როგორ ცხოვრობს და რაზე ოცნებობს სექსუალური ქართველი პოლიციელი - "უბან­ში ბირ­ჟა­ზე ჯდო­მა უფ­რო მსი­ა­მოვ­ნებს, ვიდ­რე გა­სე­ირ­ნე­ბა"

როგორ ცხოვრობს და რაზე ოცნებობს სექსუალური ქართველი პოლიციელი - "უბან­ში ბირ­ჟა­ზე ჯდო­მა უფ­რო მსი­ა­მოვ­ნებს, ვიდ­რე გა­სე­ირ­ნე­ბა"

პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი, ელე­ნე ზან­გუ­რი აგ­ვის­ტოს ცხელ დღე­ებს აჭა­რა­ში, შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ატა­რებს. შვე­ბუ­ლე­ბის დროს წიგ­ნი მი­სი ერ­თ­გუ­ლი მე­გო­ბა­რია, უყ­ვარს მთაც და ზღვაც, თუმ­ცა, ბო­ლო დროს, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, "პენ­სი­ო­ნე­რულ" დას­ვე­ნე­ბას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

- ელე­ნე, სად ატა­რებ აგ­ვის­ტოს ცხელ დღე­ებს?

- ტრა­დი­ცი­უ­ლად, რო­გორც ყო­ველ წელს, ახ­ლაც ჩემს გო­გო­ნებ­თან ერ­თად, ბა­თუმ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. დი­დი სა­მე­გობ­რო გვაქვს და ძა­ლი­ა­ნაც რომ მო­ვინ­დო­მო, ვერ მო­ვიწყენ. ჩვე­ნი სახ­ლი, სა­დაც ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბით, პან­სი­ო­ნატს ჰგავს. მე­გობ­რებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ვცდი­ლობ, ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა არც ერთ ზაფხულს არ მო­ვიკ­ლო. მათ­თან ყოფ­ნა და­დე­ბი­თად მმუხ­ტავს და მთე­ლი წე­ლი მიმ­ყ­ვე­ბა.

- ზღვა თუ მთა - რო­მელს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- რაც უფ­რო გა­დის დრო, ვხვდე­ბი, რომ სა­ჩე­მო მთის კუ­რორ­ტე­ბია. ნამ­დ­ვი­ლი სუ­ლი­ე­რი დას­ვე­ნე­ბა თუ გინ­და, ამას მხო­ლოდ მთა­ში შეძ­ლებ... სიწყ­ნა­რე­ში, ულა­მა­ზეს ბუ­ნე­ბა­ში და­ა­ლა­გებ აზ­რებს და იპო­ვი სა­კუ­თარ თავს. კარ­გად გა­ა­ნა­ლი­ზებ მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე რა შექ­მე­ნი, რა გა­ა­კე­თე, რა შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვი, რის გა­მოს­წო­რე­ბას შეძ­ლებ და ასე და­გეგ­მავ მომ­დევ­ნო სა­მუ­შაო წე­ლი­წადს.

- რო­გორ დას­ვე­ნე­ბას ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას - აქ­ტი­ურს თუ უფ­რო "პენ­სი­ო­ნე­რულს"?

- ალ­ბათ, ორი­ვეს ერ­თად. თუმ­ცა, "პენ­სი­ო­ნე­რუ­ლი" უფ­რო აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და ჩემ­თ­ვის ამ ბო­ლო დროს. შე­მიძ­ლია, მთე­ლი დღე გა­ვა­ტა­რო ჰა­მაკ­ში და ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზით დავ­ტ­კ­ბე.

- დას­ვე­ნე­ბის დროს წიგ­ნის კითხ­ვა თუ გიყ­ვარს?

- დას­ვე­ნე­ბის დროს, წიგ­ნი ჩე­მი გა­ნუყ­რე­ლი მე­გო­ბა­რია. არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, პლაჟ­ზე ვიქ­ნე­ბი თუ სო­ფელ­ში, ხან­და­ხან იმ­დე­ნი წიგ­ნი მი­მაქვს ხოლ­მე, რომ ვხუმ­რობ, - ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან გა­მოქ­ცე­ულს ვგა­ვარ-მეთ­ქი (ი­ცი­ნის).

- კლუ­ბებ­ში თუ და­დი­ხარ ზღვა­ზე ყოფ­ნის დროს? ცეკ­ვა გიყ­ვარს?

- ზღვა­ზე ყოფ­ნის დროს, თით­ქ­მის ყო­ველ სა­ღა­მოს კლუბ­ში ან ბარ­ში ვა­ტა­რებ, ანუ იქ, სა­დაც მუ­სი­კა, ცეკ­ვა და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოა. ვერ გეტყ­ვი, რომ კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის დი­დი ფა­ნი ვარ, თუმ­ცა, შვე­ბუ­ლე­ბის დროს ესეც კარ­გია.

- რა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შენ­თ­ვის, სიწყ­ნა­რე და სიმ­შ­ვი­დე თუ ხალ­ხ­მ­რა­ვალ ად­გილ­ზე ყოფ­ნა და მხი­ა­რუ­ლე­ბა?

- რაც უფ­რო მე­ტი დრო გა­დის, მით მე­ტად ვხდე­ბი სიწყ­ნა­რის, სიმ­შ­ვი­დის მოყ­ვა­რუ­ლი. სიმ­ყუდ­რო­ვე­სა და უბ­რა­ლო­ე­ბას ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას... ხან­და­ხან, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, უბან­ში "ბირ­ჟა­ზე" ჯდო­მა უფ­რო მსი­ა­მოვ­ნებს, ვიდ­რე გა­სე­ირ­ნე­ბა ან კა­ფე­ში ყა­ვის და­ლე­ვა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი