საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც თქვენი სკამი მინდა, არც თანამდებობა, მაგრამ მეგობრები როგორ დამაკარგინეთ?" - მელორ ვაჩნაძე მთავრობას და ყოფილ თანამებრძოლებს მიმართავს
"არც თქვენი სკამი მინდა, არც თანამდებობა, მაგრამ მეგობრები როგორ დამაკარგინეთ?" - მელორ ვაჩნაძე მთავრობას და ყოფილ თანამებრძოლებს მიმართავს

წარ­სულ­ში პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე, რო­მე­ლიც "ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, ცი­ხი­დან პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ვრცელ და საკ­მა­ოდ სკან­და­ლურ პოსტს წერს. მას­ში მო­იხ­სე­ნი­ებს თა­ვის ყო­ფილ თა­ნა­მებ­რძო­ლებს, რომ­ლებ­თან ერ­თად სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და და რომ­ლე­ბიც ახლა, "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ი­ნიშ­ნენ, თუმ­ცა ძვე­ლი მე­გო­ბა­რი და­ი­ვი­წყეს. ვრცელ პოსტთან ერ­თად, მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე რამ­დე­ნი­მე ფო­ტო­საც ავ­რცე­ლებს, რომ­ლებ­ზეც ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან, დაჩი ცა­გუ­რი­ას­თან, მიშა მესხთან და სხვებ­თან ერ­თა­დაა ასა­ხუ­ლი.

"არ ვი­ძა­ხი რომ ან­გე­ლო­ზი ვარ და არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია სა­ერ­თოდ... მაგ­რამ ვის ტვინ­ში მო­ი­ხარ­შა, რომ ეს ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ათი წლის თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ესე და­ვე­შა­ლეთ და გა­ვე­თი­თო­კა­ცე­ბი­ნეთ... ალ­ბათ ჩემი ბრა­ლი­ცაა, რომ პა­ტარ-პა­ტა­რა კონ­ფლიქ­ტე­ბი, დიდ­ში გა­და­ი­ზარ­და და კონ­კუ­რენ­ცია არა­ჯან­სა­ღი გამ­ხდა­რი­ყო...

ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნის წარ­დგე­ნა­ზე ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გვერ­დზე მედ­გა და ერ­თმა­ნეთს არ მი­ვე­სალ­მეთ, არა­და ამ­დე­ნი ბრძო­ლა ცი­ხემ­დე... ერ­თად ოთხი წელი ცი­ხე­ში... ერ­თმა­ნეთს გლ­და­ნის ცი­ხე­ში რომ შევ­ხვდით ისე გაგ­ვი­ხარ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვიგ­რძე­ნით და ცი­ხის მე­რეც 24 სა­ა­თი ერ­თად მის წარ­დგე­ნამ­დე. ალ­ბათ მო­თხოვ­ნა იყო ვინ­მე პრო­პა­გან­დის­ტი მა­მის...

მარ­თლა გული მწყდე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, არც თქვე­ნი სკა­მი მინ­და არც თა­ნამ­დე­ბო­ბა, მაგ­რამ ეს ერთ დროს ჩემი მე­გობ­რე­ბი რო­გორ და­მა­კარ­გი­ნეთ? მთავ­რო­ბას მივ­მარ­თავ ასე რამ გა­გა­ბო­რო­ტათ? პი­როვ­ნე­ბებს რომ ებ­რძვით და მე­გობ­რე­ბი, რომ გა­და­კი­დეთ ერ­თმა­ნეთს? (ნა­ცებ­მა რაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს)

ჯაბა მარ­თლა გა­მი­ხარ­და შენი ზარი, მაგ­რამ ბევ­რი 24 სა­ა­თი ჩემს სახ­ლში, ოფის­ში თუ მან­ქა­ნა­ში რომ იყო და ოჯა­ხის წევ­რად მი­მაჩ­ნდა ერთხელ არ და­რე­კავს არ იკი­თხავს ცო­ცხა­ლი ვარ მკვდა­რი ვარ... ორი შვი­ლის მამა რითი ვცხოვ­რობ ან სად ვცხოვ­რობ. მარ­თა­ლი იყო ერთი ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი... "ან უნდა ბევ­რი გქონ­დეს და სჭირ­დე­ბო­დე, ან ეში­ნო­დეს"... 90% სი­მარ­თლეა არა­ვის აღარც ეში­ნია (მთავ­რო­ბას) და აღარც მაქვს მიშა მეს­ხის, დაჩი ცა­გუ­რი­ას და ა.შ. ნა­ი­რებს ეხე­ბა (მოყ­ვა­რეს პირ­ში უძ­რა­ხე...) მაგ­რამ ერთს ვი­ტყვი, თუ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­სად­გმე­ლია, მე გა­დავ­დგამ და ყვე­ლას ბო­დიშს მო­ვუხ­დი თუ რამე შე­მე­შა­ლა მე­გობ­რო­ბა­ში ან საქ­მე­ში (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ასე არ ვფიქ­რობ და თუ ვცდე­ბი მი­მი­თი­თეთ).

და­ფიქ­რდით ბი­ჭე­ბო ეს ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად მოკ­ლეა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე, და­ნა­შა­უ­ლის დრო­უ­ლად აღი­ა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ვერ მო­ას­წროს კაც­მა!!!

პ.ს. ყვე­ლას გი­სურ­ვებთ დიდ გა­მარ­ჯვე­ბებს და უფ­ლის წყა­ლო­ბას!!! სა­ჯა­როდ ვდებ პი­რო­ბას რომ მე თქვე­ნი მტე­რი არა­სო­დეს გავ­ხდე­ბი, სულ რომ ჩემი არ­სე­ბო­ბა იყოს ამა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი!!!

პ.ს.ს. მთავ­რო­ბის იმ წევ­რებს რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც წლე­ბი ვიბ­რძო­დი ნუთუ ერთი სი­ტყვა არ და­ვიმ­სა­ხუ­რე, რომ შე­გე­წი­ათ ჩემ­თვის ან 4-წლი­ა­ნი იგ­ნო­რი რითი და­ვიმ­სა­ხუ­რე? უბ­რა­ლოდ არ გიყ­ვართ ამა­ყი და თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი... (კა­ბი­ნე­ტებ­თან ატუზ­ვა ვერ და­ვა­მუ­ღა­მე, მე მა­პა­ტი­ეთ) მე მრცხვე­ნია თქვე­ნი უტიფ­რო­ბის მა­გივ­რად!!! თქვე­ნი და­ვი­წყე­ბუ­ლი მე­გო­ბა­რი: მ. ვაჩ­ნა­ძე" - წერს მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე ვრცელ პოს­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"არც თქვენი სკამი მინდა, არც თანამდებობა, მაგრამ მეგობრები როგორ დამაკარგინეთ?" - მელორ ვაჩნაძე მთავრობას და ყოფილ თანამებრძოლებს მიმართავს

"არც თქვენი სკამი მინდა, არც თანამდებობა, მაგრამ მეგობრები როგორ დამაკარგინეთ?" - მელორ ვაჩნაძე მთავრობას და ყოფილ თანამებრძოლებს მიმართავს

წარსულში პოლიტიკურად აქტიური მელორ ვაჩნაძე, რომელიც "ოცნების" მთავრობის მოსვლის შემდეგ, ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ და საკმაოდ სკანდალურ პოსტს წერს. მასში მოიხსენიებს თავის ყოფილ თანამებრძოლებს, რომლებთან ერთად სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა და რომლებიც ახლა, "ოცნების" ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ, თუმცა ძველი მეგობარი დაივიწყეს. ვრცელ პოსტთან ერთად, მელორ ვაჩნაძე რამდენიმე ფოტოსაც ავრცელებს, რომლებზეც ლევან გოგიჩაიშვილთან, დაჩი ცაგურიასთან, მიშა მესხთან და სხვებთან ერთადაა ასახული.

"არ ვიძახი რომ ანგელოზი ვარ და არაფერი დამიშავებია საერთოდ... მაგრამ ვის ტვინში მოიხარშა, რომ ეს ზოგიერთ შემთხვევაში ათი წლის თანამებრძოლები ესე დავეშალეთ და გავეთითოკაცებინეთ... ალბათ ჩემი ბრალიცაა, რომ პატარ-პატარა კონფლიქტები, დიდში გადაიზარდა და კონკურენცია არაჯანსაღი გამხდარიყო...

ჯაბა ჯიშკარიანის წარდგენაზე ლევან გოგიჩაიშვილი გვერდზე მედგა და ერთმანეთს არ მივესალმეთ, არადა ამდენი ბრძოლა ციხემდე... ერთად ოთხი წელი ციხეში... ერთმანეთს გლდანის ციხეში რომ შევხვდით ისე გაგვიხარდა თავისუფლება ვიგრძენით და ციხის მერეც 24 საათი ერთად მის წარდგენამდე. ალბათ მოთხოვნა იყო ვინმე პროპაგანდისტი მამის...

მართლა გული მწყდება ამ ყველაფერზე, არც თქვენი სკამი მინდა არც თანამდებობა, მაგრამ ეს ერთ დროს ჩემი მეგობრები როგორ დამაკარგინეთ? მთავრობას მივმართავ ასე რამ გაგაბოროტათ? პიროვნებებს რომ ებრძვით და მეგობრები, რომ გადაკიდეთ ერთმანეთს? (ნაცებმა რაც ვერ მოახერხეს)

ჯაბა მართლა გამიხარდა შენი ზარი, მაგრამ ბევრი 24 საათი ჩემს სახლში, ოფისში თუ მანქანაში რომ იყო და ოჯახის წევრად მიმაჩნდა ერთხელ არ დარეკავს არ იკითხავს ცოცხალი ვარ მკვდარი ვარ... ორი შვილის მამა რითი ვცხოვრობ ან სად ვცხოვრობ. მართალი იყო ერთი ჩემი უფროსი მეგობარი... "ან უნდა ბევრი გქონდეს და სჭირდებოდე, ან ეშინოდეს"... 90% სიმართლეა არავის აღარც ეშინია (მთავრობას) და აღარც მაქვს მიშა მესხის, დაჩი ცაგურიას და ა.შ. ნაირებს ეხება (მოყვარეს პირში უძრახე...) მაგრამ ერთს ვიტყვი, თუ პირველი ნაბიჯი გადასადგმელია, მე გადავდგამ და ყველას ბოდიშს მოვუხდი თუ რამე შემეშალა მეგობრობაში ან საქმეში (მიუხედავად იმისა რომ ასე არ ვფიქრობ და თუ ვცდები მიმითითეთ).

დაფიქრდით ბიჭებო ეს ცხოვრება იმდენად მოკლეა და მოულოდნელობებით სავსე, დანაშაულის დროულად აღიარება შეიძლება ვერ მოასწროს კაცმა!!!

პ.ს. ყველას გისურვებთ დიდ გამარჯვებებს და უფლის წყალობას!!! საჯაროდ ვდებ პირობას რომ მე თქვენი მტერი არასოდეს გავხდები, სულ რომ ჩემი არსებობა იყოს ამაზე დამოკიდებული!!!

პ.ს.ს. მთავრობის იმ წევრებს რომლებთან ერთადაც წლები ვიბრძოდი ნუთუ ერთი სიტყვა არ დავიმსახურე, რომ შეგეწიათ ჩემთვის ან 4-წლიანი იგნორი რითი დავიმსახურე? უბრალოდ არ გიყვართ ამაყი და თავმოყვარე ადამიანები... (კაბინეტებთან ატუზვა ვერ დავამუღამე, მე მაპატიეთ) მე მრცხვენია თქვენი უტიფრობის მაგივრად!!! თქვენი დავიწყებული მეგობარი: მ. ვაჩნაძე" - წერს მელორ ვაჩნაძე ვრცელ პოსტში.

ნანუკა ჟორჟოლიანი შრი-ლანკაზე შვილებთან ერთად ისვენებს - ნახეთ ფოტოები

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

მაკა ასათიანი ბებია ხდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება დიზაინერის ორსული რძალი