ის კადრები რატომ არ მიეცით ტელევიზიას, "არმანის" ანაფორაზე რომ საუბრობს მამაო?! - ამ შეკითხვით "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" პროკურატურის მოწმემ ირაკლი მამალაძემ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს მიმართა.
ირაკლი მამალაძემ რამიშვილი საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულების ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის გადაცემაში დაადანაშაულა.
"გუშინ თქვენ არ მიეცით ტელევიზიას ჩემი კადრები?! თქვენ არ გაქვთ გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი და თქვენ გაეცით ის კადრები, ლიფტში რომ შევდივარ. ის კადრები რატომ არ მიეცით ტელევიზიას, "არმანის" ანაფორაზე რომ საუბრობს მამაო?!. დადეთ მთლიანი კადრები და ნახავს ხალხი ყველაფერს. ნახავს, თუ როგორ გამოიყურება დამნაშავე", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მიხეილ რამიშვილის თქმით, მისი ბრალდება თავიდანვე ცრუ იყო და ის ღიღინ-ღიღინით იმაგრებდა ვიდეო კამერას, რაც მეტყველებს, რომ კარგად გრძნობდა თავს მისი ქმედებებიდან გამომდინარე.
"როგორც ახლა ლაპარაკობ, რომ ეს კადრები ვინმეს მე მივეცი, ასევე ცრუ არის შენი ბრალდება... აბა კარგად გაიხსენე, როგორ საუბრობ იმ ვიდეოზე. საუბრობ როგორც კარგად მომზადებული. ღიღინებდი კიდეც ვიდეო კადრებში. შენს ჩვენებას რომ გადავხედოთ, თითქოს ღამეები არ გეძინა. სასიმღეროდ მიდიხარ, როცა კარგად გრძნობ თავს. იქ კისკისებ კიდეც და ნერვიულობის გამო თუ კისკისებ და კაი ხასიათზე ხარ...", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა მამალაძის საპასუხოდ.