პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეკლამა მარტივად - რა შეუძლია სწორად დაგეგმილ სარეკლამო კამპანიას
რეკლამა მარტივად - რა შეუძლია სწორად დაგეგმილ სარეკლამო კამპანიას

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად მის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი­სა თუ სერ­ვი­სი რეკ­ლა­მა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სწო­რი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა არც ისე მარ­ტი­ვი საქ­მეა. ამი­ე­რი­დან ქარ­თველ ბიზ­ნეს­სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ საქ­მე­ში და­ეხ­მა­რე­ბა წიგ­ნი "რეკ­ლა­მა მარ­ტი­ვად", რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" სე­რი­ის "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" ფარ­გლებ­ში თარ­გმნა. წიგ­ნი Dummies-ის სე­რი­ას წარ­მო­ად­გენს.

წიგ­ნის შე­სა­ვა­ლი თა­ვი­დან­ვე გვა­ტყო­ბი­ნებს, რომ რეკ­ლა­მა არც ისე რთუ­ლი საქ­მეა რო­გორც ეს სა­წყის ეტაპ­ზე ბიზ­ნეს­მენს წარ­მო­უდ­გე­ნია. გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, თუ რას გრძნობთ მის მი­მართ ან რა ინ­ფორ­მა­ცია და­გიგ­როვ­დათ. რეკ­ლა­მა შე­იძ­ლე­ბა და­მაფრ­თხობ­ლა­დაც კი მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ მა­ინც კარ­გია, რომ ეს რა­კე­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა არ გახ­ლავთ. უბ­რა­ლოდ, ვაჭ­რო­ბის რამ­დე­ნი­მე ხერ­ხს უნდა და­ე­უფ­ლოთ, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ის­თვის მოხ­დე­ნი­ლი, ძლი­ე­რი, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის მო­ფიქ­რე­ბა­ში, წარ­მო­ე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

წიგ­ნი სტრუქ­ტუ­რუ­ლად ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი მკი­თხვე­ლის­თვის. ის ხუთი მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ მისი კი­თხვა ბო­ლო­დან და­ი­წყოთ ან ის თა­ვე­ბი იკი­თხოთ ხოლ­მე, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ დროს კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნის გა­და­საჭ­რე­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ. ნეს­ბი­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თქვენ გა­ეც­ნო­ბით მიდ­გო­მებს, იდე­ებს, ხერ­ხებ­სა და ფუ­ლის და­ზოგ­ვის ამ­სახ­ველ ფაქ­ტებს, რომ­ლე­ბიც თქვე­ნი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბის ნა­წილ­ში მომ­გე­ბი­ა­ნი გზე­ბის მიგ­ნე­ბას გას­წავ­ლით.

წიგ­ნი არ არის გათ­ვლი­ლი მსხვი­ლი კორ­პო­რა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­თვის, რო­მელ­თა იდე­ა­ლუ­რად აწყო­ბი­ლი სა­წარ­მოო ბრუნ­ვა წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდ თან­ხას აღ­წევს და მე­დი­ა­ში რეკ­ლა­მის შე­სა­ძე­ნად გა­მა­ოგ­ნე­ბელ ფულს ხარ­ჯა­ვენ. ის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მფლო­ბე­ლი მე­წარ­მე­ე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს ფირ­მე­ბის მუ­შა­კე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი, მათ­თვის, ვინც რეკ­ლა­მის მეშ­ვე­ო­ბით სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ხმის გავ­რცე­ლე­ბას და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის შექ­მნას ცდი­ლობს.

წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე სე­რი­ის "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა. "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე" არის ბიზ­ნეს ლი­ტე­რა­ტუ­რის სე­რია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს ბესტსე­ლე­რე­ბის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ის ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, ისე დამ­წყებ­თათ­ვის. მკი­თხვე­ლი რჩე­ვებს ეკო­ნო­მი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით კი არ მი­ი­ღებს. ყვე­ლა წიგ­ნი მის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გახ­დე­ბა ბიზ­ნე­სის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გა­სარ­კვე­ვად. დე­ტა­ლუ­რად, პრაქ­ტი­კუ­ლად და გა­სა­გე­ბად და­წე­რი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით სავ­სე წიგ­ნე­ბი, ბიზ­ნეს­ში მი­ღე­ბულ თა­მა­შის სხვა­დას­ხვა წეს­ზე ლა­კო­ნურ წარ­მოდ­გე­ნას შე­გიქ­მნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

რეკლამა მარტივად - რა შეუძლია სწორად დაგეგმილ სარეკლამო კამპანიას

რეკლამა მარტივად - რა შეუძლია სწორად დაგეგმილ სარეკლამო კამპანიას

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატება დიდწილად მის მიერ შეთავაზებული პროდუქტისა თუ სერვისი რეკლამაზეა დამოკიდებული. სწორი სარეკლამო კამპანიის წარმოება არც ისე მარტივი საქმეა. ამიერიდან ქართველ ბიზნესსაზოგადოებას ამ საქმეში დაეხმარება წიგნი ”რეკლამა მარტივად”, რომელიც გამომცემლობა ”პალიტრა L-მა” სერიის ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში თარგმნა. წიგნი Dummies-ის სერიას წარმოადგენს.

წიგნის შესავალი თავიდანვე გვატყობინებს, რომ რეკლამა არც ისე რთული საქმეა როგორც ეს საწყის ეტაპზე ბიზნესმენს წარმოუდგენია. განურჩევლად იმისა, თუ რას გრძნობთ მის მიმართ ან რა ინფორმაცია დაგიგროვდათ. რეკლამა შეიძლება დამაფრთხობლადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც კარგია, რომ ეს რაკეტების წარმოება არ გახლავთ. უბრალოდ, ვაჭრობის რამდენიმე ხერხს უნდა დაეუფლოთ, რომლებიც კომპანიისთვის მოხდენილი, ძლიერი, დასამახსოვრებელი სარეკლამო კამპანიის მოფიქრებაში, წარმოებასა და განხორციელებაში დაგეხმარებათ.

წიგნი სტრუქტურულად ძალიან მოსახერხებელია ნებისმიერი მკითხველისთვის. ის ხუთი მარტივად აღსაქმელი ნაწილისგან შედგება. შეგიძლიათ მისი კითხვა ბოლოდან დაიწყოთ ან ის თავები იკითხოთ ხოლმე, რომლებიც ამა თუ იმ დროს კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად დაგჭირდებათ. ნესბიმიერ შემთხვევაში, თქვენ გაეცნობით მიდგომებს, იდეებს, ხერხებსა და ფულის დაზოგვის ამსახველ ფაქტებს, რომლებიც თქვენი ბიზნესსაქმიანობის რეკლამირების ნაწილში მომგებიანი გზების მიგნებას გასწავლით.

წიგნი არ არის გათვლილი მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებისთვის, რომელთა იდეალურად აწყობილი საწარმოო ბრუნვა წარმოუდგენლად დიდ თანხას აღწევს და მედიაში რეკლამის შესაძენად გამაოგნებელ ფულს ხარჯავენ. ის მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი მეწარმეებისა და მომსახურების სფეროს ფირმების მუშაკებისთვისაა განკუთვნილი, მათთვის, ვინც რეკლამის მეშვეობით საკუთარი საქმიანობის შესახებ ხმის გავრცელებას და წარმატებული კომპანიის შექმნას ცდილობს.

წიგნი ქართულ ენაზე სერიის ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში გამოიცა. „ლურჯი ოკეანე“ არის ბიზნეს ლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს.

აღნიშნული სერიის ბიზნესლიტერატურა განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისთვის, ისე დამწყებთათვის. მკითხველი რჩევებს ეკონომიკური ტერმინოლოგიით კი არ მიიღებს. ყველა წიგნი მისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო გახდება ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გასარკვევად. დეტალურად, პრაქტიკულად და გასაგებად დაწერილი, კონკრეტული მაგალითებით სავსე წიგნები, ბიზნესში მიღებულ თამაშის სხვადასხვა წესზე ლაკონურ წარმოდგენას შეგიქმნით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი