საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგურის ფილები ყავის მარცვლებით და თქვენი ინიციალებით - ქართული კომპანიის Geonewstyle-ის უნიკალური შეთავაზება
აგურის ფილები ყავის მარცვლებით და თქვენი ინიციალებით - ქართული კომპანიის Geonewstyle-ის უნიკალური შეთავაზება

ინ­ტე­რი­ე­რი­სა და ექ­სტე­რი­ე­რის მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი ფი­ლე­ბი ყა­ვის მარ­ცვლე­ბით, ბეწ­ვით, ზღვის კენ­ჭე­ბით ან ნე­ბის­მი­ე­რი, თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი მა­სა­ლით - ეს ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის Geonewstyle-ის ინო­ვა­ცი­აა. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს, ასე­ვე, სთა­ვა­ზობს ექ­სკლუ­ზი­უ­რი დი­ზა­ი­ნის მო­სა­პირ­კე­თე­ბელ მა­სა­ლას, სა­დაც კლი­ენ­ტის სურ­ვი­ლი­სა­მებრ გა­მო­სა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ხე­ლი, ლოგო და ინი­ცი­ა­ლე­ბი.

ორ მე­გო­ბარს - კახა თუთ­ბე­რი­ძე­სა და რო­მეო ცი­ნა­ძეს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ­მა ერ­თფე­რო­ვან­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ უბიძ­გა ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სის და­ნერგვის­კენ. კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ მის ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს კახა თუთ­ბე­რი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი ინო­ვა­ცი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ხებ...

- ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი­დეა ადა­მი­ან­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მოს გა­ლა­მა­ზე­ბას და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. კომ­პა­ნი­ის ინო­ვა­ცი­აა დე­კო­რა­ტი­უ­ლი აგუ­რის ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც იდე­ა­ლურ გე­ო­მეტ­რი­ულ ფი­გუ­რას წარ­მო­ად­გენს. მას­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჩა­ის­ვას სხვა­დას­ხვა სა­ხის მა­სა­ლე­ბი. კერ­ძოდ, ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბი, ზღვის კენ­ჭე­ბი, ხის ფაქ­ტუ­რა, ყავა, სარ­კე, მინა, ხე­ლოვ­ნუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი ტყა­ვი, თექა, ფოს­ფო­რის მი­ნა­რე­ვი (მა­ნა­თო­ბე­ლი აგუ­რი), შუ­ქის ამ­რეკ­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­ნი, რაც მომ­ხმა­რე­ბელს ენ­დო­მე­ბა. ინო­ვა­ცი­უ­რია ჩვე­ნი წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­აც. აგუ­რე­ბი და ფი­ლე­ბი მტკი­ცე და ყინ­ვა­გამ­ძლე მა­სა­ლი­სა­გა­ნაა წარ­მო­ე­ბუ­ლი. სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ფი­ლე­ბის შერ­ჩე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ექ­სტე­რი­ე­რი­სათ­ვის, ისე ინ­ტე­რი­ე­რი­სათ­ვის. ასე­ვე, მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­უ­რი დი­ზა­ი­ნის მო­სა­პირ­კე­თე­ბელ მა­სა­ლას, სა­დაც გა­მო­სა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა მათი სა­ხე­ლი, ლოგო და ინი­ცი­ა­ლე­ბი

- სად არის თქვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი?

- ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია, თუმ­ცა შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით. მისი ყიდ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია შპს "ნიუ დი­ზა­ინ­ში". ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე სწო­რედ ბა­ზარ­ზე შეღ­წე­ვაა. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რმა სამ­შე­ნებ­ლო მარ­კეტ­მა უარი თქვა ჩვე­ნი პრო­დუქ­ტის გა­ყიდ­ვა­ზე. მათ სა­კუ­თა­რი იმ­პორ­ტი აქვთ და შე­სა­ბა­მი­სად, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არი­ან მათ მი­ერ­ვე შე­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა?

- ჩვენ ვცდი­ლობთ, მომ­ხმა­რე­ბელს პრო­დუქ­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­საყ­რელ ფა­სად შევ­თა­ვა­ზოთ. თუმ­ცა რიგ შემ­თხვე­ვა­ში ეს არ გა­მო­დის. ფასი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ფი­ლებ­სა და აგუ­რებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ მა­სა­ლა­ზე. ერთი ფი­ლის (20სმ/5სმ) ფასი იწყე­ბა 35 თეთ­რი­დან და 1 500 ლა­რამ­დე ადის.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი? პრო­დუქ­ცი­ის სა­ზღვარ­გა­რეთ რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­საც ხომ არ გეგ­მავთ?

- ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ანა­ლო­გი­ურ იმ­პორ­ტი­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას სრუ­ლად ჩა­ვა­ნაც­ვლებთ. აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ყიდ­ვე­ბის და­წყე­ბა­ზეც. ამ­ჟა­მად მუ­შა­ო­ბა მი­დის რუ­სე­თის, ის­რა­ე­ლი­სა და აშშ-ის ბაზ­რებ­ზე ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის კუ­თხით. წარ­მო­ე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბიზ­ნე­სის ზრდას­თან ერ­თად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ადა­მი­ა­ნებს და­ვა­სა­ქა­მებთ. მათ შო­რის კი შშმ პი­რე­ბიც იქ­ნე­ბი­ან. პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის დას­კვნი­თი ნა­წი­ლი ხე­ლით კეთ­დე­ბა.

- პრო­დუქ­ცია იმ­დე­ნად ინო­ვა­ცი­უ­რია, რომ "ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბა 2017-ზე" წლის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი­სა და წლის ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნე­სის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზეა წარ­დგე­ნი­ლი. რას შეც­ვლის და­ჯილ­დო­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა/გა­მარ­ჯვე­ბა?

- "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნია უფრო ცნო­ბა­დი გახ­დე­ბა. ჩვენს პრო­დუქტს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფარ­თო წრე გა­იც­ნობს. რაც ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა და დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში, რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სრუ­ლად ჩა­ვა­ნაც­ვლოთ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი ნა­წარ­მით.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

R

აგურის ფილები ყავის მარცვლებით და თქვენი ინიციალებით - ქართული კომპანიის Geonewstyle-ის უნიკალური შეთავაზება

აგურის ფილები ყავის მარცვლებით და თქვენი ინიციალებით - ქართული კომპანიის Geonewstyle-ის უნიკალური შეთავაზება

ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი ფილები ყავის მარცვლებით, ბეწვით, ზღვის კენჭებით ან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი მასალით - ეს ქართული კომპანიის Geonewstyle-ის ინოვაციაა. კომპანია მომხმარებელს, ასევე, სთავაზობს ექსკლუზიური დიზაინის მოსაპირკეთებელ მასალას, სადაც კლიენტის სურვილისამებრ გამოსახული იქნება სახელი, ლოგო და ინიციალები.

ორ მეგობარს - კახა თუთბერიძესა და რომეო ცინაძეს ბაზარზე არსებულმა ერთფეროვანმა სიტუაციამ უბიძგა ინოვაციური სერვისის დანერგვისკენ. კომპანიის საქმიანობის დეტალების შესახებ მის ერთ-ერთ დამფუძნებელს კახა თუთბერიძეს ვესაუბრეთ.

- გვიამბეთ თქვენი ინოვაციური შეთავაზების შესახებ...

- ჩვენი ბიზნესიდეა ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს გალამაზებას და გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. კომპანიის ინოვაციაა დეკორატიული აგურის ჩარჩო, რომელიც იდეალურ გეომეტრიულ ფიგურას წარმოადგენს. მასში შესაძლებელია, ჩაისვას სხვადასხვა სახის მასალები. კერძოდ, ბუნებრივი ქვები, ზღვის კენჭები, ხის ფაქტურა, ყავა, სარკე, მინა, ხელოვნური და ბუნებრივი ტყავი, თექა, ფოსფორის მინარევი (მანათობელი აგური), შუქის ამრეკლი და ნებისმიერი საგანი, რაც მომხმარებელს ენდომება. ინოვაციურია ჩვენი წარმოების ტექნოლოგიაც. აგურები და ფილები მტკიცე და ყინვაგამძლე მასალისაგანაა წარმოებული. სახეობების მიხედვით, ფილების შერჩევა შესაძლებელია როგორც ექსტერიერისათვის, ისე ინტერიერისათვის. ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ ექსკლუზიური დიზაინის მოსაპირკეთებელ მასალას, სადაც გამოსახული იქნება მათი სახელი, ლოგო და ინიციალები

- სად არის თქვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელი?

- ქართულ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. მისი ყიდვა შესაძლებელია შპს "ნიუ დიზაინში". ჩვენი საქმიანობის მთავარი სირთულე სწორედ ბაზარზე შეღწევაა. სამწუხაროდ, ბევრმა სამშენებლო მარკეტმა უარი თქვა ჩვენი პროდუქტის გაყიდვაზე. მათ საკუთარი იმპორტი აქვთ და შესაბამისად, ორიენტირებული არიან მათ მიერვე შემოტანილი პროდუქციის რეალიზაციაზე.

- როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?

- ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს პროდუქცია მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად შევთავაზოთ. თუმცა რიგ შემთხვევაში ეს არ გამოდის. ფასი დამოკიდებულია ფილებსა და აგურებში გამოყენებულ მასალაზე. ერთი ფილის (20სმ/5სმ) ფასი იწყება 35 თეთრიდან და 1 500 ლარამდე ადის.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? პროდუქციის საზღვარგარეთ რეალიზაციასაც ხომ არ გეგმავთ?

- ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ იმპორტირებულ პროდუქციას სრულად ჩავანაცვლებთ. აქტიურად ვმუშაობთ საზღვარგარეთ გაყიდვების დაწყებაზეც. ამჟამად მუშაობა მიდის რუსეთის, ისრაელისა და აშშ-ის ბაზრებზე ონლაინ გაყიდვების კუთხით. წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე ბიზნესის ზრდასთან ერთად დიდი რაოდენობით ადამიანებს დავასაქამებთ. მათ შორის კი შშმ პირებიც იქნებიან. პროდუქციის წარმოების დასკვნითი ნაწილი ხელით კეთდება.

- პროდუქცია იმდენად ინოვაციურია, რომ "ბიზნეს დაჯილდოება 2017-ზე" წლის ქართული პროდუქტისა და წლის ინოვაციური ბიზნესის ნომინაციაზეა წარდგენილი. რას შეცვლის დაჯილდოებაში მონაწილეობა/გამარჯვება?

- "ბიზნესდაჯილდოებაში" მონაწილეობის და გამარჯვების შემთხვევაში კომპანია უფრო ცნობადი გახდება. ჩვენს პროდუქტს მომხმარებელთა ფართო წრე გაიცნობს. რაც ჩვენს საქმიანობაზე პირდაპირ აისახება და დაგვეხმარება ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევაში, რომ ქართულ ბაზარზე სრულად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივი ნაწარმით.

ნანა მღებრიშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი