პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი, რომელსაც პრემიერზე მაღალი შემოსავალი აქვს
რა ქონებას ფლობს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი, რომელსაც პრემიერზე მაღალი შემოსავალი აქვს

სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის ხელ­ფა­სე­ბის, და­ნა­მა­ტე­ბი­სა და პრე­მი­ე­ბის სა­კი­თხი მუდ­მი­ვად გან­ხილ­ვის სა­გა­ნია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზო­გი­ერთ მო­ხე­ლეს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­ზე მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბაც კი აქვს. ერთ-ერთი მათ­გა­ნის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მდივ­ნის მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძის შე­სა­ხებ "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" უკვე წერ­და. ჯა­ნე­ლი­ძის შე­მო­სა­ვალ­მა აღ­ნიშ­ნულ პოსტზე გა­სულ წელს 94 500 ლარი შე­ად­გი­ნა.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, გა­სულ წელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი ასე­ვე მი­ი­ღო მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­როს­მა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მაც, რომ­ლის შე­მო­სა­ვა­ლიც აღ­ნიშ­ნულ პოსტზე 2016 წლის 1 იან­ვრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით 94 500 ლარი იყო.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ კვი­რი­კაშ­ვი­ლის შე­მო­სა­ვალ­მა წინა წელს 51 369,57 ლარი შე­ად­გი­ნა.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და რა ქო­ნე­ბას ფლობს მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი. 2017 წლის 30 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სი ფლობს 182,80 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში; ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 14 კვ. მეტ­რის ავ­ტო­ფა­რეხს; 1 528 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს კო­ჯორ­ში; 407 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ამავ მი­სა­მარ­თზე და კო­ჯორ­ში მდე­ბა­რე 2 686 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს. მას­ვე ეკუთ­ვნის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Mitsubishi Pajero.

ამას­თან, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში ცქი­ტიშ­ვილს ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით 12 000 დო­ლა­რი ჰქონ­და. ასე­ვე, მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას შპს "თბი­ლი­სის კო­მერ­ცი­უ­ლი ქო­ნე­ბის" 75%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლიც იყო.

ცქი­ტიშ­ვი­ლის გა­სა­ვალ­მა გა­სულ წელს შვი­ლის სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დის სა­ხით, 5 400 დო­ლა­რი, ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის სა­ხით კი 3 299,19 ლარი შე­ად­გი­ნა წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რა ქონებას ფლობს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი, რომელსაც პრემიერზე მაღალი შემოსავალი აქვს

რა ქონებას ფლობს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი, რომელსაც პრემიერზე მაღალი შემოსავალი აქვს

სახელმწიფო მოხელეების ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მოხელეს მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურებაც კი აქვს. ერთ-ერთი მათგანის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის შესახებ "ბიზნესპრესნიუსი" უკვე წერდა. ჯანელიძის შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე გასულ წელს 94 500 ლარი შეადგინა.

ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, გასულ წელს პრემიერ-მინისტრზე მეტი შემოსავალი ასევე მიიღო მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმაც, რომლის შემოსავალიც აღნიშნულ პოსტზე 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 94 500 ლარი იყო.

ცნობისთვის, პრემიერ კვირიკაშვილის შემოსავალმა წინა წელს 51 369,57 ლარი შეადგინა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა რა ქონებას ფლობს მაია ცქიტიშვილი. 2017 წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მთავრობის კანცელარიის უფროსი ფლობს 182,80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს; 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავ მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Mitsubishi Pajero.

ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში ცქიტიშვილს ნაღდი ფულადი თანხის სახით 12 000 დოლარი ჰქონდა. ასევე, მთავრობის კანცელარიის უფროსი ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას შპს "თბილისის კომერციული ქონების" 75%-იანი წილის მფლობელიც იყო.

ცქიტიშვილის გასავალმა გასულ წელს შვილის სწავლის გადასახადის სახით, 5 400 დოლარი, ქონების გადასახადის სახით კი 3 299,19 ლარი შეადგინა წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."