რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრები ფაიფურის ნაწარმზე მოხვდა. ქართველი ხელოვანის და ცნობილი გერმანული ბრენდის "ვილეროი და ბოხის" ერთობლივი კოლაბორაცია, ბრენდის საქართველოსთან თანამშრომლობის ათი წლის იუბილეს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა "ვილეროი და ბოხის" ჭურჭლის მიმართულების დირექტორი ნიკოლა ვილეროი, რომელმაც ქართველი ხელოვანის და ბრენდის ერთობლივი კოლაბორაცია პირველად სწორედ თბილისში ნახა, ნანახით კი აღფრთოვანდა.
"ბრენდის საქართველოსთან თანამშრომლობის ათი წლის იუბილეს აღსანიშნავად გვინდოდა რაღაც განსაკუთრებილი გაგვეკეთებინა. ამიტომ გადავწყვიტეთ კოლაბორაცია რუსუდან ფეტვიაშვილთან, მისი ფერები, დახვეწილი სახეები და ავტოგრაფი ამ ჭიქებს განსაკუთრებულს ხდის" - განაცხადა ნიკოლა ვილეროიმ.
რაც შეეხება თავად რუსუდან ფეტვიაშვილს, როგორც საღამოზე შეკრებულ სტუმრებს განუცხადა, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვრის საყვარელი ბრენდი სწორედ "ვილეროი და ბოხია", თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა თუ მათთან თანამშრომლობა მოუწევდა.
აზე მუშაობა კი მისი დიდი ხნის სურვილი, რომელიც წლების შემდეგ მის საყვარელ ბრენდთან ერთად გააცოცხლა და ასე შეიქმნა "სიყვარული და ჰარმონია ურთიერთობაში".
"ჭურჭელზე მოხატვა ყოველთვის მიზიდავდა, ფაიფურის მიმართ ინტერესი დიდი ხნის წინ მქონდა. როდესაც შემომთავაზეს ეს კოლაბორაცია, თავიდან ვიფიქრე ისტორიული ნახატები შემექმნა, მაგრამ საბოლოოდ სიყვარულზე შევჩერდი. სამი სასიყვარულო ნაშრომი შევქმენი, ეს არის ბიჭის და გოგოს სიყვარულის ისტორია, თავისი ემოციებით და ხასიათით" - განაცხადა რუსუდან ფეტვიაშვილმა.
გიორგი მახათაძე, "ლუქსი ინტერიერის" დამფუძნებელი: "10 წელია რაც თბილისში გაიხსნა "ვილეროი და ბოხის" ბრენდ მაღაზია. ამ თარიღის აღსანიშნავად, გვინდოდა, რაღაც განსაკუთრებული და ქართული გაგვეკეთებინა. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რომელი ქართველი მხატვარი შეძლებდა დაგვხმარებოდა ამ საქმეში.
ჩემმა მეუღლემ, ნათია ფოფხაძემ, მომაწოდა აზრი რომ საინტერესო იქნებოდა იმ ადამიანის ხელოვნების გაშუქება, რომელსაც დიდ პატივს სცემენ როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში. ამიტომაც, ჩვენი არჩევანი შეჩერდა რუსუდან ფეტვიაშვილზე. ბრენდმა გვიკარნახა რა ზომის ნახატის დატანა იყო შესაძლებელი ჭიქაზე. რუსუდანმა შექმნა რამდენიმე ილუსტრაცია და ამ პროცესში ის თავისუფალი იყო.
გამორიცხული არ არის, ქართველი მხატვრის მიერ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მოხატული გერმანული ბრენდის ჭურჭელი, სერიულ წარმოებაშიც ჩაეშვას და მსოფლიოს მასშტაბითაც გაიყიდოს.
თამარ ბოჭორიშვილი
იხილეთ: Famous Georgian artist’s paintings adorn Villeroy&Boch tableware