პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიმინალური ტურისტული სეზონის შემდეგ, აფხაზეთი გამოუვალ მდგომარეობაშია
კრიმინალური ტურისტული სეზონის შემდეგ, აფხაზეთი გამოუვალ მდგომარეობაშია

აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში, ახა­ლი სას­წავ­ლო წელი და­ი­წყო, - სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­გორც ადრე, ახ­ლაც მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვი­და სა­ჩუქ­რად, რა­საც უკვე მე­რამ­დე­ნედ მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ნა­წი­ლის სუს­ტი პრო­ტეს­ტი, - "რო­დემ­დე უნდა იყოს "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი" აფხა­ზე­თი რუ­სეთ­ზე ყვე­ლაფ­რით და­მო­კი­დე­ბუ­ლი..." - ამ უკვე მოძ­ვე­ლე­ბულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზეთ­ში, წელს პირ­ველკ­ლა­სელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 ათა­სით გა­ი­ზარ­და. ამ "სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლის" გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე, სკეპ­ტი­კო­სებ­მა მა­შინ­ვე გა­იხ­სე­ნეს ის "სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა, რომ საკ­მა­ოდ და­ბა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბას, რომ­ლი­თაც შემ­დეგ­ში გზის გაკ­ვალ­ვა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ, - კი­დევ 3 ათა­სი მო­ზარ­დი ეზი­ა­რე­ბა..."

ბოლო 26 წე­ლია, აფხა­ზეთ­ში კად­რე­ბის დე­ფი­ციტ­ზე სა­უბ­რო­ბენ. მარ­თლაც, პრო­ფე­სი­ო­ნალ კადრს რე­გი­ონ­ში გა­სა­ჩე­რებ­ლად არა­ვი­თა­რი მი­ზე­ზი არ აქვს, რის შე­დეგ­საც, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ისი­ნი ყვე­ლა სფე­რო­ში, მათ შო­რის, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში იმ­კი­ან; - საქ­მე ის არის, რომ ად­გი­ლობ­რივ სა­შუ­ა­ლო სკო­ლებ­ში, სა­დაც სწავ­ლის პრო­ცე­სი რუ­სულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რუ­სუ­ლი თა­ვად მას­წავ­ლებ­ლებ­მა არ იცი­ან, რა­ზეც რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ბლო­გე­რე­ბი მუდ­მი­ვად ხუმ­რო­ბენ...

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი ან­დრეი ნი­კო­ლა­ე­ვი აფხა­ზეთ­ზე მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში, ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას "მო­ჯა­დო­ე­ბულ წრეს" უწო­დებს, რომ­ლის­გა­ნაც "რუ­სე­თი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნას ცდი­ლობს, ან უბ­რა­ლოდ "ფულს ათეთ­რებს..." მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხა­ჯიმ­ბამ, მოს­კო­ვის მხარ­და­ჭე­რის მი­უ­ხე­და­ვად, რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ვერ მო­აგ­ვა­რა, ისი­ნი კრი­მი­ნალ­ში იხ­რჩო­ბი­ან, "აფხა­ზებს რუ­სუ­ლი ტან­კე­ბის ისევ ეში­ნი­ათ და იქ რუ­სე­თის გაძ­ლი­ე­რე­ბას გა­აფ­თრე­ბით ეწი­ნა­აღ­დე­გე­ბი­ან"...

პრო­რუ­სუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის გამ­ტა­რე­ბე­ლი აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თქმით, - ბოლო დროს, სკო­ლე­ბიც სა­ხი­ფა­თო გახ­და, რად­გან თით­ქმის ყვე­ლა სკო­ლა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, სო­ხუ­მის სკო­ლებ­ში, სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნია ლა­მის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის. ახლა ერ­თა­დერ­თი იმე­დი, ერ­თობ­ლი­ვი აფხა­ზურ-რუ­სუ­ლი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის შექ­მნაა.

თა­ვის მხრივ, აფხა­ზე­თის ე.წ. შს მი­ნის­ტრი, ას­ლან კო­ბა­ხია ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და­პირ­და, რა­დი­კა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბის ფარ­გლებ­ში, ნარ­კო­მა­ნი­ის პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, რე­გი­ონ­ში აფხა­ზე­თის გა­რეთ მყო­ფი აფხა­ზე­ბის­გან შე­მო­დი­ო­და... კო­ბა­ხი­ას და­პი­რე­ბამ აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ფე­ნებ­ში ღი­მი­ლი გა­მო­იწ­ვია, - "ეტყო­ბა, ჩვენს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ავი­წყდე­ბა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, აფხა­ზე­თი პა­ტა­რაა და აქ ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, ისიც კი, თუ რო­გორ იღე­ბენ თა­ვად წი­ლებს ნარ­კო­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­გან..." - ამ­ბო­ბენ აფხა­ზე­ბი...

ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონს წელს არც ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ში გა­უ­მარ­თლა - ზა­ფხუ­ლი აფხა­ზეთ­ში პრობ­ლე­მე­ბით და­ი­წყო; ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, უკვე სა­კა­მა­თო არ არის, რომ სე­ზო­ნი ჩა­ვარ­და, სხვა სა­კი­თხია, ვინ არის დამ­ნა­შა­ვე?.. ორ­გა­ნი­ზა­ცია, "აფხა­ზე­თის ტუ­რიზ­მის კავ­ში­რის" პრე­ზი­დენ­ტის ანა კა­ლი­ა­გი­ნას თქმით, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 30%-ით შემ­ცირ­და. აფხა­ზე­ბის თქმით, რუ­სე­ბი არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ "ქვე­ყა­ნა­ში" არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და "მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ", რაც კომ­ფორ­ტსა და უსაფრ­თხო­ე­ბას ეხე­ბა. თა­ვის მხრივ, რუს ტუ­რის­ტებს ეში­ნი­ათ მკვლე­ლო­ბე­ბის, და­ყა­ჩა­ღე­ბის, აფეთ­ქე­ბის, საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლის, ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის, გა­ტა­ცე­ბის...

საქ­მე ის არის, რომ წელს აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა სა­ხის და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და და ამას აფხა­ზე­ბიც აღი­ა­რე­ბენ, რად­გან ას­ტა­მურ ჯო­პუ­ას მიერ ჩა­დე­ნილ­მა სა­ში­ნელ­მა და­ნა­შა­ულ­მა, აფხა­ზე­ბიც შეძ­რა. ამას მოჰ­ყვა, გუ­და­უ­თა­ში რუს ტუ­რის­ტებ­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმა, რომ­ლის გარ­შე­მოც დღემ­დე სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა, - აფხა­ზე­ბის ერთი ნა­წი­ლის თქმით, სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად არის და არა­ვი­თა­რი თავ­დას­ხმა არ მომ­ხდა­რა...

შემ­დეგ, აფხა­ზეთ­ში ორი მსუ­ბუქძ­რა­ვი­ა­ნი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­დნა, რა­მაც რუ­სე­თის სამი მო­ქა­ლა­ქე იმ­სხვერ­პლა; ბოლო გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი კი, ია­რა­ღის სა­წყო­ბის აფეთ­ქე­ბაა, რა დრო­საც 64 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და... ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, მუდ­მი­ვი "წვრილ­მა­ნი და­ნა­შა­უ­ლე­ბის", ნარ­კო­მა­ნი­ის, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბე­ბის, კრი­მი­ნა­ლურ ელე­მენ­ტებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ ხდე­ბო­და. მოკ­ლედ, ერთი სე­ზო­ნის­თვის მე­ტის­მე­ტად ბევ­რი რამ მოხ­და... ამა­სო­ბა­ში დრო გა­ვი­და და სე­ზო­ნი­დან შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ღე­ბის მომ­ლო­დი­ნე ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის ბიზ­ნეს­მე­ნებს, ბან­კის ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბის დრო და­უდ­გათ.

ასე­თი ჩა­ვარ­დნი­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ, ახლა აფხა­ზეთ­ში მწა­რედ ხუმ­რო­ბენ, რომ ბან­კებ­მა დაც­ვა უნდა გა­აძ­ლი­ე­რონ, თუკი ეს გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, - ბან­კე­ბის ძარ­ცვა აფხა­ზეთ­ში, და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხეა, მით უფრო ამ დროს, რო­დე­საც ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბის დროა, თან "სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში" ახა­ლი სე­ზო­ნი იწყე­ბა... - "აფხაზ ახალ­გაზ­რდებს უყ­ვართ ფული და კარ­გი ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, ყა­ჩა­ღო­ბის გზით, ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად მო­დის, მით უფრო, რომ ფუ­ლი­თა და ნაც­ნო­ბო­ბით აფხა­ზეთ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბაც შე­იძ­ლე­ბა",- წე­რენ აფხა­ზი ბლო­გე­რე­ბი.

"ჩიხ­ში ვართ?" - ამ კი­თხვას აფხა­ზე­ბი სულ უფრო ხში­რად სვა­მენ და და­ნა­შა­უ­ლე­ბის ზრდის კვალ­დაკ­ვალ წე­რენ, რომ წყა­ლი და დენი გრა­ფი­კით მი­ე­წო­დე­ბათ. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ვერ ვი­თარ­დე­ბა, მე­ტიც, დრო­ის გას­ვლას­თან ერ­თად, პრობ­ლე­მე­ბი მა­ტუ­ლობს და რე­გი­ო­ნი, რუ­სეთ­ზე სულ უფრო მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კი პა­სუ­ხიმსგე­ბე­ლი, აფხა­ზე­თის ე.წ ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რა­საც ოპო­ზი­ცია მათ სულ უფრო ხში­რად ახ­სე­ნებს.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დეს, ქუ­ჩის აქ­ცი­ებს კი ფული სჭირ­დე­ბა... ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა უკვე თა­და­რიგს იჭერს და ოპო­ზი­ცი­ას "კე­თილ რჩე­ვას" აძ­ლევს, - ნუ შე­ეც­დე­ბი­ან "ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სი სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნონ და "სული გა­ყი­დონ". აფხა­ზუ­რი მე­დია ხა­ჯიმ­ბას მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ირი­ბად მო­უ­წო­დებს, და­სახ­მა­რებ­ლად "სა­ქარ­თვე­ლოს­კენ" არ გა­ი­ხე­დონ, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში, აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა ისევ ჭა­ობ­ში ცხოვ­რე­ბას არ­ჩევს. "სხვა სა­კი­თხია, თუ ქარ­თუ­ლი მხა­რე ახალ რე­ა­ლო­ბას ახ­ლე­ბუ­რად შე­ხე­დავს და აფხა­ზეთს თა­ვის სა­ზღვრებ­ში შეთ­რე­ვას არ და­უ­პი­რებს" - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია...

აფხა­ზუ­რი და რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის კვალ­დაკ­ვალ, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ასე ძლი­ე­რია, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი ერ­თი­მე­ო­რე­ზე მე­ტად აქ­ტი­უ­რო­ბენ, - პარ­ტია "ქა­ლე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში" ლი­დერ­მა, ირი­ნა აგრბამ თა­ვის გა­მოს­ვლა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ აფხა­ზი ქა­ლე­ბი მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ტის შე­სა­ძე­ნად ვალს იღე­ბენ, რად­გან თა­ვის გა­ტა­ნა რთუ­ლია. წარ­მო­ე­ბა არ არ­სე­ბობს. სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შემ­ცირ­და. ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის ჩა­ვარ­დნა პირ­და­პირ აი­სა­ხა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებ­ზე, - ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით და­ი­ხუ­რა, შე­დე­გად, ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­და. ასე რომ, ალ­ბათ გვაქვს უფ­ლე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან უახ­ლო­ე­სი დრო­ის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა მო­ვი­თხო­ვოთ, - რას აპი­რებთ, ბა­ტო­ნე­ბო?!"- კი­თხუ­ლობს ის...

აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას სულ უფრო მე­ტად აღი­ზი­ა­ნებს ის, რომ ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკა­ნას­კნელ იმე­დად ისევ რუ­სე­თი რჩე­ბა. რუ­სეთ­თან შს ორ­გა­ნო­ე­ბის სა­ი­ფორ­მა­ციო-სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში აფხა­ზე­თის ბი­უ­ჯეტ­ში თან­ხა ჩა­ი­რი­ცხე­ბა, რაც რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი პენ­სი­ე­ბი­სა და ხელ­ფა­სე­ბის ნა­წილს გა­ის­ტუმ­რებს... თუმ­ცა, მათ ისიც იცი­ან, რომ ეს დრო­ე­ბი­თია და რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ყვე­ლა­ფე­რი ისევ თა­ვი­დან და­ი­წყე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

კრიმინალური ტურისტული სეზონის შემდეგ, აფხაზეთი გამოუვალ მდგომარეობაშია

კრიმინალური ტურისტული სეზონის შემდეგ, აფხაზეთი გამოუვალ მდგომარეობაშია

აფხაზეთის რეგიონში, ახალი სასწავლო წელი დაიწყო, - სახელმძღვანელოები, როგორც ადრე, ახლაც მოსკოვიდან ჩამოვიდა საჩუქრად, რასაც უკვე მერამდენედ მოჰყვა საზოგადოების მცირე ნაწილის სუსტი პროტესტი, - "როდემდე უნდა იყოს "დამოუკიდებელი" აფხაზეთი რუსეთზე ყველაფრით დამოკიდებული..." - ამ უკვე მოძველებულ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, ადგილობრივი საზოგადოების ერთი ნაწილი სიამოვნებით აღნიშნავს, რომ აფხაზეთში, წელს პირველკლასელთა რაოდენობა, დაახლოებით, 3 ათასით გაიზარდა. ამ "სასიამოვნო სიახლის" გავრცელებისთანავე, სკეპტიკოსებმა მაშინვე გაიხსენეს ის "სამწუხარო რეალობა, რომ საკმაოდ დაბალი დონის განათლებას, რომლითაც შემდეგში გზის გაკვალვა ძალიან გაუჭირდებათ, - კიდევ 3 ათასი მოზარდი ეზიარება..."

ბოლო 26 წელია, აფხაზეთში კადრების დეფიციტზე საუბრობენ. მართლაც, პროფესიონალ კადრს რეგიონში გასაჩერებლად არავითარი მიზეზი არ აქვს, რის შედეგსაც, როგორც თავად ამბობენ, ისინი ყველა სფეროში, მათ შორის, განათლების სისტემაში იმკიან; - საქმე ის არის, რომ ადგილობრივ საშუალო სკოლებში, სადაც სწავლის პროცესი რუსულ ენაზე მიმდინარეობს, რუსული თავად მასწავლებლებმა არ იციან, რაზეც რუსი ჟურნალისტები და ბლოგერები მუდმივად ხუმრობენ...

რუსი ჟურნალისტი ანდრეი ნიკოლაევი აფხაზეთზე მომზადებულ სტატიაში, ადგილობრივ ხელმძღვანელობას "მოჯადოებულ წრეს" უწოდებს, რომლისგანაც "რუსეთი სახელმწიფოს შექმნას ცდილობს, ან უბრალოდ "ფულს ათეთრებს..." მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხაჯიმბამ, მოსკოვის მხარდაჭერის მიუხედავად, რეგიონში არსებული პრობლემები ვერ მოაგვარა, ისინი კრიმინალში იხრჩობიან, "აფხაზებს რუსული ტანკების ისევ ეშინიათ და იქ რუსეთის გაძლიერებას გააფთრებით ეწინააღდეგებიან"...

პრორუსული იდეოლოგიის გამტარებელი აფხაზური მედიის თქმით, - ბოლო დროს, სკოლებიც სახიფათო გახდა, რადგან თითქმის ყველა სკოლაში, განსაკუთრებით კი, სოხუმის სკოლებში, სააფთიაქო ნარკომანია ლამის ჩვეულებრივი რამ არის. ახლა ერთადერთი იმედი, ერთობლივი აფხაზურ-რუსული საკოორდინაციო ცენტრის შექმნაა.

თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი, ასლან კობახია ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რადიკალური რეფორმების ფარგლებში, ნარკომანიის პრობლემა მოგვარდებოდა, რომელიც მისივე თქმით, რეგიონში აფხაზეთის გარეთ მყოფი აფხაზებისგან შემოდიოდა... კობახიას დაპირებამ აფხაზური საზოგადოების გარკვეულ ფენებში ღიმილი გამოიწვია, - "ეტყობა, ჩვენს ხელმძღვანელობას ავიწყდება, რომ სინამდვილეში, აფხაზეთი პატარაა და აქ ყველამ ყველაფერი იცის, ისიც კი, თუ როგორ იღებენ თავად წილებს ნარკოდამნაშავეებისგან..." - ამბობენ აფხაზები...

ოკუპირებულ რეგიონს წელს არც ტურისტულ სეზონში გაუმართლა - ზაფხული აფხაზეთში პრობლემებით დაიწყო; ადგილობრივების თქმით, უკვე საკამათო არ არის, რომ სეზონი ჩავარდა, სხვა საკითხია, ვინ არის დამნაშავე?.. ორგანიზაცია, "აფხაზეთის ტურიზმის კავშირის" პრეზიდენტის ანა კალიაგინას თქმით, გასულ წლებთან შედარებით, რუსი დამსვენებლების რაოდენობა 30%-ით შემცირდა. აფხაზების თქმით, რუსები არ ითვალისწინებენ "ქვეყანაში" არსებულ ვითარებას და "მაღალი მოთხოვნები აქვთ", რაც კომფორტსა და უსაფრთხოებას ეხება. თავის მხრივ, რუს ტურისტებს ეშინიათ მკვლელობების, დაყაჩაღების, აფეთქების, საკვებით მოწამვლის, ნაწლავური ინფექციის, გაუპატიურების, გატაცების...

საქმე ის არის, რომ წელს აფხაზეთში ყველა სახის დანაშაული მოხდა და ამას აფხაზებიც აღიარებენ, რადგან ასტამურ ჯოპუას მიერ ჩადენილმა საშინელმა დანაშაულმა, აფხაზებიც შეძრა. ამას მოჰყვა, გუდაუთაში რუს ტურისტებზე მომხდარი თავდასხმა, რომლის გარშემოც დღემდე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, - აფხაზების ერთი ნაწილის თქმით, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის და არავითარი თავდასხმა არ მომხდარა...

შემდეგ, აფხაზეთში ორი მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდნა, რამაც რუსეთის სამი მოქალაქე იმსხვერპლა; ბოლო გახმაურებული ფაქტი კი, იარაღის საწყობის აფეთქებაა, რა დროსაც 64 ადამიანი დაშავდა... ეს ყველაფერი კი, მუდმივი "წვრილმანი დანაშაულების", ნარკომანიის, ადამიანის გატაცებების, კრიმინალურ ელემენტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების კვალდაკვალ ხდებოდა. მოკლედ, ერთი სეზონისთვის მეტისმეტად ბევრი რამ მოხდა... ამასობაში დრო გავიდა და სეზონიდან შემოსავლების მიღების მომლოდინე ადამიანებს, მათ შორის ბიზნესმენებს, ბანკის ვალების გასტუმრების დრო დაუდგათ.

ასეთი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, ახლა აფხაზეთში მწარედ ხუმრობენ, რომ ბანკებმა დაცვა უნდა გააძლიერონ, თუკი ეს გამოსავალი იქნება, - ბანკების ძარცვა აფხაზეთში, დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეა, მით უფრო ამ დროს, როდესაც ვალების გასტუმრების დროა, თან "სასწავლო დაწესებულებებში" ახალი სეზონი იწყება... - "აფხაზ ახალგაზრდებს უყვართ ფული და კარგი ცხოვრება, რომელიც უკვე წლების განმავლობაში აპრობირებული, ყაჩაღობის გზით, ყველაზე ადვილად მოდის, მით უფრო, რომ ფულითა და ნაცნობობით აფხაზეთში თავისუფლების მოპოვებაც შეიძლება",- წერენ აფხაზი ბლოგერები.

"ჩიხში ვართ?" - ამ კითხვას აფხაზები სულ უფრო ხშირად სვამენ და დანაშაულების ზრდის კვალდაკვალ წერენ, რომ წყალი და დენი გრაფიკით მიეწოდებათ. ინფრასტრუქტურა ვერ ვითარდება, მეტიც, დროის გასვლასთან ერთად, პრობლემები მატულობს და რეგიონი, რუსეთზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება. ამ ყველაფერზე კი პასუხიმსგებელი, აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებაა, რასაც ოპოზიცია მათ სულ უფრო ხშირად ახსენებს.

აფხაზური მედიის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ შემოდგომაზე ქუჩის აქციები ისევ აქტუალური გახდეს, ქუჩის აქციებს კი ფული სჭირდება... ადგილობრივი ხელმძღვანელობა უკვე თადარიგს იჭერს და ოპოზიციას "კეთილ რჩევას" აძლევს, - ნუ შეეცდებიან "ქვეყანაში არსებული კრიზისი სათავისოდ გამოიყენონ და "სული გაყიდონ". აფხაზური მედია ხაჯიმბას მოწინააღმდეგეს ირიბად მოუწოდებს, დასახმარებლად "საქართველოსკენ" არ გაიხედონ, რადგან ამ შემთხვევაში, აფხაზეთის მოსახლეობა ისევ ჭაობში ცხოვრებას არჩევს. "სხვა საკითხია, თუ ქართული მხარე ახალ რეალობას ახლებურად შეხედავს და აფხაზეთს თავის საზღვრებში შეთრევას არ დაუპირებს" - წერს აფხაზური მედია...

აფხაზური და რუსული პროპაგანდის კვალდაკვალ, რომელიც რეგიონში ასე ძლიერია, ოპოზიციონერები ერთიმეორეზე მეტად აქტიურობენ, - პარტია "ქალები პოლიტიკაში" ლიდერმა, ირინა აგრბამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აფხაზი ქალები მაღაზიაში პროდუქტის შესაძენად ვალს იღებენ, რადგან თავის გატანა რთულია. წარმოება არ არსებობს. სამუშაო ადგილები შემცირდა. ტურისტული სეზონის ჩავარდნა პირდაპირ აისახა სამშენებლო კომპანიებზე, - ისინი ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა, შედეგად, ყველაფერი გაჩერდა. ასე რომ, ალბათ გვაქვს უფლება, ხელისუფლებისგან უახლოესი დროის ანტიკრიზისული გეგმა მოვითხოვოთ, - რას აპირებთ, ბატონებო?!"- კითხულობს ის...

აფხაზეთის მოსახლეობას სულ უფრო მეტად აღიზიანებს ის, რომ ე.წ. ხელისუფლების უკანასკნელ იმედად ისევ რუსეთი რჩება. რუსეთთან შს ორგანოების საიფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის თანახმად, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ბიუჯეტში თანხა ჩაირიცხება, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში დაგროვილი პენსიებისა და ხელფასების ნაწილს გაისტუმრებს... თუმცა, მათ ისიც იციან, რომ ეს დროებითია და რამდენიმე თვეში, ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე