მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვისოლმა” “საბერძნეთის პეტროლიუმთან“ ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და ”ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო
“ვისოლმა” “საბერძნეთის პეტროლიუმთან“ ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და ”ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო

"ვი­სოლ­მა" "სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უმ­თან" სა­ბერ­ძნეთ­ში ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე მსხვილ ბიზ­ნეს ჯგუფ­თან, ფრან­ჩა­ი­ზინ­გის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა და სა­ქარ­თვე­ლო­ში "ეკოს" ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ეკოს" პირ­ვე­ლი პი­ლო­ტუ­რი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ #27-ში გა­იხ­სნა. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე "ვი­სო­ლი" სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარ­ზე "ეკოს" ბრენ­დს აბ­რუ­ნებს. "ეკოს" აგს-ზე "ეკოს" უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვის სრუ­ლი სპექტრი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. პი­ლო­ტუ­რი აგს-ის გა­ყიდ­ვე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე "სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უ­მი" და "ვი­სოლ ჯგუ­ფი" ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე "ეკოს" სად­გუ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც "ვი­სოლ ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა სოსო ფხა­კა­ძემ გა­ნა­ცხა­და, "ეკო" იყო კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც შექ­მნა საწ­ვა­ვის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას ახ­სოვს "ეკოს" ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი. ყვე­ლამ იცის, რომ "ეკო" იყო კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც შექ­მნა საწ­ვა­ვის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის იყო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბო­და ხა­რის­ხის ეტა­ლო­ნად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ჩვენ ყო­ველ­წლი­უ­რად ვა­ტა­რებთ სა­მო­ქა­ლა­ქო კვლე­ვებს, დღე­საც "ეკო ჯორ­ჯია" მო­ი­აზ­რე­ბა, რო­გორც საწ­ვა­ვის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მქო­ნე კომ­პა­ნია. ჩვენ გა­ვი­ა­რეთ საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა, არ იყო ად­ვი­ლი ამ კომ­პა­ნი­ის უკან დაბ­რუ­ნე­ბა და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ "ეკო" სრულ­ფა­სოვ­ნად დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და სოსო ფხა­კა­ძემ.

"ეკოს" ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას სა­ბერ­ძნე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­მიტ­რი­ოს კა­რა­ბა­ლი­სი და "სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უ­მის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

რო­გორც დი­მიტ­რი­ოს კა­რა­ბა­ლის­მა გა­ნა­ცხა­და, "ეკოს" ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის გახ­სნა "ვი­სოლ ჯგუფ­თან" ურ­თი­ერ­თო­ბის მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია.

"ჩვენ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ დღეს, "ეკო" დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან მცი­რე ინ­ტერ­ვა­ლის შემ­დეგ. რა­საც თქვენ დღეს ხე­დავთ, ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია, არა მხო­ლოდ ამ სფე­რო­ში, არა­მედ სხვა სფე­რო­ებ­შიც", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი­ოს კა­რა­ბა­ლის­მა.

"სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უ­მის" სა­ცა­ლო ქსე­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, რო­ბერ­ტო კა­რა­ჰა­ნა­სის თქმით, "სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უმს" "ეკოს­თან" ერ­თად აქვს სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც კი­დევ ერთხელ შეს­თა­ვა­ზე­ბენ ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს.

(R)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

“ვისოლმა” “საბერძნეთის პეტროლიუმთან“ ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და ”ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო

“ვისოლმა” “საბერძნეთის პეტროლიუმთან“ ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და ”ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო

”ვისოლმა” ”საბერძნეთის პეტროლიუმთან” საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში ”ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

”ეკოს” პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში გაიხსნა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ”ვისოლი” საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ”ეკოს” ბრენდს აბრუნებს. ”ეკოს” აგს-ზე ”ეკოს” უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. პილოტური აგს-ის გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ”საბერძნეთის პეტროლიუმი” და ”ვისოლ ჯგუფი” ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა ლოკაციებზე ”ეკოს” სადგურების განვითარებასთან დაკავშირებით.

როგორც ”ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, ”ეკო” იყო კომპანია, რომელმაც შექმნა საწვავის ხარისხის სტანდარტი საქართველოში.

”საქართველოში ყველას ახსოვს ”ეკოს” ავტოგასამართი სადგურები. ყველამ იცის, რომ ”ეკო” იყო კომპანია, რომელმაც შექმნა საწვავის ხარისხის სტანდარტი საქართველოში. ის იყო ორგანიზაცია, რომელიც ითვლებოდა ხარისხის ეტალონად ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ სამოქალაქო კვლევებს, დღესაც ”ეკო ჯორჯია” მოიაზრება, როგორც საწვავის ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კომპანია. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული გზა, არ იყო ადვილი ამ კომპანიის უკან დაბრუნება და თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიხარია, რომ ”ეკო” სრულფასოვნად დაბრუნდა საქართველოში”, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

”ეკოს” ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და ”საბერძნეთის პეტროლიუმის” წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც დიმიტრიოს კარაბალისმა განაცხადა, ”ეკოს” ავტოგასამართი სადგურის გახსნა ”ვისოლ ჯგუფთან” ურთიერთობის მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

”ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ დღეს, ”ეკო” დაბრუნდა საქართველოში ძალიან მცირე ინტერვალის შემდეგ. რასაც თქვენ დღეს ხედავთ, ეს თანამშრომლობის პირველი ნაბიჯია, არა მხოლოდ ამ სფეროში, არამედ სხვა სფეროებშიც”, - განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.

”საბერძნეთის პეტროლიუმის” საცალო ქსელის გენერალური დირექტორის, რობერტო კარაჰანასის თქმით, ”საბერძნეთის პეტროლიუმს” ”ეკოსთან” ერთად აქვს საუკეთესო ხარისხის პროდუქტი, რომელსაც კიდევ ერთხელ შესთავაზებენ ქართველ მომხმარებელს.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი