მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საყვარელ ნივთებს გალაკტიონის ხიდიდან ვყრი"
"საყვარელ ნივთებს გალაკტიონის ხიდიდან ვყრი"

მას ტე­ლე­ეკ­რან­ზე თით­ქმის ყო­ველ­დღე ვხე­დავთ, ჟურ­ნა­ლის­ტია, მაგ­რამ ბევ­რმა არ იცის, რომ არა­ერ­თი მო­თხრო­ბი­სა და ლექ­სის ავ­ტო­რი­ცაა. ყვე­ლა­ზე ძლი­ერ პრო­ზა­ი­კო­სად გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილს მი­იჩ­ნევს, ძა­ლი­ან მოს­წონს კა­მი­უს შე­მოქ­მე­დე­ბაც. ამ ორი ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მას­ში ერ­თნა­ირ შეგ­რძნე­ბებს იწ­ვევს. საყ­ვა­რელ პო­ე­ტად ტე­რენ­ტი გრა­ნელს ასა­ხე­ლებს. ამ­ბობს, რომ ცუდ ხა­სი­ათ­ზე ყოფ­ნი­სას, მის საფ­ლავ­ზე მი­დის და კი­თხვებს უს­ვამს... "ერუ­დი­ტის" სტუ­მა­რი ჟურ­ნა­ლის­ტი - და­ვით ქა­ში­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

- ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის საფ­ლავ­ზე ხში­რად და­დი­ხარ?

- ხან­და­ხან... სა­ერ­თოდ, ჩვე­ვად მაქვს: საყ­ვა­რელ ნივ­თებს გა­ლა­კტი­ო­ნის ხი­დი­დან ვყრი... ზოგ­ჯერ მათ­თან გან­შო­რე­ბა მი­ჭირს და ასეთ დროს, გრა­ნელს ვე­კი­თხე­ბი: - რო­გორ მო­ვიქ­ცე? ისიც "მპა­სუ­ხობს", რომ გა­დავ­ყა­რო...

- მა­ინც რა გა­და­გიგ­დია?

- მა­გა­ლი­თად, რვე­უ­ლი, მას­ში ჩემს პირ­ველ ლექ­სებს ვწერ­დი; მე­გობ­რის ნა­ჩუ­ქა­რი ჯამ­ბა­ზი, რო­მე­ლიც ჩემი კომ­პი­უ­ტე­რის მო­ნი­ტორ­თან "იჯდა" და საბ­რა­ლო თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და. ჯამ­ბაზს პა­უ­ლი­ო­სი და­ვარ­ქვი. შემ­დეგ მო­თხრო­ბაც დავ­წე­რე, რო­მელ­საც ტრა­გი­კუ­ლი ფი­ნა­ლი ჰქონ­და. რო­გორც მკი­თხველს, გული დამ­წყდა და პა­უ­ლი­ოსს გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე - გა­ლა­კტი­ო­ნის ხი­დი­დან გა­და­ვაგ­დე.

- ლექ­სებს უფრო ხში­რად წერ თუ მო­თხრო­ბებს?

- პო­ე­ზი­ას პრო­ზა მირ­ჩევ­ნია. დღის სა­ა­თებ­ში არა­ფე­რი და­მი­წე­რია, რად­გა­ნაც წე­რის მუზა ყო­ველ­თვის ღა­მეს­თან ერ­თად მო­დის. შე­საძ­ლოა, დღე იმი­ტომ ვერ ვწერ, რომ ვმუ­შა­ობ და დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი მაქვს, მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე­ე­ბიც მქო­ნია და მა­ინც ვერ და­მი­წე­რია...

- პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებს ვიცი, რომ ხში­რად მარ­თავ. წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- 2006 წელს, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, კრე­ბუ­ლი გა­მო­ვე­ცი. ახლა კი აქ­ტი­უ­რად პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებს ვმარ­თავ. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა შენი მოს­მე­ნის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბათ; გა­ზა­ფხულ­ზე ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი. ახლა მინ­და, რომ არას­რულ­წლო­ვან პა­ტიმ­რებ­თან მი­ვი­დე. სა­ღა­მო ეზო­ში და "პა­დი­ეზდ­შიც" ხში­რად ჩა­მი­ტა­რე­ბია. ბო­ლოს "რო­კკ­ლუბ­ში" ვი­ყა­ვით. მე ვკი­თხუ­ლობ­დი, რობი კუ­ხი­ა­ნი­ძე უკ­რავ­და.

- შენი მუზა ვინ­მე კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა?

- ჩემი მუზა გან­წყო­ბი­ლე­ბაა... სა­ერ­თოდ, კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბებს ლექ­სებს ხში­რად არ ვუ­წერ. 2 წლის მან­ძილ­ზე მუ­ზად ბრო­წე­უ­ლის ხე მყავ­და, შემ­დეგ ჩემი დიდი ბე­ბი­ე­ბის ნამ­ზით­ვი - ფილ­თაქ­ვე­ბი. რამ­დე­ნი­მე ლექ­სი ჩემს მე­უღ­ლეს - მა­რი­ამს მი­ვუ­ძღვე­ნი.

- რო­გორც ვიცი, 2 შვი­ლის მამა ხარ...

- დიახ. სახ­ლში მე, ჩემი მე­უღ­ლე, პა­ტა­რა და­ვი­თი და ნი­კო­ლო­ზი ვცხოვ­რობთ.

- შვილს შენი სა­ხე­ლი რა­ტომ და­არ­ქვი?

- ცრურ­წმე­ნე­ბის და სიზ­მრე­ბის არ მჯე­რა, მაგ­რამ ასე­თი რამ მოხ­და - წლე­ბია, რაც დედა სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს. იგი ერთხელ, ერთი კუნ­ძუ­ლი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­დი­ო­და, გზად მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი რუსი მო­ძღვრე­ბი დამ­გზავ­რე­ბი­ან, რო­მელ­თათ­ვი­საც დე­დას უთ­ქვამს, რომ შვი­ლიშ­ვილს ელო­დე­ბო­და (მა­რი­ა­მი მა­შინ 2 თვის ფეხ­მძი­მე იყო). დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას ერთ-ერთ მო­ძღვარს უთ­ქვამს, - იცო­დე, შენს შვილს ბიჭი შე­ე­ძი­ნე­ბა და და­ვი­თი და­არ­ქვი­თო.

მო­ძღვრის რჩე­ვა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე - შვილს და­თას ვე­ძა­ხი.

- იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი "ძვე­ლი თბი­ლი­სის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ბო­ჰე­მა­ში" წერს: "ძვე­ლად ქა­ლაქ­გა­რეთ მხო­ლოდ ორი დრო­ის გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ად­გი­ლი არ­სე­ბობ­და: მდა­ბიო ხალ­ხის­თვის - ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღე­ბი და ევ­რო­პუ­ლად გაზ­რდილ­თათ­ვის..." - და­ა­სა­ხე­ლე ეს ად­გი­ლი.

- ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ გრი­შაშ­ვი­ლის დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო მუშ­თა­ე­დის ბაღი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, პო­ე­ტი მას გუ­ლის­ხმობ­და.

- პარ­კის სა­ხელ­წო­დე­ბა გარ­კვე­ულ ის­ტო­რი­ულ პი­როვ­ნე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მის შე­სა­ხებ რა იცი?

- ვიცი, რომ მუშ­თა­ე­დი სპარ­სე­თის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო რე­ლი­გი­უ­რი მოღ­ვა­წე იყო. სხვას ვე­რა­ფერს ვიხ­სე­ნებ. აქ რო­გორ მოხ­ვდა?

- ის რუ­სეთ-სპარ­სე­თის ომის (1821-1828) დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ შა­ჰის წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ბო­ლოს იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სამ­შობ­ლო­დან გა­ხიზ­ნუ­ლი­ყო. რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ მას თბი­ლის­ში 50 დე­სე­ტი­ნა მიწა უბო­ძა, სა­დაც ბაღი გა­ა­შე­ნა. 1845 წელს შა­ჰის მიერ შე­წყა­ლე­ბუ­ლი მუშ­თა­ე­დი ისევ სპარ­სეთ­ში დაბ­რუნ­და. ახლა კი მი­პა­სუ­ხე, რო­მელ ქვე­ყა­ნა­შია მდი­ნა­რე პო?

- პო იტა­ლი­ა­შია.

- მისი პო­ე­ტუ­რი ბი­ოგ­რა­ფია ხან­მოკ­ლე იყო. 1917 წლის 14 იან­ვარს, ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და. ლექ­სე­ბის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი 1940 წელს გა­მო­ვი­და. 1943 წლის 23 ივ­ნისს ჭლე­ქით გარ­და­იც­ვა­ლა. და­ა­სა­ხე­ლე ეს პო­ე­ტი.

- ლადო ასა­თი­ა­ნი. მის სო­ფელს ბარ­დნა­ლა ერ­ქვა, რომ­ლის­თვი­საც არა­ერ­თი ლექ­სი აქვს მი­ძღვნი­ლი.

- ასა­თი­ა­ნის პო­ე­ზი­ი­დან ამ წუთ­ში რო­მე­ლი სტრო­ფი გახ­სენ­დე­ბა?

-"...რად­გან სი­ცო­ცხლე ასე ნა­ვარ­დობს,/ სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა კარი ჩა­რა­ზეთ/ და იმ ბედ­ნი­ერ დღეს გა­უ­მარ­ჯოს,/ როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვე­ყა­ნა­ზე..." და კი­დევ ერთი: "...რომ ლექ­სი შვე­ლის ყო­ველ­გვარ ტკი­ვილს და თვი­თონ ლექ­სი ტკი­ვი­ლი არის".

- რა ეწო­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თპი­როვ­ნულ მმარ­თველს, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია შე­უ­ზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბით?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- დათო, ნუ ჩქა­რობ, და­ფიქ­რდი...

- გთხოვ, კი­თხვა გა­მი­მე­ო­რე (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ): - ა! დიქ­ტა­ტორს გუ­ლის­ხმობ, არა?

- რა თქმა უნდა. რა ეწო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე გა­მა­ვალ ხიდს?

- "წი­თე­ლი ხიდი".

- რა ეწო­დე­ბა ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის გარ­კვე­ვას მისი ხელ­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით?

- არც ეს ვიცი.

- გრა­ფო­ლო­გია. "ცოდ­ნა ან­თე­ბულ სან­თელს ჰგავს, ერთს სან­თელ­ზედ რომ ათასს სხვა სან­თელს მო­უ­კი­დო, სან­თელს იმით არც ალი და­აკ­ლდე­ბა, არც სი­ნათ­ლე, არც სი­ცო­ცხლე, პი­რი­ქით, იმა­ტებს კი­დეც, რად­გა­ნაც ერ­თის მა­გი­ერ ათა­სი სხვა სან­თე­ლი იმას­თან ერ­თად და­ი­წყებს ლაპ­ლაპს" - ვინ არის ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე.

- ის­ლან­დია, გერ­მა­ნია, ირ­ლან­დია, ტა­ი­ვა­ნი, ეს­პა­ნე­თი - ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა მდე­ბა­რე­ობს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე?

- ახლა უნდა მად­რო­ვო, ყვე­ლა ამ ქვე­ყა­ნას გა­ვიხ­სე­ნებ (პა­უ­ზის შემ­დეგ). ეს­პა­ნე­თი, ასე არ არის?

- ნამ­დვი­ლად ასეა. ფრენ­სის ბე­კო­ნი ამ­ბობ­და: "ფული კარ­გი მსა­ხუ­რია, მაგ­რამ - ცუდი ბა­ტო­ნი". - რის გამო და­ი­თხო­ვეს იგი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი­დან?

- რად­გან სი­ტყვე­ბი: ფული, და­თხოვ­ნა და სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი ახ­სე­ნე, ვხვდე­ბი, რომ ქრთა­მის აღე­ბას­თან გვაქვს საქ­მე.

- დიახ, ის სამ­სა­ხუ­რი­დან ამ ბრალ­დე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამე­რი­კის ეს პრე­ზი­დენ­ტი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მო­ჯა­მა­გი­რედ, მი­წისმზო­მე­ლად, ტყისმჭრე­ლად და ფოს­ტის მო­ხე­ლე­დაც კი მუ­შა­ობ­და. და­ა­სა­ხე­ლე იგი.

- ეს მეც მახ­სოვს, მაგ­რამ რომ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ას უკავ­შირ­დე­ბა, ზუს­ტად ვე­ღარ ვიხ­სე­ნებ.

- ლინ­კოლ­ნი გახ­ლდათ. რა ერ­ქვათ მე­ქა­დან მე­დი­ნა­ში გაქ­ცე­ულ მუ­ჰა­მე­დის თა­ნა­მებ­რძო­ლებს?

- მუ­ჰა­ჯი­რე­ბი.

- "100000 ხიშტზე მე­ტად 3 გა­ზე­თის მე­ში­ნია" - ვინ არის ამ ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მის ავ­ტო­რი?

- არ ვიცი.

- ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტე, რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი მე­ფის მა­მას და შვილს ერ­ქვა ბაგ­რა­ტი?

- მო­სა­ფიქ­რებ­ლად 5 წუთს და­მით­მობ?

- მი­ნიშ­ნე­ბას გე­ტყვი, თა­მა­რი, ერეკ­ლე, მი­რი­ა­ნი, გი­ორ­გი I - ამ მე­ფე­ე­ბი­დან ერთ-ერთი იყო.

- (ფიქ­რობს) გი­ორ­გი I. ჩემი აზ­რით, სწო­რი პა­სუ­ხია.

- ნამ­დვი­ლად ასეა. რა ჰქვია დღის და ღა­მის გა­თა­ნაბ­რე­ბას?

- ვი­ცო­დი, მაგ­რამ იმ სი­ტყვას ვე­ღარ ვიხ­სე­ნებ.

- ბუ­ნი­ო­ბა. ამაღ­ლე­ბა, ბზო­ბა, აღ­დგო­მა, ნათ­ლის­ღე­ბა - რო­მე­ლია უძ­რა­ვი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი?

- ნათ­ლის­ღე­ბა.

- გახ­სოვს თუ არა, ამ დღე­სას­წა­ულს რო­დის აღ­ვნიშ­ნავთ?

- 19 იან­ვარს.

- "მიხა", "არ­და­დე­გე­ბი", "ბე­ბე­რი მე­ზურ­ნე­ე­ბი", "დიდი მწვა­ნე ველი", "ნუ­ცას სკო­ლა" - რა სა­ერ­თო აქვს ამ ფილ­მებს?

- (ფიქ­რობს) ყვე­ლა ფილ­მი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის გა­და­ღე­ბუ­ლია.

- მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი კაშ­ხა­ლი ტა­ჯი­კეთ­ში მდე­ბა­რე­ობს. მას ნუ­რე­ქი­სი ჰქვია და სი­მაღ­ლე 300 მეტ­რია. შემ­დეგ მო­დის იტა­ლი­ა­ში მდე­ბა­რე 285-მეტ­რი­ა­ნი გრანდ დიქ­სენ­სი, შემ­დეგ?

- არ ვიცი.

- ენ­გუ­რის, მისი სი­მაღ­ლე 272 მეტ­რია. რა ერ­ქვა ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ვაჟს, რო­მე­ლიც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ქარ­თლში, 502-515 წლებ­ში მე­ფობ­და?

- დაჩი ერ­ქვა.

- "სამ­შობ­ლოს არ­ვის წა­ვარ­თმევთ, ჩვენს ნურ­ვინ შეგ­ვე­ცი­ლე­ბა, თო­რემ ისეთ დღეს და­ვაყ­რით, მკვდარ­საც კი გა­ე­ცი­ნე­ბა" - ვინ არის ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- ვა­ი­მე, რა ნაც­ნო­ბი სტრო­ფია და და­ვი­ბე­ნი, ვაჟა-ფშა­ვე­ლას არ ეკუთ­ვნის?

- დიახ. ორი კაცი მდი­ნა­რის ნა­პი­რას მი­ვი­და, ორი­ვეს გა­დას­ვლა მე­ო­რე ნა­პირ­ზე უნ­დო­და. იქვე იყო ნავი, რო­მელ­შიც მხო­ლოდ 1 კაცი ეტე­ო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მდი­ნა­რე­ზე ამ ნა­ვით გა­დას­ვლა ორი­ვემ შეძ­ლო და შემ­დეგ თავ-თა­ვი­სი გზა გა­აგ­რძე­ლა. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს ეს?

- რაო, რაო? გა­მი­მე­ო­რე, ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე. (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) სხვა კი­თხვა­ზე გა­და­ვი­დეთ, რა.

- ორი­ვე პი­როვ­ნე­ბა მდი­ნა­რის სხვა­დას­ხვა ნა­პირ­ზე იყო მი­სუ­ლი.

- მე კი ამ კი­თხვის ეშ­მა­კო­ბა ვერ გა­მო­ვი­ცა­ნი.

- კი­დევ ერთ ამ­დაგ­ვარ კითვხას და­გის­ვამ.

- არა, რა, სხვა რამე მკი­თხე.

- არ მგო­ნია, პა­სუ­ხის გა­ცე­მა ვერ შეძ­ლო. გო­გო­ნა სარ­კეს­თან მი­ვი­და, თა­ვი­სი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა და­ი­ნა­ხა და შუბ­ლზე აკო­ცა. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ ასე მოხ­დეს?

- არ შე­იძ­ლე­ბა, სარ­კე­ში სა­კუ­თარ თავს შუბ­ლზე ვერ აკო­ცებ.

- კა­ნა­დე­ლი სწავ­ლუ­ლი ჰენ­რი ლე­მა­ნი ფიქ­რობ­და, რომ პო­ე­ტებ­ში ეს 26-30 წლის ასაკ­ში ხდე­ბა, ექი­მებ­ში - 30-35, მხატ­ვრებ­ში - 30-35 წლის ასაკ­ში. რას გუ­ლის­ხმობ­და ლე­მა­ნი?

- ზუს­ტად არ ვიცი, ამ დროს ნი­ჭის გაღ­ვი­ძე­ბა ხომ არ ხდე­ბა?

- ლე­მა­ნი ამას გე­ნი­ის გაღ­ვი­ძე­ბას უწო­დებ­და. ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ჩა­გეთ­ვა­ლა. ოკე­ა­ნე­ში მდე­ბა­რე ღრმუ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ღრმა მა­რი­ა­ნის ღრმუ­ლია (10863 მ). რო­მელ ოკე­ა­ნე­შია იგი?

- წყნარ ოკე­ა­ნე­ში.

- ბო­ტი­ჩე­ლის ფერ­წე­რუ­ლი ტილო - "ვე­ნე­რას და­ბა­დე­ბა" გახ­სოვს?

- რა თქმა უნდა.

- რაზე დგას ვე­ნე­რა?

- ნი­ჟა­რა­ზე.

- არის­ტო­ტე­ლე ამ­ბობ­და: "ნა­თე­სა­ვი - ეს ჩვე­ნი სხე­უ­ლის ნა­წი­ლია" - ვინ წარ­მო­ად­გენს, მისი აზ­რით, ჩვე­ნი სუ­ლის ნა­წილს?

- ალ­ბათ მე­გობ­რე­ბი.

- დიახ. რამ­დე­ნი წლის იყო თა­მა­რი, როცა მა­მამ - გი­ორ­გი III-მ ტახ­ტის მემ­კვიდ­რედ გა­მო­ა­ცხა­და?

- პა­ტა­რა იყო.

- მა­ინც რამ­დე­ნი წლის?

- 12 თუ 14 წლის, არა?

- 12 წლის იყო. "როცა მო­ცარ­ტი ნო­ტებს არ­ჩევ­და, დრო­ე­ბით შერ­ცხვა დროს და გა­ჩერ­და" - ვინ არის ამ სტრო­ფის ავ­ტო­რი?

- ნიკო გო­მე­ლა­უ­რი.

- და­ას­რუ­ლე ჩერ­ჩი­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი - "ორა­ტორ­მა თემა უნდა ამო­წუ­როს და არა მსმე­ნელ­თა"...

-"...და არა მსმე­ნელ­თა მოთ­მი­ნე­ბა".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"საყვარელ ნივთებს გალაკტიონის ხიდიდან ვყრი"

"საყვარელ ნივთებს გალაკტიონის ხიდიდან ვყრი"

მას ტელეეკრანზე თითქმის ყოველდღე ვხედავთ, ჟურნალისტია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ არაერთი მოთხრობისა და ლექსის ავტორიცაა. ყველაზე ძლიერ პროზაიკოსად გურამ რჩეულიშვილს მიიჩნევს, ძალიან მოსწონს კამიუს შემოქმედებაც. ამ ორი ავტორის ნაწარმოებები მასში ერთნაირ შეგრძნებებს იწვევს. საყვარელ პოეტად ტერენტი გრანელს ასახელებს. ამბობს, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნისას, მის საფლავზე მიდის და კითხვებს უსვამს... "ერუდიტის" სტუმარი ჟურნალისტი - დავით ქაშიაშვილი გახლავთ.

- ტერენტი გრანელის საფლავზე ხშირად დადიხარ?

- ხანდახან... საერთოდ, ჩვევად მაქვს: საყვარელ ნივთებს გალაკტიონის ხიდიდან ვყრი... ზოგჯერ მათთან განშორება მიჭირს და ასეთ დროს, გრანელს ვეკითხები: - როგორ მოვიქცე? ისიც "მპასუხობს", რომ გადავყარო...

- მაინც რა გადაგიგდია?

- მაგალითად, რვეული, მასში ჩემს პირველ ლექსებს ვწერდი; მეგობრის ნაჩუქარი ჯამბაზი, რომელიც ჩემი კომპიუტერის მონიტორთან "იჯდა" და საბრალო თვალებით მიყურებდა. ჯამბაზს პაულიოსი დავარქვი. შემდეგ მოთხრობაც დავწერე, რომელსაც ტრაგიკული ფინალი ჰქონდა. როგორც მკითხველს, გული დამწყდა და პაულიოსს გამოვემშვიდობე - გალაკტიონის ხიდიდან გადავაგდე.

- ლექსებს უფრო ხშირად წერ თუ მოთხრობებს?

- პოეზიას პროზა მირჩევნია. დღის საათებში არაფერი დამიწერია, რადგანაც წერის მუზა ყოველთვის ღამესთან ერთად მოდის. შესაძლოა, დღე იმიტომ ვერ ვწერ, რომ ვმუშაობ და დატვირთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ თავისუფალი დღეებიც მქონია და მაინც ვერ დამიწერია...

- პოეზიის საღამოებს ვიცი, რომ ხშირად მართავ. წიგნის გამოცემაზე არ გიფიქრია?

- 2006 წელს, მეგობრების დახმარებით, კრებული გამოვეცი. ახლა კი აქტიურად პოეზიის საღამოებს ვმართავ. სასიამოვნოა, როცა შენი მოსმენის სურვილი უჩნდებათ; გაზაფხულზე ქალთა კოლონიაში ვიყავი. ახლა მინდა, რომ არასრულწლოვან პატიმრებთან მივიდე. საღამო ეზოში და "პადიეზდშიც" ხშირად ჩამიტარებია. ბოლოს "როკკლუბში" ვიყავით. მე ვკითხულობდი, რობი კუხიანიძე უკრავდა.

- შენი მუზა ვინმე კონკრეტული პიროვნებაა?

- ჩემი მუზა განწყობილებაა... საერთოდ, კონკრეტულ პიროვნებებს ლექსებს ხშირად არ ვუწერ. 2 წლის მანძილზე მუზად ბროწეულის ხე მყავდა, შემდეგ ჩემი დიდი ბებიების ნამზითვი - ფილთაქვები. რამდენიმე ლექსი ჩემს მეუღლეს - მარიამს მივუძღვენი.

- როგორც ვიცი, 2 შვილის მამა ხარ...

- დიახ. სახლში მე, ჩემი მეუღლე, პატარა დავითი და ნიკოლოზი ვცხოვრობთ.

- შვილს შენი სახელი რატომ დაარქვი?

- ცრურწმენების და სიზმრების არ მჯერა, მაგრამ ასეთი რამ მოხდა - წლებია, რაც დედა საბერძნეთში ცხოვრობს. იგი ერთხელ, ერთი კუნძულიდან მეორეზე გადადიოდა, გზად მართლმადიდებელი რუსი მოძღვრები დამგზავრებიან, რომელთათვისაც დედას უთქვამს, რომ შვილიშვილს ელოდებოდა (მარიამი მაშინ 2 თვის ფეხმძიმე იყო). დამშვიდობებისას ერთ-ერთ მოძღვარს უთქვამს, - იცოდე, შენს შვილს ბიჭი შეეძინება და დავითი დაარქვითო.

მოძღვრის რჩევა გავითვალისწინე - შვილს დათას ვეძახი.

- იოსებ გრიშაშვილი "ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემაში" წერს: "ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა: მდაბიო ხალხისთვის - ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის..." - დაასახელე ეს ადგილი.

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გრიშაშვილის დროს ძალიან პოპულარული იყო მუშთაედის ბაღი. შესაძლებელია, პოეტი მას გულისხმობდა.

- პარკის სახელწოდება გარკვეულ ისტორიულ პიროვნებასთან არის დაკავშირებული. მის შესახებ რა იცი?

- ვიცი, რომ მუშთაედი სპარსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიური მოღვაწე იყო. სხვას ვერაფერს ვიხსენებ. აქ როგორ მოხვდა?

- ის რუსეთ-სპარსეთის ომის (1821-1828) დამთავრების შემდეგ შაჰის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა. ბოლოს იძულებული გახდა, სამშობლოდან გახიზნულიყო. რუსეთის მთავრობამ მას თბილისში 50 დესეტინა მიწა უბოძა, სადაც ბაღი გააშენა. 1845 წელს შაჰის მიერ შეწყალებული მუშთაედი ისევ სპარსეთში დაბრუნდა. ახლა კი მიპასუხე, რომელ ქვეყანაშია მდინარე პო?

- პო იტალიაშია.

- მისი პოეტური ბიოგრაფია ხანმოკლე იყო. 1917 წლის 14 იანვარს, ქუთაისში დაიბადა. ლექსების პირველი კრებული 1940 წელს გამოვიდა. 1943 წლის 23 ივნისს ჭლექით გარდაიცვალა. დაასახელე ეს პოეტი.

- ლადო ასათიანი. მის სოფელს ბარდნალა ერქვა, რომლისთვისაც არაერთი ლექსი აქვს მიძღვნილი.

- ასათიანის პოეზიიდან ამ წუთში რომელი სტროფი გახსენდება?

-"...რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,/ სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ/ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,/ როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე..." და კიდევ ერთი: "...რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და თვითონ ლექსი ტკივილი არის".

- რა ეწოდება სახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველს, რომელიც აღჭურვილია შეუზღუდავი ძალაუფლებით?

- ვერ ვიხსენებ.

- დათო, ნუ ჩქარობ, დაფიქრდი...

- გთხოვ, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ): - ა! დიქტატორს გულისხმობ, არა?

- რა თქმა უნდა. რა ეწოდება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გამავალ ხიდს?

- "წითელი ხიდი".

- რა ეწოდება ადამიანის ხასიათის გარკვევას მისი ხელნაწერის მიხედვით?

- არც ეს ვიცი.

- გრაფოლოგია. "ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს, ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცოცხლე, პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს" - ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- ილია ჭავჭავაძე.

- ისლანდია, გერმანია, ირლანდია, ტაივანი, ესპანეთი - ჩამოთვლილთაგან რომელი ქვეყანა მდებარეობს ნახევარკუნძულზე?

- ახლა უნდა მადროვო, ყველა ამ ქვეყანას გავიხსენებ (პაუზის შემდეგ). ესპანეთი, ასე არ არის?

- ნამდვილად ასეა. ფრენსის ბეკონი ამბობდა: "ფული კარგი მსახურია, მაგრამ - ცუდი ბატონი". - რის გამო დაითხოვეს იგი სახელმწიფო სამსახურიდან?

- რადგან სიტყვები: ფული, დათხოვნა და სახელმწიფო სამსახური ახსენე, ვხვდები, რომ ქრთამის აღებასთან გვაქვს საქმე.

- დიახ, ის სამსახურიდან ამ ბრალდებით გაათავისუფლეს. ამერიკის ეს პრეზიდენტი ახალგაზრდობაში მოჯამაგირედ, მიწისმზომელად, ტყისმჭრელად და ფოსტის მოხელედაც კი მუშაობდა. დაასახელე იგი.

- ეს მეც მახსოვს, მაგრამ რომლის ბიოგრაფიას უკავშირდება, ზუსტად ვეღარ ვიხსენებ.

- ლინკოლნი გახლდათ. რა ერქვათ მექადან მედინაში გაქცეულ მუჰამედის თანამებრძოლებს?

- მუჰაჯირები.

- "100000 ხიშტზე მეტად 3 გაზეთის მეშინია" - ვინ არის ამ ცნობილი გამონათქვამის ავტორი?

- არ ვიცი.

- ნაპოლეონ ბონაპარტე, რომელი ქართველი მეფის მამას და შვილს ერქვა ბაგრატი?

- მოსაფიქრებლად 5 წუთს დამითმობ?

- მინიშნებას გეტყვი, თამარი, ერეკლე, მირიანი, გიორგი I - ამ მეფეებიდან ერთ-ერთი იყო.

- (ფიქრობს) გიორგი I. ჩემი აზრით, სწორი პასუხია.

- ნამდვილად ასეა. რა ჰქვია დღის და ღამის გათანაბრებას?

- ვიცოდი, მაგრამ იმ სიტყვას ვეღარ ვიხსენებ.

- ბუნიობა. ამაღლება, ბზობა, აღდგომა, ნათლისღება - რომელია უძრავი ქრისტიანული დღესასწაული?

- ნათლისღება.

- გახსოვს თუ არა, ამ დღესასწაულს როდის აღვნიშნავთ?

- 19 იანვარს.

- "მიხა", "არდადეგები", "ბებერი მეზურნეები", "დიდი მწვანე ველი", "ნუცას სკოლა" - რა საერთო აქვს ამ ფილმებს?

- (ფიქრობს) ყველა ფილმი მერაბ კოკოჩაშვილის გადაღებულია.

- მსოფლიოში ყველაზე დიდი კაშხალი ტაჯიკეთში მდებარეობს. მას ნურექისი ჰქვია და სიმაღლე 300 მეტრია. შემდეგ მოდის იტალიაში მდებარე 285-მეტრიანი გრანდ დიქსენსი, შემდეგ?

- არ ვიცი.

- ენგურის, მისი სიმაღლე 272 მეტრია. რა ერქვა ვახტანგ გორგასლის ვაჟს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლში, 502-515 წლებში მეფობდა?

- დაჩი ერქვა.

- "სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენს ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება" - ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- ვაიმე, რა ნაცნობი სტროფია და დავიბენი, ვაჟა-ფშაველას არ ეკუთვნის?

- დიახ. ორი კაცი მდინარის ნაპირას მივიდა, ორივეს გადასვლა მეორე ნაპირზე უნდოდა. იქვე იყო ნავი, რომელშიც მხოლოდ 1 კაცი ეტეოდა. მიუხედავად ამისა, მდინარეზე ამ ნავით გადასვლა ორივემ შეძლო და შემდეგ თავ-თავისი გზა გააგრძელა. როგორ მოახერხეს ეს?

- რაო, რაო? გამიმეორე, ვერაფერი გავიგე. (გამეორების შემდეგ) სხვა კითხვაზე გადავიდეთ, რა.

- ორივე პიროვნება მდინარის სხვადასხვა ნაპირზე იყო მისული.

- მე კი ამ კითხვის ეშმაკობა ვერ გამოვიცანი.

- კიდევ ერთ ამდაგვარ კითვხას დაგისვამ.

- არა, რა, სხვა რამე მკითხე.

- არ მგონია, პასუხის გაცემა ვერ შეძლო. გოგონა სარკესთან მივიდა, თავისი გამოსახულება დაინახა და შუბლზე აკოცა. შეიძლება თუ არა, რომ ასე მოხდეს?

- არ შეიძლება, სარკეში საკუთარ თავს შუბლზე ვერ აკოცებ.

- კანადელი სწავლული ჰენრი ლემანი ფიქრობდა, რომ პოეტებში ეს 26-30 წლის ასაკში ხდება, ექიმებში - 30-35, მხატვრებში - 30-35 წლის ასაკში. რას გულისხმობდა ლემანი?

- ზუსტად არ ვიცი, ამ დროს ნიჭის გაღვიძება ხომ არ ხდება?

- ლემანი ამას გენიის გაღვიძებას უწოდებდა. ამ კითხვაზე პასუხი ჩაგეთვალა. ოკეანეში მდებარე ღრმულებიდან ყველაზე ღრმა მარიანის ღრმულია (10863 მ). რომელ ოკეანეშია იგი?

- წყნარ ოკეანეში.

- ბოტიჩელის ფერწერული ტილო - "ვენერას დაბადება" გახსოვს?

- რა თქმა უნდა.

- რაზე დგას ვენერა?

- ნიჟარაზე.

- არისტოტელე ამბობდა: "ნათესავი - ეს ჩვენი სხეულის ნაწილია" - ვინ წარმოადგენს, მისი აზრით, ჩვენი სულის ნაწილს?

- ალბათ მეგობრები.

- დიახ. რამდენი წლის იყო თამარი, როცა მამამ - გიორგი III-მ ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა?

- პატარა იყო.

- მაინც რამდენი წლის?

- 12 თუ 14 წლის, არა?

- 12 წლის იყო. "როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა" - ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- ნიკო გომელაური.

- დაასრულე ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი - "ორატორმა თემა უნდა ამოწუროს და არა მსმენელთა"...

-"...და არა მსმენელთა მოთმინება".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები