მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი" - ლარს ძალა გამოელია, მალე პროდუქტები 5-10%-ით გაძვირდება
"რეზონანსი" - ლარს ძალა გამოელია, მალე პროდუქტები 5-10%-ით გაძვირდება

ლარი ბოლო დღე­ე­ბის გან­მა­ვა­ლო­ბა­ში უკვე 4,5 პრო­ცენ­ტით გა­უ­ფა­სურ­და.

სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ალო­გი­კუ­რია და უკვე ქა­ო­სის ნიშ­ნებ­საც ატა­რებს. ეკო­ნო­მის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი ტენ­დენ­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შემ­დე­გი კვი­რი­დან სა­მომ­ხმა­რებ­ლო სა­ქო­ნე­ლი 5-10%-ით გაძ­ვირ­დე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მო­სახ­ლე­ო­ბამ უც­ნა­უ­რი სი­ურპრი­ზი მი­ი­ღო.

მი­უ­ხე­და­ვად მკვეთ­რი ვარ­დნი­სა, ჯერ­ჯე­რო­ბით ეროვ­ნულ ბან­კშიც და მთავ­რო­ბა­შიც ჩუ­მად არი­ან. ერ­თა­დერ­თი კო­მენ­ტა­რი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გა­ა­კე­თა და შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა სა­გან­გა­შოდ არ მი­იჩ­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლარი უკვე 2.50-ის ნიშ­ნულ­ზეა, ნინო ჯა­ვა­ხა­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, ნუ ექ­ნე­ბა უარ­ყო­ფი­თი მო­ლო­დი­ნი.

"არა­ფე­რი ამ მხრივ სა­გან­გა­შო არ ხდე­ბა. ვა­ლუ­ტის კურსს გან­სა­ზღვრავს ბა­ზა­რი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს მცუ­რა­ვი კურ­სი, რო­მელ­ზეც გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­ლო­დი­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, მინ­და, მო­ვუ­წო­დო მო­სახ­ლე­ო­ბას ნუ აჰ­ყვე­ბი­ან ლა­რის კურ­სის გარ­შე­მო არ­სე­ბულ უარ­ყო­ფით მო­ლო­დინს", - გა­ნა­ცხა­და ნინო ჯა­ვა­ხა­ძემ.

ეს იყო და ეს. ამის გარ­და არც მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კის­გან და არც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან არა­ვი­თა­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­კე­თე­ბუ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "რე­ზო­ნან­სი" მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და სებ-ის­გან კო­მენ­ტა­რი მო­ო­პო­ვე­ბი­ნა, კობა გვე­ნე­ტა­ძის უწყე­ბა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად პირ­ში წყა­ლი ჩა­ი­გუ­ბეს. რო­დე­საც ხალ­ხი ღე­ლავს და სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე შექ­მნილ ქა­ოს­ზე პა­სუხს ითხოვს, არც ერთი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა გან­მარ­ტე­ბე­ბის­თვის თავს არ იწუ­ხებს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"რეზონანსი" - ლარს ძალა გამოელია, მალე პროდუქტები 5-10%-ით გაძვირდება

"რეზონანსი" - ლარს ძალა გამოელია, მალე პროდუქტები 5-10%-ით გაძვირდება

ლარი ბოლო დღეების განმავალობაში უკვე 4,5 პროცენტით გაუფასურდა.

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ალოგიკურია და უკვე ქაოსის ნიშნებსაც ატარებს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, შემდეგი კვირიდან სამომხმარებლო საქონელი 5-10%-ით გაძვირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წინასაარჩევნოდ მოსახლეობამ უცნაური სიურპრიზი მიიღო.

მიუხედავად მკვეთრი ვარდნისა, ჯერჯერობით ეროვნულ ბანკშიც და მთავრობაშიც ჩუმად არიან. ერთადერთი კომენტარი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გააკეთა და შექმნილი ვითარება საგანგაშოდ არ მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ლარი უკვე 2.50-ის ნიშნულზეა, ნინო ჯავახაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ ექნება უარყოფითი მოლოდინი.

"არაფერი ამ მხრივ საგანგაშო არ ხდება. ვალუტის კურსს განსაზღვრავს ბაზარი. როგორც ცნობილია, ქვეყანაში გვაქვს მცურავი კურსი, რომელზეც გავლენას ახდენს მოლოდინი. შესაბამისად, მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას ნუ აჰყვებიან ლარის კურსის გარშემო არსებულ უარყოფით მოლოდინს", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ეს იყო და ეს. ამის გარდა არც მთავრობის ეკონომიკური ბლოკისგან და არც ეროვნული ბანკისგან არავითარი განცხადება არ გაკეთებულა. მიუხედავად იმისა, რომ "რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა სებ-ისგან კომენტარი მოოპოვებინა, კობა გვენეტაძის უწყებაში ტრადიციულად პირში წყალი ჩაიგუბეს. როდესაც ხალხი ღელავს და სავალუტო ბაზარზე შექმნილ ქაოსზე პასუხს ითხოვს, არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა განმარტებებისთვის თავს არ იწუხებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი