპირებ ის გამოცდილება, რასაც ამერიკაში დავაგროვებ, მანდ გამოვიყენო, გავუზიარო ბევრ ადამიანს და ის, რასაც აქამდე საქართველოში ვაკეთებდი, უფრო ახალი მეთოდებით და ახალი სტილით ვაკეთო.

- რას ეტყოდი და ურჩევდი შენს თანატოლებს?

- ალბათ იმას, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად ენერგია არ დაზოგონ და კიდევ იმას, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი